პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მხატვრობის მოკლე ისტორია - ანუ გზა გამოქვაბულებიდან მუზეუმებამდე
მხატვრობის მოკლე ისტორია - ანუ გზა გამოქვაბულებიდან მუზეუმებამდე

მხატ­ვრო­ბა, რო­გორც თვით­გა­მო­ხატ­ვის და ეს­თე­ტი­კუ­რი ტკბო­ბის გან­ცდის უნი­კა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით იმ­დე­ნი­ვე წელს ით­ვლის, რამ­დენ­საც თა­ვად კა­ცობ­რი­ო­ბა. ადა­მი­ანს, რო­გორც გო­ნი­ერ და შე­მოქ­მედ არ­სე­ბას, და­ბა­დე­ბი­დან­ვე უჩ­ნდე­ბა რა­ი­მეს შექ­მნი­სა და ამ გზით კვა­ლის და­ტო­ვე­ბის სურ­ვი­ლი, რა­საც იგი ახალ აღ­მო­ჩე­ნე­ბამ­დე და პი­რად შე­მოქ­მე­დე­ბამ­დე მიჰ­ყავს. ასე და­ი­წყო მხატ­ვრო­ბის ის­ტო­რი­აც. ამ სტა­ტი­ა­ში შე­ვეც­დე­ბით ყვე­ლა­ზე მოკ­ლედ გიჩ­ვე­ნოთ, თუ რა გზა გა­ი­ა­რა ხე­ლოვ­ნე­ბის ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე ამა­ღელ­ვე­ბელ­მა დარ­გმა, სა­ნამ იგი მუ­ზე­უ­მებ­სა თუ კერ­ძო კო­ლექ­ცი­ებ­ში, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­სა თუ ჭკვი­ან მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ში და­ი­კა­ვებ­და ად­გილს.

რო­დის და რო­გორ და­ვი­წყეთ ხატ­ვა?

მხატ­ვრო­ბას ჯერ კი­დევ პრე­ის­ტო­რი­ულ ხა­ნა­ში ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, რო­დე­საც მომ­თა­ბა­რე ხალ­ხი გა­მოქ­ვა­ბუ­ლის კედ­ლებ­ზე ნახ­ში­რის სა­შუ­ა­ლე­ბით სხვა­დას­ხვა ფი­გუ­რებს ხა­ტავ­და და ამით გარ­კვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვის­თვის ინა­ხავ­და ან სხვებს გა­დას­ცემ­და. უახ­ლე­სი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ პირ­ვე­ლი მხატ­ვა­რი ჰომო სა­პი­ენ­სის წი­ნა­მორ­ბე­დი, ჰომო ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლი იყო.

ეს­პა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მოქ­ვა­ბუ­ლის კედ­ლებ­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს ნა­ხა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც 42 000 წლის წინ უნდა იყოს შექ­მნი­ლი. თუმ­ცა უახ­ლეს­მა გა­მოკ­ვლე­ვებ­მა კა­ცობ­რი­ო­ბის უძ­ვე­ლე­სი ნა­ხა­ტე­ბის თა­რი­ღი მთე­ლი 3 500 წლით უკან გა­დას­წია, რო­დე­საც არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, კუნ­ძულ სუ­ლა­ვე­სი­ზე ღო­რის მსგავ­სი ცხო­ვე­ლის ნა­ხა­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ინ­დო­ნე­ზია, კუნ­ძუ­ლი სუ­ლა­ვე­სი

რო­გორ იქ­მნე­ბო­და პირ­ვე­ლი ნა­ხა­ტე­ბი?

დღე­ი­სათ­ვის აღ­მო­ჩე­ნი­ლი უძ­ვე­ლე­სი ნა­ხა­ტე­ბი გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბის ჭერ­სა და კედ­ლებ­ზეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი. რაც უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, არა­თუ ერთი ფერი, არა­მედ ხში­რად სამ­ზე მეტი ფე­რია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. თე­მა­ტუ­რი თვალ­საზ­რი­სით ძი­რი­თა­დად ნა­დი­რო­ბის სცე­ნე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ცხო­ვე­ლე­ბის, მცე­ნა­რე­ე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი ჭარ­ბობს.

რაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო „პირ­ვე­ლი მხატ­ვრის“ მი­ზა­ნი - ხე­ლოვ­ნე­ბის შექ­მნის სურ­ვი­ლი, თუ იმ­დრო­ინ­დე­ლი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­ნახ­ვა-გა­და­ცე­მა - ფაქ­ტია, რომ გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­ში ათას­წლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს ამ ად­გი­ლებს კა­ცობ­რი­ო­ბის პირ­ვე­ლი მუ­ზე­უ­მე­ბი ვუ­წო­დოთ.

რო­გორ წარ­მო­იშ­ვა მხატ­ვრო­ბა?

მხატ­ვრო­ბა იმ გა­გე­ბით, რა გა­გე­ბი­თაც ახლა გვეს­მის, ის­ტო­რი­კო­სე­ბის ვა­რა­უ­დით, ნე­ო­ლი­თის ხა­ნა­ში წარ­მო­იშ­ვა, რო­დე­საც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის დარ­გე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ვი­და და მხატ­ვრო­ბა­მაც გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბი­დან სა­სახ­ლე­ებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა.

და­ახ­ლო­ე­ბით ძვ. წ. 3000 წელს ძველ სა­ბერ­ძნეთ­ში პა­ტა­რა სოფ­ლე­ბი შე­იქ­მნა და სწო­რედ აქ ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი სხვა­დას­ხვა კე­რა­მი­კულ ნივთზე - ვა­ზებ­სა თუ ქოთ­ნებ­ზე - ხატ­ვას. მე­ო­რე ათსწლე­უ­ლი­დან ქა­ლაქ კრე­ტა­ში იქ­მნე­ბა მო­ნარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, იწყე­ბა სა­სახ­ლე­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და უკვე ფრეს­კუ­ლი ნა­ხა­ტე­ბის პირ­ვე­ლი ნი­მუ­შე­ბიც ჩნდე­ბა.

სა­ბერ­ძნე­თი, კრე­ტა, კნო­სო­სის სა­სახ­ლის ფრეს­კა, ძვ. წ. 1400 წ.

კედ­ლის მო­ხატ­ვის ტრა­დი­ცია რომ­ში რეს­პუბ­ლი­კის ხა­ნი­დან იღებს სა­თა­ვეს და ძი­რი­თა­დად ბერ­ძნუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის მიღ­წე­ვებს ემ­ყა­რე­ბა, თუმ­ცა რო­მა­ე­ლებ­მა თა­ვი­ან­თი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტი­ლი გა­ნა­ვი­თა­რეს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეს პე­ი­ზაჟ­სა და ნა­ტურ­მორ­ტს. სწო­რედ რო­მა­ე­ლებ­მა შე­ი­ტა­ნეს მხატ­ვრო­ბა­ში სა­ზე­ი­მო ხა­სი­ა­თი, ბევ­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფერი, რა­მაც, სა­ბო­ლო­ოდ, ახალ სტილს, ბა­რო­კოს, ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი.

ზე­ფი­რი­სა და კლო­რი­სის ქორ­წი­ლი, ნა­ვი­ლი­ოს სახ­ლი, პომ­პეი

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ად­რექ­რის­ტი­ა­ნუ­ლი ფერ­წე­რა, ერთი მხრივ, იქცა ერ­თგვარ წყალ­გამ­ყო­ფად ან­ტი­კუ­რი და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ფერ­წე­რას შო­რის; მე­ო­რე მხრივ კი სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და რე­ნე­სან­სის, ნე­ოკ­ლა­სი­ციზ­მი­სა და რო­მან­ტიზ­მის მხატ­ვრო­ბის­თვის.

სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა ამ ტექ­ნი­კამ და თე­მა­ტი­კამ - პირ­ველ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დრო­ი­დან დღემ­დე - შექ­მნა მკვიდ­რი სა­ფუძ­ვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვრო­ბის­თვის. რო­გორც მხატ­ვა­რი და პე­და­გო­გი ქე­თე­ვან მა­ტა­ბე­ლი აღ­ნიშ­ნავს, სწო­რედ „პირ­ვე­ლი მხატ­ვრო­ბა“ გა­ნა­პი­რო­ბებს ახ­ლის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­სა და ძი­რი­თად ტენ­დენ­ცი­ებს:

„ხე ხომ ფეს­ვე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია? ასე­ვე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ახა­ლი მხატ­ვრო­ბა ძვე­ლი მხატ­ვრო­ბის გა­რე­შე. მხატ­ვრო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა ეტა­პი ერთი მთლი­ა­ნო­ბაა: და­წყე­ბუ­ლი პირ­ველ­ყო­ფი­ლე­ბის გა­მოქ­ვა­ბუ­ლის კედ­ლებ­ზე ხატ­ვით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­სტა­ლა­ცი­ის ხე­ლოვ­ნე­ბით. ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა­ფე­რი, მხატ­ვრო­ბაც თა­ვი­სი გან­ვი­თა­რე­ბის გზას გა­დის, მაგ­რამ ყო­ვე­ლი ახა­ლი სა­ფე­ხუ­რი წინა სა­ფე­ხუ­რებს ეყ­რდნო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ვერც აც­ნო­ბი­ე­რებ­დეს ხე­ლო­ვა­ნი, მაგ­რამ წარ­სუ­ლი ყო­ველ­თვის ახ­დენს გავ­ლე­ნას თა­ნა­მედ­რო­ვე შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე,“ - აღ­ნიშ­ნავს ქე­თე­ვან მა­ტა­ბე­ლი.

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად მხატ­ვრო­ბაც ვი­თარ­დე­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლო­ვა­ნე­ბი ყვე­ლა იმ ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ, რაც ტექ­ნი­კურ პროგ­რესს მო­აქვს. ინ­სტა­ლა­ცი­ე­ბი, გა­ნა­თე­ბის მრა­ვალ­მხრი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ციფ­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა - ამ ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე 21-ე სა­უ­კუ­ნის ხე­ლოვ­ნე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

ციფ­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი, ტო­კიო, ია­პო­ნია

ეს იყო მხატ­ვრო­ბის ძა­ლი­ან მოკ­ლე ის­ტო­რია. რო­გორც ხე­დავთ, არ­ცერ­თი მხატ­ვა­რი არ დაგ­ვი­სა­ხე­ლე­ბია, რად­გან ამ ეტაპ­ზე ჩვენ­თვის მხატ­ვრო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ის ზო­გა­დი სუ­რა­თის და­ნახ­ვა იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. თუმ­ცა მხატ­ვრო­ბა სწო­რედ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წყა­ლო­ბით არ­სე­ბობს, რო­მელ­თა სა­ხე­ლი და გვა­რი არ გვით­ქვამს: ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი, ვან გოგი, სალ­ვა­დორ დალი, ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნი, პი­კა­სო…ამ და სხვა, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მხატ­ვრე­ბის, შე­სა­ხებ შე­გიძ­ლი­ათ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-ის სე­რი­ის „დიდი მხატ­ვრე­ბი“ ალ­ბო­მებ­ში წა­ი­კი­თხოთ და რაც მთა­ვა­რია, მათი შე­მოქ­მე­დე­ბით დატ­კბეთ.

რო­მე­ლი მხატ­ვრის ალ­ბო­მის გაც­ნო­ბა გსურთ? ამას თა­ვად გა­და­წყვეტთ,

რად­გან შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთა ხმის მი­ცე­მის პრინ­ცი­პით თა­ვად აირ­ჩი­ოთ, რო­მე­ლი მხატ­ვრის ალ­ბო­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ისურ­ვებთ. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა სა­იტ­ზე თქვენს საყ­ვა­რელ მხატ­ვარს მის­ცეთ ხმა. რაც მთა­ვა­რია, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ციფ­რუ­ლი ბეჭდ­ვის წყა­ლო­ბით, მხატ­ვრე­ბის უნი­კა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი თით­ქმის სრუ­ლი სი­ზუს­ტი­თაა ალ­ბომ­ში გა­და­ტა­ნი­ლი.

მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის მი­ხედ­ვით გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მხატ­ვრის ალ­ბო­მი 2021 წლის მა­ი­სი­დან ყო­ველ­თვე გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ი­ცე­მა. მისი შე­ძე­ნა გა­მო­ცე­მი­დან ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

მხატვრობის მოკლე ისტორია - ანუ გზა გამოქვაბულებიდან მუზეუმებამდე

მხატვრობის მოკლე ისტორია - ანუ გზა გამოქვაბულებიდან მუზეუმებამდე

მხატვრობა, როგორც თვითგამოხატვის და ესთეტიკური ტკბობის განცდის უნიკალური საშუალება დაახლოებით იმდენივე წელს ითვლის, რამდენსაც თავად კაცობრიობა. ადამიანს, როგორც გონიერ და შემოქმედ არსებას, დაბადებიდანვე უჩნდება რაიმეს შექმნისა და ამ გზით კვალის დატოვების სურვილი, რასაც იგი ახალ აღმოჩენებამდე და პირად შემოქმედებამდე მიჰყავს. ასე დაიწყო მხატვრობის ისტორიაც. ამ სტატიაში შევეცდებით ყველაზე მოკლედ გიჩვენოთ, თუ რა გზა გაიარა ხელოვნების ერთ-ერთმა ყველაზე ამაღელვებელმა დარგმა, სანამ იგი მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში, სახელმძღვანელოებსა თუ ჭკვიან მოწყობილობებში დაიკავებდა ადგილს.

როდის და როგორ დავიწყეთ ხატვა?

მხატვრობას ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში ჩაეყარა საფუძველი, როდესაც მომთაბარე ხალხი გამოქვაბულის კედლებზე ნახშირის საშუალებით სხვადასხვა ფიგურებს ხატავდა და ამით გარკვეულ ინფორმაციას თავისთვის ინახავდა ან სხვებს გადასცემდა. უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ პირველი მხატვარი ჰომო საპიენსის წინამორბედი, ჰომო ნეანდერტალელი იყო.

ესპანეთის ტერიტორიაზე გამოქვაბულის კედლებზე აღმოაჩინეს ნახატები, რომლებიც 42 000 წლის წინ უნდა იყოს შექმნილი. თუმცა უახლესმა გამოკვლევებმა კაცობრიობის უძველესი ნახატების თარიღი მთელი 3 500 წლით უკან გადასწია, როდესაც არქეოლოგებმა ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე ღორის მსგავსი ცხოველის ნახატი აღმოაჩინეს.

ინდონეზია, კუნძული სულავესი

როგორ იქმნებოდა პირველი ნახატები?

დღეისათვის აღმოჩენილი უძველესი ნახატები გამოქვაბულების ჭერსა და კედლებზეა შემორჩენილი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, არათუ ერთი ფერი, არამედ ხშირად სამზე მეტი ფერია გამოყენებული. თემატური თვალსაზრისით ძირითადად ნადირობის სცენები, სხვადასხვა სახეობის ცხოველების, მცენარეების გამოსახულებები ჭარბობს.

რაც უნდა ყოფილიყო „პირველი მხატვრის“ მიზანი - ხელოვნების შექმნის სურვილი, თუ იმდროინდელი ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი მოვლენების შენახვა-გადაცემა - ფაქტია, რომ გამოქვაბულებში ათასწლეულების განმავლობაში შენარჩუნებული ნახატები საშუალებას გვაძლევს ამ ადგილებს კაცობრიობის პირველი მუზეუმები ვუწოდოთ.

როგორ წარმოიშვა მხატვრობა?

მხატვრობა იმ გაგებით, რა გაგებითაც ახლა გვესმის, ისტორიკოსების ვარაუდით, ნეოლითის ხანაში წარმოიშვა, როდესაც სოფლის მეურნეობა და საზოგადოებრივი ცხოვრების დარგები განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა და მხატვრობამაც გამოქვაბულებიდან სასახლეებში გადაინაცვლა.

დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელს ძველ საბერძნეთში პატარა სოფლები შეიქმნა და სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი სხვადასხვა კერამიკულ ნივთზე - ვაზებსა თუ ქოთნებზე - ხატვას. მეორე ათსწლეულიდან ქალაქ კრეტაში იქმნება მონარქიული მმართველობა, იწყება სასახლეების მშენებლობა და უკვე ფრესკული ნახატების პირველი ნიმუშებიც ჩნდება.

საბერძნეთი, კრეტა, კნოსოსის სასახლის ფრესკა, ძვ. წ. 1400 წ.

კედლის მოხატვის ტრადიცია რომში რესპუბლიკის ხანიდან იღებს სათავეს და ძირითადად ბერძნული ხელოვნების მიღწევებს ემყარება, თუმცა რომაელებმა თავიანთი ინდივიდუალური სტილი განავითარეს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს პეიზაჟსა და ნატურმორტს. სწორედ რომაელებმა შეიტანეს მხატვრობაში საზეიმო ხასიათი, ბევრი განსხვავებული ფერი, რამაც, საბოლოოდ, ახალ სტილს, ბაროკოს, ჩაუყარა საფუძველი.

ზეფირისა და კლორისის ქორწილი, ნავილიოს სახლი, პომპეი

მოგვიანებით, ადრექრისტიანული ფერწერა, ერთი მხრივ, იქცა ერთგვარ წყალგამყოფად ანტიკური და შუა საუკუნეების ფერწერას შორის; მეორე მხრივ კი საფუძველი გახდა რენესანსის, ნეოკლასიციზმისა და რომანტიზმის მხატვრობისთვის.

საბოლოოდ, ყველა ამ ტექნიკამ და თემატიკამ - პირველყოფილი ადამიანების დროიდან დღემდე - შექმნა მკვიდრი საფუძველი თანამედროვე მხატვრობისთვის. როგორც მხატვარი და პედაგოგი ქეთევან მატაბელი აღნიშნავს, სწორედ „პირველი მხატვრობა“ განაპირობებს ახლის მახასიათებლებსა და ძირითად ტენდენციებს:

„ხე ხომ ფესვების გარეშე წარმოუდგენელია? ასევე წარმოუდგენელია ახალი მხატვრობა ძველი მხატვრობის გარეშე. მხატვრობის განვითარების ყველა ეტაპი ერთი მთლიანობაა: დაწყებული პირველყოფილების გამოქვაბულის კედლებზე ხატვით, დამთავრებული თანამედროვე ინსტალაციის ხელოვნებით. ისევე როგორც ყველაფერი, მხატვრობაც თავისი განვითარების გზას გადის, მაგრამ ყოველი ახალი საფეხური წინა საფეხურებს ეყრდნობა. შეიძლება ვერც აცნობიერებდეს ხელოვანი, მაგრამ წარსული ყოველთვის ახდენს გავლენას თანამედროვე შემოქმედებაზე,“ - აღნიშნავს ქეთევან მატაბელი.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მხატვრობაც ვითარდება და თანამედროვე ხელოვანები ყველა იმ ინოვაციური პროდუქტის გამოყენებას ცდილობენ, რაც ტექნიკურ პროგრესს მოაქვს. ინსტალაციები, განათების მრავალმხრივი შესაძლებლობები, ციფრული ხელოვნება - ამ ყველაფრის გარეშე 21-ე საუკუნის ხელოვნება წარმოუდგენელია.

ციფრული ხელოვნების მუზეუმი, ტოკიო, იაპონია

ეს იყო მხატვრობის ძალიან მოკლე ისტორია. როგორც ხედავთ, არცერთი მხატვარი არ დაგვისახელებია, რადგან ამ ეტაპზე ჩვენთვის მხატვრობის განვითარების ისტორიის ზოგადი სურათის დანახვა იყო მნიშვნელოვანი. თუმცა მხატვრობა სწორედ იმ ადამიანების წყალობით არსებობს, რომელთა სახელი და გვარი არ გვითქვამს: ლეონარდო და ვინჩი, ვან გოგი, სალვადორ დალი, ამადეო მოდილიანი, პიკასო…ამ და სხვა, მსოფლიოში ცნობილი მხატვრების, შესახებ შეგიძლიათ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის სერიის „დიდი მხატვრები“ ალბომებში წაიკითხოთ და რაც მთავარია, მათი შემოქმედებით დატკბეთ.

რომელი მხატვრის ალბომის გაცნობა გსურთ? ამას თავად გადაწყვეტთ,

რადგან შესაძლებლობა გაქვთა ხმის მიცემის პრინციპით თავად აირჩიოთ, რომელი მხატვრის ალბომის დათვალიერებას ისურვებთ. ამისათვის საჭიროა საიტზე თქვენს საყვარელ მხატვარს მისცეთ ხმა. რაც მთავარია, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული ბეჭდვის წყალობით, მხატვრების უნიკალური ხელოვნების ნიმუშები თითქმის სრული სიზუსტითაა ალბომში გადატანილი.

მიღებული ხმების მიხედვით გამარჯვებული მხატვრის ალბომი 2021 წლის მაისიდან ყოველთვე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოიცემა. მისი შეძენა გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი.

მოულოდნელი ფაქტები ინგლისელი „დეტექტივის დედოფლის“, აგათა კრისტისა და მისი რომანების შესახებ

გიორგი კეკელიძემ აპრილის წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადების ინიციატივა საოკუპაციო ხაზთან დააანონსა

გურამ დოჩანაშვილს დღეს დაკრძალავენ