მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„KIU ჩემს მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს და დამეხმარება, არჩეულ პროფესიაში ვიყო საუკეთესო“ - სამტრედიელი ახალგაზრდის გზა წარმატებისკენ
„KIU ჩემს მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს და დამეხმარება, არჩეულ პროფესიაში ვიყო საუკეთესო“ - სამტრედიელი ახალგაზრდის გზა წარმატებისკენ

თე­მურ ფხა­კა­ძე ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის პროგ­რა­მის ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტია. ის აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი KIU-ს პრო­ექ­ტებ­ში. ამ­ჟა­მად, თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს „Visual Math Fest”-ში და კონ­კურ­სის ნა­ხე­ვარ ფი­ნალ­შია. ამ პრო­ექ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლობს ადა­მი­ა­ნებს და­ა­ნა­ხოს, რომ მა­თე­მა­ტი­კა ეს­თე­ტი­კუ­რი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და ზუს­ტი მეც­ნი­ე­რე­ბაა, რო­მე­ლიც სამ­ყა­როს კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბებს სწავ­ლობს. “Kiu Students vs High Schools“-ის ფარ­გლებ­ში, მა­თე­მა­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნა წა­რად­გი­ნა, რო­მელ­მაც მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და ახლა უკვე მოს­წავ­ლე­ე­ბის მიერ შეს­რუ­ლე­ბულს თა­ვად­ვე ამოწ­მებს. ამ­ბობს, რომ ეს პრო­ექ­ტი ახა­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. თე­მუ­რი, ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და “Math Winter School”-ში, სა­დაც მა­თე­მა­ტი­კის სა­კი­თხებს უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­ეც­ნო. „Competitive Programing Club“ ოლიმ­პი­უ­რი პროგ­რა­მი­რე­ბის კლუ­ბი კი ერთ-ერთ იდე­ა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბად მი­აჩ­ნია სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის.

მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ახალ­გაზ­რდამ სამ­ტრე­დი­ის N3 სა­ჯა­რო სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ამ­თავ­რა. წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ახერ­ხებ­და კლას­გა­რე­შე ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვას. ამას ის უამ­რა­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­ექ­ტი/ოლიმ­პი­ა­და მოწ­მობს, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და და წარ­მა­ტე­ბებ­საც აღ­წევ­და. ათე­უ­ლო­ბით პრო­ექტს შო­რი­საა: „გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ვიქ­ტო­რი­ნა“, „სი­კე­თე გა­დამ­დე­ბია“ , „ჩვენ ვქმნით ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტოს“, კონ­ფე­რენ­ცია „მსოფ­ლი­ოს უძ­ვე­ლე­სი ქა­ლა­ქე­ბი“, ასე­ვე, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ, „გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მე­ო­რე შე­საძ­ლებ­ლო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­კლუ­ზი­ით“ ქვეპ­როგ­რა­მის ფარ­გლებ­ში და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი: „რა სად რო­დის“, „ტვი­ნე­ბის ბრძო­ლა“, ნა­ტოს ეგი­დით გა­მარ­თუ­ლი საბ­რძო­ლო (ხო­მალ­დე­ბის) გე­მე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტური. თე­მუ­რი, ასე­ვე, გახ­ლდათ „მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სახ­ლის მოს­წავ­ლე­თა პარ­ლა­მენ­ტის“ სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში უამ­რა­ვი აქ­ტი­ვო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, მათ­გან „იმი­ტი­რე­ბულ სა­სა­მარ­თლოს“ გა­მო­არ­ჩევ­და. ამ უკა­ნას­კნელ­მა მას უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­მა­ტა.

სკო­ლის ბოლო სა­ფე­ხურ­ზე, მა­შინ, რო­დე­საც ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი პრო­ფე­სია უნდა აერ­ჩია ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით შე­ი­ტყო. KIU იმ­თა­ვით­ვე მის გა­მოწ­ვე­ვად იქცა. ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­და სა­ზღვარ­გა­რეთ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე. მსოფ­ლიო დო­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­ში ჩა­ბა­რე­ბა მიზ­ნად და­ი­სა­ხა და ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად ექცა. მშობ­ლი­ურ იმე­რეთ­ში პროგ­რა­მას გერ­მა­ნუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მო­დე­ლით გა­დის. უნი­ვერ­სი­ტეტ­მა სწავ­ლი­სა და ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე კამ­პუს­ზე ცხოვ­რე­ბის გა­და­სა­ხა­დი და­უ­ფი­ნან­სა, ასე­ვე, და­უ­ნიშ­ნა ყო­ველ­თვი­უ­რი სტი­პენ­დია. ყვე­ლა ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა თე­მუ­რის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მო­ტი­ვა­ცი­ას უზ­რდის.

„გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ იმ სი­ნამ­დვი­ლით, რო­მე­ლიც KIU-ში დამ­ხვდა. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ხა­რისხსა და ზო­გა­დად, უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე წარ­მოდ­გე­ნა თა­ვი­დან­ვე დიდი მქონ­და, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბამ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. აქ სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს, ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად ჩა­ვერ­თო სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებ­ში, მო­ვახ­დი­ნო სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა. ის ფაქ­ტი, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­მა სწავ­ლი­სა და კამ­პუს­ზე ცხოვ­რე­ბის გა­და­სა­ხა­დი და­მი­ფი­ნან­სა და და­მი­ნიშ­ნა ყო­ველ­თვი­უ­რი სტი­პენ­დია ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. და­წე­სე­ბუ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბი სტი­მულს მაძ­ლევს. მჯე­რა, რომ KIU-ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა ჩემს მო­მა­ვალს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სა­ზღვრავს და და­მეხ­მა­რე­ბა, არ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ა­ში ვიყო სა­უ­კე­თე­სო. მე მჯე­რა ჩემი მო­მავ­ლის.“ - კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტი თე­მურ ფხა­კა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2021-2022 აკა­დე­მი­უ­რი სას­წავ­ლო წლის­თვის სტუ­დენ­ტე­ბის ახა­ლი ნა­კა­დის მი­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბა.

KIU სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტია, რო­მე­ლიც ქარ­თველ და უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს უნი­კა­ლურ კამ­პუსს, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა და სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს სთა­ვა­ზობს. სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, იცხოვ­რონ და ის­წავ­ლონ კე­თილ­მო­წყო­ბილ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­ში, მი­ი­ღონ ხა­რის­ხი­ა­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა და ქარ­თველ და უცხო­ელ პრო­ფე­სო­რებ­თან ერ­თად ჩა­ერ­თონ ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში. სტუ­დენ­ტე­ბი, გარ­და აკა­დე­მი­უ­რი და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­სა, აქ­ტი­უ­რად იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ულ კლუბ­ში, შიდა კონ­კურსსა და ოლიმ­პი­ა­და­ში.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ნამ­შრომ­ლობს ევ­რო­პის წამ­ყვან მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან. უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო პრე­ზი­დენ­ტია TUM-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, პრო­ფე­სო­რი ვოლ­ფგანგ ა. ჰერ­მა­ნი. ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა ინ­გლი­სურ ენა­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სტუ­დენ­ტებს ქარ­თვე­ლი და ევ­რო­პე­ლი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან.

NS

ხათუნა
0

წარმატებები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

„KIU ჩემს მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს და დამეხმარება, არჩეულ პროფესიაში ვიყო საუკეთესო“ - სამტრედიელი ახალგაზრდის გზა წარმატებისკენ

„KIU ჩემს მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს და დამეხმარება, არჩეულ პროფესიაში ვიყო საუკეთესო“ - სამტრედიელი ახალგაზრდის გზა წარმატებისკენ

თემურ ფხაკაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია. ის აქტიურადაა ჩართული KIU-ს პროექტებში. ამჟამად, თანატოლებთან ერთად მონაწილეობას იღებს „Visual Math Fest”-ში და კონკურსის ნახევარ ფინალშია. ამ პროექტის საშუალებით ცდილობს ადამიანებს დაანახოს, რომ მათემატიკა ესთეტიკური, შემოქმედებითი და ზუსტი მეცნიერებაა, რომელიც სამყაროს კანონზომიერებებს სწავლობს. “Kiu Students vs High Schools“-ის ფარგლებში, მათემატიკური ამოცანა წარადგინა, რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა და ახლა უკვე მოსწავლეების მიერ შესრულებულს თავადვე ამოწმებს. ამბობს, რომ ეს პროექტი ახალი უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება. თემური, ასევე, მონაწილეობას იღებდა “Math Winter School”-ში, სადაც მათემატიკის საკითხებს უფრო სიღრმისეულად გაეცნო. „Competitive Programing Club“ ოლიმპიური პროგრამირების კლუბი კი ერთ-ერთ იდეალურ საშუალებად მიაჩნია საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისა და გაუმჯობესებისათვის.

მიზანდასახული ახალგაზრდამ სამტრედიის N3 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. წარჩინებული მოსწავლე სწავლის პარალელურად, ახერხებდა კლასგარეშე ღონისძიებებში აქტიურად ჩართვას. ამას ის უამრავი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტი/ოლიმპიადა მოწმობს, რომელშიც მონაწილეობას იღებდა და წარმატებებსაც აღწევდა. ათეულობით პროექტს შორისაა: „გეოგრაფიული ვიქტორინა“, „სიკეთე გადამდებია“ , „ჩვენ ვქმნით ტურისტულ სააგენტოს“, კონფერენცია „მსოფლიოს უძველესი ქალაქები“, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები, ინტელექტუალური თამაშები: „რა სად როდის“, „ტვინების ბრძოლა“, ნატოს ეგიდით გამართული საბრძოლო (ხომალდების) გემების საგანმანათლებლო ტური. თემური, ასევე, გახლდათ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის“ სრულუფლებიანი წევრი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში უამრავი აქტივობა ხორციელდებოდა, მათგან „იმიტირებულ სასამართლოს“ გამოარჩევდა. ამ უკანასკნელმა მას უდიდესი გამოცდილება შემატა.

სკოლის ბოლო საფეხურზე, მაშინ, როდესაც ცხოვრების მთავარი პროფესია უნდა აერჩია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო. KIU იმთავითვე მის გამოწვევად იქცა. ბავშვობიდან ოცნებობდა საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღებაზე. მსოფლიო დონის საუნივერსიტეტო ქალაქში ჩაბარება მიზნად დაისახა და ოცნება რეალობად ექცა. მშობლიურ იმერეთში პროგრამას გერმანული საგანმანათლებლო მოდელით გადის. უნივერსიტეტმა სწავლისა და ულტრათანამედროვე კამპუსზე ცხოვრების გადასახადი დაუფინანსა, ასევე, დაუნიშნა ყოველთვიური სტიპენდია. ყველა ეს შესაძლებლობა თემურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოტივაციას უზრდის.

„გაოცებული ვარ იმ სინამდვილით, რომელიც KIU-ში დამხვდა. საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხსა და ზოგადად, უნივერსიტეტზე წარმოდგენა თავიდანვე დიდი მქონდა, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. აქ საშუალება მაქვს, ნიჭიერ ახალგაზრდებთან ერთად ჩავერთო საინტერესო პროექტებში, მოვახდინო საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტმა სწავლისა და კამპუსზე ცხოვრების გადასახადი დამიფინანსა და დამინიშნა ყოველთვიური სტიპენდია ძალიან მახარებს. დაწესებული შეღავათები სტიმულს მაძლევს. მჯერა, რომ KIU-ში მიღებული ცოდნა ჩემს მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს და დამეხმარება, არჩეულ პროფესიაში ვიყო საუკეთესო. მე მჯერა ჩემი მომავლის.“ - კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტი თემურ ფხაკაძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება.

KIU სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები, გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა და ოლიმპიადაში.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.

NS

სამებაში გურამ დოჩანაშვილს სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

"ისე იეჭვიანა, მაშინ მივხვდი, მეგრელი ქალის სიყვარული რას ნიშნავს" -  როგორ ათქმევინა თათია შარანგიამ მეუღლეს ამერიკულ ცხოვრებაზე უარი

საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში