სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ კალაძემ წასვლაზე იფიქრა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ მისცეს იმხელა ტრამპლინი, რამხელა ამბიციაც ჰქონდა" - რა პროცესებს პროგნოზირებს ეკა ბესელია
"თუ კალაძემ წასვლაზე იფიქრა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ მისცეს იმხელა ტრამპლინი, რამხელა ამბიციაც ჰქონდა" - რა პროცესებს პროგნოზირებს ეკა ბესელია

თუ კა­ლა­ძემ პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა­ზე იფიქ­რა, ეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მისი ამ­ბი­ცია, არას­დროს არ იყო იმ მო­ცე­მუ­ლო­ბის შე­სა­ტყვი­სი, რა­საც მას სთა­ვა­ზობ­დნენ. მას არ ჰქონ­და დიდი ტრამ­პლი­ნი რამ­ხე­ლა ამ­ბი­ცი­აც ჰქონ­და, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის“ ლი­დერ­მა ეკა ბე­სე­ლი­ამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში” გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის პო­ლი­ტი­კი­დან სა­ვა­რა­უ­დო წას­ვლის შე­სა­ხებ.

ბე­სე­ლია გა­მო­რი­ცხავს, რომ კა­ლა­ძემ და­მო­უ­კი­დებ­ლად იმოქ­მე­დოს, რად­გან ის ფიქ­რობს, რომ „გამ­ბე­და­ო­ბა, რო­მე­ლიც სჭირ­დე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, ამას არ უშ­ვებს კა­ლა­ძის შემ­თხვე­ვა­ში“.

„საკ­მა­ოდ რთუ­ლი ეტა­პია ყვე­ლას­თვის, რო­გორც ქვეყ­ნის­თვის ასე­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის და ოპო­ზი­ცი­ის­თვი­საც. ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვა არის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის და ცალ­კე­უ­ლი ლი­დე­რე­ბის­თვის, რო­მელ­თა ბმა „ოც­ნე­ბას­თან“ პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნა­პი­რო­ბებს იმ დარ­ჩე­ნილ მხარ­და­ჭე­რას თუ რე­ი­ტინგს, რაც მათ აქვთ. კა­ლა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ახლა იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გი ინ­დი­კა­ტო­რი რა ხდე­ბა მის ირ­გვლივ. ვფიქ­რობ, რომ იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც ვიცი და რა­საც ვაკ­ვირ­დე­ბო­დი ეს წლე­ბი, ის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს მისი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა, არ გა­ა­კე­თებს და ვერ გა­ა­კე­თებს, მა­გა­ლი­თად, ოპო­ზი­ცი­ა­ში წა­ვი­დეს ან გახ­დეს სხვა ჯგუ­ფის ლი­დე­რი. ასე­თი კრი­ტი­კუ­ლი და სა­რის­კო ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას მე მის­გან არ ვე­ლო­დე­ბი. შე­იძ­ლე­ბა დაშ­ვე­ბა გა­ვა­კე­თო იმის, რომ სა­ერ­თოდ წა­ვი­დეს.

თუ იფიქ­რა წას­ვლა­ზე, ეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მისი ამ­ბი­ცია ყო­ველ­თვის დიდი იყო, არას­დროს არ იყო იმ მო­ცე­მუ­ლო­ბის შე­სა­ტყვი­სი, რა­საც მას სთა­ვა­ზობ­დნენ. მას არ ჰქონ­და დიდი ტრამ­პლი­ნი რამ­ხე­ლა ამ­ბი­ცი­აც ჰქონ­და. მა­გა­ლი­თის­თვის, გა­მოდ­გე­ბა ბოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­დე­საც პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე გახ­და კო­ბა­ხი­ძე და არა კა­ლა­ძე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ლა­ძეს უფრო მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა ჰქონ­და პარ­ტი­ა­ში. კა­ლა­ძეს მეტი ავ­ტო­რი­ტე­ტი ჰქონ­და შიგ­ნით, არც შე­ვა­და­რებ კო­ბა­ხი­ძის ფაქ­ტორს, მას შიგ­ნით არა­ნა­ი­რი წონა არ ჰქონ­და. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე­ტყვე­ლებ­და იმა­ზე, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი არ აძ­ლევს მეტ ტრაპ­ლინს და არე­ალს, ვიდ­რე მას აქვს, თუ კა­ლა­ძე გა­და­წყვეტს წას­ვლას, შე­იძ­ლე­ბა ეს გახ­დეს სა­ფუძ­ვე­ლი. მე გა­მოვ­რი­ცი­ხავ მისი მხრი­დან და­მო­უ­კი­დე­ბელ სვლებს. ის გამ­ბე­და­ო­ბა, რო­მე­ლიც სჭირ­დე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, მე ამას არ ვუშ­ვებ კა­ლა­ძის შემ­თხვე­ვა­ში“ , - გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
0

ყველაზე მეტად გამაღიზიანებელია ხალხი რომ დებილი ჰგონიათ. სექტანტებს არ ვგულისხმობ. რა დროშა მოგვცა მიშამაა რაა დროშაააა :))))))))) პოლიქრონიოოონ

gf
10

Shensavit?)))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"თუ კალაძემ წასვლაზე იფიქრა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ მისცეს იმხელა ტრამპლინი, რამხელა ამბიციაც ჰქონდა" - რა პროცესებს პროგნოზირებს ეკა ბესელია

"თუ კალაძემ წასვლაზე იფიქრა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ მისცეს იმხელა ტრამპლინი, რამხელა ამბიციაც ჰქონდა" - რა პროცესებს პროგნოზირებს ეკა ბესელია

თუ კალაძემ პოლიტიკიდან წასვლაზე იფიქრა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ამბიცია, არასდროს არ იყო იმ მოცემულობის შესატყვისი, რასაც მას სთავაზობდნენ. მას არ ჰქონდა დიდი ტრამპლინი რამხელა ამბიციაც ჰქონდა, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის” გადაცემა „ნიუსრუმში” განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერის კახა კალაძის პოლიტიკიდან სავარაუდო წასვლის შესახებ.

ბესელია გამორიცხავს, რომ კალაძემ დამოუკიდებლად იმოქმედოს, რადგან ის ფიქრობს, რომ „გამბედაობა, რომელიც სჭირდება დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას, ამას არ უშვებს კალაძის შემთხვევაში“.

„საკმაოდ რთული ეტაპია ყველასთვის, როგორც ქვეყნისთვის ასევე ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვისაც. ყველაზე დიდი გამოწვევა არის მმართველი პარტიის და ცალკეული ლიდერებისთვის, რომელთა ბმა „ოცნებასთან“ პრაქტიკულად განაპირობებს იმ დარჩენილ მხარდაჭერას თუ რეიტინგს, რაც მათ აქვთ. კალაძის გადაწყვეტილება ახლა იქნება ყველაზე კარგი ინდიკატორი რა ხდება მის ირგვლივ. ვფიქრობ, რომ იქედან გამომდინარე, რაც ვიცი და რასაც ვაკვირდებოდი ეს წლები, ის დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას რადიკალურად შეცვალოს მისი პოზიციონირება, არ გააკეთებს და ვერ გააკეთებს, მაგალითად, ოპოზიციაში წავიდეს ან გახდეს სხვა ჯგუფის ლიდერი. ასეთი კრიტიკული და სარისკო ნაბიჯების გადადგმას მე მისგან არ ველოდები. შეიძლება დაშვება გავაკეთო იმის, რომ საერთოდ წავიდეს.

თუ იფიქრა წასვლაზე, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ამბიცია ყოველთვის დიდი იყო, არასდროს არ იყო იმ მოცემულობის შესატყვისი, რასაც მას სთავაზობდნენ. მას არ ჰქონდა დიდი ტრამპლინი რამხელა ამბიციაც ჰქონდა. მაგალითისთვის, გამოდგება ბოლო გადაწყვეტილება, როდესაც პარტიის თავმჯდომარე გახდა კობახიძე და არა კალაძე, მიუხედავად იმისა, რომ კალაძეს უფრო მაღალი პოლიტიკური თანამდებობა ჰქონდა პარტიაში. კალაძეს მეტი ავტორიტეტი ჰქონდა შიგნით, არც შევადარებ კობახიძის ფაქტორს, მას შიგნით არანაირი წონა არ ჰქონდა. ეს გადაწყვეტილება მეტყველებდა იმაზე, რომ ივანიშვილი არ აძლევს მეტ ტრაპლინს და არეალს, ვიდრე მას აქვს, თუ კალაძე გადაწყვეტს წასვლას, შეიძლება ეს გახდეს საფუძველი. მე გამოვრიციხავ მისი მხრიდან დამოუკიდებელ სვლებს. ის გამბედაობა, რომელიც სჭირდება დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას, მე ამას არ ვუშვებ კალაძის შემთხვევაში“ , - განაცხადა ბესელიამ.