სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე თბილისში ვარ" - რატომ ჩამოვიდა საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი და რას აცხადებს პროკურატურა?
"მე თბილისში ვარ" - რატომ ჩამოვიდა საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი და რას აცხადებს პროკურატურა?

აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი აფგან მუხ­თარ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია. მან "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა, - მე თბი­ლის­ში ვარო. რო­გორც ირ­კვე­ვა, ჟურ­ნა­ლის­ტი თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლამ­დე სტამ­ბოლ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ambebi.ge აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის მიზ­ნებ­სა და გეგ­მებ­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს“ წარ­მო­მად­გე­ნელს, გი­ორ­გი სე­ლი­მაშ­ვილს ესა­უბ­რა:

"ბა­ტო­ნი აფგან მუხ­თარ­ლი, სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით, გუ­შინ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, რათა პრო­კუ­რა­ტუ­რას მის­ცეს ჩვე­ნე­ბა და ასე­ვე მო­ი­ნა­ხუ­ლოს ის ად­გი­ლი, სა­და­ნაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ი­ტა­ცეს და თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღუკ­ვე­თეს. ის ამ­ბობს, რომ პო­ლი­ცი­ის ფორ­მა­ში ჩაც­მულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა გა­ი­ტა­ცეს, თუმ­ცა ამ საქ­მეს მსვლე­ლო­ბა არ მი­ე­ცა და სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად გა­მო­ძი­ე­ბას არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. ამ ეტაპ­ზე რა­საც ჩვენ ვი­თხოვთ არის ის, რომ ბა­ტონ აფგანს მი­ე­ნი­ჭოს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი, რაც მა­საც და მისი დაც­ვის მხა­რე­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს, საქ­მის მა­სა­ლებ­ზე გვქონ­დეს წვდო­მა. ვი­თხოვთ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ი­ძი­ოს ეს საქ­მე, დად­გინ­დეს, ვინ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ და­ნა­შა­ულ­ში და დად­გეს მათი სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლობ­ლო­ბა. ამ ფაქ­ტი­დან 4 წელი სრულ­დე­ბა და ჯერ­ჯე­რო­ბით, ხელ­ჩა­სა­ჭი­დი არა­ფე­რი გვაქვს.

ხვალ დი­ლის 11 სა­ათ­ზე აფგან მუხ­თარ­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას გა­მარ­თავს და მისი ჩა­მოს­ვლის მიზ­ნებ­სა და გეგ­მებ­ზე ისა­უბ­რებს, ამის შემ­დეგ კი პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თავს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის ოქ­ტომ­ბერ­შიც აპი­რებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას, მაგ­რამ ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რი შე­უქ­მნეს დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და უკან გა­აბ­რუ­ნეს. ამ­ჟა­მად ის უპ­რობ­ლე­მოდ შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში“.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­კი­თხვა­ზეა და­ბა­რე­ბუ­ლი. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, მუხ­თარ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ხვალ, 8 აპ­რილს უნდა გა­მო­ცხად­დეს.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი აფგან მუხ­თარ­ლი თბი­ლი­სი­დან 2017 წლის 29 მა­ისს გა­უ­ჩი­ნარ­და, 30 მა­ისს კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის აზერ­ბა­ი­ჯან­ში და­ა­კა­ვეს სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თის, ვა­ლუ­ტის კონ­ტრა­ბან­დი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ბრალ­დე­ბით. ჟურ­ნა­ლის­ტი თა­ვი­დან­ვე აცხა­დებ­და, რომ თბი­ლი­სი­დან მის გა­ტა­ცე­ბა­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის­თვის გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მუხ­თარ­ლის საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია.2018 წლის იან­ვარ­ში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ბე­ლაქ­ნის რა­ი­ო­ნის სა­სა­მარ­თლომ აფგან მუხ­თარ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო და 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. იმა­ვე წლის სექ­ტემ­ბერ­ში, გა­ნა­ჩე­ნი ძა­ლა­ში და­ტო­ვა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ.

2020 წლის მარ­ტში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აფგან მუხ­თარ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ავი­ა­რე­ი­სით გა­ამ­გზავ­რა გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც 2019 წლი­დან ცხოვ­რო­ბენ მისი ცოლი ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვა და შვი­ლი. გერ­მა­ნი­ამ მუხ­თარ­ლის ოჯახს პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მის­ცა.

კ ო მ ბ ლ ე
4

ამ ყასბის გამო, ნუთუ ბიძოს დაიჭერენ? მაშინ მართლა აღარ ყოფილა სამართალი, არააა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"მე თბილისში ვარ" - რატომ ჩამოვიდა საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი და რას აცხადებს პროკურატურა?

"მე თბილისში ვარ" - რატომ ჩამოვიდა საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი და რას აცხადებს პროკურატურა?

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია. მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, - მე თბილისში ვარო. როგორც ირკვევა, ჟურნალისტი თბილისში ჩამოსვლამდე სტამბოლში იმყოფებოდა.

ambebi.ge აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისში ჩამოსვლის მიზნებსა და გეგმებზე არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს“ წარმომადგენელს, გიორგი სელიმაშვილს ესაუბრა:

"ბატონი აფგან მუხთარლი, საკუთარი ინიციატივით, გუშინ ჩამოვიდა საქართველოში, რათა პროკურატურას მისცეს ჩვენება და ასევე მოინახულოს ის ადგილი, სადანაც, სავარაუდოდ, გაიტაცეს და თავისუფლება აღუკვეთეს. ის ამბობს, რომ პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს, თუმცა ამ საქმეს მსვლელობა არ მიეცა და სიმართლის დასადგენად გამოძიებას არაფერი გაუკეთებია. ამ ეტაპზე რასაც ჩვენ ვითხოვთ არის ის, რომ ბატონ აფგანს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, რაც მასაც და მისი დაცვის მხარესაც შესაძლებლობას მოგვცემს, საქმის მასალებზე გვქონდეს წვდომა. ვითხოვთ, რომ პროკურატურამ სათანადოდ გამოიძიოს ეს საქმე, დადგინდეს, ვინ მონაწილეობდა ამ დანაშაულში და დადგეს მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობლობა. ამ ფაქტიდან 4 წელი სრულდება და ჯერჯერობით, ხელჩასაჭიდი არაფერი გვაქვს.

ხვალ დილის 11 საათზე აფგან მუხთარლი პრესკონფერენციას გამართავს და მისი ჩამოსვლის მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრებს, ამის შემდეგ კი პროკურატურას მიმართავს. მოგეხსენებათ, ის ოქტომბერშიც აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ ხელოვნური ბარიერი შეუქმნეს დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და უკან გააბრუნეს. ამჟამად ის უპრობლემოდ შემოვიდა საქართველოში“.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. უწყების განმარტებით, მუხთარლი პროკურატურაში ხვალ, 8 აპრილს უნდა გამოცხადდეს.

როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, ვალუტის კონტრაბანდისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. ჟურნალისტი თავიდანვე აცხადებდა, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. მუხთარლის საქმეზე საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში, განაჩენი ძალაში დატოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ.

2020 წლის მარტში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

"მთავარმა არხმა“ თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

პროკურატურამ შვედეთის მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

ზუგდიდში შუახნის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს