მსოფლიო
Faceამბები
სამართალი

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ნიკოტინი და როგორ მოქმედებს ის ადამიანის ჯანმრთელობაზე?
რა არის ნიკოტინი და როგორ მოქმედებს ის ადამიანის ჯანმრთელობაზე?

ნი­კო­ტი­ნი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბაა, რო­მე­ლიც მცე­ნა­რე­ებ­ში არ­სე­ბობს. ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ის თამ­ბა­ქოს ფო­თოლ­ში გვხვდე­ბა, თუმ­ცა ნი­კო­ტინს მცი­რე მო­ცუ­ლო­ბით სხვა ისე­თი მცე­ნა­რე­ე­ბიც შე­ი­ცავს, რო­გო­რე­ბიც არის: ბად­რი­ჯა­ნი, კარ­ტო­ფი­ლი და პო­მი­დო­რი.

მეც­ნი­ე­რუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, მხო­ლოდ თამ­ბა­ქოს ფო­თოლ­ში გვხვდე­ბა ნი­კო­ტი­ნის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა იმი­სათ­ვის, რომ მან ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს. სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სი­გა­რე­ტი 12 მგ ნი­კო­ტინს შე­ი­ცავს, რაც 18 000-ჯერ მე­ტია ვიდ­რე კარ­ტო­ფილ­ში არ­სე­ბუ­ლი ნი­კო­ტი­ნის რა­ო­დე­ნო­ბა.

თუმ­ცა, კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად საკ­ვე­ბის მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად 1 400 ნა­ნოგ­რამ ნი­კო­ტინს იღებს. ამ ნივ­თი­ე­რე­ბის ორ­გა­ნიზ­მში შე­წო­ვა კი კა­ნის, ფილ­ტვე­ბი­სა და პი­რის ღრუს მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა.

ნი­კო­ტი­ნის მი­ღე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ფორ­მას თამ­ბა­ქოს ფოთ­ლის წვა წარ­მო­ად­გენს. ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბის არა­ერ­თი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს, მათ შო­რის არის გემო, მო­წე­ვის რი­ტუ­ა­ლი, სენ­სო­რუ­ლი შეგ­რძნე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - ნი­კო­ტი­ნია, რად­გან ეს ნივ­თი­ე­რე­ბა იწ­ვევს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, მისი მოხ­მა­რე­ბა არ არის უსაფრ­თხო, თუმ­ცა ის არ არის მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვე­ვი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი.

რო­გორ მოქ­მე­დებს ნი­კო­ტი­ნი?

ნი­კო­ტი­ნის შე­წო­ვა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ფილ­ტვე­ბის, კა­ნი­სა და პი­რის ღრუს მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა. მას შემ­დეგ, რაც ნივ­თი­ე­რე­ბა სის­ხლში მოხ­ვდე­ბა, ის სხვა­დას­ხვა ქსო­ვი­ლამ­დე და ორ­გა­ნომ­დე, მათ შო­რის ტვი­ნის უჯრე­დე­ბამ­დეც აღ­წევს.

ნივ­თი­ე­რე­ბა ას­ტი­მუ­ლი­რებს დო­ფა­მი­ნის გა­მო­ყო­ფას, რაც ადა­მი­ან­ში კმა­ყო­ფი­ლე­ბის შეგ­რძნე­ბას იწ­ვევს. რაც უფრო დიდი დო­ზი­თა და სიხ­ში­რით მო­იხ­მარს ინ­დი­ვი­დი ნი­კო­ტინს, მით უფრო იზ­რდე­ბა ორ­გა­ნიზ­მის ტო­ლე­რან­ტო­ბა ამ ნივ­თი­ე­რე­ბი­სად­მი, შე­სა­ბა­მი­სად, ორ­გა­ნიზ­მი სულ უფრო და უფრო მეტ ნი­კო­ტინს მო­ი­თხოვს. შე­დე­გად, ადა­მი­ანს უვი­თარ­დე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

რო­გორც მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია გან­მარ­ტავს, "და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არის ორ­გა­ნიზ­მში ნი­კო­ტი­ნის რე­გუ­ლი­რე­ბის დო­ნის დარ­ღვე­ვა, რაც მისი ხში­რი ან გან­მე­ო­რე­ბი­თი მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად ვი­თარ­დე­ბა".

რა გავ­ლე­ნა აქვს ნი­კო­ტინს ორ­გა­ნიზ­მზე?

ნი­კო­ტი­ნი თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მოქ­მე­დებს, რად­გან და­მო­კი­დე­ბუ­ლია ინ­დი­ვი­დის მიერ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის სიხ­ში­რე­ზე, მის მე­ტა­ბო­ლიზ­მზე, სხე­უ­ლის წო­ნა­სა და გე­ნე­ტი­კა­ზე.

The Lung Health Study-ის კვლე­ვა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე ნი­კო­ტი­ნის გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში გავ­ლე­ნას შე­ის­წავ­ლი­და. კვლე­ვით დად­გინ­და, რომ ეს ნივ­თი­ე­რე­ბა არ იწ­ვევს ონ­კო­ლო­გი­ურ თუ სა­სუნ­თქი გზე­ბის ქრო­ნი­კულ ობსტრუქ­ცი­ულ და­ა­ვა­დე­ბებს.

ასე­ვე, სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ არამ­წე­ველ და თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა შო­რის გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კე­ბი თით­ქმის ერ­თნა­ი­რია.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს არა ნი­კო­ტი­ნი, არა­მედ თამ­ბა­ქოს კვამლში არ­სე­ბუ­ლი 250 ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა.

უდა­ვოა, რომ თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის პრო­ცეს­ში სა­უ­კე­თე­სო გზას მო­წე­ვის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა, მწე­ველ­თა მხო­ლოდ 7% ახერ­ხებს და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვას. ამი­ტომ, ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა ყვე­ლა­ზე ეფექ­ტურ გზას წარ­მო­ად­გენს სა­ყო­ველ­თაო კე­თილ­დღე­ო­ბის მი­საღ­წე­ვად. თუმ­ცა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი არ­სე­ბობს იმის შე­სა­ხებ, თუ რა როლი უნდა ითა­მა­შოს ამ პრო­ცეს­ში თამ­ბა­ქოს უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბებ­მა.

R

beso
0

„ნივ­თი­ე­რე­ბა ას­ტი­მუ­ლი­რებს დო­ფა­მი­ნის გა­მო­ყო­ფას, რაც ადა­მი­ან­ში კმა­ყო­ფი­ლე­ბის შეგ­რძნე­ბას იწ­ვევს. რაც უფრო დიდი დო­ზი­თა და სიხ­ში­რით მო­იხ­მარს ინ­დი­ვი­დი ნი­კო­ტინს, მით უფრო იზ­რდე­ბა ორ­გა­ნიზ­მის ტო­ლე­რან­ტო­ბა ამ ნივ­თი­ე­რე­ბი­სად­მი, შე­სა­ბა­მი­სად, ორ­გა­ნიზ­მი სულ უფრო და უფრო მეტ ნი­კო­ტინს მო­ი­თხოვს. შე­დე­გად, ადა­მი­ანს უვი­თარ­დე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.“>>>>>>>>>>>>>>>>>>>>ვერ გავიზიარებ! ამ ნიშნით ეწევა ლუდომანი კაზინოში სიგარეტს? ცალსახად არასწორია. მოთამაშე ეწევა იმ ნიშნით, რომ სიფხიზლე და კონცენტრაცია დაიჭიროს, რადგან მას აქ დოფამინ-ადრელარინ-კორტიზონი უშლის ნერვებს>>>>>>>>>>>>>>დოფამინი პრომოხს გააკეთებინებს(რა დროს თრობაა), ხოლო ადრელანინ-კორტიზოლი შფოთს აუტეხავს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

რა არის ნიკოტინი და როგორ მოქმედებს ის ადამიანის ჯანმრთელობაზე?

რა არის ნიკოტინი და როგორ მოქმედებს ის ადამიანის ჯანმრთელობაზე?

ნიკოტინი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც მცენარეებში არსებობს. ყველაზე დიდი რაოდენობით ის თამბაქოს ფოთოლში გვხვდება, თუმცა ნიკოტინს მცირე მოცულობით სხვა ისეთი მცენარეებიც შეიცავს, როგორებიც არის: ბადრიჯანი, კარტოფილი და პომიდორი.

მეცნიერული მტკიცებულებების თანახმად, მხოლოდ თამბაქოს ფოთოლში გვხვდება ნიკოტინის საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ მან ადამიანის ჯანმრთელობაზე ფარმაკოლოგიური ზეგავლენა იქონიოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი სიგარეტი 12 მგ ნიკოტინს შეიცავს, რაც 18 000-ჯერ მეტია ვიდრე კარტოფილში არსებული ნიკოტინის რაოდენობა.

თუმცა, კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანი ყოველდღიურად საკვების მოხმარების შედეგად 1 400 ნანოგრამ ნიკოტინს იღებს. ამ ნივთიერების ორგანიზმში შეწოვა კი კანის, ფილტვებისა და პირის ღრუს მეშვეობით ხდება.

ნიკოტინის მიღების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას თამბაქოს ფოთლის წვა წარმოადგენს. ტრადიციული სიგარეტის მოხმარების არაერთი მიზეზი არსებობს, მათ შორის არის გემო, მოწევის რიტუალი, სენსორული შეგრძნება და სოციალური გამოცდილება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი - ნიკოტინია, რადგან ეს ნივთიერება იწვევს დამოკიდებულებას. შესაბამისად, მისი მოხმარება არ არის უსაფრთხო, თუმცა ის არ არის მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევი მთავარი მიზეზი.

როგორ მოქმედებს ნიკოტინი?

ნიკოტინის შეწოვა ადამიანის ორგანიზმში ფილტვების, კანისა და პირის ღრუს მეშვეობით ხდება. მას შემდეგ, რაც ნივთიერება სისხლში მოხვდება, ის სხვადასხვა ქსოვილამდე და ორგანომდე, მათ შორის ტვინის უჯრედებამდეც აღწევს.

ნივთიერება ასტიმულირებს დოფამინის გამოყოფას, რაც ადამიანში კმაყოფილების შეგრძნებას იწვევს. რაც უფრო დიდი დოზითა და სიხშირით მოიხმარს ინდივიდი ნიკოტინს, მით უფრო იზრდება ორგანიზმის ტოლერანტობა ამ ნივთიერებისადმი, შესაბამისად, ორგანიზმი სულ უფრო და უფრო მეტ ნიკოტინს მოითხოვს. შედეგად, ადამიანს უვითარდება დამოკიდებულება.

როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია განმარტავს, "დამოკიდებულება არის ორგანიზმში ნიკოტინის რეგულირების დონის დარღვევა, რაც მისი ხშირი ან განმეორებითი მოხმარების შედეგად ვითარდება".

რა გავლენა აქვს ნიკოტინს ორგანიზმზე?

ნიკოტინი თითოეულ ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს, რადგან დამოკიდებულია ინდივიდის მიერ თამბაქოს მოხმარების სიხშირეზე, მის მეტაბოლიზმზე, სხეულის წონასა და გენეტიკაზე.

The Lung Health Study-ის კვლევა ადამიანის ორგანიზმზე ნიკოტინის გრძელვადიან პერიოდში გავლენას შეისწავლიდა. კვლევით დადგინდა, რომ ეს ნივთიერება არ იწვევს ონკოლოგიურ თუ სასუნთქი გზების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებს.

ასევე, სამეცნიერო მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ არამწეველ და თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის მომხმარებელთა შორის გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკები თითქმის ერთნაირია.

აქედან გამომდინარე, მეცნიერების განცხადებით, მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებს იწვევს არა ნიკოტინი, არამედ თამბაქოს კვამლში არსებული 250 ტოქსიკური ნივთიერება.

უდავოა, რომ თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში საუკეთესო გზას მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს, თუმცა, მწეველთა მხოლოდ 7% ახერხებს დასახული მიზნის მიღწევას. ამიტომ, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თამბაქოს ზიანის შემცირება ყველაზე ეფექტურ გზას წარმოადგენს საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად. თუმცა, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმის შესახებ, თუ რა როლი უნდა ითამაშოს ამ პროცესში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებმა.

R

პარლამენტის შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

"ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან" - ნანა გეგეჭკორი "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებულ EMA-ს განცხადებაზე

კინოთეატრები მუშაობას დღეიდან განაახლებენ