ფაქტია, რომ გახარია მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო, მაგრამ რამდენად იქნება კონკურენტი, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ხედვას წარმოადგენს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რეიტინგის ერთადერთი უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია.
„სოციალური გამოკითხვებით მიღებული რეიტინგები ჩემში კითხვებს აჩენდა ხოლმე, როცა წინა წლებში ამ რეიტინგებში მეც ვმონაწილეობდი. რეიტინგების ერთადერთი უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია. რამდენად იქნება კონკურენტი გახარია, ეს მეტწილად დამოკიდებული იქნება იმ ხედვაზე, რასაც ის წარმოადგენს. ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო, ორ სამინისტროს ხელმძღვანელობდა, პრემიერ-მინისტრი იყო და ეს მის პოლიტიკურ წონას განაპირობებს, მაგრამ რა ხედვას წარმოადგენს, ეს ამაზე იქნება მაქსიმალურად დამოკიდებული,"- განაცხადა სერგეენკომ.