სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოულოდნელი ფაქტები ინგლისელი „დეტექტივის დედოფლის“, აგათა კრისტისა და მისი რომანების შესახებ
მოულოდნელი ფაქტები ინგლისელი „დეტექტივის დედოფლის“, აგათა კრისტისა და მისი რომანების შესახებ

ლე­გენ­და­რუ­ლი ერ­კი­ულ პუ­ა­რო­სა და მის მარპლის შემ­ქნელს - აგა­თა კრის­ტის, რო­გორც ჩანს ამო­უ­წუ­რა­ვი წარ­მო­სახ­ვა ჰქონ­და. ჩახ­ლარ­თულ და სა­ო­ცარ რო­მა­ნებ­თან ერ­თად, მისი ცხოვ­რე­ბაც არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო იყო.

ცნო­ბი­ლი ინ­გლი­სე­ლი მწე­რა­ლი მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და­ი­ბა­და და ის დღემ­დე, დე­ტექ­ტი­უ­რი მო­თხრო­ბე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ და საყ­ვა­რელ ავ­ტო­რად ით­ვლე­ბა. მისი გმი­რი-დე­ტექ­ტი­ვე­ბი პირ­ვე­ლი­ვე აბ­ზა­ცი­დან იპყრო­ბენ მკი­თხვე­ლის გუ­ლებს, ხოლო სი­უ­ჟე­ტე­ბი მუ­დამ არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია.

- რა­შია აგ­ა­თას სა­ი­დუმ­ლო?

შე­საძ­ლოა მის უკი­დუ­რე­სად გან­ვი­თა­რე­ბულ წარ­მო­სახ­ვა­ში, რომ­ლი­თაც მწე­რა­ლი ბავ­შვო­ბი­დან­ვე გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ან სა­კუ­თა­რი ბი­ოგ­რა­ფი­ის დახ­ვე­წი­ლად შთა­გო­ნე­ბის შე­საძ­ლე­ბო­ბა­ში, რო­მე­ლიც ხში­რად ჰგავ­და სა­ინ­ტე­რე­სო რო­მანს.

მას რცხვე­ნო­და თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ის

ათზე მეტი წიგ­ნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დე­გაც კი, აგა­თა კრის­ტი ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ში ჯი­უ­ტად წერ­და „საქ­მი­ა­ნო­ბის“ გრა­ფა­ში - „დი­ა­სახ­ლისს“. მე­ტიც, მწე­რალს არ ჰქონ­და სა­კუ­თა­რი კა­ბი­ნე­ტი და არც სა­წე­რი მა­გი­და. ამ უც­ნა­უ­რო­ბას კრის­ტი უხერ­ხუ­ლო­ბით ხსნი­და: თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბას „ჰო­ბის“ უწო­დებ­და და მწერ­ლო­ბას არა­სე­რი­ო­ზულ საქ­მი­ა­ნო­ბად მი­იჩ­ნევ­და. ძი­რი­თა­დად, სახ­ლის საქ­მე­ე­ბის შუ­ა­ლე­დებ­ში წერ­და. ჯდე­ბო­და სამ­ზა­რე­უ­ლოს მა­გი­დას­თან, ან სა­ძი­ნე­ბელ­ში, მაგ­რამ ეს გა­რე­მო­ე­ბა სრუ­ლე­ბით არ უშ­ლი­და ხელს ტექ­სტთან მუ­შა­ო­ბა­ში. რო­გორც თა­ვად ამ­ბობ­და, „წე­რის დროს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი ავი­წყდე­ბო­და მსოფ­ლი­ო­ში“.

აგ­ა­თას უც­ნა­უ­რი ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა ჰქონ­და

მწე­რა­ლი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დისგრა­ფი­ით იტან­ჯე­ბო­და. ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა მას ხელს უშ­ლი­და სი­ტყვებ­ში ასო­ე­ბი სწო­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით და­ე­ლა­გე­ბი­ნა. თუმ­ცა, ეს არ უშ­ლი­და ხელს, მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნა შე­სა­ნიშ­ნა­ვი სი­უ­ჟე­ტე­ბი და აკე­რი­ბა ტექ­სტი სა­ბეჭდ მან­ქა­ნა­ზე. თუ სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნა ხელთ არ ჰქონ­და, ის კარ­ნა­ხობ­და ვინ­მეს, თა­ვი­სი გა­რე­მოც­ვი­დან.

მო­ახ­დი­ნა თუ არა სა­კუ­თა­რი გა­ტა­ცე­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა?

1926 წლის ბო­ლოს, აგა­თა უკ­ვა­ლოდ გაქ­რა. მწერ­ლის გა­უჩ­ნა­რე­ბა გა­საკ­ვი­რად და­ემ­თხვა მე­უღ­ლის, არ­ჩი­ბალდ კრის­ტის გან­ქორ­წი­ნე­ბის მო­თხოვ­ნას. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის დღეს, აგა­თამ პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი და­ა­ძი­ნა, შემ­დეგ დაჯ­და ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ჭეს­თან და გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ემ­გზავ­რა. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, მან­ქა­ნა მისი პი­რა­დი ნივ­თე­ბით მდი­ნა­რის სა­ნა­პი­რო­ზე იპო­ვეს.

მწერ­ლის მო­სა­ძებ­ნად ფაქ­ტობ­რი­ვად მთე­ლი ქვე­ყა­ნა ფეხ­ზე დად­გა. ბრი­ტა­ნუ­ლი გა­ზე­თე­ბი აჭ­რელ­და შე­საძ­ლო გა­ტა­ცე­ბის და მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ე­ბით. პო­ლი­ცი­ამ და­კი­თხვა­ზე აგ­ა­თას ქმა­რი და მისი საყ­ვა­რე­ლი და­ი­ბა­რა, რად­გან პირ­ვე­ლი ეჭვი სწო­რედ ამ წყვი­ლი­სა­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი.

თერ­თმე­ტი დღის შემ­დეგ, აგა­თა ცო­ცხა­ლი და უვ­ნე­ბე­ლი იპო­ვეს. რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში და რა მიზ­ნე­ბი ამოძ­რა­ვებ­და მწე­რალს, ეს დღემ­დე უც­ნო­ბია. ჭო­რე­ბის თა­ნახ­მად, ამ უც­ნა­უ­რი გზით ის თა­ვი­სი მო­ღა­ლა­ტე ქმრის დას­ჯას შე­ცა­და.

ვილა „ჩა­ლის­ფე­რი ცხე­ნი“

აგა­თა კრის­ტის ნა­მუ­შევ­რე­ბი­დან 83 და­ნა­შა­უ­ლი მო­წამ­ვლის დახ­მა­რე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. თა­ვად მწე­რა­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ერ­კვე­ო­და სა­წამ­ლა­ვებ­ში. ის ფარ­მა­ცევ­ტად მუ­შა­ობ­და, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს კი ჰოს­პი­ტალ­ში მედ­და იყო.

რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ტე­ლე­პა­თი­უ­რი მკვლე­ლო­ბა? შე­იძ­ლე­ბა მო­წამ­ლო ადა­მი­ა­ნი უძ­ვე­ლე­სი ჯა­დოქ­რო­ბის დახ­მა­რე­ბით? და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თუ არა მრა­ვა­ლი იდუ­მა­ლი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა შავ მა­გი­ას­თან? - ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა მხო­ლოდ ქალ­ბა­ტონ არი­ად­ნა ოლი­ვერს შე­უძ­ლია. წიგ­ნი აგა­თამ 1961 წელს და­წე­რა. რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რი დე­ტექ­ტი­ვის მწე­რა­ლი არი­ად­ნა ოლი­ვე­რია. გმი­რე­ბი როდა და მისი მე­უღ­ლე, მა­ი­ო­რი დეს­პარ­დი სხვა რო­მან­შიც გვხვდე­ბი­ან. „კარ­ტი მა­გი­და­ზე“ - აქ ასე­ვე ვხვდე­ბით არი­ად­ნა ოლი­ვერს. როდა და დეს­პარ­დი წიგნ­ში „კარ­ტი მა­გი­და­ზე“ პირ­ვე­ლად ხვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს და უყ­ვარ­დე­ბათ, ხოლო „ვილა ჩა­ლის­ფერ ცხენ­ში“ ისი­ნი უკვე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

მკვლე­ლო­ბა აღ­მო­სავ­ლე­თის ექ­სპრეს­ში

ეს ლე­გენ­და­რუ­ლი წიგ­ნი ცნო­ბი­ლია მათ­თვი­საც, ვი­საც ცხოვ­რე­ბა­ში არას­დროს აუ­ღია ხელ­ში დე­ტექ­ტი­ვი. ყვე­ლამ არ იცის, რომ ერ­კი­ულ პუ­ა­რო რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის პრო­ტო­ტი­პია. 1910-იანი წლე­ბის შუა პე­რი­ოდ­ში, აგა­თამ ავ­ტო­სად­გურ­ზე მხი­ა­რუ­ლი ბელ­გი­ე­ლი მა­მა­კა­ცი და­ი­ნა­ხა, რო­მელ­საც მდიდ­რუ­ლი ულ­ვა­შე­ბი ამ­შვე­ნებ­და. რო­გორც ჩანს, ეს ადა­მი­ა­ნი მარ­თლაც უც­ნა­უ­რი იყო: ჟეს­ტე­ბი, სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა და იშ­ვი­ა­თი რეპ­ლი­კე­ბი გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევ­და. ამას­თან ერ­თად, საკ­მა­ოდ ენა­მახ­ვი­ლიც აღ­მოჩ­ნდა. შემ­თხვე­ვი­თი გამ­ვლე­ლის იმი­ჯ­მა იმ­დე­ნად შთა­ა­გო­ნა მწე­რა­ლი, რომ მან ის წიგ­ნე­ბის სე­რი­ის მთა­ვარ გმი­რად აქ­ცია.

აგა­თა კრის­ტი არ­ქე­ო­ლო­გი­ი­თაც იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. მან არა­ერ­თი წელი გა­ა­ტა­რა ექ­სპე­დი­ცი­ებ­ში, არ­ქე­ო­ლოგ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. ამ ექ­სპე­დი­ცი­ებ­მა ის რამ­დე­ნი­მე რო­მა­ნის შექ­მნა­ზე შთა­ა­გო­ნა. ერთ-ერთი იყო „მკვლე­ლო­ბა აღ­მო­სავ­ლე­თის ექ­სპრეს­ში“

მკვლე­ლო­ბე­ბი ან­ბა­ნის მი­ხედ­ვით

ეს დე­ტექ­ტი­ვი ცო­ტა­თი გან­სხვავ­დე­ბა აგა­თა კრის­ტის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ხელ­წე­რის­გან. აქ ნაკ­ლე­ბი მოქ­მე­დე­ბა და მეტი მსჯე­ლო­ბაა. ავ­ტო­რი მკი­თხველს სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე­ზე პირ­ვე­ლი­ვე გვერ­დე­ბი­დან მი­ა­ნიშ­ნებს. პუ­ა­როს ყო­ვე­ლი მსჯე­ლო­ბა მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ, ემ­თხვე­ვა იმას, რა­საც ამ პერ­სო­ნა­ჟის შე­სა­ხებ ვი­გებთ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, წიგ­ნი უნდა წა­ი­კი­თხოთ ბო­ლომ­დე, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი ისე არ არის, რო­გორც ერთი შე­ხედ­ვით ჩანს. ზე­და­პირ­ზე ჩანს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი: რკი­ნიგ­ზის ან­ბა­ნის გან­მარ­ტე­ბის წიგ­ნი და წე­რი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც პუ­ა­როს ატყო­ბი­ნებს ად­გილს, სა­დაც მკვლე­ლო­ბა მოხ­დე­ბა. პირ­ვე­ლად ეს არის ასობ­გე­რა „ა“, სა­ი­და­ნაც იწყე­ბა ქა­ლა­ქის და მსხვერ­პლის სა­ხე­ლე­ბი. შემ­დეგ მო­დის „ბ“ და ა.შ. პუ­ა­რომ უნდა გა­მო­იც­ნოს მკვლე­ლის ჩა­ნა­ფიქ­რი და ხელი შე­უ­შა­ლოს და­გეგ­მი­ლი 26 და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში.

სიკ­ვდი­ლი ნი­ლოს­ზე

აგა­თა კრის­ტი თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია. მისი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ცო­ცხა­ლი და მრა­ვალ­მხრი­ვია. რო­მა­ნე­ბი ყო­ველ­თვის გხვევს თავ­ბრუ­დამ­ხვევ ატ­მოს­ფე­რო­ში. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც „სიკ­ვდი­ლი ნი­ლოს­ზეა“. როცა ამ რო­მანს კი­თხუ­ლობ, გგო­ნია, რომ მწე­რალ­მა ის­ტო­რი­ა­ში იმოგ­ზა­უ­რა და მომ­ხდა­რი სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახა. რა თქმა უნდა, ვერც აქ მიხ­ვდე­ბით, ვინ არის მკვლე­ლი. „სიკ­ვდი­ლი ნი­ლოს­ზე“ აგა­თა კრის­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­მა­ნია. „აღ­მო­სავ­ლე­თის ციკ­ლის“ მთა­ვა­რი ნა­წარ­მო­ე­ბია, რო­მე­ლიც 1937 წელს და­ი­ბეჭ­და. მისი სამი ეკ­რა­ნი­ზა­ცია არ­სე­ბობს.

აგა­თა კრის­ტი 85 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა - მშვი­დად და დი­დე­ბუ­ლად. მისი წიგ­ნე­ბი კი დღე­საც ცო­ცხლო­ბენ. მათ­ზე იქ­მნე­ბა ფილ­მე­ბი, იდ­გმე­ბა სპექ­ტაკ­ლე­ბი, კო­მიქ­სე­ბი და ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბიც კი.

დღეს, მისი წიგ­ნე­ბი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვად წიგ­ნე­ბად ით­ვლე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ბიბ­ლი­ა­სა და შექ­სპი­რის პი­ე­სებს ჩა­მორ­ჩე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თაკო
0

ძალიან საინტერესო სტატიაა. მადლობა.

***
0

ვაჰ, რამდენი რამე არ მცოდნია. რა ქალია, ქმარს რო გაუჩალიჩა :))) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

მოულოდნელი ფაქტები ინგლისელი „დეტექტივის დედოფლის“, აგათა კრისტისა და მისი რომანების შესახებ

მოულოდნელი ფაქტები ინგლისელი „დეტექტივის დედოფლის“, აგათა კრისტისა და მისი რომანების შესახებ

ლეგენდარული ერკიულ პუაროსა და მის მარპლის შემქნელს - აგათა კრისტის, როგორც ჩანს ამოუწურავი წარმოსახვა ჰქონდა. ჩახლართულ და საოცარ რომანებთან ერთად, მისი ცხოვრებაც არანაკლებ საინტერესო იყო.

ცნობილი ინგლისელი მწერალი მე-19 საუკუნის ბოლოს დაიბადა და ის დღემდე, დეტექტიური მოთხრობების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და საყვარელ ავტორად ითვლება. მისი გმირი-დეტექტივები პირველივე აბზაციდან იპყრობენ მკითხველის გულებს, ხოლო სიუჟეტები მუდამ არაპროგნოზირებადია.

- რაშია აგათას საიდუმლო?

შესაძლოა მის უკიდურესად განვითარებულ წარმოსახვაში, რომლითაც მწერალი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა, ან საკუთარი ბიოგრაფიის დახვეწილად შთაგონების შესაძლებობაში, რომელიც ხშირად ჰგავდა საინტერესო რომანს.

მას რცხვენოდა თავისი პროფესიის

ათზე მეტი წიგნის გამოქვეყნების შემდეგაც კი, აგათა კრისტი ოფიციალურ დოკუმენტებში ჯიუტად წერდა „საქმიანობის“ გრაფაში - „დიასახლისს“. მეტიც, მწერალს არ ჰქონდა საკუთარი კაბინეტი და არც საწერი მაგიდა. ამ უცნაურობას კრისტი უხერხულობით ხსნიდა: თავის შემოქმედებას „ჰობის“ უწოდებდა და მწერლობას არასერიოზულ საქმიანობად მიიჩნევდა. ძირითადად, სახლის საქმეების შუალედებში წერდა. ჯდებოდა სამზარეულოს მაგიდასთან, ან საძინებელში, მაგრამ ეს გარემოება სრულებით არ უშლიდა ხელს ტექსტთან მუშაობაში. როგორც თავად ამბობდა, „წერის დროს აბსოლუტურად ყველაფერი ავიწყდებოდა მსოფლიოში“.

აგათას უცნაური ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა

მწერალი მთელი ცხოვრება დისგრაფიით იტანჯებოდა. ფსიქიკური აშლილობა მას ხელს უშლიდა სიტყვებში ასოები სწორი თანმიმდევრობით დაელაგებინა. თუმცა, ეს არ უშლიდა ხელს, მოეფიქრებინა შესანიშნავი სიუჟეტები და აკერიბა ტექსტი საბეჭდ მანქანაზე. თუ საბეჭდი მანქანა ხელთ არ ჰქონდა, ის კარნახობდა ვინმეს, თავისი გარემოცვიდან.

მოახდინა თუ არა საკუთარი გატაცების ინსცენირება?

1926 წლის ბოლოს, აგათა უკვალოდ გაქრა. მწერლის გაუჩნარება გასაკვირად დაემთხვა მეუღლის, არჩიბალდ კრისტის განქორწინების მოთხოვნას. გაუჩინარების დღეს, აგათამ პატარა ქალიშვილი დააძინა, შემდეგ დაჯდა ავტომობილის საჭესთან და გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა. რამდენიმე დღის შემდეგ, მანქანა მისი პირადი ნივთებით მდინარის სანაპიროზე იპოვეს.

მწერლის მოსაძებნად ფაქტობრივად მთელი ქვეყანა ფეხზე დადგა. ბრიტანული გაზეთები აჭრელდა შესაძლო გატაცების და მკვლელობის ვერსიებით. პოლიციამ დაკითხვაზე აგათას ქმარი და მისი საყვარელი დაიბარა, რადგან პირველი ეჭვი სწორედ ამ წყვილისაკენ იყო მიმართული.

თერთმეტი დღის შემდეგ, აგათა ცოცხალი და უვნებელი იპოვეს. რა მოხდა სინამდვილეში და რა მიზნები ამოძრავებდა მწერალს, ეს დღემდე უცნობია. ჭორების თანახმად, ამ უცნაური გზით ის თავისი მოღალატე ქმრის დასჯას შეცადა.

ვილა „ჩალისფერი ცხენი“

აგათა კრისტის ნამუშევრებიდან 83 დანაშაული მოწამვლის დახმარებით ხორციელდება. თავად მწერალი შესანიშნავად ერკვეოდა საწამლავებში. ის ფარმაცევტად მუშაობდა, პირველი მსოფლიო ომის დროს კი ჰოსპიტალში მედდა იყო.

რამდენად შესაძლებელია ტელეპათიური მკვლელობა? შეიძლება მოწამლო ადამიანი უძველესი ჯადოქრობის დახმარებით? დაკავშირებულია თუ არა მრავალი იდუმალი უბედური შემთხვევა შავ მაგიასთან? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მხოლოდ ქალბატონ არიადნა ოლივერს შეუძლია. წიგნი აგათამ 1961 წელს დაწერა. რომანის მთავარი გმირი დეტექტივის მწერალი არიადნა ოლივერია. გმირები როდა და მისი მეუღლე, მაიორი დესპარდი სხვა რომანშიც გვხვდებიან. „კარტი მაგიდაზე“ - აქ ასევე ვხვდებით არიადნა ოლივერს. როდა და დესპარდი წიგნში „კარტი მაგიდაზე“ პირველად ხვდებიან ერთმანეთს და უყვარდებათ, ხოლო „ვილა ჩალისფერ ცხენში“ ისინი უკვე დაქორწინებულები არიან.

მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში

ეს ლეგენდარული წიგნი ცნობილია მათთვისაც, ვისაც ცხოვრებაში არასდროს აუღია ხელში დეტექტივი. ყველამ არ იცის, რომ ერკიულ პუარო რეალური ადამიანის პროტოტიპია. 1910-იანი წლების შუა პერიოდში, აგათამ ავტოსადგურზე მხიარული ბელგიელი მამაკაცი დაინახა, რომელსაც მდიდრული ულვაშები ამშვენებდა. როგორც ჩანს, ეს ადამიანი მართლაც უცნაური იყო: ჟესტები, სახის გამომეტყველება და იშვიათი რეპლიკები გარშემომყოფების ყურადღებას იქცევდა. ამასთან ერთად, საკმაოდ ენამახვილიც აღმოჩნდა. შემთხვევითი გამვლელის იმიჯმა იმდენად შთააგონა მწერალი, რომ მან ის წიგნების სერიის მთავარ გმირად აქცია.

აგათა კრისტი არქეოლოგიითაც იყო გატაცებული. მან არაერთი წელი გაატარა ექსპედიციებში, არქეოლოგ მეუღლესთან ერთად. ამ ექსპედიციებმა ის რამდენიმე რომანის შექმნაზე შთააგონა. ერთ-ერთი იყო „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“

მკვლელობები ანბანის მიხედვით

ეს დეტექტივი ცოტათი განსხვავდება აგათა კრისტის დამახასიათებელი ხელწერისგან. აქ ნაკლები მოქმედება და მეტი მსჯელობაა. ავტორი მკითხველს სავარაუდო დამნაშავეზე პირველივე გვერდებიდან მიანიშნებს. პუაროს ყოველი მსჯელობა მკვლელის ვინაობის შესახებ, ემთხვევა იმას, რასაც ამ პერსონაჟის შესახებ ვიგებთ. მიუხედავად ამისა, წიგნი უნდა წაიკითხოთ ბოლომდე, რადგან ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ზედაპირზე ჩანს მტკიცებულებები: რკინიგზის ანბანის განმარტების წიგნი და წერილები, რომლებიც პუაროს ატყობინებს ადგილს, სადაც მკვლელობა მოხდება. პირველად ეს არის ასობგერა „ა“, საიდანაც იწყება ქალაქის და მსხვერპლის სახელები. შემდეგ მოდის „ბ“ და ა.შ. პუარომ უნდა გამოიცნოს მკვლელის ჩანაფიქრი და ხელი შეუშალოს დაგეგმილი 26 დანაშაულის ჩადენაში.

სიკვდილი ნილოსზე

აგათა კრისტი თავისი საქმის პროფესიონალია. მისი პერსონაჟები ყოველთვის ძალიან ცოცხალი და მრავალმხრივია. რომანები ყოველთვის გხვევს თავბრუდამხვევ ატმოსფეროში. გამონაკლისი არც „სიკვდილი ნილოსზეა“. როცა ამ რომანს კითხულობ, გგონია, რომ მწერალმა ისტორიაში იმოგზაურა და მომხდარი საკუთარი თვალით ნახა. რა თქმა უნდა, ვერც აქ მიხვდებით, ვინ არის მკვლელი. „სიკვდილი ნილოსზე“ აგათა კრისტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი რომანია. „აღმოსავლეთის ციკლის“ მთავარი ნაწარმოებია, რომელიც 1937 წელს დაიბეჭდა. მისი სამი ეკრანიზაცია არსებობს.

აგათა კრისტი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა - მშვიდად და დიდებულად. მისი წიგნები კი დღესაც ცოცხლობენ. მათზე იქმნება ფილმები, იდგმება სპექტაკლები, კომიქსები და ვიდეოთამაშებიც კი.

დღეს, მისი წიგნები ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად წიგნებად ითვლება მსოფლიოში, რომელიც მხოლოდ ბიბლიასა და შექსპირის პიესებს ჩამორჩება.

ვინ იყო საფო მგელაძე, თავისუფლების მოყვარული ქალი-მწერალი, რომელსაც „ქართველი ჟორჟ სანდი“ შეარქვეს

აგათა კრისტის იდუმალი გაუჩინარება: რა მოხდა სინამდვილეში 1926 წელს?

დღეიდან კ. გამსახურდიას "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად