საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისში დღეს დაბრუნდა, გენპროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისში დღეს დაბრუნდა, გენპროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი აფგან მუხ­თარ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­კი­თხვა­ზეა და­ბა­რე­ბუ­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უწყე­ბა­ში და­უ­დას­ტუ­რეს. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მუხ­თარ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ხვალ, 8 აპ­რილს უნდა გა­მო­ცხად­დეს.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ აფგან მუხ­თარ­ლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მუხ­თარ­ლის გა­მო­კი­თხვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის მი­ხედ­ვით, სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის­თვის გერ­მა­ნი­ის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს 2020 წლის 24 მარტს მი­მარ­თა. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე აფგან მუხ­თარ­ლი გერ­მა­ნი­ა­ში შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ 2020 წლის 24 ივ­ლისს გა­მო­ი­კი­თხა. და­კი­თხვის ოქმი და შე­სა­ბა­მი­სი მა­სა­ლე­ბი გერ­მა­ნი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში 2020 წლის პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს გა­მო­იგ­ზავ­ნა და და­ერ­თო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თა) მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - გა­ნა­ცხა­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

ცნო­ბის­თვის, მუხ­თარ­ლი თბი­ლის­ში 2017 წლის 29 მა­ისს გა­უ­ჩი­ნარ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მოჩ­ნდა, რომ ის აზერ­ბა­ი­ჯან­ში იმ­ყო­ფე­ბა. აფგან მუხ­თარ­ლის ბრა­ლი სამი მუხ­ლით - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თის, კონ­ტრა­ბან­დის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის მუხ­ლე­ბით ჰქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი. 2018 წლის 12 იან­ვარს აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ აფგან მუხ­თარ­ლის 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, თუმ­ცა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ცი­ხი­დან ერთი წლის წინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. დარ­ჩე­ნი­ლი წლე­ბი მას პი­რო­ბი­თად ჩა­ეთ­ვა­ლა.

აფგან მუხ­თარ­ლი დღეს თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისში დღეს დაბრუნდა, გენპროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისში დღეს დაბრუნდა, გენპროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს. მათივე განმარტებით, მუხთარლი პროკურატურაში ხვალ, 8 აპრილს უნდა გამოცხადდეს.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მუხთარლის გამოკითხვის შუამდგომლობით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, სამართლებრივი დახმარებისთვის გერმანიის შესაბამის სამსახურებს 2020 წლის 24 მარტს მიმართა. გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 24 ივლისს გამოიკითხა. დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის პირველ ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს“, - განაცხადეს პროკურატურაში.

ცნობისთვის, მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა.

აფგან მუხთარლი დღეს თბილისში დაბრუნდა.

აფგან მუხთარლი საქართველოშია - ადვოკატის თქმით, ჟურნალისტი მზადაა, პროკურატურის კითხვებს უპასუხოს

"საყიდლებზე იყო, როცა უთხრეს, რომ მისი კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო" - ფსიქიატრიულში ქალი უკანონოდ მოათავსეს, კლინიკა 5000 ლარით დაჯარიმდა

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის მაღალჩინოსანს ბრალი დაუმძიმეს