კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ენგურზე გადმოსვლისას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა - "გარდაცვლილია ჩემი ძმა და რძალი, ასევე ბიძაშვილის მეუღლე"
ენგურზე გადმოსვლისას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა - "გარდაცვლილია ჩემი ძმა და რძალი, ასევე ბიძაშვილის მეუღლე"

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შამ­გო­ნას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდი­ნა­რე ენ­გურ­ში ნა­პოვ­ნი 3 გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნი ერთი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან. ამის შე­სა­ხებ ambebi.ge -ს აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ რუს­ლან აბა­ში­ძემ გა­ნუ­ცხა­და. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის არის ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი, რომ­ლებ­საც არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი დარ­ჩათ.

"და­ობ­ლდნენ ბავ­შე­ბი, რომ­ლე­ბიც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. ჩვენ ორი­ვე და­ზა­რა­ლე­ბულ ოჯახ­თან გვაქვს აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია და რაც ჩვენს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ში შე­დის, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ. ისი­ნი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან და ჩვენ მათ მაქ­სი­მა­ლურ დახ­მა­რე­ბას გა­ვუ­წევთ, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი, ისე ჯან­დაც­ვის და ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას. ამას მოჰ­ყვე­ბა ძა­ლი­ან მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა რო­გორც ჩვე­ნი, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან, ამ სა­კითხს აუ­ცი­ლებ­ლად წა­მოვ­ჭრით ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ე­ბის ფორ­მატ­ში და და­ვა­ყე­ნებთ რუ­სე­თის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს", - გა­ნა­ცხა­და აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცხე­და­რე­ბი მაშ­ვე­ლებ­მა მდი­ნა­რე ენ­გუ­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ამო­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლის ძმამ რა­დუ­გა გვა­ლი­ამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას " გა­ნუ­ცხა­და, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლი­დან ზუგ­დიდ­ში მო­დი­ოდ­ნენ.

"გად­მო­დი­ოდ­ნენ აფხა­ზე­თი­დან და ენ­გუ­რი­დან არ გა­მო­უშ­ვეს. აფხა­ზე­ბი არ იქ­ნე­ბოდ­ნენ, ალ­ბათ რუ­სებ­მა გა­ა­ჩე­რეს. მდი­ნა­რით გად­მო­დი­ოდ­ნენ, წყალ­მა მო­უს­წრო და გა­ი­ტა­ნა ოთხი­ვე. ერთი ჩემი ძმაა, მე­ო­რე რძა­ლი და ერთი ბი­ძაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, მე­ო­თხე მეგ­ზუ­რია, რო­მე­ლიც გზას აჩ­ვე­ნებ­და. ჩემ­თან მო­დი­ოდ­ნენ სტუმ­რად ზუგ­დიდ­ში", - გა­ნა­ცხა­და გვა­ლი­ამ.

ენ­გურ­ში ერთი ადა­მი­ა­ნის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ისევ გრძელ­დე­ბა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე და 143-ე მუხ­ლე­ბი­თაა და­წყე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
----
0

საკუთარ ქვეყანაში "საზღვრებზე" გადასვლისას რო იღუპება ადამიანი. აბა ჯოჯოხეთი სხვა როგორია?

ჭორლეონე
34

არ შეშინდათ ხალხნო, ღარიბაშვილი დედას უტირებს მტრებს, ნახეთ რა ტექსტი ექნება ამ თემაზე (თუ ლაპარაკს გაარჩევთ)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ენგურზე გადმოსვლისას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა - "გარდაცვლილია ჩემი ძმა და რძალი, ასევე ბიძაშვილის მეუღლე"

ენგურზე გადმოსვლისას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა - "გარდაცვლილია ჩემი ძმა და რძალი, ასევე ბიძაშვილის მეუღლე"

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას ტერიტორიაზე მდინარე ენგურში ნაპოვნი 3 გარდაცვლილი ადამიანი ერთი ოჯახის წევრები არიან. ამის შესახებ ambebi.ge -ს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებსაც არასრულწლოვანი შვილები დარჩათ.

"დაობლდნენ ბავშები, რომლებიც სკოლის მოსწავლეები არიან. ჩვენ ორივე დაზარალებულ ოჯახთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და რაც ჩვენს ვალდებულებაში შედის, ყველაფერს გავაკეთებთ. ისინი სოციალურად დაუცველები არიან და ჩვენ მათ მაქსიმალურ დახმარებას გავუწევთ, როგორც სოციალური, ისე ჯანდაცვის და ფინანსური თვალსაზრისით. ამ ადამიანების გარდაცვალებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება როგორც ჩვენი, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ამ საკითხს აუცილებლად წამოვჭრით ჟენევის დისკუსიების ფორმატში და დავაყენებთ რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს", - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.

საქართველოს მოქალაქეების ცხედარები მაშველებმა მდინარე ენგურიდან რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს. როგორც ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმამ რადუგა გვალიამ ტელეკომპანია "ფორმულას " განუცხადა, მისი ოჯახის წევრები ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში მოდიოდნენ.

"გადმოდიოდნენ აფხაზეთიდან და ენგურიდან არ გამოუშვეს. აფხაზები არ იქნებოდნენ, ალბათ რუსებმა გააჩერეს. მდინარით გადმოდიოდნენ, წყალმა მოუსწრო და გაიტანა ოთხივე. ერთი ჩემი ძმაა, მეორე რძალი და ერთი ბიძაშვილის მეუღლე, მეოთხე მეგზურია, რომელიც გზას აჩვენებდა. ჩემთან მოდიოდნენ სტუმრად ზუგდიდში", - განაცხადა გვალიამ.

ენგურში ერთი ადამიანის სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარის გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებითაა დაწყებული.

"გამოცდა რომ ჩამებარებინა, "საზღვრამდე" სამი მთა გადმოვიარე... ლამის გავიყინეთ" - რატომ უხდებათ აფხაზებს დანარჩენ საქართველოში მიმოსვლა სიცოცხლის რისკის ფასად?

"ლილოდან" მოაქვთ ათასი წვრილმანი და მდინარის კალაპოტზე ზურგით გადმოაქვთ... ჩაკეტვამ ყველა დააზარალა" - რას წერენ აფხაზები ენგურზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ?

"ყველანაირად ვეცდებით, მათთვის ჯანდაცვის საშუალებების მიღების გზა გავამარტივოთ და დავიყვანოთ მინიმალურ რისკამდე" - ტიკარაძე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებზე