მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მეზღვაური ქალი, რომელსაც სუეცის არხში გიგანტური გემის გაჭედვა დააბრალეს - "შოკში ვიყავი...შესაძლოა, სამიზნე იმიტომ გავხდი, რომ ქალი ვარ"
ვინ არის მეზღვაური ქალი, რომელსაც სუეცის არხში გიგანტური გემის გაჭედვა დააბრალეს - "შოკში ვიყავი...შესაძლოა, სამიზნე იმიტომ გავხდი, რომ ქალი ვარ"

სუ­ე­ცის არხში გა­ჭე­დი­ლი გი­გან­ტუ­რი გე­მის ამ­ბა­ვი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბის, სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბის მთა­ვა­რი თემა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გან­ხილ­ვის სა­გა­ნი იყო. ცხა­დია, ამ ამ­ბავ­მა ქარ­თვე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბაც მი­ი­პყრო და კო­მენ­ტა­რებ­ში ბევ­რმა რჩე­ვაც კი და­წე­რა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ უნდა გა­მო­ეყ­ვა­ნათ გა­ჭე­დი­ლი გემი სუ­ე­ცის არ­ხი­დან.

სა­ბო­ლო­ოდ, გე­მის გა­მოყ­ვა­ნა შეძ­ლეს. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ ამ ამ­ბავ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა სულ სხვა გე­მის კა­პი­ტანს, მარ­ვა ელ­სე­ლეჰდარს, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ეგ­ვიპ­ტე­ლი ქალი კა­პი­ტა­ნია.

რო­გორც BBC.com წერს, იმ დროს, რო­დე­საც სუ­ე­ცის არხი გი­გან­ტურ­მა გემ­მა ჩა­ხერ­გა, მარ­ვა ალექ­სან­დრი­ა­ში, ასო­ბით კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით იყო და გემ AIDA IV-ს გა­ნა­გებ­და. კა­პი­ტა­ნი იხ­სე­ნებს, რომ რო­დე­საც ტე­ლე­ფო­ნი შე­ა­მოწ­მა და ნახა, რა ხდე­ბო­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, შო­კი­რე­ბუ­ლი იყო, რად­გა­ნაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი გე­მის ჩა­ხერგვა­ში მას სდებ­და ბრალს.

ყალ­ბი ამ­ბა­ვი, სა­დაც მარ­ვას სუ­ე­ცის არ­ხის ჩა­კეტ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და არა­ბულ სამ­ყა­რო­ში. ელ­სე­ლეჰდა­რი BBC-სთან ამ­ბობს, რომ წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, ვინ გა­ავ­რცე­ლა პირ­ვე­ლად ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია, ან რა­ტომ მო­იქ­ცნენ ასე.

"შე­საძ­ლოა, სა­მიზ­ნე იმი­ტომ გავ­ხდი, რომ ამ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი ვარ, ან იმი­ტომ, რომ ეგ­ვიპ­ტე­ლი ვარ, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბით ვე­რა­ფერს ვი­ტყვი“, - ამ­ბობს მარ­ვა.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ის მსგავს რა­ი­მეს აწყდე­ბა ინ­დუსტრი­ა­ში, რო­მელ­საც ის­ტო­რი­უ­ლად მა­მა­კა­ცე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ. ამ­ჟა­მად, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზღვაო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქა­ლე­ბი მსოფ­ლიო მე­ზღვა­ურ­თა მხო­ლოდ 2%-ს შე­ად­გე­ნენ.

მარ­ვა ამ­ბობს, რომ მას ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ზღვა, რა­მაც შთა­ა­გო­ნა, რომ მე­ზღვა­უ­რის პრო­ფე­სია აერ­ჩია. თავ­და­პირ­ვე­ლად, სა­ზღვაო აკა­დე­მი­ა­ში მი­ღე­ბა­ზე უარი უთხრეს, რად­გა­ნაც მხო­ლოდ კა­ცებს იღებ­დნენ, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ქა­ლებ­საც მის­ცეს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

29 წლის მარ­ვა ამ­ბობს, რომ სწავ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხში­რად აწყდე­ბო­და სექ­სის­ტურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

"ბორტზე იყ­ვნენ სხვა­დას­ხვა ასა­კი­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის მა­მა­კა­ცე­ბი, ამი­ტომ ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო თა­ნა­მო­აზ­რის პოვ­ნა, რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა იყო, ამის გა­და­ლახ­ვა თან ისე, რომ ფსი­ქი­კა­ზე გავ­ლე­ნა არ მო­ეხ­დი­ნა. ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჯერ კი­დევ არ იღე­ბენ იდე­ას, რომ გო­გო­ნებს შე­უძ­ლი­ათ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხის­გან მო­შო­რე­ბით, ზღვა­ში იმუ­შა­ონ, მაგ­რამ როცა აკე­თებ იმას, რაც გიყ­ვარს, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ყვე­ლას თავი მო­ა­წო­ნო“, - ამ­ბობს მარ­ვა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lela
5

ბრავო

Geo
5

ბაია შეუტიე მაგათ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ვინ არის მეზღვაური ქალი, რომელსაც სუეცის არხში გიგანტური გემის გაჭედვა დააბრალეს - "შოკში ვიყავი...შესაძლოა, სამიზნე იმიტომ გავხდი, რომ ქალი ვარ"

ვინ არის მეზღვაური ქალი, რომელსაც სუეცის არხში გიგანტური გემის გაჭედვა დააბრალეს - "შოკში ვიყავი...შესაძლოა, სამიზნე იმიტომ გავხდი, რომ ქალი ვარ"

სუეცის არხში გაჭედილი გიგანტური გემის ამბავი დღეების განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა გამოცემების, საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა და სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი იყო. ცხადია, ამ ამბავმა ქართველების ყურადღებაც მიიპყრო და კომენტარებში ბევრმა რჩევაც კი დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოეყვანათ გაჭედილი გემი სუეცის არხიდან.

საბოლოოდ, გემის გამოყვანა შეძლეს. საინტერესო ის არის, რომ ამ ამბავმა პოპულარობა მოუტანა სულ სხვა გემის კაპიტანს, მარვა ელსელეჰდარს, რომელიც პირველი ეგვიპტელი ქალი კაპიტანია.

როგორც BBC.com წერს, იმ დროს, როდესაც სუეცის არხი გიგანტურმა გემმა ჩახერგა, მარვა ალექსანდრიაში, ასობით კილომეტრის მოშორებით იყო და გემ AIDA IV-ს განაგებდა. კაპიტანი იხსენებს, რომ როდესაც ტელეფონი შეამოწმა და ნახა, რა ხდებოდა სოციალურ ქსელში, შოკირებული იყო, რადგანაც საზოგადოების დიდი ნაწილი გემის ჩახერგვაში მას სდებდა ბრალს.

ყალბი ამბავი, სადაც მარვას სუეცის არხის ჩაკეტვაში ადანაშაულებდნენ, განსაკუთრებით პოპულარული გახდა არაბულ სამყაროში. ელსელეჰდარი BBC-სთან ამბობს, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინ გაავრცელა პირველად ყალბი ინფორმაცია, ან რატომ მოიქცნენ ასე.

"შესაძლოა, სამიზნე იმიტომ გავხდი, რომ ამ სფეროში წარმატებული ქალი ვარ, ან იმიტომ, რომ ეგვიპტელი ვარ, თუმცა დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი“, - ამბობს მარვა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის მსგავს რაიმეს აწყდება ინდუსტრიაში, რომელსაც ისტორიულად მამაკაცები აკონტროლებენ. ამჟამად, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მონაცემებით, ქალები მსოფლიო მეზღვაურთა მხოლოდ 2%-ს შეადგენენ.

მარვა ამბობს, რომ მას ყოველთვის ძალიან უყვარდა ზღვა, რამაც შთააგონა, რომ მეზღვაურის პროფესია აერჩია. თავდაპირველად, საზღვაო აკადემიაში მიღებაზე უარი უთხრეს, რადგანაც მხოლოდ კაცებს იღებდნენ, ხოლო მოგვიანებით, ქალებსაც მისცეს აღნიშნული პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა.

29 წლის მარვა ამბობს, რომ სწავლის განმავლობაში ხშირად აწყდებოდა სექსისტურ დამოკიდებულებას.

"ბორტზე იყვნენ სხვადასხვა ასაკისა და განსხვავებული მენტალიტეტის მამაკაცები, ამიტომ ძალიან რთული იყო თანამოაზრის პოვნა, რთული გამოწვევა იყო, ამის გადალახვა თან ისე, რომ ფსიქიკაზე გავლენა არ მოეხდინა. ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ იღებენ იდეას, რომ გოგონებს შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში ოჯახისგან მოშორებით, ზღვაში იმუშაონ, მაგრამ როცა აკეთებ იმას, რაც გიყვარს, არ არის აუცილებელი ყველას თავი მოაწონო“, - ამბობს მარვა.