სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ რუსეთი უკრაინაში მოახერხებს დაწყებულის დასრულებას, ორმაგი ძალისხმევით ეცდება, საქართველოც თავის ორბიტაზე დააბრუნოს" - რა ხდება უკრაინაში და როგორ აისახება ეს რეგიონსა და საქართველოზე?
"თუ რუსეთი უკრაინაში მოახერხებს დაწყებულის დასრულებას, ორმაგი ძალისხმევით ეცდება, საქართველოც თავის ორბიტაზე დააბრუნოს" - რა ხდება უკრაინაში და როგორ აისახება ეს რეგიონსა და საქართველოზე?

რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ფორ­მი­რე­ბებ­მა, 6 აპ­რილს, დონ­ბას­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მი შვიდ­ჯერ და­არ­ღვი­ეს, რის შე­დე­გა­დაც ორი უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო და­ი­ღუ­პა. ამა­სო­ბა­ში, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი რუ­სეთს მო­უ­წო­დებს, თავი შე­ი­კა­ვოს ეს­კა­ლა­ცი­ის გა­მომ­წვე­ვი ქმე­დე­ბე­ბის­გან - რამ­დე­ნი­მე დღის წინ აშშ-ისა და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბრნენ, სა­დაც ჯო ბა­ი­დენ­მა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის "ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რა“ და­უ­დას­ტუ­რა.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ ნატო-ში გა­წევ­რი­ე­ბა დონ­ბას­ში ომის დას­რუ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი გზაა და რომ უკ­რა­ი­ნის­თვის MAP-ის მი­ნი­ჭე­ბა რუ­სე­თის­თვის ნამ­დვი­ლი სიგ­ნა­ლი იქ­ნე­ბა.

ამ წი­ნა­და­დე­ბის პა­სუხ­მა კრე­მი­ლი­დან არ და­ა­ყოვ­ნა. "კი­ე­ვი, ნატო-ში გა­წევ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, უკ­რა­ი­ნის სა­ში­ნაო კრი­ზისს მხო­ლოდ გა­ა­უ­ა­რე­სებს, ეს იდეა მი­უ­ღე­ბე­ლია თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კებ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და კრემ­ლის პრესს­პი­კერ­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა.

რა შე­საძ­ლო გან­ვი­თა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ამ და­ძა­ბუ­ლო­ბას, სად დგას პრო­ცეს­ში აშშ და რო­გო­რი შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა ვი­ხი­ლოთ რე­გი­ონ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­ში? ამა­ზე AMBEBI.GE-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ექ­სპერ­ტი, გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე ესა­უბ­რე­ბა:

- უკ­რა­ი­ნა­ში ერთი მხრივ, იზ­რდე­ბა და­ძა­ბუ­ლო­ბა, მე­ო­რე მხრივ კი იზ­რდე­ბა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო რის­კე­ბი, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ და­ი­წყო ძა­ლე­ბის არა მხო­ლოდ მო­ბი­ლი­ზე­ბა უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრებ­თან, არა­მედ უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნებ­ში და­ირ­ღვა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მი და გა­ნახ­ლდა საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ნამ­დვი­ლად ვერ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ ეს უფრო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან შე­ტა­კე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი მი­ვი­ღოთ.

მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არც მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ელო­და სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბას და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის და­წყე­ბას, მაგ­რამ ვნა­ხეთ, რომ სულ მარ­ტი­ვად გავ­ხდით ყა­რა­ბა­ღის მე­ო­რე ომის მომსწრე­ნი. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, აშ­კა­რად არის მცდე­ლო­ბა, რომ მოხ­დეს უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის ჩა­მო­შო­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ე­ბი­დან, მოხ­დეს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, და­სუს­ტდეს უკ­რა­ი­ნა, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი, ისე სამ­ხედ­რო და ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, რაც სა­ბო­ლო ჯამ­ში, შექ­მნის იმის გა­რან­ტი­ებს, რომ უკ­რა­ი­ნა მოს­კო­ვის ორ­ბი­ტა­ზე დაბ­რუნ­დეს. ჩვენ ვხე­დავთ, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია თა­ვის ახლო სა­ზღვარ­გა­რეთ­ში, რო­გორ ამის თქმა უყ­ვართ ხოლ­მე, პო­ზი­ცი­ე­ბის, ძა­ლე­ბის გა­დაჯ­გუ­ფე­ბას, ახორ­ცი­ე­ლებს; ვნა­ხეთ, რომ იმა­ვე, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის მე­ო­რე ომის შემ­დეგ, პრაქ­ტი­კუ­ლად, არა უბ­რა­ლოდ გა­აძ­ლი­ე­რა, არა­მედ, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბის ხა­რის­ხი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში. ერთი მხრივ, ვაკ­ვირ­დე­ბით იმ პრო­ცესს, რომ სომ­ხე­თი დღეს, ისე, რო­გორც არას­დროს, და­მო­კი­დე­ბუ­ლია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ზე და პრაქ­ტი­კუ­ლად, მოს­კო­ვი მი­იჩ­ნე­ვა სომ­ხუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს უსაფრ­თხო­ე­ბის ერ­თა­დერთ უალ­ტერ­ნა­ტი­ვო გა­რან­ტად; მე­ო­რე მხრივ, ვნა­ხეთ ისიც, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­ზე მი­ი­ღო გავ­ლე­ნის ბერ­კე­ტი და გარ­და ამი­სა, მი­ი­ღო წვდო­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გავ­ლით ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის რე­გი­ონ­ზე, კერ­ძოდ თურ­ქეთ­ზე - ვგუ­ლის­ხმობ, სუ­ნი­ტის რე­გი­ონ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ძი­რი­თად ტე­რი­ტო­რი­ა­სა და ნა­ხი­ჩე­ვა­ნის ანკლავს შო­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის უშუ­ა­ლოდ რუ­სუ­ლი ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­კონ­ტრო­ლე­ბას; შე­სა­ბა­მი­სად, ესაა ერთი სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა კას­პი­ის აუზ­ზე და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მეტი გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე სტრა­ტე­გი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც უკვე გუ­ლის­ხმობს შავი ზღვის აუზ­ში ცალ­სა­ხად ჰე­გე­მო­ნი­ა­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში გარ­კვე­ულ­წი­ლად პო­ლი­ტი­კურ გაძ­ლი­ე­რე­ბას, ჩვენ ახლა უკ­რა­ი­ნა­ში სწო­რედ ამ მცდე­ლო­ბას ვუ­ყუ­რებთ.

- რე­გი­ო­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სით მი­მო­ვი­ხი­ლეთ, მაგ­რამ კი­დევ უფრო რომ გავ­შა­ლოთ თემა და სა­ქარ­თვე­ლო­ზეც ვი­სა­უბ­როთ - რას შე­იძ­ლე­ბა, მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი ნიშ­ნავ­დეს ჩვენ­თვის, რა საფრ­თხე­ებს ან სცე­ნა­რებს უნდა ვე­ლო­დოთ?

- რთუ­ლია იმა­ზე ლა­პა­რა­კი, თუ რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში პრო­ცე­სე­ბი და არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­რი­ცხოს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ინ­ტერ­ვენ­ცია. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას ერ­თგვა­რი და­უს­ჯე­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა აქვს, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია თუნ­დაც იმით, რომ და­სავ­ლუ­რი ძა­ლე­ბი სა­თა­ნა­დო მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე ვერ აღ­მოჩ­ნდნენ და მე­ტიც, პრაქ­ტი­კუ­ლად თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დარ­ჩნენ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის კონ­ტექ­სტში, რად­გან პრაქ­ტი­კუ­ლად, აზერ­ბა­ი­ჯან­მა და თურ­ქეთ­მა რუ­სე­თის მწვა­ნე შუ­ქით იმოქ­მე­დეს მინ­სკის ჯგუ­ფი­სა და მინ­სკის ჯგუ­ფის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის გვერ­დის ავ­ლით - სა­ერ­თოდ, აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­შვი­დო­ბო ფორ­მა­ტი ფრჩხი­ლებს გა­რეთ დარ­ჩა, სა­დაც თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რედ აშშ-ცაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ამ შემ­თხვე­ვა­ში რაც შე­ე­ხე­ბა უკა­რი­ნას, თა­ვის­თა­ვად ცხა­დია ის მო­მენ­ტი, რომ უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლებთ პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბა და უკ­რა­ი­ნის დაბ­რუ­ნე­ბა სა­კუ­თარ ორ­ბი­ტა­ზე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ წარ­მა­ტე­ბად იქ­ნე­ბა აღ­ქმუ­ლი, რო­მე­ლიც მას უახ­ლო­ეს სა­მე­ზობ­ლო­ში კი­დევ უფრო აქ­ტი­ურს გახ­დის, მა­გა­ლი­თად, ჩვენ­თან. შე­სა­ბა­მი­სად, უნდა ვე­ლო­დოთ იმას, რომ თუკი უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია მო­ა­ხერ­ხებს, წარ­მა­ტე­ბით და­აგ­ვირ­გვი­ნოს და­წყე­ბუ­ლი, მა­შინ უკვე ორ­მა­გი ძა­ლის­ხმე­ვით ეც­დე­ბა, რომ შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოც და­აბ­რუ­ნოს სა­კუ­თარ ორ­ბი­ტა­ზე.

კონ­კრე­ტუ­ლად რა იგუ­ლის­ხმე­ბა? გვაქვს თუ არა რუ­სე­თი­დან კონ­კრე­ტუ­ლად სამ­ხედ­რო საფრ­თხე? - მო­დით, ასე გე­ტყვით, რომ უკ­რა­ი­ნის მო­ცე­მუ­ლო­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი სამ­ხედ­რო რის­კე­ბი გვაქვს, რად­გან არ­სე­ბობს სამ­ხედ­რო რის­კის რამ­დე­ნი­მე ინ­დი­კა­ტო­რი, რო­მე­ლიც ცხა­დია.

მა­გა­ლი­თად, რომ ავი­ღოთ სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­დი­კა­ტო­რე­ბი, იგი­ვე, ინ­ტერ­ვენ­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბო­ბა - რა თქმა უნდა, აღ­ნიშ­ნუ­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას გა­აჩ­ნია, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მისი ახა­ლი გა­ნა­ცხა­დია, რომ რე­გი­ონ­ში მო­ახ­დი­ნოს სრუ­ლი განბ­ლოკ­ვა და გახ­სნა სატ­რან­სპორ­ტო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სად, მო­ი­პო­ვოს გავ­ლე­ნა რო­გორც სატ­რან­სპორ­ტო კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ზე (მათ შო­რის, მილ­სა­დე­ნებ­ზე), ასე­ვე, მი­ი­ღოს წვდო­მა იმ ეკო­ნო­მი­კურ სიმ­ძლავ­რე­ებ­ზე, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში არ­სე­ბობს და რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კურ პო­ტენ­ცი­ალ­ზეც კი. სა­ქარ­თვე­ლოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ არ ვი­ყე­ნებთ, გვაქვს ეს პო­ტენ­ცი­ა­ლი, იქ­ნე­ბა ეს ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა თუ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მოს­კო­ვის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა და ერ­თგვარ მნიშ­ვნე­ლო­ვან მი­მარ­თუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ისე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა ჰყავ­დეს, რო­მე­ლიც:

1) მოხ­სნის დის­კომ­ფორ­ტს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­თან და აფხა­ზეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ანუ რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში აღ­ნიშ­ნულ თე­მას გა­ი­ტანს ფრჩხი­ლებს გა­რეთ და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი გა­და­ვა ერ­თგვვა­რი მო­რა­ტო­რი­უ­მის რე­ჟიმ­ში;

2) მის­ცემს ნე­ბას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, რომ მო­ი­პო­ვოს წვდო­მა იმ სიმ­ძლავ­რე­ებ­ზე, რო­მე­ლიც მის­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - ჩვენ ვხე­დავთ, რომ დღე­საც საკ­მა­ოდ მყა­რია რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რია, ასე­ვე, ქვეყ­ნის შიგ­ნით ფლობს არა­ერთ სიმ­ძლავ­რეს, რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რე­ბი აქ თა­ვი­სუფ­ლად მოქ­მე­დე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას წა­ა­წყდე­ბა იმ პი­რო­ბებ­ში, როცა სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე მარ­ტო იქ­ნე­ბა, რა თქმა უნდა, არც იმის გა­მო­რი­ცხვა შე­იძ­ლე­ბა, რომ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი არ და­ი­წყოს, რო­გორც ასე­თი, მაგ­რამ გარ­კვე­ულ პრო­ვო­კა­ცი­ებს ჰქონ­დეს ად­გი­ლი მთე­ლი რიგი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან მძი­მე არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნებს - ან უნდა დათ­მოს პო­ზი­ცი­ე­ბი, ან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან კონფრონ­ტა­ცი­ა­ში შე­ვი­დეს. დიდი ალ­ბა­თო­ბით, სცე­ნა­რე­ბი სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­დე­ბა, თუ, რა თქმა უნდა, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სეთ­მა მი­ი­ღო ის, რაც მას სჭირ­დე­ბა.

- ამ­ბო­ბენ იმა­საც, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი შე­საძ­ლოა, რუ­სე­თის მხრი­დან ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბის, "კუნ­თე­ბის თა­მა­შის“ სურ­ვილს უკავ­შირ­დე­ბო­დეს იმის ფონ­ზე, რომ აშშ-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ბოლო პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ და­ი­ძა­ბა...

- ამის სა­დე­მონ­სტრა­ცი­ოდ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბა არ სჭირ­დე­ბა, ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ რუ­სეთს ძა­ლი­ან დიდი სამ­ხედ­რო რე­სუ­რე­სე­ბი აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, აქ ცალ­კე აღე­ბუ­ლი ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბის აქტი ნაკ­ლე­ბად სჭირ­დე­ბა, მით უმე­ტეს, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბი გა­კეთ­და უკვე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც.

პირ­ვე­ლი, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, თურ­ქეთ­მა გა­აძ­ლი­ე­რა სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უკ­რა­ი­ნას­თან; ასე­ვე, თურ­ქე­თი უკვე ალა­პა­რაკ­და მონ­ტროს დოქ­ტრი­ნის გა­და­ხედ­ვა­ზე და ამ დოქ­ტრი­ნი­დან თურ­ქე­თის გას­ვლა­ზე, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ შავი ზღვის აუზ­ში აშშ-ს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­მო­იყ­ვა­ნოს უკვე მძი­მე საბ­რძო­ლო ხო­მალ­დე­ბი, რო­გო­რის შეყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა­საც არ იძ­ლე­ო­და მა­გა­ლი­თად, ეს კონ­კრე­ტუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცია - მათ შო­რის ახლა სა­უ­ბა­რია სა­ა­ვი­ა­მზი­დო დაჯ­გუ­ფე­ბა­ზე და ა.შ. ასე­ვე, შე­ეძ­ლე­ბა, ეს დაჯ­გუ­ფე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად, ძა­ლი­ან დიდი ხნით გა­ა­ჩე­როს, რად­გან მონ­ტროს დოქ­ტრი­ნის თა­ნახ­მად, უცხო სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სამ­ხედ­რო ხო­მალ­დებს იქ 21 დღე­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვთ. შე­სა­ბა­მი­სად, პირ­ვე­ლი, რომ ეს სიგ­ნა­ლი უკვე თურ­ქე­თი­დან გაჟ­ღერ­და და თუ თურ­ქე­თი და აშშ გა­მო­ნა­ხა­ვენ აქ სა­ერ­თო ენას, შე­დე­გე­ბი რუ­სე­თის­თვის მძი­მე იქ­ნე­ბა;

მე­ო­რე, საკ­მა­ოდ ნი­შან­დობ­ლი­ვი იყო ის გან­ცხა­დე­ბა, რომ აშშ-მა მზად­ყოფ­ნა­ში მო­იყ­ვა­ნა ევ­რო­პა­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი, ანუ პრაქ­ტი­კუ­ლად, ნა­ხეთ, რა ხდე­ბა - თუ ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბაა, ესაა შეც­დო­მა, რად­გან ამ ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბას ძა­ლის სა­პა­სუ­ხო დე­მონ­სტრი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა და მე­ო­რე მხა­რეს ეს ძალა გა­ცი­ლე­ბით მეტი აქვს, ეს კი კარ­გად ეს­მით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­შიც. კონ­ვენ­ცი­უ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბით მოს­კოვს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა ნატო-ს ბლო­კის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა, ამას ვერ მო­ა­ხერ­ხებს. შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სე­თის­თვის ძი­რი­თა­დი სამ­ხედ­რო შე­მა­კა­ვე­ბუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი მა­ინც სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღია, იგი­ვე, ბირ­თვულ­კო­ბი­ნი­ა­ნი სა­კონ­ტი­ნენთთა­შო­რი­სო ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი, რო­მელ­თა საკ­მა­ოდ დიდი არ­სე­ნა­ლი აქვს მოს­კოვს. შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სუ­ლი არ­მი­ის ნა­წი­ლე­ბი ასე, აშშ-ის შე­სა­ში­ნებ­ლად არ იქ­ნე­ბო­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

პრობ­ლე­მა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ვიდ­რე აშშ პირ­ველ ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ეც­დე­ბა, უკ­რა­ი­ნა უკვე რუ­სულ ორ­ბი­ტა­ზე და­აბ­რუ­ნოს, იქ­ნე­ბა ეს ძა­ლის ჩვე­ნე­ბა თუ დე­მონ­სტრი­რე­ბა, იქ­ნე­ბა ეს აქ­ტი­უ­რი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი, იქ­ნე­ბა ეს სამ­ხედ­რო მუ­ქა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, თუ იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს უკი­დუ­რე­სი და­სუს­ტე­ბა და პრაქ­ტი­კუ­ლად, მისი ჩა­მოშ­ლის წი­ნა­პი­რო­ბე­ბის შექ­მნა.

- აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გა ზე­ლენკს­თან სა­უ­ბა­რი­სას და­ა­დას­ტუ­რა "აშშ-ის ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ, რუ­სე­თის მიმ­დი­ნა­რე აგ­რე­სი­ის ფონ­ზე“. ასე­ვე, აშშ-ის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მაც აღუთ­ქვა უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებს, რომ ისი­ნი უკ­რა­ი­ნას მარ­ტო არ და­ტო­ვე­ბენ...

- აქ რა იგუ­ლის­ხმე­ბა, ესაა მე­ო­რე სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წი­ლი. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში რა გა­ნა­პი­რო­ბებს და­უს­ჯე­ლო­ბის გან­ცდას? აი, მა­გა­ლი­თად: "სა­ქარ­თვე­ლოს­თან ვიბ­რძო­ლეთ, მო­ვახ­დი­ნეთ მისი ორი რე­გი­ო­ნის ოკუ­პა­ცია, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ის, რაც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ და რა გა­ა­კე­თა და­სავ­ლეთ­მა?- 60 დღით შე­წყვი­ტა ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი; დღეს და­სავ­ლეთს და­წე­სე­ბუ­ლი აქვს ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბი. რას იზამს და­სავ­ლე­თი, იო­მებს ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ?!“ - ეს კი­თხვა არ­სე­ბობს და რა თქმა უნდა, მოს­კოვ­ში აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ ასე ღიად აშშ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ომში არ ჩა­ერ­თვე­ბა, ეს შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან ინ­ფან­ტი­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა იყოს, რომ აშშ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ იო­მებს მა­გა­ლი­თად, უკ­რა­ი­ნის და­სა­ცა­ვად; თუმ­ცა ის, რომ უკ­რა­ი­ნა ქმე­დით დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღებს, გა­სა­გე­ბია. თუმ­ცა, მოს­კოვ­ში იმე­დი აქვთ, რომ ამ სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას უკ­რა­ი­ნა ჯე­როვ­ნად ვერ გა­მო­ი­ყე­ნებს, შე­სა­ბა­მი­სად, სამ­ხედ­რო წარ­მა­ტე­ბას ეს სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას არ შე­უქ­მნის და ისი­ნი სა­კუ­თა­რი დღის წეს­რი­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ. ანუ, აქ და­სავ­ლე­თის მხრი­დან გა­ცი­ლე­ბით მეტი ჩარ­თუ­ლო­ბაა სა­ჭი­როა, ვიდ­რე მხო­ლოდ დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის, გან­ცხა­დე­ბე­ბის დო­ნე­ზე ლა­პა­რა­კი ან თუნ­დაც, სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა თუ შე­ი­ა­რა­ღე­ბის მი­წო­დე­ბა. სა­ჭი­როა პირ­და­პირ სა­უ­ბა­რი სამ­ხედ­რო მო­კავ­ში­რე­ო­ბა­ზე, რაც ჯერ­ჯე­რო­ბით არ ის­მის, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ზედ­მე­ტა­დაა სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი.

თუმ­ცა, მე იმა­საც არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მა აღ­მოჩ­ნდეს რუ­სე­თის მხრი­და­ნაც, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მოს­კოვს ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვს ბო­ლომ­დე გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ის, თუ სა­დამ­დე შე­იძ­ლე­ბა, წაჰ­ყვეს და­სავ­ლეთს და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, რად­გან რა­ღა­ცის მერე აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ზღვა­რი, სა­დაც და­სავ­ლე­თი იმ პო­ლი­ტი­კას აღარ გა­აგ­რძე­ლებს, რო­მელ­საც ის ახორ­ცი­ე­ლებს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დღეს რუ­სე­თი ხე­დავს, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში და­სავ­ლე­თის პო­ზი­ცი­ე­ბი უკი­დუ­რე­სად და­სუს­ტე­ბუ­ლია, გა­მომ­დი­ნა­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ნა­ხე­ვარ­წლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან. ამას­თა­ნა­ვე, ხე­დავს, რომ, პრაქ­ტი­კუ­ლად, იმის ნაც­ვლად, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, ლა­პა­რა­კო­ბენ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე და სა­ერ­თოდ, იმა­ვე თე­მებ­ზე, რო­მელ­ზეც ნა­ხე­ვა­რი წლის წინ ლა­პა­რა­კობ­დნენ - სა­გა­რეო საფრ­თხე­ებ­თან და­კაშ­ვი­რე­ბით ჩვენ­ში არა­თუ რა­მეს აკე­თე­ბენ, არა­მედ არც კი ფიქ­რო­ბენ...

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
26

საქართველო ისედაც რუსულ ორბიტაზეა, 2021 წლის 1 ოქრომბრიდან...

რობერტი
46

ძალიან კარგი სტატიაა, ჩვენთან რეალური რუსული საფრთხე არავის ესმის სრულად, ჩვენთვის მთავარია რუსმა აქ ელარჯი არ ჭამოს თორე მერე რა თუ ქვეყანა ორადაა გახლეჩილი, პოლიტიკოსები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, პარლამენტი და სახელმწიფო სტრუქტურები დასუსტებულია, ოპოზიცია ყველაფრის ფასად ცდილობს დესტაბილიზაციას, ამ ყველაფრის ფონზე დასავლეთს სულ უფრო ნაკლებად აინტერესებს საქართველო, და კიდევ უამრავი უბედურება, და ჩვენთან ცდილობენ დაგვაჯერონ რომ ელარჯის ჭამაა რეალური პრობლემა და არა ის რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და დაუსრულებელ კრიზისს იწვევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"თუ რუსეთი უკრაინაში მოახერხებს დაწყებულის დასრულებას, ორმაგი ძალისხმევით ეცდება, საქართველოც თავის ორბიტაზე დააბრუნოს" - რა ხდება უკრაინაში და როგორ აისახება ეს რეგიონსა და საქართველოზე?

"თუ რუსეთი უკრაინაში მოახერხებს დაწყებულის დასრულებას, ორმაგი ძალისხმევით ეცდება, საქართველოც თავის ორბიტაზე დააბრუნოს" - რა ხდება უკრაინაში და როგორ აისახება ეს რეგიონსა და საქართველოზე?

რამდენიმე დღეა, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, 6 აპრილს, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამასობაში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ესკალაციის გამომწვევი ქმედებებისგან - რამდენიმე დღის წინ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ, სადაც ჯო ბაიდენმა ვლადიმერ ზელენსკის "ურყევი მხარდაჭერა“ დაუდასტურა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიება დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზაა და რომ უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება რუსეთისთვის ნამდვილი სიგნალი იქნება.

ამ წინადადების პასუხმა კრემილიდან არ დააყოვნა. "კიევი, ნატო-ში გაწევრების გადაწყვეტილებით, უკრაინის საშინაო კრიზისს მხოლოდ გააუარესებს, ეს იდეა მიუღებელია თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრები ადამიანებისთვის", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

რა შესაძლო განვითარება შეიძლება მოჰყვეს ამ დაძაბულობას, სად დგას პროცესში აშშ და როგორი შედეგები შეიძლება ვიხილოთ რეგიონში, კონკრეტულად, საქართველოში? ამაზე AMBEBI.GE-ს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, გიორგი გობრონიძე ესაუბრება:

- უკრაინაში ერთი მხრივ, იზრდება დაძაბულობა, მეორე მხრივ კი იზრდება უკრაინის წინაშე არსებული სამხედრო რისკები, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციამ დაიწყო ძალების არა მხოლოდ მობილიზება უკრაინის სახელმწიფო საზღვრებთან, არამედ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და განახლდა საბრძოლო მოქმედებები. ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს უფრო ფართომასშტაბიან შეტაკებაში გადაიზარდოს და საბოლოო ჯამში, ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები მივიღოთ.

მაგალითად, ძალიან ბევრი ადამიანი არც მთიან ყარაბაღში ელოდა სიტუაციის გართულებას და ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას, მაგრამ ვნახეთ, რომ სულ მარტივად გავხდით ყარაბაღის მეორე ომის მომსწრენი. ნებისმიერ შემთხვევაში, აშკარად არის მცდელობა, რომ მოხდეს უკრაინაში არსებული მმართველი პოლიტიკური ელიტის ჩამოშორება ხელისუფლების სათავეებიდან, მოხდეს დესტაბილიზაცია, დასუსტდეს უკრაინა, როგორც ინსტიტუციური, ისე სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც საბოლო ჯამში, შექმნის იმის გარანტიებს, რომ უკრაინა მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია თავის ახლო საზღვარგარეთში, როგორ ამის თქმა უყვართ ხოლმე, პოზიციების, ძალების გადაჯგუფებას, ახორციელებს; ვნახეთ, რომ იმავე, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, პრაქტიკულად, არა უბრალოდ გააძლიერა, არამედ, მნიშვნელოვნად შეცვალა თავისი პოზიციების ხარისხი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ერთი მხრივ, ვაკვირდებით იმ პროცესს, რომ სომხეთი დღეს, ისე, როგორც არასდროს, დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე და პრაქტიკულად, მოსკოვი მიიჩნევა სომხური სახელმწიფოს უსაფრთხოების ერთადერთ უალტერნატივო გარანტად; მეორე მხრივ, ვნახეთ ისიც, რომ აზერბაიჯანზე მიიღო გავლენის ბერკეტი და გარდა ამისა, მიიღო წვდომა აზერბაიჯანის გავლით ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე, კერძოდ თურქეთზე - ვგულისხმობ, სუნიტის რეგიონში აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და ნახიჩევანის ანკლავს შორის დამაკავშირებელი გზის უშუალოდ რუსული ფედერალური სამსახურის მიერ გაკონტროლებას; შესაბამისად, ესაა ერთი სტრატეგიული მიმართულება კასპიის აუზზე და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით მეტი გავლენის მოპოვებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მეორე სტრატეგიულ მიმართულებას, რომელიც უკვე გულისხმობს შავი ზღვის აუზში ცალსახად ჰეგემონიასა და აღმოსავლეთ ევროპაში გარკვეულწილად პოლიტიკურ გაძლიერებას, ჩვენ ახლა უკრაინაში სწორედ ამ მცდელობას ვუყურებთ.

- რეგიონული თვალსაზრისით მიმოვიხილეთ, მაგრამ კიდევ უფრო რომ გავშალოთ თემა და საქართველოზეც ვისაუბროთ - რას შეიძლება, მიმდინარე მოვლენები ნიშნავდეს ჩვენთვის, რა საფრთხეებს ან სცენარებს უნდა ველოდოთ?

- რთულია იმაზე ლაპარაკი, თუ როგორ გაგრძელდება უკრაინაში პროცესები და არ შეიძლება გამოირიცხოს ფართომასშტაბიანი ინტერვენცია. რუსეთის ფედერაციას ერთგვარი დაუსჯელობის შეგრძნება აქვს, რაც გამოწვეულია თუნდაც იმით, რომ დასავლური ძალები სათანადო მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდნენ და მეტიც, პრაქტიკულად თამაშგარე მდგომარეობაში დარჩნენ მთიანი ყარაბაღის განახლებული კონფლიქტის კონტექსტში, რადგან პრაქტიკულად, აზერბაიჯანმა და თურქეთმა რუსეთის მწვანე შუქით იმოქმედეს მინსკის ჯგუფისა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების გვერდის ავლით - საერთოდ, აღნიშნული სამშვიდობო ფორმატი ფრჩხილებს გარეთ დარჩა, სადაც თანათავმჯდომარედ აშშ-ცაა წარმოდგენილი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში რაც შეეხება უკარინას, თავისთავად ცხადია ის მომენტი, რომ უკრაინის მიმართულებთ პოზიციების გამყარება და უკრაინის დაბრუნება საკუთარ ორბიტაზე რუსეთის ფედერაციის მიერ წარმატებად იქნება აღქმული, რომელიც მას უახლოეს სამეზობლოში კიდევ უფრო აქტიურს გახდის, მაგალითად, ჩვენთან. შესაბამისად, უნდა ველოდოთ იმას, რომ თუკი უკრაინაში რუსეთის ფედერაცია მოახერხებს, წარმატებით დააგვირგვინოს დაწყებული, მაშინ უკვე ორმაგი ძალისხმევით ეცდება, რომ შესაბამისად, საქართველოც დააბრუნოს საკუთარ ორბიტაზე.

კონკრეტულად რა იგულისხმება? გვაქვს თუ არა რუსეთიდან კონკრეტულად სამხედრო საფრთხე? - მოდით, ასე გეტყვით, რომ უკრაინის მოცემულობისგან დამოუკიდებლადაც რუსეთის ფედერაციიდან საკმაოდ სერიოზული სამხედრო რისკები გვაქვს, რადგან არსებობს სამხედრო რისკის რამდენიმე ინდიკატორი, რომელიც ცხადია.

მაგალითად, რომ ავიღოთ სტრატეგიული ინდიკატორები, იგივე, ინტერვენციის განხორციელების საგარეო პოლიტიკური ინტერესის არსებობა - რა თქმა უნდა, აღნიშნული რუსეთის ფედერაციას გააჩნია, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ახალი განაცხადია, რომ რეგიონში მოახდინოს სრული განბლოკვა და გახსნა სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და შესაბამისად, მოიპოვოს გავლენა როგორც სატრანსპორტო კომუნიკაციებზე (მათ შორის, მილსადენებზე), ასევე, მიიღოს წვდომა იმ ეკონომიკურ სიმძლავრეებზე, რომელიც რეგიონში არსებობს და რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზეც კი. საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიყენებთ, გვაქვს ეს პოტენციალი, იქნება ეს ღრმაწყლოვანი პორტების მშენებლობა თუ სხვა მიმართულება, შესაბამისად, მოსკოვისთვის საინტერესოა და ერთგვარ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, რომ საქართველოს ისეთი ხელისუფლება და პოლიტიკური ელიტა ჰყავდეს, რომელიც:

1) მოხსნის დისკომფორტს ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან მიმართებაში, ანუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში აღნიშნულ თემას გაიტანს ფრჩხილებს გარეთ და გარკვეული პერიოდი გადავა ერთგვვარი მორატორიუმის რეჟიმში;

2) მისცემს ნებას რუსეთის ფედერაციას, რომ მოიპოვოს წვდომა იმ სიმძლავრეებზე, რომელიც მისთვის არის მნიშვნელოვანი - ჩვენ ვხედავთ, რომ დღესაც საკმაოდ მყარია რუსეთის ეკონომიკური პოზიციები საქართველოში, მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია, ასევე, ქვეყნის შიგნით ფლობს არაერთ სიმძლავრეს, რუსული ბიზნესოპერატორები აქ თავისუფლად მოქმედებენ. შესაბამისად, თუკი საქართველოს მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდება იმ პირობებში, როცა საქართველო საერთაშორისო არენაზე მარტო იქნება, რა თქმა უნდა, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ფართომასშტაბიანი ომი არ დაიწყოს, როგორც ასეთი, მაგრამ გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი მთელი რიგი მიმართულებებით, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე დააყენებს - ან უნდა დათმოს პოზიციები, ან რუსეთის ფედერაციასთან კონფრონტაციაში შევიდეს. დიდი ალბათობით, სცენარები სწორედ ამ მიმართულებით განვითარდება, თუ, რა თქმა უნდა, უკრაინაში რუსეთმა მიიღო ის, რაც მას სჭირდება.

- ამბობენ იმასაც, რომ აღნიშნული მოქმედებები შესაძლოა, რუსეთის მხრიდან ძალის დემონსტრირების, "კუნთების თამაშის“ სურვილს უკავშირდებოდეს იმის ფონზე, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობები ბოლო პერიოდში საკმაოდ დაიძაბა...

- ამის სადემონსტრაციოდ რუსეთის ფედერაციას საბრძოლო მოქმედებების განახლება არ სჭირდება, ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთს ძალიან დიდი სამხედრო რესურესები აქვს. შესაბამისად, აქ ცალკე აღებული ძალის დემონსტრირების აქტი ნაკლებად სჭირდება, მით უმეტეს, საკმაოდ სერიოზული გზავნილები გაკეთდა უკვე რუსეთის ფედერაციის მიმართულებითაც.

პირველი, რაც ძალიან საინტერესოა, თურქეთმა გააძლიერა სამხედრო თანამშრომლობა უკრაინასთან; ასევე, თურქეთი უკვე ალაპარაკდა მონტროს დოქტრინის გადახედვაზე და ამ დოქტრინიდან თურქეთის გასვლაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ შავი ზღვის აუზში აშშ-ს ექნება შესაძლებლობა, შემოიყვანოს უკვე მძიმე საბრძოლო ხომალდები, როგორის შეყვანის უფლებასაც არ იძლეოდა მაგალითად, ეს კონკრეტული საერთაშორისო კონვენცია - მათ შორის ახლა საუბარია საავიამზიდო დაჯგუფებაზე და ა.შ. ასევე, შეეძლება, ეს დაჯგუფება პრაქტიკულად, ძალიან დიდი ხნით გააჩეროს, რადგან მონტროს დოქტრინის თანახმად, უცხო სახელმწიფოების სამხედრო ხომალდებს იქ 21 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაჩერების უფლება არ აქვთ. შესაბამისად, პირველი, რომ ეს სიგნალი უკვე თურქეთიდან გაჟღერდა და თუ თურქეთი და აშშ გამონახავენ აქ საერთო ენას, შედეგები რუსეთისთვის მძიმე იქნება;

მეორე, საკმაოდ ნიშანდობლივი იყო ის განცხადება, რომ აშშ-მა მზადყოფნაში მოიყვანა ევროპაში დისლოცირებული საკუთარი სამხედრო ნაწილები, ანუ პრაქტიკულად, ნახეთ, რა ხდება - თუ ძალის დემონსტრირებაა, ესაა შეცდომა, რადგან ამ ძალის დემონსტრირებას ძალის საპასუხო დემონსტრირება მოჰყვება და მეორე მხარეს ეს ძალა გაცილებით მეტი აქვს, ეს კი კარგად ესმით რუსეთის ფედერაციაშიც. კონვენციური შეიარაღებით მოსკოვს ძალიან გაუჭირდება ნატო-ს ბლოკისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ამას ვერ მოახერხებს. შესაბამისად, რუსეთისთვის ძირითადი სამხედრო შემაკავებული ინსტრუმენტი მაინც სტრატეგიული დანიშნულების მასობრივი განადგურების იარაღია, იგივე, ბირთვულკობინიანი საკონტინენთთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, რომელთა საკმაოდ დიდი არსენალი აქვს მოსკოვს. შესაბამისად, რუსული არმიის ნაწილები ასე, აშშ-ის შესაშინებლად არ იქნებოდა გამოყენებული.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ვიდრე აშშ პირველ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთის ფედერაცია ეცდება, უკრაინა უკვე რუსულ ორბიტაზე დააბრუნოს, იქნება ეს ძალის ჩვენება თუ დემონსტრირება, იქნება ეს აქტიური საბრძოლო მოქმედებები, იქნება ეს სამხედრო მუქარის განხორციელება უკრაინის წინააღმდეგ, თუ იქნება უკრაინის სახელმწიფოს უკიდურესი დასუსტება და პრაქტიკულად, მისი ჩამოშლის წინაპირობების შექმნა.

- აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგა ზელენკსთან საუბარისას დაადასტურა "აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის მიმდინარე აგრესიის ფონზე“. ასევე, აშშ-ის თანამდებობის პირებმაც აღუთქვა უკრაინელ კოლეგებს, რომ ისინი უკრაინას მარტო არ დატოვებენ...

- აქ რა იგულისხმება, ესაა მეორე საინტერესო ნაწილი. რუსეთის ფედერაციაში რა განაპირობებს დაუსჯელობის განცდას? აი, მაგალითად: "საქართველოსთან ვიბრძოლეთ, მოვახდინეთ მისი ორი რეგიონის ოკუპაცია, განვახორციელეთ ის, რაც განვახორციელეთ და რა გააკეთა დასავლეთმა?- 60 დღით შეწყვიტა ეკონომიკური ურთიერთობები; დღეს დასავლეთს დაწესებული აქვს ეკონომიკური სანქციები. რას იზამს დასავლეთი, იომებს ჩვენ წინააღმდეგ?!“ - ეს კითხვა არსებობს და რა თქმა უნდა, მოსკოვში აცნობიერებენ, რომ ასე ღიად აშშ რუსეთის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთვება, ეს შეიძლება, ძალიან ინფანტილური წარმოდგენა იყოს, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ იომებს მაგალითად, უკრაინის დასაცავად; თუმცა ის, რომ უკრაინა ქმედით დახმარებას მიიღებს, გასაგებია. თუმცა, მოსკოვში იმედი აქვთ, რომ ამ სამხედრო დახმარებას უკრაინა ჯეროვნად ვერ გამოიყენებს, შესაბამისად, სამხედრო წარმატებას ეს სერიოზულ პრობლემას არ შეუქმნის და ისინი საკუთარი დღის წესრიგის განხორციელებას შეძლებენ. ანუ, აქ დასავლეთის მხრიდან გაცილებით მეტი ჩართულობაა საჭიროა, ვიდრე მხოლოდ დეკლარაციების, განცხადებების დონეზე ლაპარაკი ან თუნდაც, სამხედრო აღჭურვილობისა თუ შეიარაღების მიწოდება. საჭიროა პირდაპირ საუბარი სამხედრო მოკავშირეობაზე, რაც ჯერჯერობით არ ისმის, აქედან გამომდინარე, რუსეთის ფედერაცია ზედმეტადაა საკუთარ თავში დარწმუნებული.

თუმცა, მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ სერიოზული შეცდომა აღმოჩნდეს რუსეთის მხრიდანაც, გამომდინარე იქიდან, რომ მოსკოვს ჯერჯერობით არ აქვს ბოლომდე გაცნობიერებული ის, თუ სადამდე შეიძლება, წაჰყვეს დასავლეთს დაპირისპირებაში, რადგან რაღაცის მერე აუცილებლად იქნება ზღვარი, სადაც დასავლეთი იმ პოლიტიკას აღარ გააგრძელებს, რომელსაც ის ახორციელებს. მიუხედავად ამისა, დღეს რუსეთი ხედავს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში დასავლეთის პოზიციები უკიდურესად დასუსტებულია, გამომდინარე საქართველოში მიმდინარე ნახევარწლიანი პოლიტიკური კრიზისიდან. ამასთანავე, ხედავს, რომ, პრაქტიკულად, იმის ნაცვლად, რომ დღეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ძალები სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას განიხილავდნენ, ლაპარაკობენ რიგგარეშე არჩევნებზე და საერთოდ, იმავე თემებზე, რომელზეც ნახევარი წლის წინ ლაპარაკობდნენ - საგარეო საფრთხეებთან დაკაშვირებით ჩვენში არათუ რამეს აკეთებენ, არამედ არც კი ფიქრობენ...