საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც დედაჩემმა და ბუკამ იპოვეს ერთმანეთი, ვფიქრობ, მეც ისევე მივაგენი ჩემს სიყვარულს" - მაკო კვიტაიშვილი გათხოვდა და ბავშვს ელოდება
"როგორც დედაჩემმა და ბუკამ იპოვეს ერთმანეთი, ვფიქრობ, მეც ისევე მივაგენი ჩემს სიყვარულს" - მაკო კვიტაიშვილი გათხოვდა და ბავშვს ელოდება

ცნო­ბი­ლი ტელ­წამ­ყვა­ნის ეკა მიშ­ვე­ლა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლის, მაკო კვი­ტა­იშ­ვი­ლი­სა და თორ­ნი­კე გა­გუ­ას სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია სამი წლის წინ და­ი­წყო. ამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, თორ­ნი­კემ მა­კოს და­ბა­დე­ბის დღე­ზე ხელი სთხო­ვა და უკვე შვილ­საც ელო­დე­ბი­ან. რო­გო­რია მა­კოს ახა­ლი - ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა და რო­გორ ემ­ზა­დე­ბა დე­დო­ბის­თვის? - ის AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რე­ბა:

- მე და თორ­ნი­კემ ერ­თმა­ნე­თი ხუთი წლის წინ, სა­ერ­თო მე­გობ­რის­გან გა­ვი­ცა­ნით. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო, სამი წელი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, წე­სით, უკვე უნდა გა­ირ­კვეს და სა­ბო­ლოო სახე მი­ი­ღოს. ძა­ლი­ან გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ხში­რად უაზ­რო­ბის­კენ მი­დის... მოკ­ლედ, თორ­ნი­კემ გა­და­წყვი­ტა, რომ რა­ღაც შე­ეც­ვა­ლა და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­ე­ხა­და.

- ხელი რო­გორ გთხო­ვა?

- ხელი თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მთხო­ვა, ვხვდე­ბო­დი, რომ ამას აპი­რებ­და, მაგ­რამ ბო­ლომ­დე მა­ინც არ მჯე­რო­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ თავს ვი­ტყუ­ებ­დი, ვი­თომ ვე­რა­ფერს ვხვდე­ბო­დი, თუმ­ცა ქვეც­ნო­ბი­ერ­ში ვი­ცო­დი, რომ ბე­ჭედს მო­მი­ტან­და. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი იყო. ერთი წა­მით არ და­მიშ­ვია, რომ ამ წი­ნა­და­დე­ბა­ზე უნდა დავ­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი, იმი­ტომ რომ ზუს­ტად ვი­ცო­დი, ეს ის ადა­მი­ა­ნია, ვის­თან ერ­თა­დაც მთელ ცხოვ­რე­ბას გა­ვა­ტა­რებ. თორ­ნი­კეს­თან თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ. ვფიქ­რობ, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მთა­ვა­რი ის არის, რომ წყვი­ლი ერ­თად კომ­ფორ­ტუ­ლად და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლად გრძნობ­დეს თავს. ჩვენ ამას მი­ვაღ­წი­ეთ და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მი­ვი­ღეთ. ხე­ლის თხოვ­ნი­დან მე­ო­რე დღეს­ვე, უკვე ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. ამა­ში მა­ნამ­დეც არა­ფე­რი გვიშ­ლი­და ხელს, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ისე მოხ­და, რომ ერ­თად გა­დას­ვლა იმ დღეს გა­დავ­წყვი­ტეთ. პან­დე­მი­ის გამო ქორ­წი­ლი ჯერ არ გვქო­ნია, არც ვჩ­ქა­რობთ, ვცდი­ლობთ, ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­გუ­ლა­ცია და კა­ნო­ნი და­ვიც­ვათ.

- ეკა რო­გორ შეხ­ვდა ამ ამ­ბავს?

- ეკა­სა და ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს დი­დად არ გა­უკ­ვირ­დათ. უმე­ტე­სო­ბა იც­ნობ­და თორ­ნი­კეს და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხე­ბაც იცოდ­ნენ. ყვე­ლას ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. მი­მაჩ­ნია, რომ იმ ასაკ­ში ვართ, რო­დე­საც ეს ნა­ბი­ჯი უნდა გა­დაგ­ვედ­გა.

- ყო­ველ­თვის ამ­ბობ­დი, რომ ეკა­სა და ბუ­კას სიყ­ვა­რუ­ლი შენ­თვის სა­ნი­მუ­შოა. რა მოგ­წონს, მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- სხვა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ, სხვა­ნა­ი­რად უბრწყი­ნავთ თვა­ლე­ბი... მეც ზუს­ტად ეკა­სა და ბუ­კას მსგავს სიყ­ვა­რულს ვე­ძებ­დი. რა თქმა უნდა, სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გრძნო­ბაა, ყვე­ლას სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად უყ­ვარს. ვფიქ­რობ, რო­გორც დე­და­ჩემ­მა და ბუ­კამ იპო­ვეს ერ­თმა­ნე­თი, მეც ისე მი­ვა­გე­ნი ჩემს სიყ­ვა­რულს, მე და თორ­ნი­კეც ისე­ვე ძა­ლი­ან შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ. არ ვფიქ­რობ, რომ წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს უნდა ჰგავ­დეს. ჩემ­თვის ურ­თი­ერ­თო­ბა მა­შინ არის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სახ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვთ. მე და თორ­ნი­კე ზუს­ტად მათ შო­რის ვართ, სა­ერ­თოდ არ ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს - არც თვი­სე­ბე­ბით, არც აზ­რე­ბით, არც მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა გვაქვს ერ­თნა­ი­რი. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ერ­თმა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რე­ბი გვაქვს, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი დის­კომ­ფორ­ტს კი არ იწ­ვევს, პი­რი­ქით, ვავ­სებთ ერ­თმა­ნეთს.

- ზოგი წყვი­ლის­თვის თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი პე­რი­ო­დი რთუ­ლია, თქვენს შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ არის?

- ბევ­რის­გან გა­მი­გია - ოჯა­ხი ხრა­მი­აო, მაგ­რამ ვერ ვხვდე­ბი, ხრა­მი რა­ტომ არის. ალ­ბათ, იმა­ზე კარ­გად ვართ, ვიდ­რე ვი­ყა­ვით, რად­გან ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი და ძა­ლი­ან გვინ­დო­და ერ­თად ყოფ­ნა. ამის­თვის ორი­ვე ვი­ყა­ვით მზად.

- რამ­დე­ნად მო­ირ­გე ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სის როლი?

- ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და საჭ­მე­ლე­ბის კე­თე­ბაც და გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბაც. კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი აკა­დე­მი­აც და­ვამ­თავ­რე. მიყ­ვარს სახ­ლში ფუს­ფუ­სი და დი­ა­სახ­ლი­სო­ბა. სი­სუფ­თა­ვეს, წეს­რიგს, ჩემ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. თორ­ნი­კეც ამას დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს და სულ მა­გას ვე­უბ­ნე­ბი: გა­გი­მარ­თლა-მეთ­ქი... თორ­ნი­კე უამ­რავ კერძს არ მი­ირ­თმევ­და, ბევ­რი რამ გა­სინ­ჯუ­ლიც არ ჰქონ­და, რად­გან ეგო­ნა, რომ არ უყ­ვარ­და. ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი, რაც არ უნდა შევ­თა­ვა­ზო, ყვე­ლა­ფე­რი მოს­წონს, არა იმი­ტომ, რომ ვუყ­ვარ­ვარ, უბ­რა­ლოდ, მარ­თლა გემ­რი­ელ საჭ­მე­ლებს ვა­კე­თებ.

- სი­ურპრი­ზე­ბით რამ­დე­ნად ანე­ბივ­რებთ ერ­თმა­ნეთს?

- ორი­ვეს ძა­ლი­ან გვიყ­ვარს სი­ურპრი­ზე­ბი და სა­ჩუქ­რე­ბი და ვცდი­ლობთ, სულ გა­ვა­ხა­როთ ერ­თმა­ნე­თი. თორ­ნი­კე ყო­ველ­დღე ძა­ლი­ან ბევ­რი რა­ღა­ცით მა­ხა­რებს. ერთი სა­ხა­ლი­სო ამ­ბა­ვი გა­მახ­სენ­და: ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ღე­ჭი რე­ზი­ნი და სულ მაქვს ჩან­თა­ში. ახა­ლი წელი იყო და თორ­ნი­კემ ბევ­რი სა­ჩუ­ქა­რი მო­მი­ტა­ნა - საყ­ვა­რე­ლი სუ­ნა­მო, ფეხ­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მინ­დო­და და ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მი­ხარ­და, როცა თორ­ნი­კემ სა­ღე­ჭი რე­ზი­ნე­ბის ერთი დიდი შეკ­ვრა მო­მა­წო­და, ამ­ხე­ლა ემო­ცია არა­ფერ­ზე გა­მო­მი­ხა­ტავს და მი­თხრა, ისე ძა­ლი­ან გა­გი­ხარ­და, ყო­ველ­დღე მო­გი­ტა­ნო...

- ამა­სო­ბა­ში ბავ­შვსაც ელო­დე­ბით, რა შეც­ვა­ლა ამან შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- კი, ბავ­შვს ვე­ლო­დე­ბით. სქესს ჯერ სა­ი­დუმ­ლოდ ვტო­ვებ. უკვე მე­ექ­ვსე თვე­ში ვარ და ვფიქ­რობ, რომ ქა­ლის­თვის ეს არის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ჩემ­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა დი­დად, გარ­და ვი­ზუ­ა­ლი­სა, ესეც დი­დად არ მა­დარ­დებს, რად­გან ვიცი, რომ ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ზე დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვარ. ხან­და­ხან არის მო­მენ­ტი, როცა რა­ღაც ტან­საც­მელ­ში ვერ ვე­ტე­ვი და გან­ვიც­დი, მაგ­რამ პა­ტა­რა არ­სე­ბა მყავს მუ­ცელ­ში, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა მიყ­ვარ­დეს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­ფე­რი მა­წუ­ხებს.

- ეკა რო­გორ ემ­ზა­დე­ბა ბე­ბი­ო­ბის­თვის?

- ეკა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია. იმ­დე­ნად უხა­რი­ათ ეკას და ბუ­კას, რომ თა­ვი­ანთ ოთახ­ში ბავ­შვის სა­წო­ლის­თვის ად­გილ­საც კი ეძე­ბენ. ეკამ ერთხელ მი­თხრა, - არ და­მა­ვი­წყდეს, რომ ბე­ბია ვარ და დედა არ ვხდე­ბიო.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lol
6

სიტყვა 'დაოჯახდა'-ზე ალერგია გაქვთ? გთხოვდა რა ნივთია და მერე მოაბრუნებენ? 21-ე საუკუნეა 

დ.დ.
13

სიძეს არც ტატუ, არც საყურე, არც პირსინგი, არც იანიჩარის წვერები . . . . . გაგამრავლოს და აგაშენოს ბაბუ ღმერთმა ! ისე შენს სიდედრს თუ მიხუინის ნაცში არ შეყვები, კარგს იზამ ! ! !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"როგორც დედაჩემმა და ბუკამ იპოვეს ერთმანეთი, ვფიქრობ, მეც ისევე მივაგენი ჩემს სიყვარულს" - მაკო კვიტაიშვილი გათხოვდა და ბავშვს ელოდება

"როგორც დედაჩემმა და ბუკამ იპოვეს ერთმანეთი, ვფიქრობ, მეც ისევე მივაგენი ჩემს სიყვარულს" - მაკო კვიტაიშვილი გათხოვდა და ბავშვს ელოდება

ცნობილი ტელწამყვანის ეკა მიშველაძის ქალიშვილის, მაკო კვიტაიშვილისა და თორნიკე გაგუას სიყვარულის ისტორია სამი წლის წინ დაიწყო. ამ რამდენიმე თვის წინ, თორნიკემ მაკოს დაბადების დღეზე ხელი სთხოვა და უკვე შვილსაც ელოდებიან. როგორია მაკოს ახალი - ოჯახური ცხოვრება და როგორ ემზადება დედობისთვის? - ის AMBEBI.GE-ს ესაუბრება:

- მე და თორნიკემ ერთმანეთი ხუთი წლის წინ, საერთო მეგობრისგან გავიცანით. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, სამი წელი შეყვარებულები ვიყავით. ამ ხნის განმავლობაში ურთიერთობები, წესით, უკვე უნდა გაირკვეს და საბოლოო სახე მიიღოს. ძალიან გახანგრძლივებული ურთიერთობა ხშირად უაზრობისკენ მიდის... მოკლედ, თორნიკემ გადაწყვიტა, რომ რაღაც შეეცვალა და ჩვენი ურთიერთობა უფრო მრავალფეროვანი გაეხადა.

- ხელი როგორ გთხოვა?

- ხელი თავის დაბადების დღეზე მთხოვა, ვხვდებოდი, რომ ამას აპირებდა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მჯეროდა. აღმოჩნდა, რომ თავს ვიტყუებდი, ვითომ ვერაფერს ვხვდებოდი, თუმცა ქვეცნობიერში ვიცოდი, რომ ბეჭედს მომიტანდა. ძალიან ემოციური მომენტი იყო. ერთი წამით არ დამიშვია, რომ ამ წინადადებაზე უნდა დავფიქრებულიყავი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი, ეს ის ადამიანია, ვისთან ერთადაც მთელ ცხოვრებას გავატარებ. თორნიკესთან თავს კომფორტულად ვგრძნობ. ვფიქრობ, ურთიერთობაში მთავარი ის არის, რომ წყვილი ერთად კომფორტულად და დაბალანსებულად გრძნობდეს თავს. ჩვენ ამას მივაღწიეთ და ეს გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ხელის თხოვნიდან მეორე დღესვე, უკვე ერთად ვცხოვრობდით. ამაში მანამდეც არაფერი გვიშლიდა ხელს, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ ერთად გადასვლა იმ დღეს გადავწყვიტეთ. პანდემიის გამო ქორწილი ჯერ არ გვქონია, არც ვჩქარობთ, ვცდილობთ, ყველანაირი რეგულაცია და კანონი დავიცვათ.

- ეკა როგორ შეხვდა ამ ამბავს?

- ეკასა და ჩემი ოჯახის წევრებს დიდად არ გაუკვირდათ. უმეტესობა იცნობდა თორნიკეს და ჩვენი ურთიერთობის შესახებაც იცოდნენ. ყველას ძალიან გაუხარდა. მიმაჩნია, რომ იმ ასაკში ვართ, როდესაც ეს ნაბიჯი უნდა გადაგვედგა.

- ყოველთვის ამბობდი, რომ ეკასა და ბუკას სიყვარული შენთვის სანიმუშოა. რა მოგწონს, მათ ურთიერთობაში ყველაზე მეტად?

- სხვანაირი ურთიერთდამოკიდებულება აქვთ, სხვანაირად უბრწყინავთ თვალები... მეც ზუსტად ეკასა და ბუკას მსგავს სიყვარულს ვეძებდი. რა თქმა უნდა, სიყვარული ყველაზე მრავალფეროვანი გრძნობაა, ყველას სხვადასხვანაირად უყვარს. ვფიქრობ, როგორც დედაჩემმა და ბუკამ იპოვეს ერთმანეთი, მეც ისე მივაგენი ჩემს სიყვარულს, მე და თორნიკეც ისევე ძალიან შეხმატკბილებული და ბედნიერები ვართ. არ ვფიქრობ, რომ წყვილი ერთმანეთს უნდა ჰგავდეს. ჩემთვის ურთიერთობა მაშინ არის მრავალფეროვანი, როდესაც ადამიანებს ერთმანეთისგან განსახვავებული მოსაზრება და შეხედულებები აქვთ. მე და თორნიკე ზუსტად მათ შორის ვართ, საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს - არც თვისებებით, არც აზრებით, არც მუსიკალური გემოვნება გვაქვს ერთნაირი. ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რომ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები ვართ, განსხვავებული აზრები გვაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დისკომფორტს კი არ იწვევს, პირიქით, ვავსებთ ერთმანეთს.

- ზოგი წყვილისთვის თანაცხოვრების პირველი პერიოდი რთულია, თქვენს შემთხვევაში როგორ არის?

- ბევრისგან გამიგია - ოჯახი ხრამიაო, მაგრამ ვერ ვხვდები, ხრამი რატომ არის. ალბათ, იმაზე კარგად ვართ, ვიდრე ვიყავით, რადგან ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ძალიან გვინდოდა ერთად ყოფნა. ამისთვის ორივე ვიყავით მზად.

- რამდენად მოირგე ოჯახის დიასახლისის როლი?

- ყოველთვის მიყვარდა საჭმელების კეთებაც და გემრიელი კერძების დაგემოვნებაც. კულინარიული აკადემიაც დავამთავრე. მიყვარს სახლში ფუსფუსი და დიასახლისობა. სისუფთავეს, წესრიგს, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თორნიკეც ამას დიდ ყურადღებას აქცევს და სულ მაგას ვეუბნები: გაგიმართლა-მეთქი... თორნიკე უამრავ კერძს არ მიირთმევდა, ბევრი რამ გასინჯულიც არ ჰქონდა, რადგან ეგონა, რომ არ უყვარდა. ჩემი გაკეთებული, რაც არ უნდა შევთავაზო, ყველაფერი მოსწონს, არა იმიტომ, რომ ვუყვარვარ, უბრალოდ, მართლა გემრიელ საჭმელებს ვაკეთებ.

- სიურპრიზებით რამდენად ანებივრებთ ერთმანეთს?

- ორივეს ძალიან გვიყვარს სიურპრიზები და საჩუქრები და ვცდილობთ, სულ გავახაროთ ერთმანეთი. თორნიკე ყოველდღე ძალიან ბევრი რაღაცით მახარებს. ერთი სახალისო ამბავი გამახსენდა: ძალიან მიყვარს საღეჭი რეზინი და სულ მაქვს ჩანთაში. ახალი წელი იყო და თორნიკემ ბევრი საჩუქარი მომიტანა - საყვარელი სუნამო, ფეხსაცმელი, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა და ყველაზე მეტად გამიხარდა, როცა თორნიკემ საღეჭი რეზინების ერთი დიდი შეკვრა მომაწოდა, ამხელა ემოცია არაფერზე გამომიხატავს და მითხრა, ისე ძალიან გაგიხარდა, ყოველდღე მოგიტანო...

- ამასობაში ბავშვსაც ელოდებით, რა შეცვალა ამან შენს ცხოვრებაში?

- კი, ბავშვს ველოდებით. სქესს ჯერ საიდუმლოდ ვტოვებ. უკვე მეექვსე თვეში ვარ და ვფიქრობ, რომ ქალისთვის ეს არის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მდგომარეობა. ჩემში არაფერი შეცვლილა დიდად, გარდა ვიზუალისა, ესეც დიდად არ მადარდებს, რადგან ვიცი, რომ ყველაზე ღირებული და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის წინაშე ვდგავარ. ხანდახან არის მომენტი, როცა რაღაც ტანსაცმელში ვერ ვეტევი და განვიცდი, მაგრამ პატარა არსება მყავს მუცელში, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა მიყვარდეს და აქედან გამომდინარე, არაფერი მაწუხებს.

- ეკა როგორ ემზადება ბებიობისთვის?

- ეკა ძალიან ბედნიერია. იმდენად უხარიათ ეკას და ბუკას, რომ თავიანთ ოთახში ბავშვის საწოლისთვის ადგილსაც კი ეძებენ. ეკამ ერთხელ მითხრა, - არ დამავიწყდეს, რომ ბებია ვარ და დედა არ ვხდებიო.

"ნინოწმინდის პანსიონში გამოვრიცხავ სექსუალურ ძალადობას" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"პანსიონში სიტუაციის დალაგება მინდა, გარედან ძალიან აურიეს - სახალხო დამცველს ჯერ თბილისში შევხვდები..." - მეუფე იაკობი

"საქართველოს ელჩის გაფრთხილება: "ისრაელში ქართულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება" - რას წერს ებრაული გამოცემა?