პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"7 ევროპარლამენტარის განცხადების უკან ყველა ჩვენგანი ვდგავართ, მათ შორის იმ წინადადების უკან, რაც ფინანსური დახმარების შესაძლო შეწყვეტას ეხება" - ევროპარლამენტარი
"7 ევროპარლამენტარის განცხადების უკან ყველა ჩვენგანი ვდგავართ, მათ შორის იმ წინადადების უკან, რაც ფინანსური დახმარების შესაძლო შეწყვეტას ეხება" - ევროპარლამენტარი

7 ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის უკან ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი ვდგა­ვართ, მათ შო­რის იმ წი­ნა­და­დე­ბის უკან, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას და შემ­დგო­მი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­საძ­ლო შე­წყვე­ტას ეხე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ა­ნემ „ფონდ თა­ვი­სუ­ფა­ლი რუ­სე­თის“ კავ­კა­სი­ის ბი­უ­როს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

„რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას, არ დავ­მა­ლავ, რომ თით­ქმის ყვე­ლა მე­გო­ბა­რი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია და რა თქმა უნდა ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი ვდგა­ვართ იმ გან­ცხა­დე­ბის უკან, რო­მე­ლიც 7 ჩვე­ნი კო­ლე­გის მიერ იქნა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. მსურს, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რებს გა­ვუგ­ზავ­ნო მე­სი­ჯი, მათი კო­მენ­ტა­რე­ბი ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი იყო, ისი­ნი აცხა­დებ­დნენ, რომ ეს მხო­ლოდ შვი­დი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის გან­ცხა­დე­ბაა და ეს არ ნიშ­ნავს, რომ ევ­რო­კავ­შირს იგი­ვე პო­ზი­ცია აქვს, რაც იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან გან­ცხა­დე­ბა­ში. არა, სუ­ლაც არა, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი ვდგა­ვართ ამ გან­ცხა­დე­ბის უკან, ევ­რო­საბ­ჭოც, ევ­რო­კო­მი­სი­აც. მათ შო­რის იმ წი­ნა­და­დე­ბის უკან, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას და შემ­დგო­მი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­საძ­ლო შე­წყვე­ტას ეხე­ბა. ეს გან­ცხა­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლია, ეს ხუმ­რო­ბა არ არის.

ჩვენ ვხე­დავ­დით, რომ დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლო იყო მა­გა­ლი­თი: მეტი მე­ტის­თვის. მაგ­რამ ახლა, მაშ­ფო­თებს ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო უახ­ლოვ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ას: ნაკ­ლე­ბი ნაკ­ლე­ბის­თვის.

დიახ, რუ­სე­თი შე­იჭ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც ოკუ­პან­ტი და დამ­პყრო­ბე­ლი, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა არის ის, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო არას­დროს შე­უ­ერ­თდე­ბა რუ­სე­თის რო­მე­ლი­მე ფორ­მატს, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რუ­სე­თი როლს თა­მა­შობს და ფა­რუ­ლად ჩარ­თუ­ლია და რო­გორ­ღაც, მოკ­ლე­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში, ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში“, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

მისი თქმით, ისე­თი უმაღ­ლე­სი დო­ნის ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რის შუ­ა­მავ­ლო­ბა­ში ჩარ­თვა, რო­გო­რიც შარლ მი­შე­ლი იყო, ხში­რად არ ხდე­ბა. „ორი მხა­რი­დან არ­ცერ­თმა არ გა­მო­ი­ყე­ნა ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა. რა თქმა უნდა, დღეს კი­დევ მეტი ეჭვი მაქვს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი გზა პრი­ო­რი­ტე­ტი იყოს,“ - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი სვანიშვილი
65

ევროპა თვითონ გვიბიძგებს რუსეთისაკენ, როდესაც ნაცების და არასამთავრობო მაბეზღარების მხარეს დგას და მოსახლეობის არჩევანს არ ითვალისწინებს

ჯოყოლა
71

ამატ მართლა რუსეთი სჯობია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"7 ევროპარლამენტარის განცხადების უკან ყველა ჩვენგანი ვდგავართ, მათ შორის იმ წინადადების უკან, რაც ფინანსური დახმარების შესაძლო შეწყვეტას ეხება" - ევროპარლამენტარი

"7 ევროპარლამენტარის განცხადების უკან ყველა ჩვენგანი ვდგავართ, მათ შორის იმ წინადადების უკან, რაც ფინანსური დახმარების შესაძლო შეწყვეტას ეხება" - ევროპარლამენტარი

7 ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებული განცხადების უკან ყველა ჩვენგანი ვდგავართ, მათ შორის იმ წინადადების უკან, რომელიც ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო შეწყვეტას ეხება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ „ფონდ თავისუფალი რუსეთის“ კავკასიის ბიუროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება საქართველოში არსებულ სიტუაციას, არ დავმალავ, რომ თითქმის ყველა მეგობარი ევროპარლამენტში იმედგაცრუებულია და რა თქმა უნდა ყველა ჩვენგანი ვდგავართ იმ განცხადების უკან, რომელიც 7 ჩვენი კოლეგის მიერ იქნა გავრცელებული. მსურს, მმართველი პარტიის ლიდერებს გავუგზავნო მესიჯი, მათი კომენტარები ძალიან უცნაური იყო, ისინი აცხადებდნენ, რომ ეს მხოლოდ შვიდი ევროპარლამენტარის განცხადებაა და ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირს იგივე პოზიცია აქვს, რაც იყო აღნიშნული იმ მნიშვნელოვან განცხადებაში. არა, სულაც არა, ყველა ჩვენგანი ვდგავართ ამ განცხადების უკან, ევროსაბჭოც, ევროკომისიაც. მათ შორის იმ წინადადების უკან, რომელიც ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო შეწყვეტას ეხება. ეს განცხადება სერიოზულია, ეს ხუმრობა არ არის.

ჩვენ ვხედავდით, რომ დღემდე საქართველო იყო მაგალითი: მეტი მეტისთვის. მაგრამ ახლა, მაშფოთებს ის, რომ საქართველო უახლოვდება სიტუაციას: ნაკლები ნაკლებისთვის.

დიახ, რუსეთი შეიჭრა საქართველოში, როგორც ოკუპანტი და დამპყრობელი, მაგრამ რეალობა არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არასდროს შეუერთდება რუსეთის რომელიმე ფორმატს, დღეს საქართველოში არსებულ სიტუაციაში რუსეთი როლს თამაშობს და ფარულად ჩართულია და როგორღაც, მოკლევადიან პერიოდში, ის გამარჯვებულია ამ სიტუაციაში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, ისეთი უმაღლესი დონის ევროკავშირის ლიდერის შუამავლობაში ჩართვა, როგორიც შარლ მიშელი იყო, ხშირად არ ხდება. „ორი მხარიდან არცერთმა არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, დღეს კიდევ მეტი ეჭვი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ევროატლანტიკური გზა პრიორიტეტი იყოს,“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ეს ადამიანებიც მჩაგვრელი ოკუპაციის მსხვერპლი გახდნენ" - პრემიერი ენგურზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

"ისეთი დაკავებულია თვითიზოლაციაში მყოფი ღარიბაშვილი, რომ არ სცალია უკრაინის პრეზიდენტს დაურეკოს და დააფიქსიროს საქართველოს პოზიცია? - ბაიდენს სცალია და ღარიბაშვილს არა?" - კანდელაკი