მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირით სუნთქვა სრულფასოვანი სუნთქვა არაა“ - ოტო-რინო-ლარინგოლოგი ბერდია ბერიძე გართულებებზე, რომელსაც ცხვირით სუნთქვის შეზღუდვა იწვევს
"პირით სუნთქვა სრულფასოვანი სუნთქვა არაა“ - ოტო-რინო-ლარინგოლოგი ბერდია ბერიძე გართულებებზე, რომელსაც ცხვირით სუნთქვის შეზღუდვა იწვევს

ცხვი­რით სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს მუდ­მი­ვი ან პე­რი­ო­დუ­ლი, ცხვი­რი­დან ლორ­წო­ვა­ნი გა­მო­ნა­დე­ნი, ყუ­რე­ბის და­გუ­ბე­ბა, ძი­ლის დარ­ღვე­ვა, ხვრინ­ვა, დაღ­ლი­ლო­ბა და მო­თენ­თი­ლო­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი - თუ ამ სიმპტო­მე­ბი­დან ერთი ან რამ­დე­ნი­მე გა­წუ­ხებთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოთ ოტო-რინო-ლა­რინ­გო­ლოგს, რო­მე­ლიც ცხვი­რის ძგი­დეს შე­ა­მოწ­მებს და ცხვი­რის ფუნ­ქცი­უ­რი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გე­ტყვით, გაქვთ თუ არა ცხვი­რის გამ­რუ­დე­ბა და სა­ჭი­როა თუ არა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ თეთ­რი რა­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის 99%-ს გამ­რუ­დე­ბუ­ლი ძგი­დე აქვს, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა სა­ო­პე­რა­ცი­ოა. ძგი­დის გამ­რუ­დე­ბა ცხვი­რის ნი­ჟა­რე­ბის დე­ფორ­მა­ცი­ა­საც იწ­ვევს.

უფრო დე­ტა­ლუ­რად ცხვი­რით სუნ­თქვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, პრობ­ლე­მებ­სა და გა­მო­სა­ვალ­ზე „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ოტო-რინო-ლა­რინ­გო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ბერ­დია ბე­რი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

„ზო­გა­დად, ცხვი­რის ღრუ ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კუ­რი ორ­გა­ნოა და მისი გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ორ­გა­ნიზ­მის ჟანგბა­დით სრულ­ფა­სოვ­ნად გა­სა­ჯე­რებ­ლად ცხვი­რით სუნ­თქვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. შეს­ნუთ­ქუ­ლი ჰა­ე­რი უნდა გათ­ბეს, და­ტე­ნი­ან­დეს, მსხვი­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი მო­შორ­დეს და მხო­ლოდ შემ­დეგ გა­და­ვი­დეს ქვე­და სა­სუნ­თქ ორ­გა­ნო­ში ანუ ფილ­ტვებ­ში. მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა ორ­გა­ნიზ­მის ჟანგბა­დით სრუ­ლად გა­ჯე­რე­ბა. პი­რით სუნ­თქვის შემ­თხვე­ვა­ში ჟანგბა­დით გა­ჯე­რე­ბა არას­რულ­ფა­სოვ­ნია და ამი­ტომ, მათ, ვინც პი­რით სუნ­თქავს, ხში­რად აწუ­ხებს თავ­ბრუს­ხვე­ვა, უძი­ლო­ბა, მო­თენ­თი­ლო­ბა. ცხვი­რით სუნ­თქვას კი, რო­გორც წესი, ორი პრობ­ლე­მა - ძგი­დის გამ­რუ­დე­ბა და ნი­ჟა­რე­ბის დე­ფორ­მა­ცია უშ­ლის ხელს,“ - გან­მარ­ტავს ბერ­დია ბე­რი­ძე.

რა იწ­ვევს ძგი­დის გამ­რუ­დე­ბას?

ძგი­დის გამ­რუ­დე­ბა თეთ­რი რა­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის დიდი პრობ­ლე­მაა. არ­სე­ბობს თან­და­ყო­ლი­ლი და შე­ძე­ნი­ლი ძგი­დის გამ­რუ­დე­ბა. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გამ­რუ­დე­ბუ­ლი ძგი­დით იბა­დე­ბა, მისი ორ­გა­ნიზ­მი დე­ფორ­მა­ცი­ას­თან ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია. პრობ­ლე­ბის კომ­პენ­სა­ცია მე­ო­რე ნეს­ტო­თი ხდე­ბა და ფილ­ტვე­ბი სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბით გამთბარ, და­ტე­ნი­ა­ნე­ბულ ჰა­ერს იღებს. ამ შემ­თხვე­ვა­ში დე­ფორ­მა­ცია სამ­შო­ბი­ა­რო გზე­ბის გავ­ლის დროს ხდე­ბა ხოლ­მე, რაც ზო­გა­დად, სა­ხის ძვლე­ბის­თვის უდი­დე­სი ტრავ­მაა. თუმ­ცა, რო­გორც გი­თხა­რით, ორ­გა­ნიზ­მი აღ­ნიშ­ნულს ეჩ­ვე­ვა და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ყოვ­ლეთ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­ძე­ნილ ძგი­დის გამ­რუ­დე­ბას, ეს უმე­ტე­სად პა­ტა­რა ასაკ­ში თა­მა­შის ან წაქ­ცე­ვის, დი­დო­ბა­ში კი - ჩხუ­ბი­სა და ავა­რი­ე­ბის დროს ხდე­ბა ხოლ­მე. სპორ­ტსმე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მას პრო­ფე­სი­ულ და­ა­ვა­დე­ბას უწო­დე­ბენ.

რო­დის არის ძგი­დის გამ­რუ­დე­ბა სა­ო­პე­რა­ციო და რო­გორ ხდე­ბა ამ დი­აგ­ნო­ზის დას­მა?

როცა ძგი­დის გამ­რუ­დე­ბა თან­და­ყო­ლი­ლია, ორ­გა­ნიზ­მი მას­თან ადაპ­ტირ­დე­ბა და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ოპე­რა­ცია სა­ჭი­რო არაა. თუმ­ცა გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე ორ­გა­ნიზ­მი დახ­მა­რე­ბას ითხოვს, რაც ცხვი­რის გა­ჭედ­ვით და სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბით გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ამ დროს პა­ცი­ენტს ფიბ­როს­კო­პი­ას ვუ­კე­თებთ. ეს ცხვი­რის ღრუს ღრმა დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ის­მე­ბა დი­აგ­ნო­ზი - ძგი­დის გამ­რუ­დე­ბა. თუმ­ცა ოპე­რა­ცი­ის და­სა­ნიშ­ნად კი­დევ ერთი კვლე­ვაა სა­ჭი­რო. ეს არის ცხვი­რის ფუნ­ქცი­უ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა, რო­მე­ლიც დი­აგ­ნოზს მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტუ­რად სვამს, რად­გან გვაჩ­ვე­ნებს კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ად­გილ­ზე აქვს ძგი­დეს პრობ­ლე­მა, რამ­დე­ნი მმ-ით არის გამ­რუ­დე­ბუ­ლი. ამა­ვე კვლე­ვით ვი­გებთ, რამ­დე­ნი ლიტ­რი ჰა­ე­რი შე­დის ნეს­ტო­ში დრო­ის კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში და მას სტან­დარტს ვა­და­რებთ. ამ კვლე­ვის გა­რე­შე ძგი­დის გამ­რუ­დე­ბის ოპე­რა­ცია არ იგეგ­მე­ბა, რად­გან მის გარ­და არა­ერ­თი პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს, რაც ადა­მი­ანს სუნ­თქვა­ში ხელს უშ­ლის. მა­გა­ლი­თად, ასე­თია რი­ნი­ტი, რომ­ლის სხვა­დას­ხა სა­ხე­ო­ბის გა­ჩე­ნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას დღე­ვან­დე­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა უწყობს ხელს.

რა პრობ­ლე­მაა რი­ნი­ტი და რა იწ­ვევს მას?

რი­ნი­ტი ცხვი­რის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის ან­თე­ბაა. ის 200-ზე მეტი სა­ხე­ო­ბის არ­სე­ბობს, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე ხში­რად ალერ­გი­უ­ლი და ქრო­ნი­კუ­ლი რი­ნი­ტი გვხვდე­ბა. რო­გორც წესი, მას მტვე­რი, ბუმ­ბუ­ლი, მა­ტყლი, ბეწ­ვი იწ­ვევს. ზო­გა­დად, სა­სურ­ვე­ლია, ბუმ­ბუ­ლი­სა და მა­ტყლის ლო­გი­ნი ხმა­რე­ბი­დან ყვე­ლამ ამო­ი­ღოს. შე­იძ­ლე­ბა ტეს­ტით მტვერ­ზე ალერ­გია არ უდას­ტურ­დე­ბო­დეს ადა­მი­ანს, მაგ­რამ მტვრის ტკი­პა, რო­მე­ლიც მა­ტყლსა და ბუმ­ბულ­ში ბი­ნად­რობს, მას მა­ინც უქ­მნის პრობ­ლე­მებს. ის ღა­მით ცხვი­რის ლორ­წო­ვანს აღი­ზი­ა­ნებს და ცხვი­რის გა­ჭედ­ვას იწ­ვევს. ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად კი იყე­ნე­ბენ გამ­ხსნე­ლებს, რომ­ლის ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბაც თა­ვის მხრივ დიდ გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვევს.

ანა­ლო­გი­უ­რად ცხვი­რის ლორ­წოს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს მშრა­ლი ჰა­ე­რიც. პრობ­ლე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­ურ­დე­ბა ზამ­თარ­ში, რო­დე­საც და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში გა­მათ­ბო­ბე­ლია ჩარ­თუ­ლი. ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია, რომ ღა­მით ძი­ლის დროს ოთახ­ში ჩარ­თუ­ლი იყოს ჰა­ე­რის და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი. ტე­ნი­ა­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 55%-65% უნდა იყოს.

ცხვი­რის გამ­ხსნე­ლე­ბის ხან­გრძლი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბა რა­ტომ არის სა­ში­ში?

ცხვი­რის გამ­ხსნე­ლე­ბის ხან­გრძლი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბა მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ რი­ნიტს იწ­ვევს. მყო­ლია პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სის­ტე­მა­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ გამ­ხსნე­ლებს, რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია. თი­თო­ე­ულ პრე­პა­რატს ანო­ტა­ცი­ა­ში უწე­რია, რომ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა 5, მაქ­სი­მუმ 7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. 7 დღის შემ­დეგ კი მი­დის უკუ­რე­აქ­ცია და გახ­სნის ნაც­ვლად, უა­რე­სად გა­ჭედ­ვა ხდე­ბა. ამ დროს ჩნდე­ბა რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. გამ­ხსნე­ლებ­ზე უა­რის თქმა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია. ასეთ პა­ცი­ენ­ტებს ვუ­ნიშ­ნავთ ჩა­ნაც­ვლე­ბით თე­რა­პი­ას - პრე­პა­რა­ტებს, რომ­ლე­ბიც ხან­გრძლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მიჩ­ვე­ვას და გვერ­დით მოვ­ლე­ნებს არ იწ­ვევს. ერ­თთვი­ა­ნი კურ­სის შემ­დეგ თუ ჩვენ­თვის და პა­ცი­ენ­ტის­თვის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი ვერ მი­ვი­ღეთ, მა­შინ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ხდე­ბა სა­ჭი­რო. ეს არის გა­დაგ­ვა­რე­ბუ­ლი ნი­ჟა­რე­ბის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია გაჭ­რის გა­რე­შე.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც გამ­ხსნე­ლებს ხან­გრძლი­ვად იყე­ნე­ბენ, ინ­ფარ­ქტი­სა და ინ­სულ­ტის რის­კის ქვეშ არი­ან. გამ­ხსნე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი სის­ხლძარ­ღვებს ავიწ­რო­ებს და ეს შე­ვიწ­რო­ე­ბა ხდე­ბა ყველ­გან, მათ შო­რის, გულ­შიც. სწო­რედ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­ჩე­ნის საფრ­თხეს.

გამ­ხსნე­ლე­ბის ძა­ლი­ან ხან­გრძლივ­მა გა­მო­ყე­ნე­ბამ ცხვი­რის ძგი­დის გახ­ვრე­ტაც კი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

რას გუ­ლის­ხმობს ნი­ჟა­რე­ბის ოპე­რა­ცია?

ნი­ჟა­რე­ბის ოპე­რა­ცი­ის დროს არ შე­იძ­ლე­ბა მათი მოჭ­რა. მოჭ­რის დროს ძა­ლი­ან პა­რა­დოქ­სულ სუ­რათს ვი­ღებთ, რად­გან ცხვირ­ში არის გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლი და ადა­მი­ა­ნი წე­სით კარ­გად უნდა სუნ­თქავ­დეს, მაგ­რამ ვერ სუნ­თქავს, რად­გან შე­სუნ­თქუ­ლი ჰა­ე­რის ნა­კა­დის მი­მარ­თუ­ლე­ბა იც­ვლე­ბა. მისი 90% ცხვირ­ში რჩე­ბა და ტრი­ა­ლებს, მხო­ლოდ 10% - გა­და­დის ფილ­ტვებ­ში. შე­დე­გად კი ადა­მი­ა­ნი პი­რით სუნ­თქვას იწყებს. მოკ­ვე­თი­ლი ნი­ჟა­რე­ბის ქი­რურ­გი­უ­ლად გა­მოს­წო­რე­ბა ბევ­რად რთუ­ლია, ვიდ­რე გამ­ხსნე­ლე­ბის ხან­გრძლი­ვი შეს­ხუ­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის.

ადრე ნი­ჟა­რე­ბის ოპე­რა­ცი­ის დროს მას წვავ­დნენ ხოლ­მე, რაც ასე­ვე არ შე­იძ­ლე­ბა.

ცხვი­რის ძგი­დე და ნი­ჟა­რე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან რა კავ­შირ­შია? ერთი გარ­თუ­ლე­ბა მე­ო­რეს იწ­ვევს თუ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრობ­ლე­მე­ბია?

ცხვი­რის ძგი­დე და ნი­ჟა­რე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ძა­ლი­ან მჭიდ­რო კავ­შირ­შია. ცხვი­რის თი­თო­ე­ულ ნეს­ტო­ში 3-3 ნი­ჟა­რა გვაქვს, რო­მელ­თა­გან ქვე­და ნი­ჟა­რა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ის სუნ­თქვა­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. როცა ერთი ნი­ჟა­რა გა­ბე­რი­ლია, მე­ო­რე - და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლია. გამ­რუ­დე­ბუ­ლი ძგი­დე ნი­ჟა­რას ჭყლი­ტავს და ის გა­ბერ­ვა-და­პა­ტა­რა­ვე­ბას ვე­ღარ ახერ­ხებს. ამ დროს მე­ო­რე ნი­ჟა­რა იზ­რდე­ბა ზო­მა­ში და აღარ პა­ტა­რავ­დე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ ცხვი­რის ძგი­დი­სა და ნი­ჟა­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი უმე­ტე­სად ერ­თმა­ნეთ­თან პლას­ტი­კის გა­კე­თე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­გორც წესი, ქი­რურ­გი სა­ო­პე­რა­ციო მა­გი­დას­თან ძგი­დის გას­წო­რე­ბის დროს იღებს. ამ დროს ის ნა­ხუ­ლობს, რა ვი­თა­რე­ბა­შია ნი­ჟა­რე­ბი, ით­ვა­ლის­წი­ნებს ფიბ­როს­კო­პი­ი­სა და ცხვი­რის ფუნ­ქცი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გებ­საც და ასე იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

რამ­დე­ნად რთუ­ლია ძგი­დის ოპე­რა­ცია?

სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლის ოპე­რა­ცი­ად ით­ვლე­ბა. ხან­გრძლი­ვო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თია. კეთ­დე­ბა შიგ­ნი­დან, ცხვი­რის ღრუ­ში. პა­ცი­ენტს გა­რე­დან არა­ფე­რი ეტყო­ბა, არც თვა­ლე­ბი ულურ­ჯდე­ბა და არც ფიქ­სა­ტო­რი სჭირ­დე­ბა. ოპე­რა­ცია ნარ­კო­ზით კეთ­დე­ბა და პა­ცი­ენტს მე­ო­რე დღეს სახ­ლში ვუშ­ვებთ.

რო­გო­რია პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დი? რე­ა­ლუ­რად 70 სმ სიგ­რძის ტამ­პო­ნი თავ­სდე­ბა ცხვი­რის ღრუ­ში?

ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ცხვი­რის ღრუ­ში თავ­სდე­ბა 10 სმ სიგ­რძის და 1,5 სმ სის­ქის მარ­ლის ტამ­პო­ნე­ბი. ადრე მარ­თლაც უდებ­დნენ 70 სმ სიგ­რძის ტამ­პო­ნებს, რომ­ლის გა­მო­ღე­ბაც ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო. ტამ­პო­ნე­ბი, რო­მელ­საც დღეს ვუ­დებთ, მარ­ტი­ვი ამო­სა­ღე­ბია და არც დიდ ტკი­ვილ­თან არაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მე­სა­მე დღეს მო­დის პა­ცი­ენ­ტი მის ამო­სა­ღე­ბად. ხში­რად ჩვენ­თან მოს­ვლამ­დე და­ცე­მი­ნე­ბის დროს ნა­წი­ლობ­რივ თა­ვი­სი­თაც ვარ­დე­ბა ხოლ­მე. ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი მთა­ვა­რი დის­კომ­ფორ­ტი ის სამი დღეა, რო­დე­საც პა­ცი­ენტს ტამ­პო­ნე­ბი აქვს ცხვირ­ში და პი­რით სუნ­თქვა უწევს.

ბოლო პე­რი­ოდ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და სი­ლი­კო­ნის ტამ­პო­ნე­ბი, თუმ­ცა ის ამო­სა­ღე­ბად ბევ­რად რთუ­ლია. მარ­ლის ტამ­პო­ნი გა­მო­ვი­ყე­ნოთ თუ სი­ლი­კო­ნის, თა­ვად პა­ცი­ენ­ტი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად მარ­ლის უკე­თე­სია.

ოპე­რა­ცი­ი­დან 1-1,5 თვის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტი პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის­გან სრუ­ლად თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვაა სა­ჭი­რო, რომ ცხვი­რით სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი არ შეგ­ვექ­მნას?

ცხვი­რის ჰი­გი­ე­ნა არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. რო­გორც კბი­ლე­ბის გა­ხეხ­ვა არის ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის ნა­წი­ლი, ისე­ვე უნდა გავ­ხა­დოთ ცხვი­რის გა­მო­რე­ცხვაც. დღეს აფ­თი­ა­ქებ­ში ფარ­თოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მია ცხვი­რის გა­მო­სა­რე­ცხი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. ცხვი­რის სის­ტე­მა­ტი­უ­რი გა­მო­რე­ცხვით და­ცუ­ლი იქ­ნე­ბით ბაქ­ტე­რი­ე­ბის, მტვრის, ალერ­გე­ნე­ბი­სა და ვირუ­სე­ბის სა­სუნ­თქ სის­ტე­მა­ში მოხ­ვედ­რის­გან.

და კი­დევ ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი რჩე­ვა. მო­ე­რი­დეთ ცხვი­რის გამ­ხსნე­ლი წვე­თე­ბის ხან­გრძლივ გა­მო­ყე­ნე­ბას. ეს არის მო­წო­დე­ბა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლამ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს.

ბერ­დია ბე­რი­ძეს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით ნიუ ჰოს­პი­ტალსს 032 2 190 190

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაინტერესებს
1

როგორ წარმოგიდგენიათ ,ნიღბით სრულფასოვანი სუნთქვა? სუნთქვა მიჭირს და თვალებიც მეწვის ამონასუნთქის გამო.ახლა ზაფხული მოდის.დახრჩობას გვიპირებს მთავრობა.ვირუსის ბუნება ისეთია,მმ-ს მეათასედში გამოძვრება.ყელ-ყურ-ცხვირის ექიმებს აზრს არავინ გეკითხებათ? მოისმინონ თქვენი რჩევებიც.

გოგი
0

მოგესალმებით!ოქტომბრიდან მაისამდე მეჭედება ღამის საათებში ცხვირი.მაქვს ცხვირის ძგიდის გასწორების და ნიჟარების პლასტიკის ოპერაცია გასაკეთებელი.ოპერაციის გაკეთების შემდეგ ის 3 დღე გულის პრობლემების გამო არ შემიძლია პირით სუნქვა.ცხვირის წვეთებს ზალიან იშვიათად ვხმარობ უფრო ვსვამ ვანსეარს ხანდახან და ტაჯვით გამყავს 6 თვე,მერე კარგათ ვარ ოქტომბრამდე.რას მირჩევდით!უღმესი მადლობა წინასწარ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"პირით სუნთქვა სრულფასოვანი სუნთქვა არაა“ - ოტო-რინო-ლარინგოლოგი ბერდია ბერიძე გართულებებზე, რომელსაც ცხვირით სუნთქვის შეზღუდვა იწვევს

"პირით სუნთქვა სრულფასოვანი სუნთქვა არაა“ - ოტო-რინო-ლარინგოლოგი ბერდია ბერიძე გართულებებზე, რომელსაც ცხვირით სუნთქვის შეზღუდვა იწვევს

ცხვირით სუნთქვის გაძნელება, რომელიც შეიძლება იყოს მუდმივი ან პერიოდული, ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი, ყურების დაგუბება, ძილის დარღვევა, ხვრინვა, დაღლილობა და მოთენთილობა, თავის ტკივილი - თუ ამ სიმპტომებიდან ერთი ან რამდენიმე გაწუხებთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ოტო-რინო-ლარინგოლოგს, რომელიც ცხვირის ძგიდეს შეამოწმებს და ცხვირის ფუნქციური დიაგნოსტირების საფუძველზე გეტყვით, გაქვთ თუ არა ცხვირის გამრუდება და საჭიროა თუ არა ქირურგიული ჩარევა. კვლევებით დადასტურებულია, რომ თეთრი რასის წარმომადგენლების 99%-ს გამრუდებული ძგიდე აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა საოპერაციოა. ძგიდის გამრუდება ცხვირის ნიჟარების დეფორმაციასაც იწვევს.

უფრო დეტალურად ცხვირით სუნთქვის მნიშვნელობაზე, პრობლემებსა და გამოსავალზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოტო-რინო-ლარინგოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბერდია ბერიძე გვესაუბრება.

„ზოგადად, ცხვირის ღრუ ძალიან სპეციფიკური ორგანოა და მისი გამართული ფუნქციონირება მეტად მნიშვნელოვანია. ორგანიზმის ჟანგბადით სრულფასოვნად გასაჯერებლად ცხვირით სუნთქვა აუცილებელია. შესნუთქული ჰაერი უნდა გათბეს, დატენიანდეს, მსხვილი ნაწილაკები მოშორდეს და მხოლოდ შემდეგ გადავიდეს ქვედა სასუნთქ ორგანოში ანუ ფილტვებში. მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება ორგანიზმის ჟანგბადით სრულად გაჯერება. პირით სუნთქვის შემთხვევაში ჟანგბადით გაჯერება არასრულფასოვნია და ამიტომ, მათ, ვინც პირით სუნთქავს, ხშირად აწუხებს თავბრუსხვევა, უძილობა, მოთენთილობა. ცხვირით სუნთქვას კი, როგორც წესი, ორი პრობლემა - ძგიდის გამრუდება და ნიჟარების დეფორმაცია უშლის ხელს,“ - განმარტავს ბერდია ბერიძე.

რა იწვევს ძგიდის გამრუდებას?

ძგიდის გამრუდება თეთრი რასის წარმომადგენლების დიდი პრობლემაა. არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი ძგიდის გამრუდება. როდესაც ადამიანი გამრუდებული ძგიდით იბადება, მისი ორგანიზმი დეფორმაციასთან ადაპტირებულია. პრობლების კომპენსაცია მეორე ნესტოთი ხდება და ფილტვები საჭირო რაოდენობით გამთბარ, დატენიანებულ ჰაერს იღებს. ამ შემთხვევაში დეფორმაცია სამშობიარო გზების გავლის დროს ხდება ხოლმე, რაც ზოგადად, სახის ძვლებისთვის უდიდესი ტრავმაა. თუმცა, როგორც გითხარით, ორგანიზმი აღნიშნულს ეჩვევა და ქირურგიული ჩარევა ყოვლეთვის აუცილებელი არაა.

რაც შეეხება შეძენილ ძგიდის გამრუდებას, ეს უმეტესად პატარა ასაკში თამაშის ან წაქცევის, დიდობაში კი - ჩხუბისა და ავარიების დროს ხდება ხოლმე. სპორტსმენების შემთხვევაში მას პროფესიულ დაავადებას უწოდებენ.

როდის არის ძგიდის გამრუდება საოპერაციო და როგორ ხდება ამ დიაგნოზის დასმა?

როცა ძგიდის გამრუდება თანდაყოლილია, ორგანიზმი მასთან ადაპტირდება და ხშირ შემთხვევაში ოპერაცია საჭირო არაა. თუმცა გარკვეულ ეტაპზე ორგანიზმი დახმარებას ითხოვს, რაც ცხვირის გაჭედვით და სუნთქვის გაძნელებით გამოვლინდება. ამ დროს პაციენტს ფიბროსკოპიას ვუკეთებთ. ეს ცხვირის ღრუს ღრმა დათვალიერებაა, რომლის შედეგადაც ისმება დიაგნოზი - ძგიდის გამრუდება. თუმცა ოპერაციის დასანიშნად კიდევ ერთი კვლევაა საჭირო. ეს არის ცხვირის ფუნქციური დიაგნოსტიკა, რომელიც დიაგნოზს მაქსიმალურად ობიექტურად სვამს, რადგან გვაჩვენებს კონკრეტულად რომელ ადგილზე აქვს ძგიდეს პრობლემა, რამდენი მმ-ით არის გამრუდებული. ამავე კვლევით ვიგებთ, რამდენი ლიტრი ჰაერი შედის ნესტოში დროის კონკრეტულ მომენტში და მას სტანდარტს ვადარებთ. ამ კვლევის გარეშე ძგიდის გამრუდების ოპერაცია არ იგეგმება, რადგან მის გარდა არაერთი პრობლემა არსებობს, რაც ადამიანს სუნთქვაში ხელს უშლის. მაგალითად, ასეთია რინიტი, რომლის სხვადასხა სახეობის გაჩენასა და განვითარებას დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობა უწყობს ხელს.

რა პრობლემაა რინიტი და რა იწვევს მას?

რინიტი ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის 200-ზე მეტი სახეობის არსებობს, თუმცა ყველაზე ხშირად ალერგიული და ქრონიკული რინიტი გვხვდება. როგორც წესი, მას მტვერი, ბუმბული, მატყლი, ბეწვი იწვევს. ზოგადად, სასურველია, ბუმბულისა და მატყლის ლოგინი ხმარებიდან ყველამ ამოიღოს. შეიძლება ტესტით მტვერზე ალერგია არ უდასტურდებოდეს ადამიანს, მაგრამ მტვრის ტკიპა, რომელიც მატყლსა და ბუმბულში ბინადრობს, მას მაინც უქმნის პრობლემებს. ის ღამით ცხვირის ლორწოვანს აღიზიანებს და ცხვირის გაჭედვას იწვევს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი იყენებენ გამხსნელებს, რომლის ხშირი გამოყენებაც თავის მხრივ დიდ გართულებებს იწვევს.

ანალოგიურად ცხვირის ლორწოს გაღიზიანებას იწვევს მშრალი ჰაერიც. პრობლემა განსაკუთრებით აქტიურდება ზამთარში, როდესაც დახურულ სივრცეებში გამათბობელია ჩართული. ამიტომ სასურველია, რომ ღამით ძილის დროს ოთახში ჩართული იყოს ჰაერის დამატენიანებელი. ტენიანობა დაახლოებით 55%-65% უნდა იყოს.

ცხვირის გამხსნელების ხანგრძლივად გამოყენება რატომ არის საშიში?

ცხვირის გამხსნელების ხანგრძლივად გამოყენება მედიკამენტოზურ რინიტს იწვევს. მყოლია პაციენტები, რომლებიც 7 წლის განმავლობაში სისტემატიურად იყენებენ გამხსნელებს, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. თითოეულ პრეპარატს ანოტაციაში უწერია, რომ მისი გამოყენება შეიძლება 5, მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში. 7 დღის შემდეგ კი მიდის უკურეაქცია და გახსნის ნაცვლად, უარესად გაჭედვა ხდება. ამ დროს ჩნდება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. გამხსნელებზე უარის თქმა გამოჯანმრთელებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ასეთ პაციენტებს ვუნიშნავთ ჩანაცვლებით თერაპიას - პრეპარატებს, რომლებიც ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში მიჩვევას და გვერდით მოვლენებს არ იწვევს. ერთთვიანი კურსის შემდეგ თუ ჩვენთვის და პაციენტისთვის სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ, მაშინ ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. ეს არის გადაგვარებული ნიჟარების პლასტიკური ოპერაცია გაჭრის გარეშე.

გარდა აღნიშნულისა, ადამიანები, ვინც გამხსნელებს ხანგრძლივად იყენებენ, ინფარქტისა და ინსულტის რისკის ქვეშ არიან. გამხსნელი პრეპარატები სისხლძარღვებს ავიწროებს და ეს შევიწროება ხდება ყველგან, მათ შორის, გულშიც. სწორედ ეს განაპირობებს გულის დაავადებების გაჩენის საფრთხეს.

გამხსნელების ძალიან ხანგრძლივმა გამოყენებამ ცხვირის ძგიდის გახვრეტაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

რას გულისხმობს ნიჟარების ოპერაცია?

ნიჟარების ოპერაციის დროს არ შეიძლება მათი მოჭრა. მოჭრის დროს ძალიან პარადოქსულ სურათს ვიღებთ, რადგან ცხვირში არის გამოთავისუფლებული ადგილი და ადამიანი წესით კარგად უნდა სუნთქავდეს, მაგრამ ვერ სუნთქავს, რადგან შესუნთქული ჰაერის ნაკადის მიმართულება იცვლება. მისი 90% ცხვირში რჩება და ტრიალებს, მხოლოდ 10% - გადადის ფილტვებში. შედეგად კი ადამიანი პირით სუნთქვას იწყებს. მოკვეთილი ნიჟარების ქირურგიულად გამოსწორება ბევრად რთულია, ვიდრე გამხსნელების ხანგრძლივი შესხურებით მიღებული პრობლემების.

ადრე ნიჟარების ოპერაციის დროს მას წვავდნენ ხოლმე, რაც ასევე არ შეიძლება.

ცხვირის ძგიდე და ნიჟარები ერთმანეთთან რა კავშირშია? ერთი გართულება მეორეს იწვევს თუ დამოუკიდებელი პრობლემებია?

ცხვირის ძგიდე და ნიჟარები ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. ცხვირის თითოეულ ნესტოში 3-3 ნიჟარა გვაქვს, რომელთაგან ქვედა ნიჟარა ყველაზე მნიშვნელოვანია და ის სუნთქვაში იღებს მონაწილეობას. როცა ერთი ნიჟარა გაბერილია, მეორე - დაპატარავებულია. გამრუდებული ძგიდე ნიჟარას ჭყლიტავს და ის გაბერვა-დაპატარავებას ვეღარ ახერხებს. ამ დროს მეორე ნიჟარა იზრდება ზომაში და აღარ პატარავდება. სწორედ ამიტომ ცხვირის ძგიდისა და ნიჟარების პრობლემები უმეტესად ერთმანეთთან პლასტიკის გაკეთების გადაწყვეტილებას, როგორც წესი, ქირურგი საოპერაციო მაგიდასთან ძგიდის გასწორების დროს იღებს. ამ დროს ის ნახულობს, რა ვითარებაშია ნიჟარები, ითვალისწინებს ფიბროსკოპიისა და ცხვირის ფუნქციური კვლევის შედეგებსაც და ასე იღებს გადაწყვეტილებას.

რამდენად რთულია ძგიდის ოპერაცია?

საშუალო სირთულის ოპერაციად ითვლება. ხანგრძლივობა დაახლოებით ნახევარი საათია. კეთდება შიგნიდან, ცხვირის ღრუში. პაციენტს გარედან არაფერი ეტყობა, არც თვალები ულურჯდება და არც ფიქსატორი სჭირდება. ოპერაცია ნარკოზით კეთდება და პაციენტს მეორე დღეს სახლში ვუშვებთ.

როგორია პოსტოპერაციული პერიოდი? რეალურად 70 სმ სიგრძის ტამპონი თავსდება ცხვირის ღრუში?

ოპერაციის შემდეგ ცხვირის ღრუში თავსდება 10 სმ სიგრძის და 1,5 სმ სისქის მარლის ტამპონები. ადრე მართლაც უდებდნენ 70 სმ სიგრძის ტამპონებს, რომლის გამოღებაც ძალიან მტკივნეული იყო. ტამპონები, რომელსაც დღეს ვუდებთ, მარტივი ამოსაღებია და არც დიდ ტკივილთან არაა დაკავშირებული. მესამე დღეს მოდის პაციენტი მის ამოსაღებად. ხშირად ჩვენთან მოსვლამდე დაცემინების დროს ნაწილობრივ თავისითაც ვარდება ხოლმე. ოპერაციის შემდგომი მთავარი დისკომფორტი ის სამი დღეა, როდესაც პაციენტს ტამპონები აქვს ცხვირში და პირით სუნთქვა უწევს.

ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა სილიკონის ტამპონები, თუმცა ის ამოსაღებად ბევრად რთულია. მარლის ტამპონი გამოვიყენოთ თუ სილიკონის, თავად პაციენტი იღებს გადაწყვეტილებას. თუმცა რეალურად მარლის უკეთესია.

ოპერაციიდან 1-1,5 თვის შემდეგ პაციენტი პოსტოპერაციული შეზღუდვებისგან სრულად თავისუფლდება.

რა რეკომენდაციების დაცვაა საჭირო, რომ ცხვირით სუნთქვის პრობლემები არ შეგვექმნას?

ცხვირის ჰიგიენა არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც კბილების გახეხვა არის ჩვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილი, ისევე უნდა გავხადოთ ცხვირის გამორეცხვაც. დღეს აფთიაქებში ფართოდ ხელმისაწვდომია ცხვირის გამოსარეცხი მოწყობილობები, რომლებიც პროცედურის ჩატარებაში დაგეხმარებათ. ცხვირის სისტემატიური გამორეცხვით დაცული იქნებით ბაქტერიების, მტვრის, ალერგენებისა და ვირუსების სასუნთქ სისტემაში მოხვედრისგან.

და კიდევ ერთი აუცილებელი რჩევა. მოერიდეთ ცხვირის გამხსნელი წვეთების ხანგრძლივ გამოყენებას. ეს არის მოწოდება, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

ბერდია ბერიძესთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 032 2 190 190