სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისი წესებს შედარებით იცავს, მაგრამ რეგიონებში არის მოშვებული" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე მესამე ტალღის შესახებ
"თბილისი წესებს შედარებით იცავს, მაგრამ რეგიონებში არის მოშვებული" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე მესამე ტალღის შესახებ

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებს თბი­ლის­ზე მე­ტად რე­გი­ო­ნებ­ში არ იცა­ვენ.

რო­გორც ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი­დევ „ერთ-ორი თვე უნდა მო­ით­მი­ნოს“.

„მთა­ვა­რია მო­სახ­ლე­ო­ბა და­უბ­რუნ­დეს იმ მდგო­მა­რე­ო­ბას, რაც და­ახ­ლო­ე­ბით, 2 თვის წინ იყო, როცა პირ­ბა­დე­ებს ვი­ყე­ნებ­დით, სო­ცი­ა­ლურ დის­ტან­ცი­რე­ბას ვი­ცავ­დით. ქარ­თვე­ლი კაცი ვე­რას­დროს ამ­ბობ­და უარს ხალ­ხმრა­ვალ შეკ­რე­ბებ­ზე, მათ შო­რის სა­მე­გობ­როს შეკ­რე­ბებ­ზე, ქორ­წილ­ზე, ქელეხ­ზე, მაგ­რამ მათი რა­ო­დე­ნო­ბა იყო მი­ნი­მა­ლუ­რი, თუ ერთი-ორი შეკ­რე­ბა იქ­ნე­ბო­და, ის ცნო­ბი­ლი ყვე­ლას­თვის ხდე­ბო­და. ახლა სამ­წუ­ხა­როდ, პირ­ბა­დე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ჩა­მო­ვი­და 40%-ზე, სო­ცი­ა­ლურ დის­ტან­ცი­რე­ბას აღარ ვი­ცავთ და ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბი გამ­რავ­ლდა, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში. თბი­ლი­სი შე­და­რე­ბით იცავს, მაგ­რამ რე­გი­ო­ნებ­ში არის მოშ­ვე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვე­ნი წვლი­ლი, რომ ვუ­თხრათ ხალ­ხს, კი­დევ მო­ით­მი­ნონ ერთი-ორი თვე, სა­დაც ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბრის პიკს გა­ვუ­ძე­ლით, რა­მაც მო­სახ­ლე­ო­ბის 68% NDI-ის და 60%-IRI-ის გა­მო­კი­თხვით ათ­ქმე­ვი­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კარ­გად მარ­თავს პან­დე­მი­ას. ეს ად­ვი­ლი სათ­ქმე­ლი არ იყო, იმ მო­სახ­ლე­ო­ბის­გან, რო­მე­ლიც უამ­რავ შე­ჭირ­ვე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას გა­ნიც­დის, სა­დაც ბიზ­ნე­სი ღია ჯერ კი­დევ არ არის, სა­დაც მთე­ლი რიგი შე­ზღუდ­ვე­ბი არ­სე­ბობს. ეს არის ხალ­ხის პა­სუ­ხი მო­სახ­ლე­ო­ბის იმ მცი­რე ნა­წილ­ზე, რო­მე­ლა­თაც არ უნ­დათ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, არ სწამთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და არ უნ­დათ მა­სობ­რივ შეკ­რე­ბებ­ზე უა­რის თქმა“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

ცერ­ცვა­ძის შე­ფა­სე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ღაც ნა­წი­ლის­თვის თვით­მი­ზა­ნი გახ­და, რომ შემ­თხვე­ვებ­მა მო­ი­მა­ტოს, რათა მერე ამით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა მოხ­დეს.

„გუ­შინ იყო 900-მდე ახა­ლი შემ­თხვე­ვა და იყო მო­ლო­დი­ნი, რომ შე­იძ­ლე­ბა გაქ­ცე­უ­ლი­ყო ნახ­ტო­მი­სე­ბუ­რად, რო­გორც ეს ყვე­ლას გვახ­სოვს ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში მოხ­და. დღეს 640 შემ­თხვე­ვაა, ანუ გუ­შინ­დე­ლი კი არ გა­ი­ზარ­და, არა­მედ 200-ით შემ­ცირ­და. მე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ამას არ უნდა ვამ­ბობ­დე, მაგ­რამ ასეა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ღაც ნა­წი­ლის­თვის მგო­ნი თვით­მი­ზა­ნიც გახ­და, შემ­თხვე­ვებ­მა მო­ი­მა­ტოს, რათა მერე ამით მოხ­დეს მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს... ვგუ­ლის­ხმობ მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს, რომ­ლე­ბიც „ფე­ის­ბუქ­ზე" ისე აქ­ტი­უ­რო­ბენ, რომ თუ რამე კარ­გი ინ­ფორ­მა­ცია გა­მოჩ­ნდა - ავად­მყო­ფო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა ან გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა, უკ­მა­ყო­ფი­ლო არი­ან და ამა­ზე ილან­ძღე­ბი­ან. აქე­დან გა­მო­მაქვს ეს დას­კვნა. როცა აქ­ვეყ­ნებ ოპ­ტი­მის­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ამა­ზე მო­დის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და ლან­ძღვა, ეს ნიშ­ნავს, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს ეს პო­ზი­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია ხელს არ აძ­ლევს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს არის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­ცი­რე­სო­ბა, უმ­რავ­ლე­სო­ბას ძა­ლი­ან არ უნდა მე­სა­მე ტალ­ღა, ძა­ლი­ან არ უნდა, რომ და­ვუბ­რუნ­დეთ ძველ შე­ზღუდ­ვებს.

გუ­შინ უფრო პე­სი­მის­ტუ­რად ვი­ტყო­დი, დღეს ის, რომ 200-ით მო­იკ­ლო შემ­თხვე­ვებ­მა, მაძ­ლევს იმის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ ჯერ ჩვენ­თან მე­სა­მე ტალ­ღა არ არის. მე­სა­მე ტალ­ღა გვიგ­ზავ­ნის სიგ­ნა­ლებს ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან, სა­დაც ფიქ­სირ­დე­ბა მათი ის­ტო­რი­უ­ლი მაქ­სი­მუ­მი.

ჩვენ ვწუხ­ვართ, რომ ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი გვსაყ­ვე­დუ­რო­ბენ მი­ნი­მა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბის­თვის და ესეც გა­სა­გე­ბია, რომ ყვე­ლას თა­ვი­სი თავი აინ­ტე­რე­სებს და არა ის საფ­რან­გეთ­ში რა ხდე­ბა ან ბელ­გი­ა­ში რა ხდე­ბა, მაგ­რამ იზო­ლი­რე­ბულ სამ­ყა­რო­ში არ ვართ და უნდა მა­ინც თავი შე­ვა­და­როთ იმას, რა ხდე­ბა ევ­რო­პა­ში და ამე­რი­კა­ში. ის­რა­ე­ლის და ბრი­ტა­ნე­თის გარ­და ყვე­ლა ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ზე და ამე­რი­კულ ქვეყ­ნებ­ზე უკე­თე­სი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს, ეს უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. ჩვენ­თან მე­სა­მე ტალ­ღა არ არის, მე­სა­მე ტალ­ღის აჩ­რდი­ლი მო­ჩანს ევ­რო­პი­დან", - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
4

ხალხი იცავს წესებს, თქვენით დაიწყეთ! მარტო ამ დილით სამი პოლიციელი დავინახე უპირბადოდ! მერე მიტრიალდება, ჯიბიდან ამოიღებს, გაიკეთებს და სხვას დააჯარიმებს!

დ გ
5

ვინ დაგვწყევლა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"თბილისი წესებს შედარებით იცავს, მაგრამ რეგიონებში არის მოშვებული" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე მესამე ტალღის შესახებ

"თბილისი წესებს შედარებით იცავს, მაგრამ რეგიონებში არის მოშვებული" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე მესამე ტალღის შესახებ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს თბილისზე მეტად რეგიონებში არ იცავენ.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებამ კიდევ „ერთ-ორი თვე უნდა მოითმინოს“.

„მთავარია მოსახლეობა დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რაც დაახლოებით, 2 თვის წინ იყო, როცა პირბადეებს ვიყენებდით, სოციალურ დისტანცირებას ვიცავდით. ქართველი კაცი ვერასდროს ამბობდა უარს ხალხმრავალ შეკრებებზე, მათ შორის სამეგობროს შეკრებებზე, ქორწილზე, ქელეხზე, მაგრამ მათი რაოდენობა იყო მინიმალური, თუ ერთი-ორი შეკრება იქნებოდა, ის ცნობილი ყველასთვის ხდებოდა. ახლა სამწუხაროდ, პირბადეების გამოყენება ჩამოვიდა 40%-ზე, სოციალურ დისტანცირებას აღარ ვიცავთ და ხალხმრავალი შეკრებები გამრავლდა, განსაკუთრებით რეგიონებში. თბილისი შედარებით იცავს, მაგრამ რეგიონებში არის მოშვებული. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი წვლილი, რომ ვუთხრათ ხალხს, კიდევ მოითმინონ ერთი-ორი თვე, სადაც ნოემბერ-დეკემბრის პიკს გავუძელით, რამაც მოსახლეობის 68% NDI-ის და 60%-IRI-ის გამოკითხვით ათქმევინა, რომ ხელისუფლება კარგად მართავს პანდემიას. ეს ადვილი სათქმელი არ იყო, იმ მოსახლეობისგან, რომელიც უამრავ შეჭირვებულ მდგომარეობას განიცდის, სადაც ბიზნესი ღია ჯერ კიდევ არ არის, სადაც მთელი რიგი შეზღუდვები არსებობს. ეს არის ხალხის პასუხი მოსახლეობის იმ მცირე ნაწილზე, რომელათაც არ უნდათ პირბადის ტარება, არ სწამთ ვაქცინაციის და არ უნდათ მასობრივ შეკრებებზე უარის თქმა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის შეფასებით, მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის თვითმიზანი გახდა, რომ შემთხვევებმა მოიმატოს, რათა მერე ამით მანიპულირება მოხდეს.

„გუშინ იყო 900-მდე ახალი შემთხვევა და იყო მოლოდინი, რომ შეიძლება გაქცეულიყო ნახტომისებურად, როგორც ეს ყველას გვახსოვს ნოემბერ-დეკემბერში მოხდა. დღეს 640 შემთხვევაა, ანუ გუშინდელი კი არ გაიზარდა, არამედ 200-ით შემცირდა. მე შთაბეჭდილება მრჩება, შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ასეა, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის მგონი თვითმიზანიც გახდა, შემთხვევებმა მოიმატოს, რათა მერე ამით მოხდეს მანიპულირება, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს... ვგულისხმობ მოსახლეობის ნაწილს, რომლებიც „ფეისბუქზე" ისე აქტიურობენ, რომ თუ რამე კარგი ინფორმაცია გამოჩნდა - ავადმყოფობის რაოდენობის შემცირება ან გარდაცვლილთა რაოდენობის შემცირება, უკმაყოფილო არიან და ამაზე ილანძღებიან. აქედან გამომაქვს ეს დასკვნა. როცა აქვეყნებ ოპტიმისტურ ინფორმაციას და ამაზე მოდის უკმაყოფილება და ლანძღვა, ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს ეს პოზიტიური ინფორმაცია ხელს არ აძლევს. საბედნიეროდ, ეს არის მოსახლეობის უმცირესობა, უმრავლესობას ძალიან არ უნდა მესამე ტალღა, ძალიან არ უნდა, რომ დავუბრუნდეთ ძველ შეზღუდვებს.

გუშინ უფრო პესიმისტურად ვიტყოდი, დღეს ის, რომ 200-ით მოიკლო შემთხვევებმა, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის. მესამე ტალღა გვიგზავნის სიგნალებს ევროპის ქვეყნებიდან, სადაც ფიქსირდება მათი ისტორიული მაქსიმუმი.

ჩვენ ვწუხვართ, რომ ჩვენი ადამიანები გვსაყვედურობენ მინიმალური შეზღუდვებისთვის და ესეც გასაგებია, რომ ყველას თავისი თავი აინტერესებს და არა ის საფრანგეთში რა ხდება ან ბელგიაში რა ხდება, მაგრამ იზოლირებულ სამყაროში არ ვართ და უნდა მაინც თავი შევადაროთ იმას, რა ხდება ევროპაში და ამერიკაში. ისრაელის და ბრიტანეთის გარდა ყველა ევროპულ ქვეყანაზე და ამერიკულ ქვეყნებზე უკეთესი მონაცემები აქვს საქართველოს, ეს უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენთან მესამე ტალღა არ არის, მესამე ტალღის აჩრდილი მოჩანს ევროპიდან", - განაცხადა ცერცვაძემ.

"სინდისიც კარგი საქონელია!..." - რა მიმართვას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე მესამე ტალღასა და "ლოკდაუნთან" დაკავშირებით?

პიკეტირება ყველა ქალაქში, ავტობანის დაკეტვა... - რა გეგმა აქვთ "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, თუ ხელისუფლება "არ გადადგამს ადეკვატურ ნაბიჯს"?

"მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო და გავამხნევო ნინუცა მაყაშვილი... სამაგალითოა მისი გამბედაობა" - რას წერს ნინო წილოსანი "ფეისბუქზე"?