ავტორი:

ჯობია ავითვისოთ ის ვაქცინები, რაც გვაქვს - "ასტრაზენეკა" თუ "ფაიზერი", საზოგადოების ბევრი ჯგუფი ითხოვს ჩინურ ვაქცინა "სინოფარმს" - ბიძინა კულუმბეგოვი

ჯობია ავითვისოთ ის ვაქცინები, რაც გვაქვს - "ასტრაზენეკა" თუ "ფაიზერი", საზოგადოების ბევრი ჯგუფი ითხოვს ჩინურ ვაქცინა "სინოფარმს" - ბიძინა კულუმბეგოვი

ჩემი პოზიციაა, რომ ჯობია ავითვისოთ ის ვაქცინები, რაც გვაქვს - „ასტრაზენეკა“ თუ „ფაიზერი“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, როგორც ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, ჩინურ ვაქცინა „სინოფარმს“ საზოგადოების ბევრი ჯგუფი ითხოვს.

„ვიმსჯელეთ „სინოფარმთან“ მიმართებაში. ჩვენ გვესმის, რომ ჯანმო-ს აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები. ჩემი პოზიციაა, რომ ჯობია ავითვისოთ ის ვაქცინები, რაც გვაქვს - „ასტრაზენეკა“ თუ „ფაიზერი“, გაიზარდოს ვაქცინების ხელმისაწვდომობის გამტარუნარიანობა. მოთხოვნა არის „სინოფარმის“ მიმართ, საზოგადოების ბევრი ჯგუფი ითხოვს.

არსებობს დიდი რისკი, თუ არ ავითვისებთ ამ დოზებს, იგივე აპრილის ბოლოს, „ასტრაზენეკას“ 89 ათასი ვაქცინა „კოვაქსიდან“ არ მივიღოთ, თუმცა, ამის პერსპექტივას მე ვერ ვხედავ. ის აუცილებლად იქნება გამოგზავნილი, ვაქცინაცია გააქტიურდება, ადამიანებს აქვთ სურვილი, რეგისტრაცია უფრო ხელმისაწვდომი გახდება და ვაქცინაციის ცენტრები დაემატება“, - აცხადებს კულუმბეგოვი.

"მებრძოლ უღმერთოთა კავშირები ტელევიზიებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში გადავიდნენ - ასოებით ცდილობენ ებრძოლონ ღმერთს" - მეუფე სტეფანე

კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ყველაზე მაღალი მაჩვენებელი?

საქართველოში გლოვის დღეა