ავტორი:

ჩაანაცვლებს თუ არა "ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე კობახიძეს ღარიბაშვილი? - როგორ პასუხობს კითხვაზე ირაკლი კობახიძე?

ჩაანაცვლებს თუ არა "ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე კობახიძეს ღარიბაშვილი? - როგორ პასუხობს კითხვაზე ირაკლი კობახიძე?

არანაირი დაპირისპირება არ იქნება, ამას გპირდებით, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დასმულ შეკითხვას, არის თუ არა ამ ეტაპზე დაპირისპირება მასსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის.

ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ საუბრისას სპეკულაცია უწოდა მოსაზრებებს, რომ ის შესაძლოა, პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს და რომ მმართველი პარტია შესუსტდა.

"არის სპეკულაციები და ეს სპეკულაციები პირდაპირ დაკავშირებულია IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან. ამ კვლევის შედეგები ოპოზიციისთვის ძალიან მძიმე იყო. უნდოდათ, რომ ეს კვლევა რამენაირად გადაეფარათ და ასეთი რამ მოიფიქრეს, რაც წმინდა წყლის სპეკულაციაა. რაც შეეხება გუნდს, გუნდში ფუნქციები მკაფიოდ არის გადანაწილებული და ამ კუთხით ცვლილება მომავალში არ იგეგემება“, - განაცხადა კობახიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ქართული ოცნება" შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში“ - ირაკლი კობახიძე

"სასამართლოზე უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ" - ზურაბ ჯაფარიძე