მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრი ვაშლიჯვრის მეწყერზე დაკვირვებას აღარ აწარმოებს - გამოგვაგდეს, არ გვჭირდებითო" - თეა გოდოლაძე
"სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრი ვაშლიჯვრის მეწყერზე დაკვირვებას აღარ აწარმოებს - გამოგვაგდეს, არ გვჭირდებითო" - თეა გოდოლაძე

"დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი და სე­ის­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ვაშ­ლი­ჯვრის მე­წყერ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას აღარ აწარ­მო­ებს", - რო­გორც ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა თეა გო­დო­ლა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "პო­ლიტ­ნი­უს­ში“ გა­ნა­ცხა­და, კომ­პა­ნი­ამ, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მე­რი­ამ და­ი­ქი­რა­ვა "სე­ის­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ტე­რი­ტო­რი­ი­დან ფაქ­ტობ­რი­ვად გა­აგ­დო“.

"მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა, რაც გვქონ­და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და რი­თაც დავ­დეთ კვლე­ვა, იმ კომ­პა­ნი­ამ, რო­მელ­მაც იქ მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო, გაგ­ვი­ნად­გუ­რა. ჩვენ მზად ვი­ყა­ვით ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, მაგ­რამ როცა იქ ავე­დით, ყვე­ლა­ფე­რი რაც კი გა­ვა­კე­თეთ, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი დაგ­ვხვდა. იმის­თვის, რომ არ დაგვზი­ა­ნე­ბო­და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი აპა­რა­ტუ­რა, სას­წრა­ფოდ მოვხსე­ნით მე­წყრი­დან. როცა ვი­კი­თხეთ, რა­ტომ გა­ა­კე­თა ეს კომ­პა­ნი­ამ - აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღეს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ იყ­ვნენ კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში. ჩვენ გვე­გო­ნა, რომ ერ­თობ­ლი­ვად მო­ვახ­დენ­დით მუ­შა­ო­ბას, ერ­თად ავა­წყობ­დით მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მას - თურ­მე ეს ასე არ არის. თურ­მე მე­რი­ას უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და, რომ კომ­პა­ნი­ას და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა მო­ნი­ტო­რინ­გი. პირ­და­პირ ვერ გვი­თხრეს წა­დი­თო, მაგ­რამ გაგ­ვა­გე­ბი­ნეს, ახლა ჩვენ ვართ და თქვენ გა­ჩერ­დი­თო“, - გა­ნა­ცხა­და გო­დო­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ვე­ღარ ხდე­ბა მე­წყერ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, ვი­ნა­ი­დან ად­გი­ლე­ბი, სა­ი­და­ნაც ხდე­ბო­და მე­წყრის მოძ­რა­ო­ბის შეს­წავ­ლა, კომ­პა­ნი­ის ტრაქ­ტო­რებ­მა გა­ა­ნად­გუ­რეს. გო­დო­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­წყერ­ზე მო­მუ­შა­ვე კომ­პა­ნი­ამ ვერც გერ­მა­ნე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ და­დე­ბუ­ლი დას­კვნე­ბის წარ­დგე­ნა მო­ა­ხერ­ხა.

"ყვე­ლა წერ­ტი­ლი მო­შა­ლეს, სა­ი­და­ნაც ვაკ­ვირ­დე­ბო­დით მოძ­რა­ო­ბას, მე­წყრის სახე წა­ი­შა­ლა, რე­ა­ლუ­რად იქ ად­გილ­ზე აღა­რა­ფე­რია, რა­ზეც დაკ­ვირ­ვე­ბა მოხ­დე­ბა. ახლა არ­სე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი არა­საკ­მა­რი­სია. როცა კომ­პა­ნი­ას ვთხო­ვეთ წარ­მო­ედ­გი­ნათ ნა­ხა­ზი, დას­კვნა, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მსგავ­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვად ერთ ფურ­ცე­ლიც ვერ გვა­ნა­ხეს. ვკი­თხეთ თუ რა იდო რა­პორ­ტში, რა სა­ხის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გას­ცა გერ­მა­ნულ­მა მხა­რემ - ამა­ზე გვი­პა­სუ­ხეს, რომ „ზუმ ქო­ლით“ აქვთ კო­ორ­დი­ნა­ცია. რე­ა­ლუ­რად „ზუმ ქო­ლის“ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის იმე­დად ვართ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა მე­რი­ას, მე­რი­ას­თან არა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია ამ ეტაპ­ზე არ გვაქვს, მი­ვე­დით და რე­ა­ლუ­რად გა­მოგ­ვაგ­დეს, არ გვჭირ­დე­ბი­თო, ჩვენც წა­მო­ვე­დით, რა უნდა გვექ­ნა“, - გა­ნა­ცხა­და თეა გო­დო­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უბრალო
49

ეეეეხ გოგონა, ყველაფრის პოლიტიზება არ შეიძლება, დაოკდი. შენი ცინიკური ვიდეო ვნახეთ და ჩანს, როგორ ღადაობ, არაფერი სერიოზული, უბრალოდ დასცინი შენზე კომპეტენტურ ხალხს. მიშიკო რო ჩამოვა, საერთო შპს დააფუძნეთ.

მარი
45

ამისმა ისტერიკებმა პირდაპირ ეთერში ტვინი წაიღო, ხალხს აპანიკებდა უსაფუძვლოდ! აწარმოებენ სამუშაოებს რომ საშიშროება აღარ იყოს და რა არ მოსწონს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრი ვაშლიჯვრის მეწყერზე დაკვირვებას აღარ აწარმოებს - გამოგვაგდეს, არ გვჭირდებითო" - თეა გოდოლაძე

"სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრი ვაშლიჯვრის მეწყერზე დაკვირვებას აღარ აწარმოებს - გამოგვაგდეს, არ გვჭირდებითო" - თეა გოდოლაძე

"დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრი ვაშლიჯვრის მეწყერზე დაკვირვებას აღარ აწარმოებს", - როგორც ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "პოლიტნიუსში“ განაცხადა, კომპანიამ, რომელიც თბილისის მერიამ დაიქირავა "სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრი ტერიტორიიდან ფაქტობრივად გააგდო“.

"მონიტორინგის სისტემა, რაც გვქონდა დამონტაჟებული და რითაც დავდეთ კვლევა, იმ კომპანიამ, რომელმაც იქ მუშაობა დაიწყო, გაგვინადგურა. ჩვენ მზად ვიყავით ნებისმიერი სახის თანამშრომლობისთვის, მაგრამ როცა იქ ავედით, ყველაფერი რაც კი გავაკეთეთ, განადგურებული დაგვხვდა. იმისთვის, რომ არ დაგვზიანებოდა ძვირადღირებული აპარატურა, სასწრაფოდ მოვხსენით მეწყრიდან. როცა ვიკითხეთ, რატომ გააკეთა ეს კომპანიამ - აღმოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს, აბსოლუტურად არ იყვნენ კოორდინაციაში. ჩვენ გვეგონა, რომ ერთობლივად მოვახდენდით მუშაობას, ერთად ავაწყობდით მონიტორინგის სისტემას - თურმე ეს ასე არ არის. თურმე მერიას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ კომპანიას დამოუკიდებლად უნდა გაეკეთებინა მონიტორინგი. პირდაპირ ვერ გვითხრეს წადითო, მაგრამ გაგვაგებინეს, ახლა ჩვენ ვართ და თქვენ გაჩერდითო“, - განაცხადა გოდოლაძემ.

მისივე თქმით, ვეღარ ხდება მეწყერზე დაკვირვება, ვინაიდან ადგილები, საიდანაც ხდებოდა მეწყრის მოძრაობის შესწავლა, კომპანიის ტრაქტორებმა გაანადგურეს. გოდოლაძის ინფორმაციით, მეწყერზე მომუშავე კომპანიამ ვერც გერმანელი სპეციალისტების მიერ დადებული დასკვნების წარდგენა მოახერხა.

"ყველა წერტილი მოშალეს, საიდანაც ვაკვირდებოდით მოძრაობას, მეწყრის სახე წაიშალა, რეალურად იქ ადგილზე აღარაფერია, რაზეც დაკვირვება მოხდება. ახლა არსებული მონიტორინგი არასაკმარისია. როცა კომპანიას ვთხოვეთ წარმოედგინათ ნახაზი, დასკვნა, თუ რის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება, მსგავსი სამუშაოების შესრულების ფაქტობრივად ერთ ფურცელიც ვერ გვანახეს. ვკითხეთ თუ რა იდო რაპორტში, რა სახის რეკომენდაციები გასცა გერმანულმა მხარემ - ამაზე გვიპასუხეს, რომ „ზუმ ქოლით“ აქვთ კოორდინაცია. რეალურად „ზუმ ქოლის“ სპეციალისტების იმედად ვართ დარჩენილები. რაც შეეხება მერიას, მერიასთან არანაირი კომუნიკაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს, მივედით და რეალურად გამოგვაგდეს, არ გვჭირდებითო, ჩვენც წამოვედით, რა უნდა გვექნა“, - განაცხადა თეა გოდოლაძემ.

სემეკის თავმჯდომარე და წევრები "ენგურჰესზე" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ

"ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს მან წაახალისა ბესო" - დაპირისპირება მოხდა მსახიობებსა და აქციის მონაწილეებს შორის

37 წლის კობა ალხაზაშვილს კვლავ საზოგადოების დახმარება ესაჭიროება