მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები და ეთანხმება თუ არა ხალხი ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას - IRI-ს გამოკითხვის შედეგები
უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები და ეთანხმება თუ არა ხალხი ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას - IRI-ს გამოკითხვის შედეგები

სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­კი­თხუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 45% რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას მხარს უჭერს.

რო­გორც კვლე­ვა­შია ნათ­ქვა­მი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სურთ, რომ მათ მიერ არ­ჩე­ულ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა გა­ნაგ­რძონ სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის აზრი ორად იყო­ფა რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ: მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 45% მხარს უჭერს რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, ხოლო 45% ამის წი­ნა­აღ­მდე­გია.

ამა­ვე კვლე­ვის თა­ნახ­მად, მმარ­თველ და ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს შო­რის შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბის ფონ­ზე, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 60% არ უჭერს მხარს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მიერ სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის ბო­ი­კო­ტი­რე­ბას, მათ შო­რის 42% - "სრუ­ლი­ად არ უჭერს მხარს" და 18% - "გარ­კვე­ულ­წი­ლად არ უჭერს მხარს".

"ეს მიგ­ნე­ბე­ბი არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლი რო­გორც მმარ­თვე­ლი, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სურთ მოქ­მე­დი პარ­ლა­მენ­ტი, რო­მე­ლიც მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და პრობ­ლე­მებს წარ­მო­ად­გენს", - გა­ნა­ცხა­და სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ევ­რა­ზი­ის დი­რექ­ტორ­მა ნიქსმა.

ცნო­ბის­თვის, კვლე­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის სა­ხე­ლით, ბალ­ტი­ის კვლე­ვე­ბი­სა და გე­ლა­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის დოქ­ტო­რი რასა ალი­შა­უს­კი­ნეს მიერ ჩა­ტარ­და. სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ო­დი 2021 წლის 2-26 თე­ბერ­ვლია.

სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი „IPM“ მიერ ჩა­ტარ­და. მო­ნა­ცე­მე­ბი შეგ­როვ­და სტრა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მრა­ვალ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით, პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უს გზით. შერ­ჩე­ვა მო­ი­ცავ­და სა­არ­ჩევ­ნო ხმის უფ­ლე­ბი­სა და ასა­კის მქო­ნე 1500 რეს­პონ­დენტს. მო­ნა­ცე­მე­ბი შე­წო­ნილ იქნა ასა­კის, გენ­დე­რის, რე­გი­ო­ნი­სა და და­სახ­ლე­ბის ზო­მის შე­სა­ბა­მი­სად. ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი წარ­მო­ად­გენს +/- 2.5 პრო­ცენტს, გა­მო­პა­სუ­ხე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - 75 პრო­ცენ­ტი.

კვლე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით, აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მეშ­ვე­ო­ბით.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაზი
13

ორი რამ ვერ გავიგე:1. თუ გამოკითხულთა 60% მხარს არ უჭერს პარლამენტის ბოიკოტირებას, 45% როგორაა რიგგარეშე არჩევნების მომხრე? 2. ბაქრაძის მხარდამჭერებს როგორ ითვლიან? 52% მის საქმიანობას დადებითად აფასებსო - კონკრეტულად რა საქმიანობას?

ალექს
17

მორიგი დივერსიაა, სადღაც მოძებნეთ 1500 რესპონდენტი ვინც დაემთხვა და მასე ფიქრობს-გაგიჭირდებოდათ , ასეთი პროვოკაციული, არეულობაზე გათვლილი შეკითხვის დასმა და პასუხების თავისუფალი ვარიაცია, რომელიც წინასწარ პოლიტიკურ შედეგზე გაქვთ გათვლილი, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ეს მოწოდებას პროვოცირებაა კონსტიტუციური ინსტიტუტებიუს სადისკრედიტაციოდ , და მე დაგიჭერდით და სულ ვაი დედას გაძახებინებდით , კი ! აბა მილიონნახევარს კითხეთ , ორს, სამ მილიონს -ყველას აქვს ჯიბეში ორ ორი მობილური, გაგიჭირდათ ამის მიხვედრა ? ვის აბრიყვებთ თქვენა ? ახლა პარალელურ გამოკითხვას მოვაწყობ მობილურებით ერთი შეკითხვით: არის თუ არა თქვენი ორგანიზაცია ცრუ და მავნე და ასაკრძალი გასაძევებელი და ჭკუით თუ არ იქნა , დასაჭერიც ?! პასუხი იცით არა რაც იქნება !?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები და ეთანხმება თუ არა ხალხი ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას - IRI-ს გამოკითხვის შედეგები

უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები და ეთანხმება თუ არა ხალხი ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას - IRI-ს გამოკითხვის შედეგები

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 45% რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ მათ მიერ არჩეულმა პოლიტიკოსებმა განაგრძონ საპარლამენტო საქმიანობა, მოსახლეობის აზრი ორად იყოფა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ: მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია.

ამავე კვლევის თანახმად, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობის ფონზე, მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, მათ შორის 42% - "სრულიად არ უჭერს მხარს" და 18% - "გარკვეულწილად არ უჭერს მხარს".

"ეს მიგნებები არის მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიებისთვის. საქართველოს მოქალაქეებს სურთ მოქმედი პარლამენტი, რომელიც მათ საჭიროებებსა და პრობლემებს წარმოადგენს", - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა ნიქსმა.

ცნობისთვის, კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვლია.

საველე სამუშაოები „IPM“ მიერ ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

"გამოჩნდა, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარის პოლიტიკური ფიგურები შეეცადნენ, გახარიას მაღალრეიტინგულობა განხილვის საგანი არ ყოფილიყო" - კახა ქემოკლიძე

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადავიდა