მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლილოდან" მოაქვთ ათასი წვრილმანი და მდინარის კალაპოტზე ზურგით გადმოაქვთ... ჩაკეტვამ ყველა დააზარალა" - რას წერენ აფხაზები ენგურზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ?
"ლილოდან" მოაქვთ ათასი წვრილმანი და მდინარის კალაპოტზე ზურგით გადმოაქვთ... ჩაკეტვამ ყველა დააზარალა" - რას წერენ აფხაზები ენგურზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ?

მთე­ლი დღეა, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი მდი­ნა­რე ენ­გუ­რის გად­მოკ­ვე­თი­სას და­ღუ­პუ­ლი გა­ლე­ლე­ბის ამ­ბავს გა­ნი­ხი­ლავს. ზოგი მომ­ხდარ­ში ქარ­თულ მხა­რეს ადა­ნა­შა­უ­ლებს, რო­მელ­მაც ენ­გურ­სი­ქით მცხოვ­რებ­თათ­ვის 5-დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი და­ა­წე­სა. სხვე­ბის თქმით, სამი ად­გი­ლობ­რი­ვი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე, ქარ­თუ­ლი მხა­რის და­ნა­შა­ულ­თან ერ­თად, აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც არ უნდა და­ა­ვი­წყდეთ, რო­მელ­მაც ენ­გუ­რის ხი­დის ჩა­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

აფხა­ზე­თი­დან თბი­ლი­სის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნოდ გად­მოს­ვლის დროს, მდი­ნა­რე ენ­გუ­რის გად­მოკ­ვე­თი­სას, გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წარ­ჩეს სამი მკვიდ­რი და­ი­ღუ­პა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ო­თხე ადა­მი­ა­ნის ცხე­დარს ჯერ კი­დევ ეძე­ბენ.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "მდი­ნა­რე ენ­გუ­რით გად­მოს­ვლას ისი­ნი რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით ცდი­ლობ­დნენ".

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, ისი­ნი ენ­გურ­სა­ქეთ უკა­ნო­ნოდ ცდი­ლობ­დნენ გად­მოს­ვლას, რად­გან კა­ნო­ნი­ე­რად გად­მოს­ვლის­თვის სა­ჭი­რო საშ­ვე­ბი არ ჰქონ­დათ და ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი 5-დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის გავ­ლაც არ სურ­დათ. აფხა­ზე­ბი მომ­ხდარს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

ასევე დაგაინტერესებთ
12:17 / 07-04-2021

"ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის დანაშაულებრივი არსი, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება" - სუს-ის განცხადება

13:14 / 07-04-2021

ენგურზე გადმოსვლისას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა - "გარდაცვლილია ჩემი ძმა და რძალი, ასევე ბიძაშვილის მეუღლე"

20:17 / 07-04-2021

"გამოცდა რომ ჩამებარებინა, "საზღვრამდე" სამი მთა გადმოვიარე... ლამის გავიყინეთ" - რატომ უხდებათ აფხაზებს დანარჩენ საქართველოში მიმოსვლა სიცოცხლის რისკის ფასად?

19:21 / 07-04-2021

"დევნილების შემწეობა, 45 ლარი უნდა აეღოთ და ოჯახისთვის წვრილმანები ეყიდათ..." - ვინ არიან ენგურზე დაღუპული ცოლ-ქმარი?

"წე­ლი­წად­ზე მე­ტია ხალ­ხი იხ­ვე­წე­ბა, გზა გახ­სე­ნით, რომ ავად­მყო­ფე­ბი გა­და­ვიყ­ვა­ნოთ, წა­მა­ლი და სი­ცო­ცხლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­დუქ­ტი შე­მო­ვი­ტა­ნო­თო, მაგ­რამ არა­ვის ეს­მის... არა­და, ყვე­ლამ ხომ ვი­ცით, რაც ხდე­ბა გა­ლი­სა და ოჩამ­ჩი­რის ბა­ზარ­ზე, ან სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში?.. ჯერ ერთი, ყვე­ლაფ­რის დე­ფი­ცი­ტია, გა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფოს სი­ცხის წა­მალ­საც კი ენ­გურ­ჰე­სი­დან აძ­ლევ­დნენ, ნაც­ნო­ბო­ბით, და­რეკ­ვით, ჩა­წყო­ბე­ბით და მე­ო­რეც, რაც იყი­დე­ბა, შა­ქა­რი და ჩაიც კი სამ­მა­გი ფასი ღირს.

რო­გორ უნდა იარ­სე­ბოს ამ ხალ­ხმა, თუ არ­სე­ბო­ბის წყა­როს ვუს­პობთ? ბავ­შვე­ბი და­ობ­ლდნენ და ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, არც ის მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­მე­ლი მხა­რის ბრა­ლე­უ­ლო­ბა იკ­ვე­თე­ბა და აღარც პო­ლი­ტი­კა" - წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ირაკ­ლი სუ­ხუმსკი.

"ენ­გუ­რის ხიდ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, რუსი მე­სა­ზღვრე­ე­ბი პრობ­ლე­მებს უქ­მნი­ან ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­კურ­ნა­ლოდ, ან სხვა პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის გა­და­დი­ან. პა­ტივს ვცემ რუსი მე­სა­ზღვრე­ე­ბის შრო­მა­სა და თა­ნად­გო­მას, მაგ­რამ იქ­ნებ კე­თი­ლი ინე­ბოს ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და მათი მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კა დე­ტა­ლუ­რად გან­სა­ზღვროს - 78 წლის ავად­მყოფ ქალ­თან ერ­თად ორი სა­ა­თი მა­ლო­დი­ნეს უმი­ზე­ზოდ, მას წნე­ვამ აუ­წია და ისევ ჩემ­სა­ვით შე­ყოვ­ნე­ბულ­მა გა­ლე­ლებ­მა მო­მი­მარ­თეს ხელი..." - ამ­ბობს ლუ­ი­ზა ჩხო­ტუა.

"ეს ტრა­გე­დია ისევ და ისევ იმან გა­მო­იწ­ვია, რომ ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერა და ვერ შეძ­ლო, სა­ზღვრის იქით გა­და­სას­ვლე­ლი გზე­ბი სა­ი­მე­დოდ ჩა­ე­კე­ტა... სა­ჭი­როა, მტკი­ცე კედ­ლის აშე­ნე­ბა, რათა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ლე­გა­ლუ­რად, ცი­ვი­ლუ­რი გზე­ბით გა­და­ვი­დეს ხალ­ხი და ტრა­გე­დი­ე­ბიც არ მოხ­დე­ბა. სა­ნამ ამის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა არ იქ­ნე­ბა, არა­ერ­თი მსხვერ­პლიც გვე­ყო­ლე­ბა და ტრა­გე­დი­ე­ბის მოს­მე­ნაც მოგ­ვი­წევს" - წერს ვახ­ტანგ ლა­კო­ბა.

"ეს პრობ­ლე­მა აფხა­ზებ­სა და ქვეყ­ნის და­ნარ­ჩენ მო­სახ­ლე­ო­ბა­საც აწუ­ხებს, რად­გან გვინ­და ამის აღი­ა­რე­ბა თუ არა, სურ­სა­თიც და სხვა და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტი მა­ინც შე­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­დან, თა­ნაც ბევ­რად ხა­რის­ხი­ა­ნი და მი­სა­ღებ ფას­შიც, მო­წო­დე­ბაც სტა­ბი­ლუ­რია... ამი­ტომ ჩვე­ნი აფხა­ზე­ბი გა­და­დი­ან იქით, ქარ­თვე­ლებ­თან შე­თან­ხმე­ბით, "ლი­ლო­დან" მო­აქვთ ათა­სი წვრილ­მა­ნი და მდი­ნა­რის და­ბალ კა­ლა­პოტ­ზე ზურ­გით გად­მო­აქვთ, ან რუს მე­სა­ზღვრე­ებს უხ­დი­ან ფულს... ასე რომ, ჩა­კეტ­ვამ ყვე­ლა და­ა­ზა­რა­ლა, უბ­რა­ლოდ, ამა­ზე ღიად სა­უ­ბა­რი არა­მომ­გე­ბი­ა­ნია" - წერს ტა­ნია ქვარ­ცხა­ვა.

აფხა­ზურ­მა მხა­რემ პან­დე­მი­ის მი­ზე­ზით, ე.წ. ენ­გუ­რის გამ­შვე­ბი პუნ­ქტი, 2020 წლის 14 მარტს კო­ვიდ-პან­დე­მი­ი­სას ჩა­კე­ტა, თუმ­ცა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კო­რი­დორს ხსნი­და.

აფხა­ზუ­რი მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ კვე­თის მცდე­ლო­ბით­ვის 1 იან­ვრი­დან 1 აპ­რი­ლამ­დე რუს­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა გა­ლის რა­ი­ო­ნის 3 000 მკვიდ­რი და­ა­კა­ვეს. და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ გას­რო­ლას აკე­თე­ბენ. ხან­და­ხან საქ­მე­ში გაწ­ვრთილ ძაღ­ლებ­საც რთა­ვენ.

სა­მეგ­რე­ლო-აფხა­ზე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ე.წ. გამ­შვე­ბი პუნ­ქტი, გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის პი­რე­ბის­თვის 11 თე­ბერ­ვალს ორ­მხრი­ვად გა­იხ­სნა. თუმ­ცა, აფხა­ზურ მხა­რეს, ხი­დის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია, თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ ე.წ. გა­და­სას­ვლე­ლის გა­დაკ­ვე­თა, გა­სუ­ლი წლის 16 ოქ­ტომ­ბრი­დან, კვი­რა­ში სამ­ჯერ, გა­ლის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ პენ­სი­ო­ნე­რებ­საც შე­უძ­ლი­ათ. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ენ­გუ­რის ხიდ­ზე ტრან­სპორ­ტი­რე­ბას, ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­ე­როს ლტოლ­ვილ­თა უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი­ა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
10

ბოლოსდაბოლოს უნდა მიხვდეს ქართველიც და აბხაზიც რომ ჩვენ გვყავს ერთი საერთო მტერი მოლაპარაკება გარდაუვალია რაც მალე მით უკეთესი ორივესთვის

ჰმ
1

რა პირობებში და გარემოში უწევს ხალხს ცხოვრება. არა და თითქოს გარეთ 21-ე საუკუნეა, თავისი აიფონებით, 5G ინტერნეტით ... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ლილოდან" მოაქვთ ათასი წვრილმანი და მდინარის კალაპოტზე ზურგით გადმოაქვთ... ჩაკეტვამ ყველა დააზარალა" - რას წერენ აფხაზები ენგურზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ?

"ლილოდან" მოაქვთ ათასი წვრილმანი და მდინარის კალაპოტზე ზურგით გადმოაქვთ... ჩაკეტვამ ყველა დააზარალა" - რას წერენ აფხაზები ენგურზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ?

მთელი დღეა, ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპული გალელების ამბავს განიხილავს. ზოგი მომხდარში ქართულ მხარეს ადანაშაულებს, რომელმაც ენგურსიქით მცხოვრებთათვის 5-დღიანი კარანტინი დააწესა. სხვების თქმით, სამი ადგილობრივი გარდაცვალების ფაქტზე, ქართული მხარის დანაშაულთან ერთად, აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაც არ უნდა დაავიწყდეთ, რომელმაც ენგურის ხიდის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

აფხაზეთიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოსვლის დროს, მდინარე ენგურის გადმოკვეთისას, გალის რაიონის სოფელ წარჩეს სამი მკვიდრი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მეოთხე ადამიანის ცხედარს ჯერ კიდევ ეძებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "მდინარე ენგურით გადმოსვლას ისინი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით ცდილობდნენ".

ადგილობრივების ცნობით, ისინი ენგურსაქეთ უკანონოდ ცდილობდნენ გადმოსვლას, რადგან კანონიერად გადმოსვლისთვის საჭირო საშვები არ ჰქონდათ და ქართული მხარის მიერ დაწესებული 5-დღიანი კარანტინის გავლაც არ სურდათ. აფხაზები მომხდარს სოციალურ ქსელებში ეხმაურებიან.

"წელიწადზე მეტია ხალხი იხვეწება, გზა გახსენით, რომ ავადმყოფები გადავიყვანოთ, წამალი და სიცოცხლისთვის აუცილებელი პროდუქტი შემოვიტანოთო, მაგრამ არავის ესმის... არადა, ყველამ ხომ ვიცით, რაც ხდება გალისა და ოჩამჩირის ბაზარზე, ან სამედიცინო დაწესებულებებში?.. ჯერ ერთი, ყველაფრის დეფიციტია, გალის საავადმყოფოს სიცხის წამალსაც კი ენგურჰესიდან აძლევდნენ, ნაცნობობით, დარეკვით, ჩაწყობებით და მეორეც, რაც იყიდება, შაქარი და ჩაიც კი სამმაგი ფასი ღირს.

როგორ უნდა იარსებოს ამ ხალხმა, თუ არსებობის წყაროს ვუსპობთ? ბავშვები დაობლდნენ და ამ სიტუაციაში, არც ის მაინტერესებს, რომელი მხარის ბრალეულობა იკვეთება და აღარც პოლიტიკა" - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი სუხუმსკი.

"ენგურის ხიდზე გადაადგილებისას, რუსი მესაზღვრეები პრობლემებს უქმნიან ჩვენს მოქალაქეებსაც, რომლებიც საქართველოში სამკურნალოდ, ან სხვა პირადი მიზნებისთვის გადადიან. პატივს ვცემ რუსი მესაზღვრეების შრომასა და თანადგომას, მაგრამ იქნებ კეთილი ინებოს ჩვენმა ხელისუფლებამ და მათი მუშაობის სპეციფიკა დეტალურად განსაზღვროს - 78 წლის ავადმყოფ ქალთან ერთად ორი საათი მალოდინეს უმიზეზოდ, მას წნევამ აუწია და ისევ ჩემსავით შეყოვნებულმა გალელებმა მომიმართეს ხელი..." - ამბობს ლუიზა ჩხოტუა.

"ეს ტრაგედია ისევ და ისევ იმან გამოიწვია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ვერა და ვერ შეძლო, საზღვრის იქით გადასასვლელი გზები საიმედოდ ჩაეკეტა... საჭიროა, მტკიცე კედლის აშენება, რათა მხოლოდ და მხოლოდ ლეგალურად, ცივილური გზებით გადავიდეს ხალხი და ტრაგედიებიც არ მოხდება. სანამ ამის უზრუნველყოფა არ იქნება, არაერთი მსხვერპლიც გვეყოლება და ტრაგედიების მოსმენაც მოგვიწევს" - წერს ვახტანგ ლაკობა.

"ეს პრობლემა აფხაზებსა და ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასაც აწუხებს, რადგან გვინდა ამის აღიარება თუ არა, სურსათიც და სხვა დასახელების პროდუქტი მაინც შემოდის საქართველოდან, თანაც ბევრად ხარისხიანი და მისაღებ ფასშიც, მოწოდებაც სტაბილურია... ამიტომ ჩვენი აფხაზები გადადიან იქით, ქართველებთან შეთანხმებით, "ლილოდან" მოაქვთ ათასი წვრილმანი და მდინარის დაბალ კალაპოტზე ზურგით გადმოაქვთ, ან რუს მესაზღვრეებს უხდიან ფულს... ასე რომ, ჩაკეტვამ ყველა დააზარალა, უბრალოდ, ამაზე ღიად საუბარი არამომგებიანია" - წერს ტანია ქვარცხავა.

აფხაზურმა მხარემ პანდემიის მიზეზით, ე.წ. ენგურის გამშვები პუნქტი, 2020 წლის 14 მარტს კოვიდ-პანდემიისას ჩაკეტა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჰუმანიტარულ კორიდორს ხსნიდა.

აფხაზური მხარის განცხადებით, საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობითვის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე რუსმა მესაზღვრეებმა გალის რაიონის 3 000 მკვიდრი დააკავეს. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ისინი გამაფრთხილებელ გასროლას აკეთებენ. ხანდახან საქმეში გაწვრთილ ძაღლებსაც რთავენ.

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის 11 თებერვალს ორმხრივად გაიხსნა. თუმცა, აფხაზურ მხარეს, ხიდის გახსნასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ე.წ. გადასასვლელის გადაკვეთა, გასული წლის 16 ოქტომბრიდან, კვირაში სამჯერ, გალის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებსაც შეუძლიათ. მოქალაქეების ენგურის ხიდზე ტრანსპორტირებას, ორივე მიმართულებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა უზრუნველყოფს.

სუს-ის ინფორმაციით, სოფელ ღოღეთთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ბოძები დაამონტაჟეს

რუსეთმა ყირიმიდან ჯარის გაყვანა დაიწყო

"შეხვედრა ქართულ რესტორანში შედგა" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" გასაიდუმლოებული ვიზიტი რუსეთში ავტორიტეტულ ქართველ ბიზნესმენებთან და გამოხმაურებები სოხუმიდან