ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეიქმნება ვებ-პორტალი, სადაც მოქალაქეები ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად წინასწარ დარეგისტრირდებიან, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
როგორც ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, მოქალაქეებს ასევე შეეძლებათ აირჩიონ ვაქცინა, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.
"შეიქმნება ვებ-პორტალი, რომელიც გამოქვეყნდება როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ-გევრდზე, სადაც ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და ასევე მათ საშუალება ექნებათ აირჩიონ ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება.
ეს კვლევა დაგვეხმარება მივიღოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტiლება და იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, რა შემდეგი ვაქცინები იქნება ქვეყანაში შემოტანილი“, - განაცხადა ტიკარაძემ.