ავტორი:

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის მაღალჩინოსანს ბრალი დაუმძიმეს

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის მაღალჩინოსანს ბრალი დაუმძიმეს

თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, რომელსაც საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობას ედავებიან, ბრალი დაუმძიმდა

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, ვანო ზანდარაშვილს, რომელსაც ამავე ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურა საჩიშვილის მკვლელობას ედავებიან, ბრალდება დაუმძიმდა.

ბრალის დამძიმების შესახებ დადგენილება პროკურატურამ ერთი კვირის წინ გამოიტანა.

თავდაპირველად, გამოძიება ვანო ზანდარაშვილს განზრახ მკვლელობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდებით ახლა მას უკვე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობას ედავებიან.

ვანო ზანდარაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო პროცესი 8 აპრილს, თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. აღნიშნულ სხდომაზე გადაისინჯება დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

ცნობისთვის, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურა საჩიშვილი 2020 წლის 25 დეკემბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ვანო ზანდარაშვილი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ღამის საათებში, თელავის რაიონის სოფელ იყალთოს ცენტრში, შსს-ს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში, ვანო ზანდარაშვილსა და ზურა საჩიშვილს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რა დროსაც ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მის სახელზე გაპიროვნებული სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან საჩიშვილს ახლო მანძილიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა, რომელიც მიყენებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციელის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ერთი ტყვია ხელის არეში მოხვდა ავტომანქანაში საჩიშვილის გვერდით მჯდომ პირსაც, რითაც მას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიადგა.

აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისში დღეს დაბრუნდა, გენპროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

აფგან მუხთარლი საქართველოშია - ადვოკატის თქმით, ჟურნალისტი მზადაა, პროკურატურის კითხვებს უპასუხოს

"საყიდლებზე იყო, როცა უთხრეს, რომ მისი კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო" - ფსიქიატრიულში ქალი უკანონოდ მოათავსეს, კლინიკა 5000 ლარით დაჯარიმდა