ბათუმში მოძრაობა "სირცხვილიას" სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქცია-მსვლელობის დროს „კომენდანტის საათის“ დარღვევის გამო, ორი პირი დააჯარიმეს.
აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება და კანონის ფარგლებში აქცია მიმდინარეობს.
მათი თქმით, სამართალდამცავებმა ორი პირის ინდენტიფიცირება მოახდინეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, სამართალდამცავები პროვოკაციას აწყობენ.
"აქცია მშვიდობიანია და ადამიანების დაჯარიმება დაიწყეს. დღეს ვარღვევთ "კომენდანტის საათს", გამოხატვის თავისუფლება "კომენდანტის საათის" დროს არის კანონიერი", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
თავის მხრივ, სამართალდამცავები ამბობენ, რომ აქციის სხვა მონაწილეებსაც დააჯარიმებენ.
"ვინც დაარღვია და არ დაჯარიმებულა, ყველა დაჯარიმდება",- აღნიშნეს მათ.
უკანონოს დაკანონების და პირიქით დიდი გამოცდილება აქვთ ოცწლიანი ნაძებს : უკანონობის გაკანონიერების მეთოდით ჩასვა მიშამ თითო ოჯახიდან თითო კაცი, გააჩუქებინა სახელმწიფოზე ქონება-ანუ ნაძჩინოვნიკებზე, ბიზნესი პრაკურორების ჯალაბობებზე და დაჩა სახლკარები მოსამართლეთა საბიძაშვილოზე , ასევე ააშენებინა სასახლეები დღისით ღამის ნოტარიუსებს ! ამნაირი კანონით იომა და გადაუფორმა რუს გენერლებს სტრატეგიული ობიექტები ერთ დოლარად და დედამისს 1 ლარად !
ნეტავ რას აწვალებთ ამ პოლიციას, ან თავს რას იწვალებთ. ვერ ხედავთ? უკრაინული ინსტრუქციები არ ამართლებს. "პრავა" აქთ დახეული.