პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე კლინიკა "იმედის" 3 ექიმს ბრალი წარუდგინა - რა განცხადებას ავრცელებს უწყება?
პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე კლინიკა "იმედის" 3 ექიმს ბრალი წარუდგინა - რა განცხადებას ავრცელებს უწყება?

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ექთ­ნის მეგი ბაქ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის ფაქ­ტზე „ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა იმე­დის“ ექი­მებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მ.ბ.-ს სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბის ფაქ­ტზე, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 116-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით 19 მარტს და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ 18 მარტს ქ. ახალ­ცი­ხე­ში, შპს „ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა იმედ­ში“ მ.ბ.-ს ჩა­უ­ტარ­და „კო­ვიდ 19“-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია, რის შემ­დე­გაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და. მ.ბ.-ს თავ­და­პირ­ვე­ლად გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა აღ­ნიშ­ნულ კლი­ნი­კა­ში გა­ე­წია, ხოლო შემ­დგომ იგი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­დაყ­ვა­ნილ იქნა თბი­ლის­ში, „თსსუ პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში“, სა­დაც 19 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა.

აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხნენ ბ.ლ., ვ.ი. და თ.გ, რომ­ლე­ბიც გა­მო­კი­თხვის და­წყე­ბამ­დე გა­მომ­ძი­ებ­ლის მიერ გაფრ­თხი­ლე­ბულ იქ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 370-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მათ ხელი შე­უ­შა­ლეს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას და პი­რა­დი მო­ტი­ვით, რათა არ გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი­ყო, რომ ვ.ი. არ იმ­ყო­ფე­ბო­და პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის დროს პა­ცი­ენ­ტთან, გა­მო­ძი­ე­ბას ცრუ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს. კერ­ძოდ, ვ.ი.-ს ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, 18 მარტს, ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა­ში, იმუ­ნი­ზა­ცი­ის შემ­დგო­მი და­ყოვ­ნე­ბის ოთახ­ში მყო­ფი მ.ბ.-ს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­დეგ, გარ­თუ­ლე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, თით­ქოს მის მიერ და ასე­ვე მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი ჩვე­ნე­ბე­ბით და­ა­დას­ტუ­რეს ასე­ვე ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ იმუ­ნი­ზა­ცი­ის შემ­დეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მი­მართ რა­ი­მე მე­დი­კა­მენ­ტი არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გა­უ­წი­ეს გარ­თუ­ლე­ბის შემ­დგო­მი გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, ვ.ი. და­ყოვ­ნე­ბის ოთახ­ში სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

ბ.ლ-ს, თ.გ-ს და ვ.ი-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 370-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლა, რაც გა­მო­ი­ხა­ტა გა­მო­ძი­ე­ბის დროს გა­მო­სა­კი­თხი პი­რის მიერ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი სხვა პი­რა­დი მო­ტი­ვით) წა­რედ­გი­ნათ. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი წა­ყე­ნე­ბულ ბრალს აღი­ა­რე­ბენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ,სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
goga
26

რასაკვირველია ყველაზე დაბალ ღობეს წარუდგინეს ბრალო. აბა ზემოთ მოზგები რომ ზიან და ფულის გაკეთების და ხალხის დაშინება/დამოძღვრის გარდა არაფერს აკეთებენ, ვინ მიაკარებს ცივ ნიავს. 

...
5

ასეც ვიფიქრე, რომ დაიწყეს ერთმანეთის ხელის დაფარება, ამიტომ არავის უნდა ვაქცინის გაკეთება, ვაქცინის კი არა, ექიმების ეშინიათ რომ დროულად ვერ მიხედავენ, თუ მიხედეს და არასწორად უმკურნალებენ როგორც ამ საწყალ გოგოს, წესიერ კლინიკაში მეგი არ გარდაიცვლებოდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე კლინიკა "იმედის" 3 ექიმს ბრალი წარუდგინა - რა განცხადებას ავრცელებს უწყება?

პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე კლინიკა "იმედის" 3 ექიმს ბრალი წარუდგინა - რა განცხადებას ავრცელებს უწყება?

საქართველოს პროკურატურამ ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მ.ბ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით 19 მარტს დაიწყო. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 18 მარტს ქ. ახალციხეში, შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“ მ.ბ.-ს ჩაუტარდა „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მ.ბ.-ს თავდაპირველად გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება აღნიშნულ კლინიკაში გაეწია, ხოლო შემდგომ იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ გადაყვანილ იქნა თბილისში, „თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ ბ.ლ., ვ.ი. და თ.გ, რომლებიც გამოკითხვის დაწყებამდე გამომძიებლის მიერ გაფრთხილებულ იქნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა, მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვ.ი. არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მ.ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ასევე ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა.

ბ.ლ-ს, თ.გ-ს და ვ.ი-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ. ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ,სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.

თბილისში ქალი, რომელიც გააუპატიურეს, მერვე სართულიდან გადახტა და თავი მოიკლა

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინა და ხუთი აფთიაქის ხელმძღვანელი პირი დააკავა (ფარულად გადაღებული კადრები)

"დაახლოებით 10-12 წლის ბიჭები იყვნენ, ერთ-ერთმა მეორე დანით დაჭრა" - რა მოხდა ბათუმში, სადაც არასრულწლოვანი დაჭრეს