მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აცხადებს "ენგურჰესის“ ხელმძღვანელობა მოქალაქეების დაღუპვაზე? -  "კაშხლიდან წყლის გაშვების წინ მოსახლეობა ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინებით იღებს"
რას აცხადებს "ენგურჰესის“ ხელმძღვანელობა მოქალაქეების დაღუპვაზე? -  "კაშხლიდან წყლის გაშვების წინ მოსახლეობა ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინებით იღებს"

ენ­გუ­რის ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მდი­ნა­რე ენ­გუ­რის გად­მოკ­ვე­თი­სას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ღუპ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს უსამ­ძიმ­რებს. მათი გან­მარ­ტე­ბით, მდი­ნა­რე ენ­გუ­რი­სა და მისი შე­ნა­კა­დე­ბის დო­ნემ გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო დღე­ებ­ში, უხვი ნა­ლე­ქით გა­მოწ­ვე­უ­ლი წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად მო­ი­მა­ტა.

“პირ­ველ რიგ­ში, ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ და ვუ­სამ­ძიმ­რებთ მდი­ნა­რე ენ­გურ­ში დღეს გამ­თე­ნი­ი­სას, და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 31 მარ­ტი­დან ენ­გურ­ჰე­სი­დან წყლის გაშ­ვე­ბის პრო­ცე­სი რე­გუ­ლა­რუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, მისი რა­ო­დე­ნო­ბა დად­გე­ნილ ნორ­მა­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ნაკ­ლე­ბია და არ შე­ეძ­ლო მდი­ნა­რი­სა და მისი შე­ნა­კა­დე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა გა­მო­ეწ­ვია. მდი­ნა­რე ენ­გუ­რი­სა და მისი შე­ნა­კა­დე­ბის დო­ნემ გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ი­მა­ტა ბოლო დღე­ებ­ში, უხვი ნა­ლე­ქით გა­მოწ­ვე­უ­ლი წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, მდი­ნა­რე ენ­გუ­რის სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა კაშხლი­დან წყლის გაშ­ვე­ბის წინ ინ­ფორ­მა­ცი­ას მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ხით იღებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია "ენ­გურ­ჰე­სის“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გად­მოკ­ვე­თი­სას, სო­ფელ შამ­გო­ნა­სა და სო­ფელ თა­გი­ლო­ნის მიმ­დე­ბა­რედ, რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ო­ნის მკვიდ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სამი მო­ქა­ლა­ქე მდი­ნა­რე ენ­გუ­რის გავ­ლით სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მოს­ვლას ცდი­ლობ­და. მდი­ნა­რე ენ­გუ­რის გად­მოკ­ვე­თი­სას სა­მი­ვე მათ­გა­ნი და­ი­ღუ­პა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

რას აცხადებს "ენგურჰესის“ ხელმძღვანელობა მოქალაქეების დაღუპვაზე? -  "კაშხლიდან წყლის გაშვების წინ მოსახლეობა ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინებით იღებს"

რას აცხადებს "ენგურჰესის“ ხელმძღვანელობა მოქალაქეების დაღუპვაზე? -  "კაშხლიდან წყლის გაშვების წინ მოსახლეობა ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინებით იღებს"

ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ხელმძღვანელობა მდინარე ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. მათი განმარტებით, მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად მოიმატა.

“პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მდინარე ენგურში დღეს გამთენიისას, დაღუპულთა ოჯახებს. მიუხედავად იმისა, რომ 31 მარტიდან ენგურჰესიდან წყლის გაშვების პროცესი რეგულარულად მიმდინარეობს, მისი რაოდენობა დადგენილ ნორმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და არ შეეძლო მდინარისა და მისი შენაკადების მნიშვნელოვანი მატება გამოეწვია. მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით მოიმატა ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად. აქვე უნდა აღინიშნოს, მდინარე ენგურის სიახლოვეს მდებარე სოფლების მოსახლეობა კაშხლიდან წყლის გაშვების წინ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იღებს“, - აღნიშნულია "ენგურჰესის“ განცხადებაში.

ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი, საქართველოს სამი მოქალაქე მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა.

BTU-ს სტუდენტების მიერ ბილაინის ჰაკათონში შექმნილი მობილური თამაში უკვე ხელმისაწვდომია

ბათუმში მშენებარე სახლი ჩამოინგრა, არის მსხვერპლი -  როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"ჩვენი პირველი მტერი ახლა არის სუფრები" - პაატა იმნაძე