პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიმ კარდაშიანი მილიარდერთა ელიტარულ საზოგადოებას შეუერთდა - როგორ აქცია ვარსკვლავმა პანდემია კიდევ უფრო გამდიდრების შესაძლებლობად
კიმ კარდაშიანი მილიარდერთა ელიტარულ საზოგადოებას შეუერთდა - როგორ აქცია ვარსკვლავმა პანდემია კიდევ უფრო გამდიდრების შესაძლებლობად

მა­შინ, როცა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი კომ­პა­ნია გა­კოტ­რდა და მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­მა ბიზ­ნეს­ზე, ზო­გა­დად, მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა იქო­ნია, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც პი­რი­ქით, ამ პე­რი­ოდ­ში კი­დევ უფრო მეტ ფი­ნან­სურ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს და ასეთ ადა­მი­ან­თა შო­რი­საა რე­ა­ლი­თი შო­უ­ე­ბის ვარ­სკვლა­ვი კიმ კარ­და­ში­ა­ნი, რო­მე­ლიც მი­ლი­არ­დერ­თა კლუბს შე­უ­ერ­თდა.

"ფორბსის" მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, კიმ კარ­და­ში­ა­ნი უკვე სუ­პერ მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ელი­ტა­რუ­ლი კლუ­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. გა­მო­ცე­მა წერს, რომ მის­მა ქო­ნე­ბამ 1-მი­ლი­არდ დო­ლარს მი­აღ­წია კოს­მე­ტი­კი­სა და სა­მო­სის ბრენ­დე­ბის, სა­ტე­ლე­ვი­ზიო შე­მო­სავ­ლის, სხვა­დას­ხვა გა­რი­გე­ბე­ბის და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის წყა­ლო­ბით.

"ფორბსის" მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, კარ­და­ში­ა­ნის შე­მო­სა­ვა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ი­ზარ­და კოს­მე­ტი­კუ­რი ხა­ზი­დან.

KKW Beauty სა­კუ­თარ კოს­მე­ტი­კურ ხაზს ვარ­სკვლავ­მა 2017 წელს და­არ­ქვა, მა­ნამ­დე კი­მის ბრენ­დს "კი­მო­ნო“ ერ­ქვა, თუმ­ცა სა­ხე­ლის გა­დარ­ქმე­ვა მო­უ­წია, ვი­ნა­ი­დან ის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის მით­ვი­სე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

გა­სულ წელს კიმ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრენ­დის 20% მიჰ­ყი­და კოს­მე­ტი­კურ გი­განტს, Coty-ის, 200 მი­ლი­ონ დო­ლა­რად. კიმი ვერ შე­ა­ჩე­რა პან­დე­მი­ამ და მან სახ­ლში ყოფ­ნის პე­რი­ო­დიც კი­დევ ერთი წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნი ბიზ­ნე­სის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბად აქ­ცია - კიმი თა­ვი­სი ბოლო პრო­ექ­ტით მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს სახ­ლის სა­მოს­სა და საც­ვლებს მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი დი­ზა­ი­ნით, რო­მელ­საც თან ახ­ლავს დამ­ფუძ­ნებ­ლის ავ­ტოგ­რა­ფი.

კიმი იდე­ა­ლუ­რად იყე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ ან­გა­რი­შებს ბრენ­დე­ბის რეკ­ლა­მის­თვის. კარ­და­ში­ანს "ინ­სტაგ­რამ­ზე" 213 მი­ლი­ო­ნი მიმ­დე­ვა­რი ჰყავს, ხოლო "ტვი­ტერ­ზე" 69,7 მი­ლი­ო­ნი მიმ­დე­ვა­რი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Varslvlavi?
6

Varslvlavebi magas mxolod mkerdsa da ukanalze axatia, isic ugemovnebo mosurneebisagan :))

:)))
5

რა ვიცი... შარშან წერდა, დღეში 15-ჯერ მაქვს სექსიო და საქმისთვის როდისღა იცლის?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

კიმ კარდაშიანი მილიარდერთა ელიტარულ საზოგადოებას შეუერთდა - როგორ აქცია ვარსკვლავმა პანდემია კიდევ უფრო გამდიდრების შესაძლებლობად

კიმ კარდაშიანი მილიარდერთა ელიტარულ საზოგადოებას შეუერთდა - როგორ აქცია ვარსკვლავმა პანდემია კიდევ უფრო გამდიდრების შესაძლებლობად

მაშინ, როცა პანდემიის პერიოდში მსოფლიოში უამრავი კომპანია გაკოტრდა და მიმდინარე მოვლენებმა ბიზნესზე, ზოგადად, მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია, არიან ადამიანები, რომლებმაც პირიქით, ამ პერიოდში კიდევ უფრო მეტ ფინანსურ წარმატებას მიაღწიეს და ასეთ ადამიანთა შორისაა რეალითი შოუების ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი, რომელიც მილიარდერთა კლუბს შეუერთდა.

"ფორბსის" მონაცემების მიხედვით, კიმ კარდაშიანი უკვე სუპერ მდიდარი ადამიანების ელიტარული კლუბის წარმომადგენელია. გამოცემა წერს, რომ მისმა ქონებამ 1-მილიარდ დოლარს მიაღწია კოსმეტიკისა და სამოსის ბრენდების, სატელევიზიო შემოსავლის, სხვადასხვა გარიგებების და ინვესტიციების წყალობით.

"ფორბსის" მონაცემების მიხედვით, კარდაშიანის შემოსავალი განსაკუთრებით გაიზარდა კოსმეტიკური ხაზიდან.

KKW Beauty საკუთარ კოსმეტიკურ ხაზს ვარსკვლავმა 2017 წელს დაარქვა, მანამდე კიმის ბრენდს "კიმონო“ ერქვა, თუმცა სახელის გადარქმევა მოუწია, ვინაიდან ის კულტურული მემკვიდრეობის მითვისებაში დაადანაშაულეს.

გასულ წელს კიმმა აღნიშნული ბრენდის 20% მიჰყიდა კოსმეტიკურ გიგანტს, Coty-ის, 200 მილიონ დოლარად. კიმი ვერ შეაჩერა პანდემიამ და მან სახლში ყოფნის პერიოდიც კიდევ ერთი წარმატების მომტანი ბიზნესის შექმნის შესაძლებლობად აქცია - კიმი თავისი ბოლო პროექტით მომხმარებელს სთავაზობს სახლის სამოსსა და საცვლებს მინიმალისტური დიზაინით, რომელსაც თან ახლავს დამფუძნებლის ავტოგრაფი.

კიმი იდეალურად იყენებს სოციალურ ქსელებში თავის ოფიციალურ ანგარიშებს ბრენდების რეკლამისთვის. კარდაშიანს "ინსტაგრამზე" 213 მილიონი მიმდევარი ჰყავს, ხოლო "ტვიტერზე" 69,7 მილიონი მიმდევარი.

ჩინეთის CDC-ის დირექტორის თქმით, ინფორმაცია, თითქოს მან აღიარა, რომ "კოვიდის" საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები ნაკლებეფექტიანია, "სრული გაუგებრობაა"

"ქვეყნის "რადიკალი მყვირალები“ ამ საკითხს გაურკვევლობას მატებენ" - რას აცხადებს კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე

"ეს ბირთვული ტერორიზმია" - რა მოხდა ირანის ნატანცის ბირთვულ ობიექტზე და რას აცხადებს ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი?