პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ" - ევროპარლამენტარი
"საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ" - ევროპარლამენტარი

ვეჭ­ვობ, რომ იმ ეტაპ­ზე ვართ, როცა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად იქ­ნე­ბო­და აღ­ქმუ­ლი მი­ნი­მუმ, ევ­რო­პუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის მხრი­დან, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ვი­ო­ლა ფონ კრა­მონ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მრგვა­ლი მა­გი­დის, სა­ხელ­წო­დე­ბით: „ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ: ღია დის­კუ­სია სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და მე­დი­ას­თან“ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ, რამ­დე­ნად რე­ა­ლის­ტუ­რად აფა­სე­ბენ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მის­წრა­ფე­ბას, რომ ქვე­ყა­ნამ 2024 წელს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა­ზე შე­ი­ტა­ნოს გა­ნა­ცხა­დი, ვი­ო­ლა ფონ კრა­მონ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ წევ­რო­ბამ­დე ძა­ლი­ან შო­რია.

„ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი ალ­ბათ, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ იმის არ­ცოდ­ნას უკავ­შირ­დე­ბა, თუ რას ვე­ლით მათ­გან. ვი­სურ­ვებ­დი, ბევ­რად ახ­ლოს ვი­ყოთ. მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ადა­მი­ან­თან სა­უბ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ტყო­დი, რომ გულ­წრფე­ლად, სა­ქარ­თვე­ლო წევ­რო­ბი­დან იმ­დე­ნად შორს არის, რამ­დე­ნა­დაც შეგ­ვიძ­ლია წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ - ეს ჩემი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იყო. მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რჯერ ვეწ­ვიე, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა: ნა­თე­ლი არ არის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­სი მთავ­რო­ბა­ში და პარ­ლა­მენ­ტში, ბევ­რი სტრუქ­ტუ­რა აღა­რაა ისე­თი გამჭვირ­ვა­ლე, რო­გორც ადრე იყო. ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მი­ზა­ნი რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ არ არის იმის აღ­ქმა და კონ­ცეფ­ცია, თუ რო­გორ უნდა იქ­ნას ეს მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე პრო-ევ­რო­პულ, პრო-ტრან­სატ­ლან­ტი­კურ ფი­გუ­რებს სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ზი­ცი­ე­ბი­დან აგ­დებ, ძა­ლი­ან ძნე­ლია იმის აღი­ა­რე­ბა, რომ ამის მიღ­წე­ვა შენ­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზა­ნი ან სა­კი­თხია. ვგუ­ლის­ხმობ, რომ ძა­ლი­ან მომ­წონ­და ბრი­უ­სელ­ში თქვე­ნი ყო­ფი­ლი ელჩი, ნა­ტა­ლი (სა­ბა­ნა­ძე) - მან სწო­რად და­წე­რა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მი­მართ მის­წრა­ფე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი საკ­მა­რი­სი არ არის. ვგუ­ლის­ხმობ, რომ ამას­თა­ნა­ვე, გარ­კვე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბიც უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო. ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, რაც გვაკ­ლია, ეს ყვე­ლა­ზე ცოტა, რე­ა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბაა.

ვნა­ხეთ ძა­ლი­ან ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან, ბევ­რი რო­ტა­ცი­აა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის კუ­თხით, ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ან და მი­დი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს დიდი პარ­ტი­ი­დან რე­ა­ლუ­რად ვერ ხე­დავ სტრა­ტე­გი­ას, თუ რო­გორ უნდა იქ­ნას ეს მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლი.

შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ყვე­ლას გვაქვს სურ­ვი­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე დამ­დგა­რი გვე­ნა­ხა, მაგ­რამ ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, ძა­ლა­უფ­ლე­ბის და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის მზა­ო­ბით, და ა.შ. უნდა ვთქვა, მაქვს ჩემი ეჭ­ვე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ იმ ეტაპ­ზე ვართ, როცა წევ­რო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად იქ­ნე­ბო­და აღ­ქმუ­ლი მი­ნი­მუმ, ევ­რო­პუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის მხრი­დან. მაგ­რამ ეს ჩემი ძა­ლი­ან პი­რა­დი შე­ფა­სე­ბაა“, - აღ­ნიშ­ნა ვი­ო­ლა ფონ კრა­მონ­მა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
0

ევროკავშირში შესვლას აქვს დადებით და უარყოფითი მხარე,ლაპარაკობენ მხოლოდ დადებითს,უარყოფითს არავინ აღნიშნავას,რომელსაც უკვე გამოვცადეთ საკუთარ ზურგზე და თვითონ ისინიც აღნიშნავენ რომ ევროპისკენ გზა რთულია, გიფიქრიათ უარყოფითზე ოდესმე ვინმეს? რა შეიძლება იყოს?

სვანსკი
0

მაშინ ხომ იყო ახლო თქვენმა დემოკრატმა სააკაშვილმა არ არსებული სამხრეთ ოსეთი,რო მოიტანა საიდანღაც და რუსების მიერ დაწყებული ომით გააპრავა,ასე რომ არა კოდორი აუღებელი იყო და დღეს ისიც ჩვენი იქნებოდა.

ავტორი:

"საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ" - ევროპარლამენტარი

"საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ" - ევროპარლამენტარი

ვეჭვობ, რომ იმ ეტაპზე ვართ, როცა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება სერიოზულად იქნებოდა აღქმული მინიმუმ, ევროპული პარლამენტის მხრიდან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა.

„ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის საპასუხოდ, რამდენად რეალისტურად აფასებენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობის მისწრაფებას, რომ ქვეყანამ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე შეიტანოს განაცხადი, ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ წევრობამდე ძალიან შორია.

„ეს განცხადებები ალბათ, მმართველი პარტიის მიერ იმის არცოდნას უკავშირდება, თუ რას ველით მათგან. ვისურვებდი, ბევრად ახლოს ვიყოთ. მაგრამ ქვეყანაში რამდენიმე ცნობილ ადამიანთან საუბრიდან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ გულწრფელად, საქართველო წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ - ეს ჩემი შთაბეჭდილება იყო. მას შემდეგ, რაც საქართველოს ბევრჯერ ვეწვიე, შთაბეჭდილება მრჩება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვალა: ნათელი არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესი მთავრობაში და პარლამენტში, ბევრი სტრუქტურა აღარაა ისეთი გამჭვირვალე, როგორც ადრე იყო. ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის იმის აღქმა და კონცეფცია, თუ როგორ უნდა იქნას ეს მიზანი მიღწეული. განსაკუთრებით, როდესაც ყველაზე პრო-ევროპულ, პრო-ტრანსატლანტიკურ ფიგურებს საპასუხისმგებლო პოზიციებიდან აგდებ, ძალიან ძნელია იმის აღიარება, რომ ამის მიღწევა შენთვის სერიოზული მიზანი ან საკითხია. ვგულისხმობ, რომ ძალიან მომწონდა ბრიუსელში თქვენი ყოფილი ელჩი, ნატალი (საბანაძე) - მან სწორად დაწერა, რომ ევროკავშირის მიმართ მისწრაფებაზე საუბარი საკმარისი არ არის. ვგულისხმობ, რომ ამასთანავე, გარკვეული ქმედებებიც უნდა განახორციელო. ჩემი გადმოსახედიდან, რაც გვაკლია, ეს ყველაზე ცოტა, რეალური მოქმედებაა.

ვნახეთ ძალიან ბევრი წინააღმდეგობრივი განცხადებები „ქართული ოცნების“ და მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, ბევრი როტაციაა სამინისტროების კუთხით, ადამიანები მოდიან და მიდიან, შესაბამისად, საქართველოს დიდი პარტიიდან რეალურად ვერ ხედავ სტრატეგიას, თუ როგორ უნდა იქნას ეს მიზანი მიღწეული.

შესაბამისად, როგორც აღვნიშნე, ყველას გვაქვს სურვილი, რომ საქართველო სხვა მიმართულებაზე დამდგარი გვენახა, მაგრამ ამჟამინდელი მდგომარეობით, ძალაუფლების და პასუხისმგებლობის განაწილების მზაობით, და ა.შ. უნდა ვთქვა, მაქვს ჩემი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ეტაპზე ვართ, როცა წევრობაზე განაცხადის გაკეთება სერიოზულად იქნებოდა აღქმული მინიმუმ, ევროპული პარლამენტის მხრიდან. მაგრამ ეს ჩემი ძალიან პირადი შეფასებაა“, - აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.