ავტორი:

სამებაში გურამ დოჩანაშვილს სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამებაში გურამ დოჩანაშვილს სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილს სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

სამოქალაქო პანაშვიდი ტაძარში 14:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მწერალს, მისივე სურვილით, საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ.

გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. ის 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".

გურამ დოჩანაშვილის გამორჩეული ნაწარმოებებია - „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“, "თავფარავნელი ჭაბუკი", "ლოდი ნასაყდრალი" .

"ისე იეჭვიანა, მაშინ მივხვდი, მეგრელი ქალის სიყვარული რას ნიშნავს" -  როგორ ათქმევინა თათია შარანგიამ მეუღლეს ამერიკულ ცხოვრებაზე უარი

საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

"გორგასლიანის ბიჭები“ - ეპოქალური კლასის ამბავი, რომელშიც გურამ დოჩანაშვილი, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და გელა ჩარკვიანი სწავლობდნენ