მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კლინიკის დატოვების შემდეგ, კახა კალაძემ პირველი სხდომა გამართა - რაზე იმსჯელა დედაქალაქის მთავრობამ და ვის გადაუხადა მადლობა მერმა
კლინიკის დატოვების შემდეგ, კახა კალაძემ პირველი სხდომა გამართა - რაზე იმსჯელა დედაქალაქის მთავრობამ და ვის გადაუხადა მადლობა მერმა

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, ვაშ­ლი­ჯვრის მე­წყრის გამო მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და. მერი, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო, კლი­ნი­კა­ში რამ­დე­ნი­მე დღის გა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რი­ბის სხდო­მას პირ­ვე­ლად და­ეს­წრო.

მისი თქმით, ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის, მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია სა­ე­ვა­კუ­ა­ციო გეგ­მა.

„ეს, რა თქმა უნდა, სა­ჭი­რო არ არის, თუმ­ცა, რა­ღაც თუ მოხ­დე­ბა გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, ეს გეგ­მაც არ­სე­ბობს. ვი­მე­ო­რებ, მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის არა­ნა­ი­რი სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს, ამას ვამ­ბობ სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით. თუ საფრ­თხე იქ­ნე­ბო­და, პირ­ვე­ლე­ბი ჩვენ ვიქ­ნე­ბო­დით, ვინც ამას გა­ა­კე­თებ­და და კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამ­და. აქაც ვრცელ­დე­ბო­და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, პა­ნი­კის და­თეს­ვა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია თით­ქოს მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია. ეს მათ ნა­მუს­ზე იყოს, ვინც ამ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებ­და. ამას­თან, ჩვენ მე­წყერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის­თვის შე­ვის­ყი­დეთ კვლე­ვა პრო­ექ­ტი­სა და სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მელ­საც კომ­პა­ნია „კავ­კა­სუს როუდ პრო­ჯექ­ტი გვაწ­ვდის“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ამას­თან, კა­ლა­ძემ იმ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ისა­უბ­რა, რაც ვაშ­ლი­ჯვრის ფერ­დობ­ზე მე­წყრულ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ჩა­ტარ­და.

რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა გა­ნა­ცხა­და, უპირ­ვე­ლე­სად ფერ­დო­ბის მიმ­დე­ბა­რედ ორ­მხრი­ვად შე­წყდა მოძ­რა­ო­ბა და მე­წყრუ­ლი ზო­ნის 24-სა­ა­თი­ა­ნი მო­ნი­ტო­რინ­გი და­ი­წყო.

„სამ­წუ­ხა­როდ, არ­სე­ბო­ბენ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცდი­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­იყ­ვა­ნოს შეც­დო­მა­ში, გა­ავ­რცე­ლოს არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია და და­თე­სოს პა­ნი­კა. კი­დევ ერთხელ მინ­და მო­გი­წო­დოთ, არ და­უ­ჯე­როთ არა­ვის. აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და ვცდი­ლობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჰქონ­დეს სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე. ვსა­უბ­რობთ ფერ­დზე, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლია ეს პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს.

რაც გა­კეთ­და ამ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ისაა, რომ შე­იქ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში ჩა­ერ­თნენ გერ­მა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი. ამ ჯგუფ­ში შე­დი­ან სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზი­დან, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი­დან. მინ­და ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც ამ ჯგუფ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. გერ­მა­ნე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რო­დე­საც და­ვი­ნა­ხეთ საფრ­თხე, პირ­ვე­ლი რაც გა­კეთ­და, გა­დავ­კე­ტეთ გზა, შე­ი­ზღუ­და მოძ­რა­ო­ბა ორ­მხრი­ვად იმის­თვის, რომ უსაფრ­თხო­ე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თო­ე­ბის მიზ­ნით ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ვი­წყეთ მე­წყრუ­ლი ზო­ნის 24-სა­ა­თი­ა­ნი მო­ნი­ტო­რინ­გი, რათა დე­ფორ­მა­ცი­ის ხა­სი­ათ­სა და დი­ნა­მი­კა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა გვე­წარ­მო­ე­ბი­ნა. გა­სულ კვი­რას უკვე და­ვა­მონ­ტა­ჟეთ მო­ნი­ტო­რინ­გის თა­ნა­მედ­რო­ვე სის­ტე­მა, რო­მე­ლიც უფრო ზუს­ტი დაკ­ვირ­ვე­ბის და მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კახა კა­ლა­ძემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყუ­რა­დღე­ბი­სა და თა­ნად­გო­მის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

„კი­დევ ერთხელ მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ მად­ლო­ბა იმ ყუ­რა­დღე­ბის­თვის, გზავ­ნი­ლე­ბის­თვის, კო­მენ­ტა­რე­ბის­თვის, რო­მელ­საც კლი­ნი­კა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში ვი­ღებ­დი, ეს და­დე­ბი­თი ემო­ცია და ჩემი თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა, რა თქმა უნდა, ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი სტი­მუ­ლია.

პი­რო­ბას გაძ­ლევთ, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ მომ­დევ­ნო პე­რი­ოდ­ში ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მით და ზრუნ­ვით, უფრო მეტი გა­ვა­კე­თო თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და გა­ლა­მა­ზე­ბის­თვის. ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა იმ მხარ­და­ჭე­რას და თა­ნად­გო­მას, რა­საც ვგრძნობ­დი ბოლო დღე­ე­ბის გა­ნამ­ვლო­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს უწ­მინ­დეს, პატ­რი­არ­ქს, ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა მას“, - აცხა­დებს კა­ლა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ კლი­ნი­კა 4 აპ­რილს და­ტო­ვა. ის თბი­ლი­სის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბის­თვის იმ­ყო­ფე­ბო­და. კარ­დი­ო­ლო­გის, პრო­ფე­სო­რის, ზუ­რაბ ფა­ღა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის მერს კახა კა­ლა­ძეს ე.წ. ვეს­ტი­ბუ­ლო­პა­თია აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nene
1

უფალმა ჯანმრთელად გამყოფოთ

კ ო მ ბ ლ ე
12

ჰმ, ვითომ ავადმყოფი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

კლინიკის დატოვების შემდეგ, კახა კალაძემ პირველი სხდომა გამართა - რაზე იმსჯელა დედაქალაქის მთავრობამ და ვის გადაუხადა მადლობა მერმა

კლინიკის დატოვების შემდეგ, კახა კალაძემ პირველი სხდომა გამართა - რაზე იმსჯელა დედაქალაქის მთავრობამ და ვის გადაუხადა მადლობა მერმა

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ვაშლიჯვრის მეწყრის გამო მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, კლინიკაში რამდენიმე დღის გატარების შემდეგ, დედაქალაქის მთავრიბის სხდომას პირველად დაესწრო.

მისი თქმით, ყოველი შემთხვევისთვის, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შემუშავებულია საევაკუაციო გეგმა.

„ეს, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის, თუმცა, რაღაც თუ მოხდება გადაუდებელი აუცილებლობა, ეს გეგმაც არსებობს. ვიმეორებ, მოსახლეობის ევაკუაციის არანაირი საჭიროება არ არსებობს, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. თუ საფრთხე იქნებოდა, პირველები ჩვენ ვიქნებოდით, ვინც ამას გააკეთებდა და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდა. აქაც ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაციები, პანიკის დათესვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ აუცილებელია თითქოს მოსახლეობის ევაკუაცია. ეს მათ ნამუსზე იყოს, ვინც ამ განცხადებას ავრცელებდა. ამასთან, ჩვენ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისთვის შევისყიდეთ კვლევა პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების მომსახურება, რომელსაც კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი გვაწვდის“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რაც ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ჩატარდა.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, უპირველესად ფერდობის მიმდებარედ ორმხრივად შეწყდა მოძრაობა და მეწყრული ზონის 24-საათიანი მონიტორინგი დაიწყო.

„სამწუხაროდ, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, ვინც მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია და დათესოს პანიკა. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, არ დაუჯეროთ არავის. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან და ვცდილობთ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე. ვსაუბრობთ ფერდზე, სადაც რამდენიმე ათეული წელია ეს პრობლემა არსებობს.

რაც გაკეთდა ამ პრობლემასთან დაკავშირებით ისაა, რომ შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, პრობლემის მოგვარებაში ჩაერთნენ გერმანელი ექსპერტები. ამ ჯგუფში შედიან სხვადასხვა სპეციალისტები, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე სამხარაულის ექსპერტიზიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან. მინდა ყველა ადამიანს, ვინც ამ ჯგუფში მონაწილეობს, მადლობა გადავუხადო. გერმანელი სპეციალისტების ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

როდესაც დავინახეთ საფრთხე, პირველი რაც გაკეთდა, გადავკეტეთ გზა, შეიზღუდა მოძრაობა ორმხრივად იმისთვის, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო. მოსახლეობის უსაფრთოების მიზნით ოპერატიულად დავიწყეთ მეწყრული ზონის 24-საათიანი მონიტორინგი, რათა დეფორმაციის ხასიათსა და დინამიკაზე დაკვირვება გვეწარმოებინა. გასულ კვირას უკვე დავამონტაჟეთ მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც უფრო ზუსტი დაკვირვების და მონაცემების შეგროვების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ საზოგადოებას ყურადღებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა იმ ყურადღებისთვის, გზავნილებისთვის, კომენტარებისთვის, რომელსაც კლინიკაში ყოფნის პერიოდში ვიღებდი, ეს დადებითი ემოცია და ჩემი თანაქალაქელების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია.

პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მომდევნო პერიოდში ყოველდღიური შრომით და ზრუნვით, უფრო მეტი გავაკეთო თბილისის განვითარებისთვის და გალამაზებისთვის. ხაზი მინდა გავუსვა იმ მხარდაჭერას და თანადგომას, რასაც ვგრძნობდი ბოლო დღეების განამვლობაში, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უწმინდეს, პატრიარქს, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას“, - აცხადებს კალაძე.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კლინიკა 4 აპრილს დატოვა. ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო კვლევებისთვის იმყოფებოდა. კარდიოლოგის, პროფესორის, ზურაბ ფაღავას ინფორმაციით, თბილისის მერს კახა კალაძეს ე.წ. ვესტიბულოპათია აღენიშნებოდა.

"ფაიზერის“ პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი" - ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, თუ როდის შემოიტანენ "ფაიზერის" ვაქცინას

"ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას და ქვეყანა 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას მიიღებს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ბევრი ჩივილი გვესმის, რომ ეს არის შემაწუხებელი" - რას აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი "კომენდანტის საათზე" და შემცირდება თუ არა მისი ხანგრძლივობა