პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპას მედიაციის მიმართულებით უსასრულო შემოთავაზებები არ ექნება - ეს პრეზიდენტ მიშელის პირადი თავდადებაა, ამაზე მეტი არ იქნება!" - ევროპარლამენტარი
"ევროპას მედიაციის მიმართულებით უსასრულო შემოთავაზებები არ ექნება - ეს პრეზიდენტ მიშელის პირადი თავდადებაა, ამაზე მეტი არ იქნება!" - ევროპარლამენტარი

“ევ­რო­პას არ ექ­ნე­ბა და­უს­რუ­ლე­ბე­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი თა­ვი­სი მა­ღა­ლი დო­ნის ვი­ზი­ტე­ბი­სა და თა­ვი­სი მე­დი­ა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით”, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა მა­რი­ნა კა­ლი­უ­რან­დმა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მრგვა­ლი მა­გი­დის, სა­ხელ­წო­დე­ბით: „ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ: ღია დის­კუ­სია სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და მე­დი­ას­თან“ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან ისა­უბ­რა რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ.

„მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რია, რომ გან­ცხა­დე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე­დი­ა­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი გა­ვაკ­რი­ტი­კეთ, იმი­ტომ, რომ მე­დი­ა­ცი­ას ევ­რო­კავ­ში­რი ვერ და­ას­რუ­ლებს, კომ­პრო­მის­ზე ევ­რო­კავ­ში­რი ვერ შე­თან­ხმდე­ბა, ელჩი და­ნი­ელ­სო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს ვერ გა­და­წყვეტს, - ეს ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თვე­ლებ­მა უნდა გა­ა­კე­თონ. დიახ, რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში მმარ­თველ პარ­ტი­ა­ზეა აქ­ცენ­ტი და მათ­გან ცოტა მეტს ელო­დე­ბით, ვიდ­რე სხვე­ბის­გან, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ოპო­ზი­ცი­ამ პა­ტი­ვი არ უნდა სცეს და არ უნდა წა­მო­ა­ყე­ნოს პო­ზი­ცი­ე­ბი, გა­რან­ტი­ე­ბი, პა­ტი­ვის­ცე­მა და თავ­და­დე­ბა იმის მი­მართ, რა­საც მთავ­რო­ბა აკე­თებს. ასე რომ, ეს და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი პრო­ცე­სი უნდა იყოს, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით ორი­ვე მხა­რეს - დიახ, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის­გან პირ­ველ ნა­ბიჯს ვე­ლით, მაგ­რამ სხვებ­მა ამას პა­ტი­ვი უნდა სცენ და მიჰ­ყვნენ“, - აღ­ნიშ­ნა კა­ლი­უ­რან­დმა.

მისი შე­ხე­დუ­ლე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის იმის ახ­სნა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს შიდა სა­კი­თხი არ არის, მაგ­რამ ევ­რო­კავ­ში­რი აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის­გან დაღ­ლი­ლია და სა­ქარ­თვე­ლო იმა­ზე მეტს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­გან არ უნდა ელო­დოს, ვიდ­რე ახლა იღებს.

„ეს ბევ­რად უფრო ფარ­თო სა­კი­თხია - სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თველ-ევ­რო­კავ­ში­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­მა­ვალ­ზე, ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მო­მავ­ლის კუ­თხით მა­ღალ მის­წრა­ფე­ბებ­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ­ზეა. ვიცი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სლო­გა­ნი­ვით ჟღერს, მაგ­რამ ეს სი­მარ­თლეა. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში და ევ­რო­კავ­შირ­ში აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბა დღის წეს­რიგ­ში წინ წა­მო­წე­უ­ლი არ არის - მენ­დეთ, ბევ­რი სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი გვაქვს: პან­დე­მია, მიგ­რა­ცია, ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი და ა.შ. სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ბოლო დროს აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბას მა­შინ გან­ვი­ხი­ლავთ, როცა რა­ი­მე ცუდი ხდე­ბა ან კრი­ზი­სე­ბი იწყე­ბა. ევ­რო­პა და­ი­ღა­ლა, ევ­რო­პა აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის­გან გა­მო­ფიტ­ვას გა­ნიც­დის, ამი­ტომ ევ­რო­პას არ ექ­ნე­ბა უსას­რუ­ლო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი თა­ვი­სი მა­ღა­ლი დო­ნის ვი­ზი­ტე­ბი­სა და თა­ვი­სი მე­დი­ა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით - თქვენ იმა­ზე დიდ თავ­და­დე­ბას არ უნდა ელო­დოთ, ვიდ­რე ახ­ლაა. ეს პრე­ზი­დენტ შარლ მი­შე­ლის პი­რა­დი თავ­და­დე­ბაა, ამა­ზე მეტი არ იქ­ნე­ბა. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­ი­გოს, რამ­დე­ნა­დაა ევ­რო­პა პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი და მისი ერ­თგუ­ლი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ამა­ზე და­ფუძ­ნე­ბით იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა პი­რო­ბი­თო­ბის პრინ­ციპს, გულ­წრფე­ლი უნდა ვიყო: ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი შე­თან­ხმდა იმა­ზე, რომ პი­რო­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის დროა. თუ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ფორ­მებს მხარს ვუ­ჭერთ, თუ სა­ქარ­თვე­ლოს გზა­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ას მხარს ვუ­ჭერთ და ვერ ვხე­დავთ პო­ლი­ტი­კურ ერ­თგუ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან, მა­შინ პი­რო­ბი­თო­ბის წა­მო­ყე­ნე­ბის დროა“, - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევან ნარჩემაშვილი
12

ღმერთმა კარგად გამყოფოდ

ჰმ
7

უყურე შენ. ჩვენ თუ არ დაგვიჩოქეს ისე არ ვუერთდებით. იმიტომაა საქართველოში ამდენი გოუთხოვარი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ევროპას მედიაციის მიმართულებით უსასრულო შემოთავაზებები არ ექნება - ეს პრეზიდენტ მიშელის პირადი თავდადებაა, ამაზე მეტი არ იქნება!" - ევროპარლამენტარი

"ევროპას მედიაციის მიმართულებით უსასრულო შემოთავაზებები არ ექნება - ეს პრეზიდენტ მიშელის პირადი თავდადებაა, ამაზე მეტი არ იქნება!" - ევროპარლამენტარი

“ევროპას არ ექნება დაუსრულებელი შემოთავაზებები თავისი მაღალი დონის ვიზიტებისა და თავისი მედიაციის მიმართულებით”, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა.

მან ისაუბრა რამდენიმე დღის წინ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებული განცხადების შესახებ.

„მთავარი ფაქტორია, რომ განცხადებაში საქართველოს მედიაციაში ჩართული ყველა პოლიტიკური ლიდერი გავაკრიტიკეთ, იმიტომ, რომ მედიაციას ევროკავშირი ვერ დაასრულებს, კომპრომისზე ევროკავშირი ვერ შეთანხმდება, ელჩი დანიელსონი საქართველოს მომავალს ვერ გადაწყვეტს, - ეს ყველაფერი ქართველებმა უნდა გააკეთონ. დიახ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მმართველ პარტიაზეა აქცენტი და მათგან ცოტა მეტს ელოდებით, ვიდრე სხვებისგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ პატივი არ უნდა სცეს და არ უნდა წამოაყენოს პოზიციები, გარანტიები, პატივისცემა და თავდადება იმის მიმართ, რასაც მთავრობა აკეთებს. ასე რომ, ეს დაბალანსებული პროცესი უნდა იყოს, ვალდებულებებით ორივე მხარეს - დიახ, მმართველი პარტიისგან პირველ ნაბიჯს ველით, მაგრამ სხვებმა ამას პატივი უნდა სცენ და მიჰყვნენ“, - აღნიშნა კალიურანდმა.

მისი შეხედულებით, მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის იმის ახსნა, რომ პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ საქართველოს შიდა საკითხი არ არის, მაგრამ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობისგან დაღლილია და საქართველო იმაზე მეტს ორგანიზაციისგან არ უნდა ელოდოს, ვიდრე ახლა იღებს.

„ეს ბევრად უფრო ფართო საკითხია - საუბარი საქართველ-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალზე, ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მომავლის კუთხით მაღალ მისწრაფებებზე და საქართველოს მომავალზეა. ვიცი, რომ ეს ყველაფერი სლოგანივით ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა. ევროპარლამენტში და ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობა დღის წესრიგში წინ წამოწეული არ არის - მენდეთ, ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს: პანდემია, მიგრაცია, ეკონომიკური კრიზისი და ა.შ. სამწუხაროა, მაგრამ ბოლო დროს აღმოსავლეთ პარტნიორობას მაშინ განვიხილავთ, როცა რაიმე ცუდი ხდება ან კრიზისები იწყება. ევროპა დაიღალა, ევროპა აღმოსავლეთ პარტნიორობისგან გამოფიტვას განიცდის, ამიტომ ევროპას არ ექნება უსასრულო შემოთავაზებები თავისი მაღალი დონის ვიზიტებისა და თავისი მედიაციის მიმართულებით - თქვენ იმაზე დიდ თავდადებას არ უნდა ელოდოთ, ვიდრე ახლაა. ეს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი თავდადებაა, ამაზე მეტი არ იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა გაიგოს, რამდენადაა ევროპა პროცესში ჩართული და მისი ერთგული და გადაწყვეტილებები ამაზე დაფუძნებით იქნას მიღებული.

რაც შეეხება პირობითობის პრინციპს, გულწრფელი უნდა ვიყო: ყველა პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა იმაზე, რომ პირობითობის პრინციპის დროა. თუ ჩვენ საქართველოში რეფორმებს მხარს ვუჭერთ, თუ საქართველოს გზასა და ინტეგრაციას მხარს ვუჭერთ და ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ერთგულებას საქართველოს მხრიდან, მაშინ პირობითობის წამოყენების დროა“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

"მე არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს, თუმცა ის უკეთესია, ვიდრე წინა იყო" - ზურაბ ჯაფარიძე

"მკაფიოდ იყო შემოთავაზებული ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის თანხის გადახდა" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"ამდენი თვის ბოიკოტმა შედეგი მოიტანა, დაგვრჩა ბოლო ნაბიჯი..." - რას ამბობენ ოპოზიციის ლიდერები გადამწყვეტი შეხვედრის შემდეგ