ავტორი:

სოფელ კაბალში მამაკაცი საკუთარი რესტორნის მიმდებარედ დაჭრეს

სოფელ კაბალში მამაკაცი საკუთარი რესტორნის მიმდებარედ დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა დაჭრილის კუთვნილი რესტორნის მიმდებარედ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მხარეებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რაც დაჭრით დასრულდა.

ახალგაზრდა მამაკაცი მიყენებული დაზიანებებით, ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში მოათავსეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ოპერაცია უტარდება.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მიმდინარეობს გამოძიება.

"საყიდლებზე იყო, როცა უთხრეს, რომ მისი კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო" - ფსიქიატრიულში ქალი უკანონოდ მოათავსეს, კლინიკა 5000 ლარით დაჯარიმდა

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის მაღალჩინოსანს ბრალი დაუმძიმეს

ფონიჭალაში საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს