პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაცვის პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქეს თავში "რაცია" ჩაარტყა - რა მოხდა იუსტიციის სახლში?
დაცვის პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქეს თავში "რაცია" ჩაარტყა - რა მოხდა იუსტიციის სახლში?

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მელს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა.

უწყე­ბის ცნო­ბით, დაც­ვის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან, შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და სერ­ვი­სის მი­სა­ღე­ბად მი­სულ მო­ქა­ლა­ქეს­თან, რის შემ­დე­გაც მას "რა­ცია" რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­არ­ტყა.

"სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 4 დე­კემ­ბერს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სსიპ დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უმ­ცროს ინ­სპექ­ტორს, რო­მე­ლიც სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და თბი­ლი­სის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში სერ­ვი­სის მი­სა­ღე­ბად მი­სულ მო­ქა­ლა­ქეს­თან.

ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სსიპ დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უმ­ცროს­მა ინ­სპექ­ტორ­მა, სამ­სა­ხუ­რებ­რივ სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ხე­ლის რა­დი­ო­სად­გუ­რი (ე.წ. "რა­ცია’’) რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­არ­ტყა მო­ქა­ლა­ქეს თა­ვის არე­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გად ამ უკა­ნას­კნელ­მა მი­ი­ღო ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტში, აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, გა­მო­ძი­ე­ბა 2020 წლის 8 დე­კემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან შე­მო­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით და­ი­წყო - სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით.სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ჩა­ტარ­და ათო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა: დათ­ვა­ლი­ერ­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი და ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლი სხვა ობი­ექ­ტე­ბი, გა­მო­ი­კი­თხა 20-მდე მოწ­მე, ამო­ღე­ბულ იქნა და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი, გა­მო­თხო­ვი­ლი იქნა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია, ჩა­ტარ­და სა­მე­დი­ცი­ნო და სხვა სა­ხის ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2021 წლის 7 აპ­რილს გა­მო­ი­ტა­ნა დად­გე­ნი­ლე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სსიპ დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უმ­ცრო­სი ინ­სპექ­ტო­რის მი­მართ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მელს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ წა­რედ­გი­ნა" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ali
13

და რატო ჩაარტყა ?რატო რისთვის ?ამ კითხვას რატო არასდროს არავინ კითხულობს! 

...
10

ამიტომ სანამ ვინმეს დაცვაში აიყვანენ, ჯერ ფორმა 100 მოსთხოვონ

ავტორი:

დაცვის პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქეს თავში "რაცია" ჩაარტყა - რა მოხდა იუსტიციის სახლში?

დაცვის პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქეს თავში "რაცია" ჩაარტყა - რა მოხდა იუსტიციის სახლში?

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალი წარედგინა.

უწყების ცნობით, დაცვის პოლიციის თანამშრომელს იუსტიციის სახლთან, შელაპარაკება მოუვიდა სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქესთან, რის შემდეგაც მას "რაცია" რამდენჯერმე ჩაარტყა.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 4 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროს ინსპექტორს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თბილისის იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე, შელაპარაკება მოუვიდა იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქესთან.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსმა ინსპექტორმა, სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული ხელის რადიოსადგური (ე.წ. ,,რაცია’’) რამდენჯერმე ჩაარტყა მოქალაქეს თავის არეში. აღნიშნულის შედეგად ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება 2020 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს პროკურატურიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ათობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტები, გამოიკითხა 20-მდე მოწმე, ამოღებულ იქნა დანაშაულის იარაღი, გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ჩატარდა სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზები.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 7 აპრილს გამოიტანა დადგენილება შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. აღნიშნული ბრალდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ წარედგინა" - ნათქვამია განცხადებაში.

გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია დღეს პატიმრობიდან?

"ექიმი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეგი ბაქრაძეს "ადრენალინი" გაუკეთა, აღიარებს, რომ იცრუა და ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა" - ადვოკატი

"მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და ტროტუარზე ჩამოჯდა... უცნაურ ხმებს გამოსცემდა" - რა მოხდა კომაროვის სკოლასთან, სადაც ქალის ცხედარი ნახეს?