მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"... დადგა 6 აპრილი, ცხოვრება რატის გარეშე გაგრძელდა და აღარაფერი იქნება ისე, როგორც უწინ" - ამბავი ეკაზე, რატიზე და თუთაზე
"... დადგა 6 აპრილი, ცხოვრება რატის გარეშე გაგრძელდა და აღარაფერი იქნება ისე, როგორც უწინ" - ამბავი ეკაზე, რატიზე და თუთაზე

ჟურ­ნა­ლის­ტი და პრო­ზა­ი­კო­სი ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძე კი­დევ ერთ ლა­მაზ ნა­წარ­მო­ებს ქმნის, გვიყ­ვე­ბა რა, სირ­თუ­ლე­ე­ბით, ტრა­გიზ­მით, ამა­ვე დროს, ლა­მა­ზი, მძაფ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტე­ბით აღ­სავ­სე სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე. ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ასე­ვე ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სის რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლის მე­უღ­ლეა. მათი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი 13 - წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდს მო­ი­ცავს - ზუს­ტად ერთი წლის წინ, 6 აპ­რილს რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი მძი­მე სენ­თან ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხდა.

"რა­ტიმ 42 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დე­ნი და ისე იცხოვ­რა, იმ­ხე­ლა გუ­ლით ემ­სა­ხუ­რა სი­კე­თეს, სიყ­ვა­რუ­ლის იმო­დე­ნა ბირ­თვი ატა­რა, ერთს კი არა, უამ­რავ ცხოვ­რე­ბას რომ ეყო­ფა" - ამ­ბობს ეკა და სიყ­ვა­რულს უმად­ლის იმას, რა­საც დღემ­დე მი­აღ­წია და რი­თაც დღემ­დე ცხოვ­რობს.

ეკას ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი 2011 წლი­დან იბეჭ­დე­ბა ქარ­თულ და უცხო­ურ პე­რი­ო­დი­კა­ში, ნა­თარ­გმნია ინ­გლი­სურ, ჩე­ხურ, რუ­სულ, აფხა­ზურ და გერ­მა­ნულ ენებ­ზე. მკი­თხვე­ლი იც­ნობს ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძის მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლებს: "ანეს­თე­ზია“ და "მო­მის­მი­ნე“, მცი­რე რო­მა­ნებს: "სხვა გზა“ და "ქა­რიშ­ხა­ლი მარ­გო“, რო­მანს "ასინ­ქრო­ნი”, რო­მე­ლიც 2017 წელს ავ­სტრი­ა­შიც გა­მო­ი­ცა. ის რამ­დე­ნი­მე კი­ნოს­ცე­ნა­რის ავ­ტო­რი­ცაა, ასე­ვე გახ­ლავთ ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ან­თო­ლო­გი­ის "33 ემო­ცია“ იდე­ის ავ­ტო­რი და შემ­დგე­ნე­ლი; მისი ახა­ლი რო­მა­ნი "შინ - შენ“ კი 2020 წელს მწე­რალ­თა სახ­ლის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სის - "შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სტი­პენ­დი­ე­ბი ავ­ტო­რე­ბის­თვის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია.

ექ­სკლუ­ზი­უ­რად ambebi.ge-სთვის: ამ­ბა­ვი ეკა­ზე, რა­ტი­ზე და თუ­თა­ზე, რომ­ლის და­ბა­დე­ბი­თაც, რო­გორც ეკა ამ­ბობს, სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა ის­წავ­ლა.

  • ბავ­შვო­ბა
ასევე დაგაინტერესებთ
00:07 / 21-02-2012

რატომ გადაინაცვლა ეკა ტოგონიძემ ჟურნალისტიკიდან მწერლობაში

13:54 / 15-05-2020

"ეს ამბავი შენზეა, ყველაზე დიდ ადამიანზე, ვინც ოდესმე შემხვედრია" - რას წერს მეუღლე რატი სამყურაშვილზე, რომელიც გარდაცვალებამდე 22 თვე უმძიმეს სენს ებრძოდა

09:03 / 19-12-2020

"აგვისტოში ავარიაში მოვყევი... შენზე ვფიქრობდი, სანამ მანქანა ოთხ დაუნდობელ ბრუნს აკეთებდა" - მეუღლის ემოციური მილოცვა სამყურაშვილს, რომელიც 43 წლის გახდებოდა

15:17 / 06-04-2021

"ახალფეხადგმულივით ყველაფრის ხელახლა სწავლა მიწევს, ურთიერთობის, ძილის, ცხოვრების..." - ეკატერინე ტოგონიძე მეუღლის უკანასკნელ წუთებსა და მის გარეშე ცხოვრების ტკივილზე

ერთხელ, სტუ­დენ­ტებს ჩვე­ნი ბი­ოგ­რა­ფი­ის და­წე­რა დაგ­ვა­ვა­ლეს და მახ­სოვს, ჩემი პირ­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბა - "და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში“ - ლექ­ტორ­მა ჩა­მის­წო­რა ასე: "დავ­ბა­დე­ბულ­ვარ თბი­ლის­ში“. მა­შინ ვი­ფიქ­რე, რომ ეს ფორ­მა მარ­თლაც უფრო სწო­რია, რად­გან და­ბა­დე­ბა ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აქ­ტია. თუმ­ცა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გაჩ­ნდა სხვა­დას­ხვა დაშ­ვე­ბა, მათ შო­რის ისიც, რომ ჩვენ ყვე­ლა­ფერ­ში უნე­ბუ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, თით­ქოს ვირ­ჩევთ კი­დეც, რო­დის, სად და რო­მე­ლი ოჯა­ხის წი­აღ­ში მო­ვევ­ლი­ნოთ ქვე­ყა­ნას. შემ­თხვე­ვი­თი ხომ არა­ფე­რია. მშო­ბი­ა­რო­ბი­სას უკვე გარ­კვე­ვით ვიგ­რძე­ნი, რომ მე და ჩემი შვი­ლი იმ წუ­თებ­ში ერთი გუნ­დი ვი­ყა­ვით და ექი­მის დამ­ხა­რე­ბით ორი­ვე­ნი ერ­თად გავ­დი­ო­დით ამ რთულ და მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ცესს, ისიც მოქ­მე­დებ­და, იბა­დე­ბო­და. ამი­ტომ ისევ ასე ვი­ტყვი: და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში, მა­ნა­ნა თო­თი­ბა­ძი­სა და კახი ტო­გო­ნი­ძის ოჯახ­ში, 1981 წლის 16 მარტს. მა­მას ძა­ლი­ან უნ­დო­და გოგო და ხა­ლი­სით იხ­სე­ნებ­და ხოლ­მე ამ­ბავს, უე­ქოს­კო­პიო ეპო­ქა­ში რო­გორ აც­ნო­ბა დაღ­ვრე­მილ­მა მა­ხა­რო­ბელ­მა ჩემი სქე­სის შე­სა­ხებ - ლა­მის მი­უ­სამ­ძიმ­რა თურ­მე, - ბავ­შვი ჯან­მრთე­ლი კი გაჩ­ნდა, მაგ­რამ გო­გო­აო. მა­მამ სი­ხა­რუ­ლის­გან ხელ­ში აი­ტა­ცა ის ქალი და შემ­დეგ, მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ზა­ფხუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლად აქ­ცია. აღ­ნიშ­ვნა პირ­ვე­ლი მარ­ტი­დან იწყე­ბო­და და ჩვენს სახ­ლში ეს დღე მა­მას მო­ტა­ნი­ლი იე­ბით თენ­დე­ბო­და. და­ბა­დე­ბის დღემ­დე მამა ჩემი და­ბა­დე­ბის თვეს ზე­ი­მობ­და და მისი წას­ვლით, ბევრ სხვა რა­მეს­თან ერ­თად, ამ იე­ბის სურ­ნე­ლი და­მაკ­ლდა გა­ზა­ფხუ­ლის პირ­ველ დღეს.

პა­ტა­რა ეკა

ჩემი ბავ­შვო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გო­ნა. პირ­ვე­ლად, როცა ჩემი წიგ­ნი გერ­მა­ნუ­ლად ითარ­გმნა და ლა­იფ­ცი­გის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე მოვ­ხვდი, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად მო­მეჩ­ვე­ნა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ტე­რე­სი საბ­ჭო­თა ბავ­შვო­ბის მი­მართ, კარ­გად ვერ მივ­ხვდი, რას იკ­ვლევ­დნენ, ბო­ლომ­დე არ მქონ­და გა­აზ­რე­ბუ­ლი, რა იყო ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იმა­ში, რაც ჩვენ გა­მო­ვი­ა­რეთ, რო­გორც ჩვენ ვი­ცხოვ­რეთ და რო­გორც გა­დავ­რჩით. არა და, მარ­თლა ყო­ველ­დღი­უ­რი გა­დარ­ჩე­ნა იყო შინ მშვი­დო­ბით დაბ­რუ­ნე­ბა. მე და დედა სა­ღა­მო­ო­ბით ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლი­დან რომ გა­მოვ­დი­ო­დით, გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თარ­ში, როცა ადრე ღამ­დე­ბა, სა­ირ­მის ბნე­ლი გო­რის გა­და­ლახ­ვა ნამ­დვი­ლი გა­მოწ­ვე­ვა იყო. ნე­ბის­მი­ერ წუთს შე­იძ­ლე­ბო­და თავს დაგ­სხმოდ­ნენ, გა­ე­ქურ­დეთ, ეძა­ლა­დათ. და ჩვენ ამ შიშს შეჩ­ვე­უ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ყვე­ლას გვე­ში­ნო­და, გმი­რო­ბას ვე­რა­ვის მოს­თხოვ­დი...

გა­დარ­ჩე­ნა იყო 55-ე სკო­ლი­დან ყი­ში­ძე­ზე, სახ­ლში მშვი­დო­ბით დაბ­რუ­ნე­ბა, ქუ­ჩა­ში ატე­ხი­ლი სრო­ლი­სას ძირს და­წო­ლა, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლი­დან უვ­ნებ­ლად ამოს­ვლა. დიდი გა­დარ­ჩე­ნა იყო კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს რო­მან­ტი­კის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მო­ტა­ცე­ბის - ამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ძა­ლა­დო­ბი­სა და ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა. ჩვენ, გო­გო­ე­ბი იმ გა­რე­მო­ში გა­დარ­ჩე­ნას შე­იძ­ლე­ბა ინ­სტინ­ქტუ­რად იმი­თაც ვცდი­ლობ­დით, რომ ძლი­ე­რი პარტნი­ო­რი გვე­პო­ვა, დამ­ცვე­ლი, მფარ­ვე­ლი და თან იმ ასაკ­ში­ვე მივმხვდა­რი­ყა­ვით, რომ ძლი­ე­რე­ბა ძა­ლა­დო­ბა­ში არ არის, სულ პი­რი­ქით... ისიც გა­დარ­ჩე­ნა იყო, რომ ლო­გინ­ში ტან­საც­მლი­თა და ცხე­ლი წყლით სავ­სე ბოთ­ლე­ბით ვთბე­ბო­დით, წიგ­ნებს სან­თლის შუქ­ზე ვკი­თხუ­ლობ­დით და გა­ნათ­ლე­ბას "კე­რა­სინ­კას“ მი­ფი­ცხე­ბუ­ლე­ბი ვი­ღებ­დით. ასე­თი იყო ჩვე­ნი "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი“ ბავ­შვო­ბა, ამის გა­აზ­რე­ბა გვი­ან და­ვი­წყე, მოგ­ზა­უ­რო­ბით, გა­ნორ­მა­ლუ­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბით და სწო­რედ იმ კონ­ტრას­ტე­ბით, რო­მელ­საც ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო, გა­ნათ­ლე­ბა და უსაფრ­თხო გა­რე­მო გვთა­ვა­ზობს.

დე­დას­თან ერ­თად

დე­დას დამ­სა­ხუ­რე­ბით ჩემი ბავ­შვო­ბა სავ­სე იყო ხე­ლოვ­ნე­ბით, რაც გა­დარ­ჩე­ნის სა­მუ­და­მო გზად მექ­ცა. ბა­ლე­ტი, ფორ­ტე­პი­ა­ნო, სიმ­ღე­რა, ხატ­ვა... დათო ან­დღუ­ლა­ძის სპექ­ტაკლში მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე თა­მა­ში, ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე ცეკ­ვა, გა­მო­ფე­ნე­ბი, გა­და­ცე­მე­ბი, ფილ­მე­ბი... ეს ყვე­ლა­ფე­რი დე­დამ შე­მაძ­ლე­ბი­ნა დიდი თავ­გან­წირ­ვი­სა და თავ­და­დე­ბის ფა­სად. რაც ვის­წავ­ლე, სა­დღაც გა­მო­მად­გა, ხელი წა­მაშ­ვე­ლა, გზა მაჩ­ვე­ნა და ბო­ლოს ალ­ბათ, ჩემს წიგ­ნებ­შიც მო­ი­ყა­რა თავი. ამი­ტომ ჩემი ბავ­შვო­ბა მახ­სენ­დე­ბა ძა­ლი­ან ტკბი­ლად. მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის, რო­მელ­მაც მშობ­ლებ­თან ერ­თად, ბრძო­ლის აუ­ცი­ლე­ბელ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბად მო­მა­წო­და სი­კე­თე და სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, ბნე­ლი გა­რე­მოს ფა­რად და ჯავ­შნად შე­მო­მაკ­რა სიყ­ვა­რუ­ლი.

  • სტუ­დენ­ტო­ბა

უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის­თვის მარ­თლაც მომ­ზა­დე­ბუ­ლი აღ­მოვ­ჩნდი და ლი­ცე­უ­მის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, 1999 წელს სწავ­ლა თსუ-ს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე გან­ვაგ­რძე. ჩვე­ნი დე­კა­ნი სტუ­დენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გულ­ღია და მუ­დამ მხარ­ში მდგო­მი აღ­მოჩ­ნდა. არ მახ­სოვს, არ­ცერ­თი გო­ნივ­რუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ­ლის­თვი­საც მას მხა­რი არ და­ე­ჭი­როს. ამ მხრივ ჩვენ გვქონ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სხვა­დას­ხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მუდ­მი­ვი თა­ნად­გო­მა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის წლე­ბი იმი­თა­ცაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან კარგ ადა­მი­ან­თან ერ­თად ჩემს ცხოვ­რე­ბას შე­მო­ე­მა­ტა უძ­ვირ­ფა­სე­სი, გა­ნუყ­რე­ლი მე­გო­ბა­რი და იქ, იმ ფა­კულ­ტეტ­ზე, იმ წელს სწავ­ლა, სხვას ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, მხო­ლოდ ამა­დაც მი­ღირ­და.

მე­გობ­რებ­თან ერ­თად

სა­ერ­თოდ, თუ რა­მე­ში მთლი­ა­ნად მი­მარ­თლებს, ეს მე­გობ­რე­ბია... და თუ რამე მი­ჩენს გან­ცდას, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია, ეს მე­გობ­რო­ბაა. ჩემი მე­გობ­რე­ბი რა­ღაც უძი­რო სა­ბა­დოს წარ­მო­ად­გე­ნენ, რაც უშ­რეტ ძა­ლას მაძ­ლევს. არას­დროს და­მი­კარ­გავს მე­გო­ბა­რი, მხო­ლოდ შე­მი­ძე­ნია. სკო­ლი­დან ოთხი ლა­მის ტყუ­პის ცალი გა­მომ­ყვა და შემ­დეგ, ყველ­გან, სა­დაც ვის­წავ­ლე ან ვი­მუ­შა­ვე, თითო-ორო­ლა სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი შე­მო­ე­მა­ტა ამ უძ­ვირ­ფა­სეს წრეს. ერთ-ერთი მათ­გა­ნი კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად, და­უს­წრებ­ლად შე­მიყ­ვარ­და, ისე მოხ­და, რომ გაც­ნო­ბამ­დე გა­ვი­ცა­ნი - თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი ჯერ წა­ვი­კი­თხე და შემ­დეგ შევ­ხვდი. შევ­ხვდი პირ­და­პირ ეთერ­ში, მა­შინ "ალი­ო­ნის“ წამ­ყვა­ნი ვი­ყა­ვი. გა­და­ცე­მა­ში ჩემ­მა მა­შინ­დელ­მა პრო­დი­უ­სერ­მა და დღეს უკვე მე­გო­ბარ­მა, მწე­რალ­მა რუ­სი­კო რუ­ხა­ძემ მო­იწ­ვია, რა­საც დღემ­დე ვუ­მად­ლი. ჩემი და თე­ო­ნას უკვე მრა­ვალ­წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მის გაც­ნო­ბას წიგ­ნის ფურ­ცლე­ბი­დან ისევ ვაგ­რძე­ლებ. ახა­ლი რო­მა­ნი "ჩიტი არ გა­მოფ­რინ­დე­ბა“ ახა­ლი თე­ო­ნაა: მან შეძ­ლო ომის უზუს­ტე­სი ანა­ტო­მი­ის დო­კუ­მენ­ტუ­რი, სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ამ­ბე­ბით ისე ჩვე­ნე­ბა, რომ წიგ­ნი არა სიკ­ვდი­ლის, არა­მედ სი­ცო­ცხლი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის მა­ნი­ფეს­ტად ექ­ცია.

  • პრო­ფე­სია - ჟურ­ნა­ლის­ტი

სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, როცა "მო­ამ­ბე­ში“ჯერ პრაქ­ტი­კან­ტად და რამ­დე­ნი­მე თვე­ში თა­ნამ­შრომ­ლად ამიყ­ვა­ნეს. დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, ვფიქ­რობ, რომ არ აღ­მოვ­ჩნდი ამის­თვის მზად. არც ასა­კით (19 წელი ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდაა), არც მო­რა­ლუ­რად. სუფ­ლი­ო­რი სულ ორ­ჯერ მქონ­და ნა­ნა­ხი, პო­ლი­ტი­კურ ამ­ბებ­ში სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ვერ ვერ­კვე­ო­დი, ვი­ყა­ვი შე­ბო­ჭი­ლი, გრი­მი ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად გა­მი­კე­თეს - სა­კუ­თა­რი თავი ძლივს ვი­ცა­ნი და “მო­ამ­ბის” პირ­და­პირ ეთერ­ში გას­ვლი­დან მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ცე­მის ქუ­დის, ანუ მუ­სი­კის ნაც­ვლად, მღელ­ვა­რე­ბის­გან მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი გუ­ლის­ცე­მა მეს­მო­და.

დღეს ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ სტრე­სის მარ­თვა­ზე, მა­შინ ნაკ­ლე­ბი ვი­ცო­დი ამის შე­სა­ხებ და ზოგ­ჯერ ისეთ შეც­დო­მებ­საც ვუშ­ვებ­დი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ნერ­ვი­უ­ლო­ბის შე­დე­გი იყო. ამას ემა­ტე­ბო­და მუდ­მი­ვი უძი­ლო­ბა, დი­ლას გა­თე­ნე­ბამ­დე ად­გო­მა. თუ ფან­ჯრი­დან ოდ­ნა­ვი შუქი შე­მო­დი­ო­და ან ჩი­ტე­ბის ჭი­კ­ჭიკს გა­ვი­გო­ნებ­დი, ეს ნიშ­ნავ­და გან­გაშს, ე.ი. მაგ­ვი­ან­დე­ბო­და. შემ­დეგ წლე­ბი დამ­ჭირ­და ამ ტრავ­მის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. ასე იქცა ჩემი სამ­სა­ხუ­რი მუდ­მივ სტრე­სად. გა­მო­ნათ­ქვა­მი რომ არის, ბედ­ნი­ე­რე­ბა ისაა, დი­ლით სამ­სა­ხურ­ში წას­ვლა გი­ხა­რო­დეს და სა­ღა­მოს შინ დაბ­რუ­ნე­ბაო, მე მხო­ლოდ ბედ­ნი­ე­რე­ბის მე­ო­რე ნა­წილს ვგრძნობ­დი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უხერ­ხუ­ლო­ბა მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბი­დან უკვე 6 წლის შემ­დეგ შე­მექ­მნა: და­ვო­ჯახ­დი. ჩემი მე­უღ­ლე, რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი იმ დროს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი იყო და გა­და­ცე­მის მსვლე­ლო­ბი­სას ზოგ­ჯერ უცხო ადა­მი­ა­ნი­ვით მო­ვიხ­სე­ნი­ებ­დი, მას­ზეც ვა­ცხა­დებ­დი ამ­ბებს, ხან­და­ხან სწო­რედ პირ­და­პირ ეთერ­ში ვი­გებ­დი პარ­ლა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე ცხა­რე მოვ­ლე­ნე­ბის, და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ და ვცდი­ლობ­დი, მღელ­ვა­რე­ბა არ დამ­ტყო­ბო­და.

ბო­ლოს, პო­ლი­ტი­კის­გან თა­ვი­სუ­ფალ, დი­ლის გა­და­ცე­მა­ში გა­დას­ვლა ვი­თხო­ვე. "ალი­ო­ნის“ფორ­მა­ტი ჩემ­თვის გა­ცი­ლე­ბით ახ­ლო­ბე­ლი და მი­სა­ღე­ბი აღ­მოჩ­ნდა, აღარ ვი­ყა­ვი გა­შე­შე­ბუ­ლი და და­მო­კი­დე­ბუ­ლი სუფ­ლი­ორ­ში ჩა­წე­რილ ტექ­სტზე (რო­მე­ლიც ჩე­მი­ვე და­წე­რი­ლი, ან და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იყო და ისე­დაც მახ­სოვ­და), ხე­ლოვ­ნე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა, თუ სხვა სფე­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ვსა­უბ­რობ­დი სო­ცი­ა­ლურ და კულ­ტუ­რულ თე­მებ­ზე, ანუ იმ სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლე­ბიც ბუ­ნებ­რი­ვად მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მყავ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი გუნ­დი. მოკ­ლედ, "ალი­ო­ნი“ ნამ­დვი­ლი ხსნა იყო, ამო­ვი­სუნ­თქე - თავი და­ვიბ­რუ­ნე. მაგ­რამ ჩემ­თვის კი­დევ უფრო ახლო და ზუს­ტი საქ­მე მა­შინ გა­მოჩ­ნდა, როცა ეს კა­რიც და­ი­ხუ­რა. ალი­ო­ნი­დან მთე­ლი რე­დაქ­ცია უმი­ზე­ზოდ, და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად გა­მოგ­ვიშ­ვეს. ზო­გა­დად, ამის საფრ­თხე სულ იყო, რად­გან ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში აგო­რე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტი ხში­რად "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან" გა­მარ­თულ აქ­ცი­ებ­ში გა­და­იზ­რდე­ბო­და ხოლ­მე (თა­ვი­სი სირ­ცხვი­ლის კო­რი­დო­რე­ბით და ათა­სი შე­უ­რა­ცხყო­ფით) და პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის ნაც­ვლად, იც­ვლე­ბო­და პირ­ვე­ლი არ­ხის დი­რექ­ტო­რი. ახა­ლი დი­რექ­ტო­რი კი, პირ­ველ რიგ­ში, სა­ხე­ებს ცვლი­და. მგო­ნი, 5 ხელ­მძღვა­ნელს გა­და­ვურ­ჩი და ბო­ლოს მეც მოვ­ყე­ვი ამ ტალ­ღა­ში. გა­მოც­დი­ლე­ბას­თან ერ­თად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი რომ მე­მა­ტე­ბო­და, სწო­რედ მა­შინ ვა­წყდე­ბო­დი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან პა­რა­დოქ­სულ მიდ­გო­მას: მა­ყუ­რე­ბელს ძვე­ლი სახე სწყინ­დე­ბა და ახა­ლია სა­ჭი­როო. თუ სამ­სა­ხუ­რი­დან არ გიშ­ვებ­დნენ, შენს გა­და­კე­თე­ბას ცდი­ლობ­დნენ, ვარ­ცხნი­ლო­ბის, სტი­ლის შეც­ვლას, მოკ­ლედ, გა­ნახ­ლე­ბას. ჩემ­თვის ესეც დის­კომ­ფორ­ტი იყო. ზოგ­ჯერ დი­ლით ჟურ­ნა­ლის­ტი რეს­პონ­დენტს ინ­ტერ­ვი­უ­ზე შე­უ­თან­ხმდე­ბო­და, მიკრო­ფონს ხელ­ში აი­ღებ­და, გა­და­ღე­ბა­ზე წა­სას­ვლე­ლად მო­ემ­ზა­დე­ბო­და და შემ­დეგ იგებ­და, რომ ის "მო­ამ­ბე­ში“ აღარ მუ­შა­ობს. ცრემ­ლე­ბით ალა­გებ­და ნივ­თებს და არას­დროს იყო პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე: რა­ტომ? ერთი სი­ტყვით, საკ­მა­ოდ არას­ტა­ბი­ლურ გა­რე­მო­ში ვი­მუ­შა­ვეთ და ეს არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდა, რაც პრინ­ციპ­ში სულ გას­დევს ჩვენს ტურ­ბუ­ლენ­ტურ ცხოვ­რე­ბას, საქ­მის­თვი­საც სა­ზი­ა­ნო მგო­ნია და ადა­მი­ა­ნის­თვი­საც.

"მო­ამ­ბის“ შემ­დეგ ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ა­ში ვი­მუ­შა­ვე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ლიტ­ვე­ლებ­მა და­ა­ფუძ­ნეს და გა­მოც­დი­ლე­ბა მარ­კე­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მი­ვი­ღე. 2008 წლი­დან და­ვი­წყე ლექ­ცი­ე­ბის კი­თხვა სხვა­დას­ხვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში. სტუ­დენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ მეც ბევ­რი მომ­ცა: ლექ­ცი­ებ­სა და ტრე­ნინ­გებ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბი იბა­დე­ბა და ძლი­ე­რი სი­ნერ­გია იქ­მნე­ბა. ამი­ტომ ეს საქ­მე, რა­საც უნდა ვა­კე­თებ­დე, პა­რა­ლე­ლურ გზად სულ გას­დევს ჩემს ცხოვ­რე­ბას.

სამ­სა­ხუ­რი, რო­მელ­ში მის­ვლაც სახ­ლი­ვით მი­ხა­რო­და, იყო ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი (GAU). ამ დიდი ოჯა­ხის წევ­რი 2015 წლი­დან გავ­ხდი. აქ არა­ვინ ვით­ვლი­დით სა­მუ­შაო სა­ა­თებს, მყავ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი უფ­რო­სი, ნინო ტო­რონ­ჯა­ძე, სა­უ­კე­თე­სო გუნ­დი და ვმუ­შა­ობ­დით ერ­თად, ხა­ლი­სი­ა­ნად, თავ­და­უ­ზო­გა­ვად. GAUზი­ა­რე, GAUლა­მა­ზე, GAUად­ვი­ლე, GAUღე კარი გა­მოწ­ვე­ვებს - ამ სა­თა­უ­რე­ბით გა­ვა­ერ­თი­ა­ნეთ ათო­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტი, რა­მაც ფუნ­და­მენ­ტუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სტუ­დენ­ტებს თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის მრა­ვალ­მხრი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. ერთ-ერთი უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც დიდი ენერ­გია ჩავ­დე, ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ან­თო­ლო­გი­აა, სა­ხელ­წო­დე­ბით: "33 ემო­ცია“ (გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L“). ეს წიგ­ნი-ალ­ბო­მი აერ­თი­ა­ნებს 33 ქარ­თველ თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტორს, რომ­ლე­ბიც GAU-ს სტუ­დენ­ტე­ბის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად შე­ირჩნენ. ეს ერ­თგვა­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ან­ბან­თქე­ბაა, რო­მე­ლიც ორე­ნო­ვა­ნია, ქარ­თულ ტექსტს ინ­გლი­სუ­რიც ახ­ლავს და რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვი­ლის მიერ შექ­მნი­ლი ასო-ნიშ­ნე­ბი კრე­ბულს მარ­თლაც ჯა­დოს­ნურ სა­ნა­ხა­ო­ბად აქ­ცევს. ან­თო­ლო­გი­ის პრე­ზენ­ტა­ცია 2018 წელს ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე შედ­გა.

ამ წიგ­ნად ქცე­უ­ლი მო­გო­ნე­ბის გარ­და, GAU-სთან სხვა ბევ­რი რამ მა­კავ­ში­რებს, იქ გა­ვი­ცა­ნი სოფო შუბ­ლა­ძე და ვე­ღარც და­ვი­ჯე­რე, რომ ჩვენ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა არ ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს. ბევ­რი უშუ­ა­ლო და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ის, რაც სო­ფოს ჰქონ­და, იყო მხო­ლოდ მისი - არა­ვის შე­უძ­ლია ერთი შეხ­ვედ­რით ასე მო­გი­ახ­ლოვ­დეს, ერთ წამ­ში ასე და­გი­მე­გობ­რდეს, ერთი ნახ­ვით შე­გიყ­ვა­როს და შე­გაყ­ვა­როს თავი, რო­გორც სო­ფოს. და შემ­დეგ მრა­ვალ­წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუდ­მი­ვად და­ა­დას­ტუ­როს უტყუ­ა­რი პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა. ყვე­ლას თა­ვი­სი სოფო ჰყავ­და და ერთი სო­ფოს წას­ვლით თით­ქოს უთ­ვა­ლა­ვი სოფო წა­ვი­და, უამ­რავ ადა­მი­ანს გა­მო­ე­ცა­ლა შე­უ­და­რე­ბე­ლი მე­გო­ბა­რი და სა­ი­მე­დო საყ­რდე­ნი.

  • სიყ­ვა­რუ­ლი სა­ზღვრებს გა­რე­შე

რატი 18 წლი­სამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვი­ცა­ნი, უფრო სწო­რად, უბ­რა­ლოდ გა­და­ვე­ყა­რე - პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის გა­სას­ვლელ­ში გა­მა­ჩე­რა და სა­ხე­ლი მკი­თხა, არ ვუ­თხა­რი, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში შემ­თხვე­ვი­თო­ბამ ისევ შეგ­ვახ­ვედ­რა. რატი შე­მო­ვი­და კა­ფე­ში, სა­დაც მე­გო­ბარ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი და რად­გან სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო წრე აღ­მოგ­ვაჩ­ნდა, ერთ მა­გი­დას­თან გა­ვერ­თი­ან­დით. ასე და­ი­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­დან დიდი ინ­ტერ­ვა­ლე­ბით, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით წა­რი­მარ­თა. არ და­ვუ­ჯე­რე, რომ ერთი ნახ­ვით შე­მიყ­ვა­რა, მაგ­რამ თურ­მე ასეც ხდე­ბა. რატი მკაც­რი და ჩა­კე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მი­ტო­ვებ­და, ანუ იმის სა­პი­რის­პი­რო­სი, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო. მისი ნამ­დვი­ლი ხა­სი­ა­თი, სით­ბო, ერ­თგუ­ლე­ბა, გო­ნი­ე­რე­ბა და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იუ­მო­რის გრძნო­ბა უკვე მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 23-24 წლის ასაკ­ში და­ვი­ნა­ხე. რატი თა­ვი­სი ასა­კის ბი­ჭე­ბის­გან ძა­ლი­ან გა­მო­ირ­ჩე­ო­და, თით­ქოს უფრო დიდი იყო, ზუს­ტად იცო­და, რა უნ­დო­და, მი­ზანს არას­დროს გა­და­უხ­ვევ­და, იყო ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფის, ძლი­ე­რი ფსი­ქი­კის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის, ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და­ეყ­რდნო­ბი.

შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბი­სას ხში­რად ვჩხუ­ბობ­დით, რაც ახლა ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოდ მახ­სენ­დე­ბა, ალ­ბათ ესეც სა­ჭი­რო იყო, ჩვენ დიდ­ხანს მა­ინც ვერ ვძლებ­დით უერ­თმა­ნე­თოდ, მა­ლე­ვე ვრიგ­დე­ბო­დით, მაგ­რამ მშობ­ლე­ბი კი ვა­ნერ­ვი­უ­ლეთ. 2007 წელს და­ვო­ჯახ­დით და თან­და­თან ვის­წავ­ლეთ ერ­თად, ერ­თმა­ნე­თის­თვის ცხოვ­რე­ბა, უკონ­ფლიქ­ტო ურ­თი­ერ­თო­ბა. რა­ტის ოჯა­ხი ჩვე­ნი მუდ­მი­ვი მხარ­დამ­ჭე­რი იყო, სი­კე­თით სავ­სე ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში მოვ­ხვდი და სა­უ­კე­თე­სო ნა­თე­სა­ვე­ბი შე­ვი­ძი­ნე: რა­ტის და, მამა, დის­შვი­ლი და კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც ნა­თე­სა­უ­რი შეკ­რე­ბე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის წყა­ლო­ბით, იმერ­ლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ტკბილ ერ­თო­ბას ქმნის. პირ­ვე­ლად რომ რა­ტის დედა, თამ­რი­კო გა­ვი­ცა­ნი, სუფ­რას­თან ვის­ხე­დით და, რო­გორც ასეთ შეხ­ვედ­რას ახა­სი­ა­თებს, ყვე­ლა­ნი ვღე­ლავ­დით. ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას ის ღი­მი­ლი, რომ­ლი­თაც თამ­რი­კო მი­ყუ­რებ­და, უტ­კბე­სი ღი­მი­ლი, მხო­ლოდ მას რომ ახა­სი­ა­თებ­და და ამ ღი­მილ­ში რა­ღაც­ნა­ი­რი პი­რო­ბაც იდო, სიყ­ვა­რუ­ლის პი­რო­ბა, პი­რო­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ეს და­ნა­პი­რე­ბი სრულ­ყო­ფი­ლად შე­ას­რუ­ლა და მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო დე­დამ­თი­ლად იქცა. თამ­რი­კო იყო მო­სი­ა­რუ­ლე სიყ­ვა­რუ­ლი და სიმ­შვი­დე, სხვის კომ­ფორტზე და სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე გა­და­გე­ბუ­ლი, თავ­და­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი.

რატი და ეკა

რატი, ასაკ­თან ერ­თად, ისე გა­ი­ზარ­და, რომ ბევ­რჯერ დამ­ტო­ვა სა­სი­ა­მოვ­ნოდ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. ვინ­მე­ზე რომ ვკი­თხავ­დი, ეს ვინ არის-მეთ­ქი, პა­სუხს იწყებ­და ასე: "ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია...“ სხვა და­სა­წყი­სი აღარ ჰქონ­და მის წი­ნა­და­დე­ბებს და შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად გა­იხ­სე­ნებ­და ამ სი­კარ­გის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ ამ­ბავს. მეც ვი­ჯე­რებ­დი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან კარ­გე­ბი. შეც­დო­მებს კი უშ­ვე­ბენ, მაგ­რამ რა­ტის სა­ხით მყავ­და სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი, რო­გორ უნდა იქცე სი­კე­თის დე­ტექ­ტო­რად, რო­გორ ეძე­ბო ადა­მი­ა­ნებ­ში კარ­გი, შე­აგ­რო­ვო სი­ნათ­ლე და ეს სხი­ვი მი­ა­შუ­ქო სხვებ­საც. მუ­დამ მიკ­ვირ­და, რო­გორ ახერ­ხებ­და პო­ლი­ტი­კუ­რად თუ ფი­ლო­ფო­სი­უ­რად სულ სხვა მხა­რეს მდგო­მი ადა­მი­ა­ნის მოს­მე­ნას, 100%-ით პატ­ვის­ცე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბას, მას­თან ნამ­დვილ დი­ა­ლოგს, აგ­რე­სი­ი­სა და წი­ნას­წა­რი გან­წყო­ბე­ბის­გან, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, დაც­ლილ მიდ­გო­მას, გულ­წრფელ ინ­ტე­რესს და დაშ­ვე­ბას, იქ­ნებ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რა­კურ­სი შენ­სა­ზე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იქ­ნებ სხვა­საც აქვს თა­ვი­სი სი­მარ­თლე და თუ მისი თვა­ლე­ბით გა­მო­ი­ხე­დავ, სა­კითხს მისი მხრი­დან შე­ხე­დავ, უფრო სრულ­ფა­სოვ­ნად და­ი­ნა­ხავ ჩვენს ასეთ მრა­ვალ­ფე­რო­ვან სამ­ყა­როს. რა­ტის ანა­ლი­ზი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის აღ­ქმის უნა­რი წლებ­თან ერ­თად ისე­თი ღრმა და ღი­რე­ბუ­ლი გახ­და, სულ მინ­დო­და, მეტ ადა­მი­ანს მო­ეს­მი­ნა მის­თვის. თით­ქოს ყო­ვე­ლი შეც­დო­მის­გან წუ­რავ­და სიბ­რძნეს, გან­საც­დე­ლის­გან - სი­კე­თეს, მეტ შემ­წყნა­რებ­ლო­ბას. როცა ადა­მი­ან­ზე მხო­ლოდ კარ­გს ლა­პა­რა­კობ, არას­დრო­საა და­მა­ჯე­რე­ბე­ლი, მაგ­რამ ვინც რა­ტის მარ­თლა იც­ნობ­და, მიხ­ვდე­ბა, რომ მე მისი მხო­ლოდ პა­ტა­რა ნა­წი­ლი გა­გი­ზი­ა­რეთ. რა­ტიმ 42 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დე­ნი და ისე იცხოვ­რა, იმ­ხე­ლა გუ­ლით ემ­სა­ხუ­რა სი­კე­თეს, სიყ­ვა­რუ­ლის იმო­დე­ნა ბირ­თვი ატა­რა, ადა­მი­ა­ნე­ბი ისე გა­ა­ერ­თი­ა­ნა და ხა­ნაც შე­ა­რი­გა, და­ა­მე­გობ­რა, ერთს კი არა, უამ­რავ ცხოვ­რე­ბას რომ ეყო­ფა. ჩემ­გან ეს სუ­ბი­ექ­ტუ­რად ნათ­ქვა­მი ეგო­ნე­ბა ვინ­მეს, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი, რომ მისი და­კარ­გვით მარ­ტო ოჯახ­მა კი არა, მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნამ და­კარ­გა ადა­მი­ა­ნო­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­უ­ე­თე­სო მა­გა­ლი­თი და უდი­დე­სი რე­სურ­სი.

  • "ცო­ტას მოვ­ყვე­ბი თუ­თა­ზე“

ზოგ­ჯერ მგო­ნია, რომ ბავ­შვის და­ბა­დე­ბით ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მარ­ჯვე­ბას სწავ­ლობს, რად­გან ერთ მშვე­ნი­ერ დღეს იწყე­ბა ისე­თი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, უპი­რო­ბო, არა­ფერ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი. ჩნდე­ბა ვი­ღაც, ვი­საც ყო­ველ­თვის შენ­ზე წინ და­ა­ყე­ნებ, ვის­თვი­საც და­უ­ფიქ­რებ­ლად გას­ცემ, დათ­მობ, გა­წი­რავ ყვე­ლა­ფერს, რა თქმა უნდა, სი­ცო­ცხლე­საც და რა არის ეს, თუ არა გა­მარ­ჯვე­ბა.

თუთა

არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ახალ­შო­ბი­ლი თუ­თას ის მზე­რა, რო­მე­ლიც სრულ სიყ­ვა­რულს გა­მო­სა­ხავ­და, მი­ყუ­რებ­და და მე ვი­ყა­ვი ყვე­ლა­ფე­რი, მთა­ვა­რი სა­არ­სე­ბო წყა­რო - ყვე­ლა­ზე ძვრი­ფა­სი ადა­მი­ა­ნი­ცა და ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი, სა­სარ­გებ­ლო საკ­ვე­ბიც - მთე­ლი სამ­ყა­რო მე ვი­ყა­ვი და ეს შეგ­რძნე­ბა არა­ფერს შე­ედ­რე­ბა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვის სიყ­ვა­რუ­ლი სხვებ­ზე ნა­წილ­დე­ბა, მისი ყუ­რა­დღე­ბა სხვა მოვ­ლე­ნებ­ზე გა­და­დის, ავ­ტო­რი­ტეტს სხვა­გა­ნაც ეძებს, თით­ქოს აღარ ხარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად კმა­რი, ერ­თა­დერ­თი და შე­უც­ვლე­ლი, უფრო და უფრო გვი­წევს იმის გა­აზ­რე­ბა, რომ შვი­ლი არა ჩვე­ნი ნა­წი­ლი, სა­კუთ­რე­ბა, არა­მედ აღ­საზ­რდე­ლად დრო­ე­ბით მო­ბა­რე­ბუ­ლი სუ­ლია. ეს პრო­ცე­სი რთუ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო, ზოგ­ჯერ მტკივ­ნე­უ­ლი, მაგ­რამ გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლოა. ამ გზა­ზე ვსწავ­ლობთ ბევ­რს: სხვა ადა­მი­ა­ნის მი­ღე­ბას, მისი სურ­ვი­ლე­ბის, მის­წრა­ფე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და ხელ­შე­წყო­ბას, ურ­თი­ერ­თო­ბის მარ­თვას და ისევ და ისევ უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბას.

ბავ­შვო­ბა­ში სულ მშურ­და მათი, ვი­საც დე­დე­ბი უშურ­ვე­ლად აქებ­დნენ, ჩა­მოთ­ვლიდ­ნენ შვი­ლე­ბის ათას კარგ თვი­სე­ბას, დე­და­ჩემს კი სი­ტყვას ვერ და­აც­დე­ნი­ნებ­დით. მეც მა­სა­ვით რომ არ და­მე­მარ­თოს, ცო­ტას მოვ­ყვე­ბი თა­მარ­ზე (თუ­თა­ზე). ერთხელ სკო­ლა­ში გა­დას­ცეს ჯილ­დო თა­ნაგ­რძნო­ბის, თა­ნად­გო­მი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რუ­ლი უნა­რე­ბის­თვის. აღ­მოჩ­ნდა, რომ მისი ახა­ლი კლა­სე­ლი, რო­მე­ლიც სი­მორ­ცხვის თუ გარ­კვე­უ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის გამო არა­ვის­თან ურ­თი­ერ­თობ­და, მხო­ლოდ თუ­თას­თან გა­იხ­სნა, მხო­ლოდ მან შეძ­ლო მდუ­მა­რე ბავ­შვთან და­მე­გობ­რე­ბა, მისი ალა­პა­რა­კე­ბა და პრაქ­ტი­კუ­ლად, შუ­ა­მავ­ლად იქცა მასა და მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის. ეს ძა­ლი­ან ტკბი­ლად და­მა­მახ­სოვ­რდა. თუთა ზო­გა­დად ყო­ველ­თვის ცდი­ლობს იმ ადა­მი­ა­ნის ან ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფის დაც­ვას, ვინც უმ­ცი­რე­სო­ბა­შია და რა­ი­მე ფორ­მით იჩაგ­რე­ბა, მგრძნო­ბი­ა­რეა ამ თე­მე­ბის მი­მართ და ეს მი­ხა­რია...

თუთა იო­ლად სწავ­ლობს უცხო ენებს და აქვს ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ნიჭი, რომ­ლის სა­ხე­ლიც არ ვიცი: სწრა­ფად პო­უ­ლობს კავ­ში­რებს მოვ­ლე­ნებ­სა და სი­ტყვებს შო­რის. მა­გა­ლი­თად, ერთხელ რა­ღა­ცა­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით და შემ­თხვე­ვით გა­ვი­გე, რა გზით და­ი­მახ­სოვ­რა ფრან­გუ­ლად სი­ტყვა "პური“ - “(le)pain”, მარ­ტი­ვად ამიხ­სნა: "ხომ იცი, რომ პური და ღვი­ნო ქრის­ტეს სის­ხლი და ხორ­ცია, ხომ იცი ქრის­ტემ რაც გზაც გა­ი­ა­რა - ტკი­ვი­ლის გზაო - ჰოდა, ინ­გლი­სუ­რად ტკი­ვი­ლი“pain” ფრან­გუ­ლად არის პუ­რიო“. და­ფიქ­რე­ბაც არ სჭირ­დე­ბა, პირ­და­პირ მოს­დის ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი და ამ პა­ტა­რა მა­გა­ლი­თე­ბით კი­დევ ერთხელ ვხვდე­ბი, რამ­დე­ნად სავ­სე და სა­ინ­ტე­რე­სოა მისი სამ­ყა­რო.

  • "ვცდი­ლობთ, რა­ტის სახ­ლში ისევ ის­მო­დეს სი­ცი­ლი“

თუ­თას ტვირ­თი იმა­ზე მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე წარ­მო­ვიდ­გენ­დით. ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნელ მო­მენტს თუ გა­ვიხ­სე­ნებ, ეს ის ხუთი სა­ა­თია, როცა რა­ტის ოთახ­ში ძირს ვი­ჯე­ქი, მისი უსუ­ლო სხე­უ­ლი უკვე ჩაც­მუ­ლი ეს­ვე­ნა ლო­გინ­ზე და მე ვფიქ­რობ­დი, რო­გორ შევ­სუ­ლი­ყა­ვი ჩემი შვი­ლის ოთახ­ში და რო­გორ, რა სი­ტყვე­ბით მეთ­ქვა, რომ ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა, წა­ვი­და მამა, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი, დიდი და უძ­ლე­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი. წავი­და და აღა­რას­დროს დაბ­რუნ­დე­ბა. ამის­თვის ზუს­ტად ხუთი სა­ა­თი დამ­ჭირ­და, გა­თენ­და, მზემ ძალა მო­იკ­რი­ბა, ქა­ლა­ქი ახ­მა­ურ­და, თუ­თას ონ­ლა­ინ­სკო­ლაც და­ი­წყო... ვი­ჯე­ქი გა­შე­შე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ში­ნო­და ამის წარ­მოთ­ქმის, ფეხს ვით­რევ­დი, ვი­ხან­გრძლი­ვებ­დი იმ არაფ­რის­მომ­ტან პა­უ­ზას, დუ­მილს და უთ­ქმე­ლო­ბას, თით­ქოს, თუ არ ვი­ტყო­დი, არც იყო ასე. ბავ­შვი ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ ეს­წრე­ბო­და ონ­ლა­ინ­გაკ­ვე­თი­ლებს და ჯერ არ იცო­და, რომ გვერ­დით ოთახ­ში დრომ ახა­ლი ათ­ვლა და­ი­წყო, დად­გა 6 აპ­რი­ლი, ცხოვ­რე­ბა რა­ტის გა­რე­შე გაგ­რძელ­და და აღა­რა­ფე­რი იქ­ნე­ბა ისე, რო­გორც უწინ. არ ვიცი, რამ უნდა გა­და­ფა­როს ის ხმა, რო­მე­ლიც თუ­თამ ყე­ლი­დან ამო­უშ­ვა და რო­მე­ლიც დღემ­დე ჩა­მეს­მის. თუმ­ცა ტი­რი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­წყვი­ტა და ისე სწრა­ფად გად­მო­ვი­და ჩემს დამ­შვი­დე­ბა­ზე, მარ­თლა გა­ვოგნ­დი. ჩემი სახე ხე­ლე­ბით და­ი­ჭი­რა და ათა­სი სა­ნუ­გე­შო სი­ტყვა მო­ი­ფიქ­რა.

მა­შინ როცა, რა­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში, თუ­თას სას­კო­ლო და­ვა­ლე­ბად ესე უნდა და­ე­წე­რა, ასე­თი თემა შე­არ­ჩია: "სტრე­სის და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი“. ეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლი იყო. კარ­გის ძი­ე­ბა მა­მის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით ერგო და თუ ეს თვი­სე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი გან­საც­დე­ლის დრო­საც შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, ვფიქ­რობ, ყო­ველ­თვის იპო­ვის ძა­ლას, დად­გეს ცხოვ­რე­ბის ნა­თელ მხა­რეს.

სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის და­წე­რა ერ­თა­დერ­თხელ მო­მი­წია ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში. გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ შექ­მნა რე­ა­ლურ ფი­გუ­რებ­ზე, ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვან ქა­ლებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ზღაპ­რე­ბის კრე­ბუ­ლი "იყო ერთი გოგო“. მე ორი უძ­ვირ­ფა­სე­სი პერ­სო­ნა­ჟი, ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი გმი­რი მარო მა­ყაშ­ვი­ლი და პირ­ვე­ლი მთამ­სვლე­ლი ქალი ალექ­სან­დრა ჯა­ფა­რი­ძე შემ­ხვდა. ურ­თუ­ლე­სი ამო­ცა­ნა იყო, ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ხა­ზის დაც­ვით ბავ­შვე­ბის­თვის გა­სა­გე­ბად და სა­ინ­ტე­რე­სოდ მო­მე­ყო­ლა მათი ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი. თუ­თას გა­რე­შე ამას ვერ გა­ვარ­თმევ­დი თავს, ჩემი მთა­ვა­რი ად­რე­სა­ტი ჩემი შვი­ლი იყო, სწო­რედ მან მას­წავ­ლა დი­დე­ბის თე­მე­ბის სა­ბავ­შვო ენა­ზე გა­და­თარ­გმნა.

ზო­გა­დად წერა, ცხა­დია, დიდ დროს, ნე­ბის­ყო­ფას, კონ­ცენ­ტრი­რე­ბას, ყვე­ლა მოვ­ლე­ნი­სა, თუ გან­ცდის სა­კუ­თარ თავ­ში გა­ტა­რე­ბას მო­ი­თხოვს, რაც ჩემ­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლია სრუ­ლი სი­ჩუ­მის, გან­მარ­ტო­ე­ბის გა­რე­შე. მშობ­ლებს მუდ­მი­ვად გვაქვს დი­ლე­მა, რო­გორ გა­ვა­ნა­წი­ლოთ დრო ისე, რომ არც ბავ­შვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ენერ­გი­ას მო­ვაკ­ლოთ რამე და თან სრულ­ფა­სო­ვა­ნი მუ­შა­ო­ბაც შევ­ძლოთ. მე, პი­რა­დად, ვერც ერთ წიგნს ვერ დავ­წერ­დი, ვერც ერთი პრო­ე­ტის­თვის ვერ მო­ვიც­ლი­დი, სა­ერ­თოდ ვერ ვი­მუ­შა­ვებ­დი, რომ არა დედა - ეს მუ­დამ კუ­ლი­სებ­ში მდგო­მი, უზარ­მა­ზა­რი და­უ­ფა­სე­ბე­ლი შრო­მის გამ­წე­ვი ადა­მი­ა­ნი, ჩუმი საყ­რდე­ნი და იმე­დი, რო­მელ­საც არა­ვინ უთ­ვლის წლებს, არა­ვინ ით­ვა­ლის­წი­ნებს მის დაღ­ლი­ლო­ბა­სა და სევ­დას, ითხოვს მის­გან ყვე­ლა­ფერს, რად­გან თა­ვად შეგ­ვაჩ­ვია ასე და ბავ­შვო­ბა­ში რომ ჯა­დო­ქა­რი მე­გო­ნა, არას­დროს ვა­პი­რებ, შე­ვე­ლიო ამ რე­ა­ლო­ბად ქცე­ულ ტკბილ ილუ­ზი­ას. ასე­თია ახლა ჩემი ოჯა­ხი, სამი თა­ო­ბის გო­გოს ტკი­ვი­ლი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა, სა­დაც ყვე­ლა მდუ­მა­რედ ვა­ტა­რებთ ჩვე­ნი დიდი სიყ­ვა­რუ­ლის ჭრი­ლო­ბას და ვცდი­ლობთ, რა­ტის სახ­ლში ისევ ის­მო­დეს სი­ცი­ლი.

  • ეკა - ეკა­ზე

სა­კუ­თა­რი თა­ვის და­ხა­სი­ა­თე­ბა ყო­ველ­თვის მი­ჭირს, გერ­მა­ნე­ლებს აქვთ გა­მო­ნათ­ქვა­მი, თა­ვის ქე­ბას უსი­ა­მოვ­ნო სუნი ას­დი­სო, თუმ­ცა არც ძა­გე­ბა მგო­ნია კარ­გი და სულ გა­ჩუ­მე­ბას ვამ­ჯო­ბი­ნებ. ალ­ბათ ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბია ჩემი და­ხა­სი­ა­თე­ბა, წიგ­ნე­ბი, ჩემი შეც­დო­მე­ბიც და კარ­გი პრო­ექ­ტე­ბიც. თუ მა­ინც რამე უნდა და­ვა­სა­ხე­ლო, საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა შე­მიძ­ლია, ნე­ბის­ყო­ფა, რო­გორც წესი, არ მღა­ლა­ტობს, მთა­ვა­რია, მჯე­რო­დეს იმ იდე­ის, რო­მელ­საც ვემ­სა­ხუ­რე­ბი და შემ­დეგ უკვე აღარც დაღ­ლაა, აღარც მერ­ყე­ო­ბა, საქ­მის გა­და­დე­ბა, თა­ვის და­ზოგ­ვა. მარ­ტო მე კი არა, ყვე­ლა ასეა, სიყ­ვა­რუ­ლი იძ­ლე­ვა მო­ტი­ვა­ცი­ას, მო­ტი­ვა­ცია გა­მო­რი­ცხავს სი­ზამ­რა­ცეს, უე­ნერ­გი­ო­ბას. ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ იმგვარ ფუ­ფუ­ნე­ბას, რომ აკე­თოს ის, რაც უყ­ვარს და შეძ­ლოს ამით ცხოვ­რე­ბა, არ დას­ჭირ­დეს პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა სამ­სა­ხუ­რის ძი­ე­ბა. ეს, სამ­წუ­ხა­როდ, ყო­ველ­თვის არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ბევ­რი ხე­ლო­ვა­ნის, მწერ­ლის გა­მოწ­ვე­ვაც ესაა...

ჩვენს უნი­კა­ლურ და სა­ო­ცარ ენა­ზე მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბი ვწერთ და ვკი­თხუ­ლობთ, ამი­ტომ თარ­გმნა ჩვენ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ლი­ტე­რა­ტუ­რის მსოფ­ლიო რუ­კა­ზე სა­არ­სე­ბოდ. ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა ამ მხრივ ფას­და­უ­დე­ბე­ლი სა­მუ­შაო გას­წია: ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტუმ­რო­ბა აის­ბერ­გის მხო­ლოდ ის წვე­რი იყო, რო­მე­ლიც კარ­გად ჩან­და სფე­რო­ში ჩა­უ­ხე­და­ვი ადა­მი­ა­ნი­ა­ნე­ბის­თვის, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ამის უკან იდგა უზარ­მა­ზა­რი, რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი შრო­მა, ქარ­თუ­ლი კლა­სი­კუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის ევ­რო­პულ ბა­ზარ­ზე გა­ტა­ნა, სხვა­დას­ხვა ენა­ზე თარ­გმნა, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, მწერ­ლო­ბის გარ­და ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა სფე­რო­ე­ბი­სა და ჩვე­ნი უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რის მსოფ­ლი­ოს­თვის გა­ზი­ა­რე­ბა... შე­დე­გად, ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი და­ხუ­რეს. იქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი დღემ­დე სხვა­დას­ხვა ფორ­მი­თა და პრო­ექ­ტით ცდი­ლო­ბენ იმ საქ­მის გაგ­რძე­ლე­ბას, რომ­ლი­საც სჯე­რათ და რო­მე­ლიც თავს მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ღირ­სე­ულ წევ­რად გვაგ­რძნო­ბი­ნებს.

  • "შინ - შენ“

რო­მა­ნი "შინ - შენ“ ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­ში დავ­წე­რე. "სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბის“ გო­გო­ებ­თან ერ­თად გა­რე­კან­ზე მსჯე­ლო­ბი­სას, ვი­ფიქ­რეთ, ჩემს ფო­ტოს მკი­თხვე­ლი შეც­დო­მა­ში არ შეყ­ვა­ნა და წიგ­ნი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი არ ჰგო­ნე­ბო­და. ეს არ არის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფია, მაგ­რამ მას­ში ჩემი იმა­ზე მეტი ნა­წი­ლია, ვიდ­რე ეს ყდა­ზე ჩანს.

რო­მა­ნის ფა­ბუ­ლა მიჰ­ყვე­ბა ქვა­კუ­თხედს: ძილი, რო­გორც რე­ა­ლო­ბის­გან დამ­ცა­ვი ფარი. შიში, რო­გორც გაქ­ცე­ვის ბიძ­გი. ომი - მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი დაღი. პა­ტი­ე­ბა - სიყ­ვა­რუ­ლის გა­ნუყ­რე­ლი ნა­წი­ლი და თვით სიყ­ვა­რუ­ლი - ხედ­ვა - ადა­მი­ა­ნის ისე­თად და­ნახ­ვა, რო­გო­რიც ის სი­ნამ­დვი­ლე­შია.

ეს არის ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის ამ­ბა­ვი. თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი მი­წისძვრა ნიას სამ­ყა­როს ძი­რე­უ­ლად შე­არ­ყევს. სახლზე გა­ჩე­ნი­ლი ბზა­რი ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სის, ოჯა­ხის, ურ­თი­ერ­თო­ბის, მო­მავ­ლის დან­გრე­ვა­საც უქა­დის. ნია მარ­ტოა, ასე­თია ბრძო­ლის ველ­ზე ეუ­ლად დარ­ჩე­ნი­ლი მე­ომ­რის როლი, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა მე­ო­რე, ნა­ნატრ კი­ნო­როლ­საც სთა­ვა­ზობს და გა­და­ღე­ბებ­თან ერ­თად იწყე­ბა ახა­ლი, პა­რა­ლე­ლუ­რი რე­ა­ლო­ბა - ხე­ლოვ­ნე­ბა, რო­გორც თავ­შე­სა­ფა­რი, რო­გორც გაქ­ცე­ვა... თუ სი­ნამ­დვი­ლეს­თან და­ახ­ლო­ე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის დაბ­რუ­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა. ამ ლა­ბი­რინთში მკი­თხვე­ლი ნიას აჩ­ქა­რე­ბუ­ლი სუნ­თქვი­სა და მა­ჯის­ცე­მის რიტ­მით მოგ­ზა­უ­რობს, არი­ად­ნეს გორ­გა­ლი­ვით უჭი­რავს უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ძაფი, თით­ქოს ამ ძა­ფით აღად­გენს კავ­შირს და­კარ­გულ ტე­რი­ტო­რი­ას­თან, წარ­სულ­თან, ადა­მი­ა­ნებ­თან და ხე­დავს იმას, რა­საც თა­ვად ნიაც ვერ ხე­დავ­და - სხვა­თა სი­მარ­თლეს.

რო­მა­ნი "შინ - შენ“ აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში გა­მო­ვა. თუ პან­დე­მი­ის კუ­თხით მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და, წარ­დგი­ნე­ბა­საც დავ­გეგ­მავთ რე­გუ­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დაც­ვით.

მად­ლო­ბა ჩემს აფხაზ მე­გო­ბარს, რო­მელ­მაც ერთხელ მას­წავ­ლა, რო­გორ არის აფხა­ზურ ენა­ზე - მე შენ მიყ­ვარ­ხარ - რად­გან ეს იყო ამ წიგ­ნის და­წე­რის მთა­ვა­რი შთა­გო­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აჯობებს...
31

შენ მგონი ,,კიააა,, დაგემართა...

მანანა
0

 ქართული სილამაზის და ჯიშის ზეიმია ეს ოჯახი. სამწუხაროა რომ ასე ნაადრევად დატოვა ქვეყნიერება ამ ახალგაზრდა კაცმა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"... დადგა 6 აპრილი, ცხოვრება რატის გარეშე გაგრძელდა და აღარაფერი იქნება ისე, როგორც უწინ" - ამბავი ეკაზე, რატიზე და თუთაზე

"... დადგა 6 აპრილი, ცხოვრება რატის გარეშე გაგრძელდა და აღარაფერი იქნება ისე, როგორც უწინ" - ამბავი ეკაზე, რატიზე და თუთაზე

ჟურნალისტი და პროზაიკოსი ეკატერინე ტოგონიძე კიდევ ერთ ლამაზ ნაწარმოებს ქმნის, გვიყვება რა, სირთულეებით, ტრაგიზმით, ამავე დროს, ლამაზი, მძაფრი და საინტერესო მომენტებით აღსავსე საკუთარ ცხოვრებაზე. ცნობილი ჟურნალისტი ასევე ცნობილი პოლიტიკოსის რატი სამყურაშვილის მეუღლეა. მათი დიდი სიყვარული 13 - წლიანი თანაცხოვრების პერიოდს მოიცავს - ზუსტად ერთი წლის წინ, 6 აპრილს რატი სამყურაშვილი მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა.

"რატიმ 42 წლის განმავლობაში იმდენი და ისე იცხოვრა, იმხელა გულით ემსახურა სიკეთეს, სიყვარულის იმოდენა ბირთვი ატარა, ერთს კი არა, უამრავ ცხოვრებას რომ ეყოფა" - ამბობს ეკა და სიყვარულს უმადლის იმას, რასაც დღემდე მიაღწია და რითაც დღემდე ცხოვრობს.

ეკას ნაწარმოებები 2011 წლიდან იბეჭდება ქართულ და უცხოურ პერიოდიკაში, ნათარგმნია ინგლისურ, ჩეხურ, რუსულ, აფხაზურ და გერმანულ ენებზე. მკითხველი იცნობს ეკატერინე ტოგონიძის მოთხრობების კრებულებს: "ანესთეზია“ და "მომისმინე“, მცირე რომანებს: "სხვა გზა“ და "ქარიშხალი მარგო“, რომანს "ასინქრონი”, რომელიც 2017 წელს ავსტრიაშიც გამოიცა. ის რამდენიმე კინოსცენარის ავტორიცაა, ასევე გახლავთ ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ანთოლოგიის "33 ემოცია“ იდეის ავტორი და შემდგენელი; მისი ახალი რომანი "შინ - შენ“ კი 2020 წელს მწერალთა სახლის მიერ გამოცხადებული კონკურსის - "შემოქმედებითი სტიპენდიები ავტორებისთვის“ გამარჯვებულია.

ექსკლუზიურად ambebi.ge-სთვის: ამბავი ეკაზე, რატიზე და თუთაზე, რომლის დაბადებითაც, როგორც ეკა ამბობს, საკუთარ თავზე გამარჯვება ისწავლა.

  • ბავშვობა

ერთხელ, სტუდენტებს ჩვენი ბიოგრაფიის დაწერა დაგვავალეს და მახსოვს, ჩემი პირველი წინადადება - "დავიბადე თბილისში“ - ლექტორმა ჩამისწორა ასე: "დავბადებულვარ თბილისში“. მაშინ ვიფიქრე, რომ ეს ფორმა მართლაც უფრო სწორია, რადგან დაბადება ჩვენგან დამოუკიდებელი აქტია. თუმცა დროთა განმავლობაში გაჩნდა სხვადასხვა დაშვება, მათ შორის ისიც, რომ ჩვენ ყველაფერში უნებურად ვმონაწილეობთ, თითქოს ვირჩევთ კიდეც, როდის, სად და რომელი ოჯახის წიაღში მოვევლინოთ ქვეყანას. შემთხვევითი ხომ არაფერია. მშობიარობისას უკვე გარკვევით ვიგრძენი, რომ მე და ჩემი შვილი იმ წუთებში ერთი გუნდი ვიყავით და ექიმის დამხარებით ორივენი ერთად გავდიოდით ამ რთულ და მნიშვნელოვან პროცესს, ისიც მოქმედებდა, იბადებოდა. ამიტომ ისევ ასე ვიტყვი: დავიბადე თბილისში, მანანა თოთიბაძისა და კახი ტოგონიძის ოჯახში, 1981 წლის 16 მარტს. მამას ძალიან უნდოდა გოგო და ხალისით იხსენებდა ხოლმე ამბავს, უექოსკოპიო ეპოქაში როგორ აცნობა დაღვრემილმა მახარობელმა ჩემი სქესის შესახებ - ლამის მიუსამძიმრა თურმე, - ბავშვი ჯანმრთელი კი გაჩნდა, მაგრამ გოგოაო. მამამ სიხარულისგან ხელში აიტაცა ის ქალი და შემდეგ, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, გაზაფხული დღესასწაულად აქცია. აღნიშვნა პირველი მარტიდან იწყებოდა და ჩვენს სახლში ეს დღე მამას მოტანილი იებით თენდებოდა. დაბადების დღემდე მამა ჩემი დაბადების თვეს ზეიმობდა და მისი წასვლით, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ამ იების სურნელი დამაკლდა გაზაფხულის პირველ დღეს.

პატარა ეკა

ჩემი ბავშვობა ჩვეულებრივი მეგონა. პირველად, როცა ჩემი წიგნი გერმანულად ითარგმნა და ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე მოვხვდი, გადაჭარბებულად მომეჩვენა ჟურნალისტების ინტერესი საბჭოთა ბავშვობის მიმართ, კარგად ვერ მივხვდი, რას იკვლევდნენ, ბოლომდე არ მქონდა გააზრებული, რა იყო ასეთი საინტერესო და განსაკუთრებული იმაში, რაც ჩვენ გამოვიარეთ, როგორც ჩვენ ვიცხოვრეთ და როგორც გადავრჩით. არა და, მართლა ყოველდღიური გადარჩენა იყო შინ მშვიდობით დაბრუნება. მე და დედა საღამოობით ხელოვნების სკოლიდან რომ გამოვდიოდით, განსაკუთრებით ზამთარში, როცა ადრე ღამდება, საირმის ბნელი გორის გადალახვა ნამდვილი გამოწვევა იყო. ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა თავს დაგსხმოდნენ, გაექურდეთ, ეძალადათ. და ჩვენ ამ შიშს შეჩვეულები ვიყავით. ყველას გვეშინოდა, გმირობას ვერავის მოსთხოვდი...

გადარჩენა იყო 55-ე სკოლიდან ყიშიძეზე, სახლში მშვიდობით დაბრუნება, ქუჩაში ატეხილი სროლისას ძირს დაწოლა, მიწისქვეშა გადასასვლელიდან უვნებლად ამოსვლა. დიდი გადარჩენა იყო კრიმინალური სამყაროს რომანტიკისგან გათავისუფლება, მოტაცების - ამ წარმოუდგენელი ძალადობისა და ნაადრევი ქორწინების თავიდან აცილება. ჩვენ, გოგოები იმ გარემოში გადარჩენას შეიძლება ინსტინქტურად იმითაც ვცდილობდით, რომ ძლიერი პარტნიორი გვეპოვა, დამცველი, მფარველი და თან იმ ასაკშივე მივმხვდარიყავით, რომ ძლიერება ძალადობაში არ არის, სულ პირიქით... ისიც გადარჩენა იყო, რომ ლოგინში ტანსაცმლითა და ცხელი წყლით სავსე ბოთლებით ვთბებოდით, წიგნებს სანთლის შუქზე ვკითხულობდით და განათლებას "კერასინკას“ მიფიცხებულები ვიღებდით. ასეთი იყო ჩვენი "ჩვეულებრივი“ ბავშვობა, ამის გააზრება გვიან დავიწყე, მოგზაურობით, განორმალურებული ცხოვრებით და სწორედ იმ კონტრასტებით, რომელსაც ცივილიზებული სამყარო, განათლება და უსაფრთხო გარემო გვთავაზობს.

დედასთან ერთად

დედას დამსახურებით ჩემი ბავშვობა სავსე იყო ხელოვნებით, რაც გადარჩენის სამუდამო გზად მექცა. ბალეტი, ფორტეპიანო, სიმღერა, ხატვა... დათო ანდღულაძის სპექტაკლში მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე თამაში, ფილარმონიის სცენაზე ცეკვა, გამოფენები, გადაცემები, ფილმები... ეს ყველაფერი დედამ შემაძლებინა დიდი თავგანწირვისა და თავდადების ფასად. რაც ვისწავლე, სადღაც გამომადგა, ხელი წამაშველა, გზა მაჩვენა და ბოლოს ალბათ, ჩემს წიგნებშიც მოიყარა თავი. ამიტომ ჩემი ბავშვობა მახსენდება ძალიან ტკბილად. მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, რომელმაც მშობლებთან ერთად, ბრძოლის აუცილებელ აღჭურვილობად მომაწოდა სიკეთე და სწორი ღირებულებები, ბნელი გარემოს ფარად და ჯავშნად შემომაკრა სიყვარული.

  • სტუდენტობა

უნივერსიტეტის მისაღები გამოცდებისთვის მართლაც მომზადებული აღმოვჩნდი და ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, 1999 წელს სწავლა თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განვაგრძე. ჩვენი დეკანი სტუდენტებთან ურთიერთობაში გულღია და მუდამ მხარში მდგომი აღმოჩნდა. არ მახსოვს, არცერთი გონივრული ინიციატივა, რომლისთვისაც მას მხარი არ დაეჭიროს. ამ მხრივ ჩვენ გვქონდა თავისუფლება, სხვადასხვა შესაძლებლობა და მუდმივი თანადგომა. უნივერსიტეტის წლები იმითაცაა გამორჩეული, რომ რამდენიმე ძალიან კარგ ადამიანთან ერთად ჩემს ცხოვრებას შემოემატა უძვირფასესი, განუყრელი მეგობარი და იქ, იმ ფაკულტეტზე, იმ წელს სწავლა, სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ამადაც მიღირდა.

მეგობრებთან ერთად

საერთოდ, თუ რამეში მთლიანად მიმართლებს, ეს მეგობრებია... და თუ რამე მიჩენს განცდას, რომ შეუძლებელი არაფერია, ეს მეგობრობაა. ჩემი მეგობრები რაღაც უძირო საბადოს წარმოადგენენ, რაც უშრეტ ძალას მაძლევს. არასდროს დამიკარგავს მეგობარი, მხოლოდ შემიძენია. სკოლიდან ოთხი ლამის ტყუპის ცალი გამომყვა და შემდეგ, ყველგან, სადაც ვისწავლე ან ვიმუშავე, თითო-ოროლა საუკეთესო ადამიანი შემოემატა ამ უძვირფასეს წრეს. ერთ-ერთი მათგანი კი განსხვავებულად, დაუსწრებლად შემიყვარდა, ისე მოხდა, რომ გაცნობამდე გავიცანი - თეონა დოლენჯაშვილი ჯერ წავიკითხე და შემდეგ შევხვდი. შევხვდი პირდაპირ ეთერში, მაშინ "ალიონის“ წამყვანი ვიყავი. გადაცემაში ჩემმა მაშინდელმა პროდიუსერმა და დღეს უკვე მეგობარმა, მწერალმა რუსიკო რუხაძემ მოიწვია, რასაც დღემდე ვუმადლი. ჩემი და თეონას უკვე მრავალწლიანი მეგობრობის მიუხედავად, მის გაცნობას წიგნის ფურცლებიდან ისევ ვაგრძელებ. ახალი რომანი "ჩიტი არ გამოფრინდება“ ახალი თეონაა: მან შეძლო ომის უზუსტესი ანატომიის დოკუმენტური, სულისშემძვრელი ამბებით ისე ჩვენება, რომ წიგნი არა სიკვდილის, არამედ სიცოცხლისა და სიყვარულის მანიფესტად ექცია.

  • პროფესია - ჟურნალისტი

სტუდენტი ვიყავი, როცა "მოამბეში“ჯერ პრაქტიკანტად და რამდენიმე თვეში თანამშრომლად ამიყვანეს. დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, რომ არ აღმოვჩნდი ამისთვის მზად. არც ასაკით (19 წელი ძალიან ახალგაზრდაა), არც მორალურად. სუფლიორი სულ ორჯერ მქონდა ნანახი, პოლიტიკურ ამბებში საფუძვლიანად ვერ ვერკვეოდი, ვიყავი შებოჭილი, გრიმი ცხოვრებაში პირველად გამიკეთეს - საკუთარი თავი ძლივს ვიცანი და “მოამბის” პირდაპირ ეთერში გასვლიდან მთელი წლის განმავლობაში გადაცემის ქუდის, ანუ მუსიკის ნაცვლად, მღელვარებისგან მხოლოდ საკუთარი გულისცემა მესმოდა.

დღეს ბევრს საუბრობენ სტრესის მართვაზე, მაშინ ნაკლები ვიცოდი ამის შესახებ და ზოგჯერ ისეთ შეცდომებსაც ვუშვებდი, რომლებიც მხოლოდ ნერვიულობის შედეგი იყო. ამას ემატებოდა მუდმივი უძილობა, დილას გათენებამდე ადგომა. თუ ფანჯრიდან ოდნავი შუქი შემოდიოდა ან ჩიტების ჭიკჭიკს გავიგონებდი, ეს ნიშნავდა განგაშს, ე.ი. მაგვიანდებოდა. შემდეგ წლები დამჭირდა ამ ტრავმისგან გასათავისუფლებლად. ასე იქცა ჩემი სამსახური მუდმივ სტრესად. გამონათქვამი რომ არის, ბედნიერება ისაა, დილით სამსახურში წასვლა გიხაროდეს და საღამოს შინ დაბრუნებაო, მე მხოლოდ ბედნიერების მეორე ნაწილს ვგრძნობდი. განსაკუთრებული უხერხულობა მუშაობის დაწყებიდან უკვე 6 წლის შემდეგ შემექმნა: დავოჯახდი. ჩემი მეუღლე, რატი სამყურაშვილი იმ დროს პარლამენტის წევრი იყო და გადაცემის მსვლელობისას ზოგჯერ უცხო ადამიანივით მოვიხსენიებდი, მასზეც ვაცხადებდი ამბებს, ხანდახან სწორედ პირდაპირ ეთერში ვიგებდი პარლამენტში მიმდინარე ცხარე მოვლენების, დაპირისპირების შესახებ და ვცდილობდი, მღელვარება არ დამტყობოდა.

ბოლოს, პოლიტიკისგან თავისუფალ, დილის გადაცემაში გადასვლა ვითხოვე. "ალიონის“ფორმატი ჩემთვის გაცილებით ახლობელი და მისაღები აღმოჩნდა, აღარ ვიყავი გაშეშებული და დამოკიდებული სუფლიორში ჩაწერილ ტექსტზე (რომელიც ჩემივე დაწერილი, ან დამუშავებული იყო და ისედაც მახსოვდა), ხელოვნების, მეცნიერებისა, თუ სხვა სფეროების წარმომადგენლებთან ვსაუბრობდი სოციალურ და კულტურულ თემებზე, ანუ იმ საკითხებზე, რომლებიც ბუნებრივად მაინტერესებდა, მყავდა არაჩვეულებრივი თანამშრომლები, შეხმატკბილებული გუნდი. მოკლედ, "ალიონი“ ნამდვილი ხსნა იყო, ამოვისუნთქე - თავი დავიბრუნე. მაგრამ ჩემთვის კიდევ უფრო ახლო და ზუსტი საქმე მაშინ გამოჩნდა, როცა ეს კარიც დაიხურა. ალიონიდან მთელი რედაქცია უმიზეზოდ, დაუმსახურებლად გამოგვიშვეს. ზოგადად, ამის საფრთხე სულ იყო, რადგან ჩვენს ქვეყანაში აგორებული პროტესტი ხშირად "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" გამართულ აქციებში გადაიზრდებოდა ხოლმე (თავისი სირცხვილის კორიდორებით და ათასი შეურაცხყოფით) და პრობლემის მოგვარების ნაცვლად, იცვლებოდა პირველი არხის დირექტორი. ახალი დირექტორი კი, პირველ რიგში, სახეებს ცვლიდა. მგონი, 5 ხელმძღვანელს გადავურჩი და ბოლოს მეც მოვყევი ამ ტალღაში. გამოცდილებასთან ერთად პროფესიონალიზმი რომ მემატებოდა, სწორედ მაშინ ვაწყდებოდი ხელმძღვანელობისგან პარადოქსულ მიდგომას: მაყურებელს ძველი სახე სწყინდება და ახალია საჭიროო. თუ სამსახურიდან არ გიშვებდნენ, შენს გადაკეთებას ცდილობდნენ, ვარცხნილობის, სტილის შეცვლას, მოკლედ, განახლებას. ჩემთვის ესეც დისკომფორტი იყო. ზოგჯერ დილით ჟურნალისტი რესპონდენტს ინტერვიუზე შეუთანხმდებოდა, მიკროფონს ხელში აიღებდა, გადაღებაზე წასასვლელად მოემზადებოდა და შემდეგ იგებდა, რომ ის "მოამბეში“ აღარ მუშაობს. ცრემლებით ალაგებდა ნივთებს და არასდროს იყო პასუხი კითხვაზე: რატომ? ერთი სიტყვით, საკმაოდ არასტაბილურ გარემოში ვიმუშავეთ და ეს არასტაბილურობის განცდა, რაც პრინციპში სულ გასდევს ჩვენს ტურბულენტურ ცხოვრებას, საქმისთვისაც საზიანო მგონია და ადამიანისთვისაც.

"მოამბის“ შემდეგ ერთ-ერთი კომპანიაში ვიმუშავე, რომელიც საქართველოში ლიტველებმა დააფუძნეს და გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებითაც მივიღე. 2008 წლიდან დავიწყე ლექციების კითხვა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. სტუდენტებთან ურთიერთობამ მეც ბევრი მომცა: ლექციებსა და ტრენინგებზე საინტერესო იდეები იბადება და ძლიერი სინერგია იქმნება. ამიტომ ეს საქმე, რასაც უნდა ვაკეთებდე, პარალელურ გზად სულ გასდევს ჩემს ცხოვრებას.

სამსახური, რომელში მისვლაც სახლივით მიხაროდა, იყო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU). ამ დიდი ოჯახის წევრი 2015 წლიდან გავხდი. აქ არავინ ვითვლიდით სამუშაო საათებს, მყავდა არაჩვეულებრივი უფროსი, ნინო ტორონჯაძე, საუკეთესო გუნდი და ვმუშაობდით ერთად, ხალისიანად, თავდაუზოგავად. GAUზიარე, GAUლამაზე, GAUადვილე, GAUღე კარი გამოწვევებს - ამ სათაურებით გავაერთიანეთ ათობით სოციალური, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო პროექტი, რამაც ფუნდამენტური განათლების პარალელურად, სტუდენტებს თვითრეალიზების მრავალმხრივი საშუალება მისცა. ერთ-ერთი უნიკალური პროექტი, რომელშიც დიდი ენერგია ჩავდე, ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ანთოლოგიაა, სახელწოდებით: "33 ემოცია“ (გამომცემლობა "პალიტრა L“). ეს წიგნი-ალბომი აერთიანებს 33 ქართველ თანამედროვე ავტორს, რომლებიც GAU-ს სტუდენტების გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ. ეს ერთგვარი თანამედროვე ანბანთქებაა, რომელიც ორენოვანია, ქართულ ტექსტს ინგლისურიც ახლავს და რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ შექმნილი ასო-ნიშნები კრებულს მართლაც ჯადოსნურ სანახაობად აქცევს. ანთოლოგიის პრეზენტაცია 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე შედგა.

ამ წიგნად ქცეული მოგონების გარდა, GAU-სთან სხვა ბევრი რამ მაკავშირებს, იქ გავიცანი სოფო შუბლაძე და ვეღარც დავიჯერე, რომ ჩვენ მთელი ცხოვრება არ ვიცნობდით ერთმანეთს. ბევრი უშუალო და კეთილგანწყობილი ადამიანი მინახავს, მაგრამ ის, რაც სოფოს ჰქონდა, იყო მხოლოდ მისი - არავის შეუძლია ერთი შეხვედრით ასე მოგიახლოვდეს, ერთ წამში ასე დაგიმეგობრდეს, ერთი ნახვით შეგიყვაროს და შეგაყვაროს თავი, როგორც სოფოს. და შემდეგ მრავალწლიანი ურთიერთობის განმავლობაში მუდმივად დაადასტუროს უტყუარი პირველი შთაბეჭდილება. ყველას თავისი სოფო ჰყავდა და ერთი სოფოს წასვლით თითქოს უთვალავი სოფო წავიდა, უამრავ ადამიანს გამოეცალა შეუდარებელი მეგობარი და საიმედო საყრდენი.

  • სიყვარული საზღვრებს გარეშე

რატი 18 წლისამ უნივერსიტეტში გავიცანი, უფრო სწორად, უბრალოდ გადავეყარე - პირველი კორპუსის გასასვლელში გამაჩერა და სახელი მკითხა, არ ვუთხარი, მაგრამ რამდენიმე დღეში შემთხვევითობამ ისევ შეგვახვედრა. რატი შემოვიდა კაფეში, სადაც მეგობართან ერთად ვიყავი და რადგან საერთო სამეგობრო წრე აღმოგვაჩნდა, ერთ მაგიდასთან გავერთიანდით. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, რომელიც თავიდან დიდი ინტერვალებით, წინააღმდეგობებით წარიმართა. არ დავუჯერე, რომ ერთი ნახვით შემიყვარა, მაგრამ თურმე ასეც ხდება. რატი მკაცრი და ჩაკეტილი ადამიანის შთაბეჭდილებას მიტოვებდა, ანუ იმის საპირისპიროსი, რაც სინამდვილეში იყო. მისი ნამდვილი ხასიათი, სითბო, ერთგულება, გონიერება და არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა უკვე მოგვიანებით, 23-24 წლის ასაკში დავინახე. რატი თავისი ასაკის ბიჭებისგან ძალიან გამოირჩეოდა, თითქოს უფრო დიდი იყო, ზუსტად იცოდა, რა უნდოდა, მიზანს არასდროს გადაუხვევდა, იყო ძლიერი ნებისყოფის, ძლიერი ფსიქიკის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის, ყველა სიტუაციაში დაეყრდნობი.

შეყვარებულობისას ხშირად ვჩხუბობდით, რაც ახლა ძალიან სასაცილოდ მახსენდება, ალბათ ესეც საჭირო იყო, ჩვენ დიდხანს მაინც ვერ ვძლებდით უერთმანეთოდ, მალევე ვრიგდებოდით, მაგრამ მშობლები კი ვანერვიულეთ. 2007 წელს დავოჯახდით და თანდათან ვისწავლეთ ერთად, ერთმანეთისთვის ცხოვრება, უკონფლიქტო ურთიერთობა. რატის ოჯახი ჩვენი მუდმივი მხარდამჭერი იყო, სიკეთით სავსე ადამიანების გარემოცვაში მოვხვდი და საუკეთესო ნათესავები შევიძინე: რატის და, მამა, დისშვილი და კიდევ ძალიან ბევრი ახლობელი, რომელიც ნათესაური შეკრებებისა და ტრადიციების წყალობით, იმერლებისთვის დამახასიათებელ ტკბილ ერთობას ქმნის. პირველად რომ რატის დედა, თამრიკო გავიცანი, სუფრასთან ვისხედით და, როგორც ასეთ შეხვედრას ახასიათებს, ყველანი ვღელავდით. ახლაც თვალწინ მიდგას ის ღიმილი, რომლითაც თამრიკო მიყურებდა, უტკბესი ღიმილი, მხოლოდ მას რომ ახასიათებდა და ამ ღიმილში რაღაცნაირი პირობაც იდო, სიყვარულის პირობა, პირობა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეს დანაპირები სრულყოფილად შეასრულა და მსოფლიოში საუკეთესო დედამთილად იქცა. თამრიკო იყო მოსიარულე სიყვარული და სიმშვიდე, სხვის კომფორტზე და სიამოვნებაზე გადაგებული, თავდადებული ადამიანი.

რატი და ეკა

რატი, ასაკთან ერთად, ისე გაიზარდა, რომ ბევრჯერ დამტოვა სასიამოვნოდ გაკვირვებული. ვინმეზე რომ ვკითხავდი, ეს ვინ არის-მეთქი, პასუხს იწყებდა ასე: "ძალიან კარგი ადამიანია...“ სხვა დასაწყისი აღარ ჰქონდა მის წინადადებებს და შემდეგ აუცილებლად გაიხსენებდა ამ სიკარგის დამადასტურებელ ამბავს. მეც ვიჯერებდი, რომ ადამიანები არიან კარგები. შეცდომებს კი უშვებენ, მაგრამ რატის სახით მყავდა საუკეთესო მაგალითი, როგორ უნდა იქცე სიკეთის დეტექტორად, როგორ ეძებო ადამიანებში კარგი, შეაგროვო სინათლე და ეს სხივი მიაშუქო სხვებსაც. მუდამ მიკვირდა, როგორ ახერხებდა პოლიტიკურად თუ ფილოფოსიურად სულ სხვა მხარეს მდგომი ადამიანის მოსმენას, 100%-ით პატვისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, მასთან ნამდვილ დიალოგს, აგრესიისა და წინასწარი განწყობებისგან, აბსოლუტურად, დაცლილ მიდგომას, გულწრფელ ინტერესს და დაშვებას, იქნებ განსხვავებული რაკურსი შენსაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, იქნებ სხვასაც აქვს თავისი სიმართლე და თუ მისი თვალებით გამოიხედავ, საკითხს მისი მხრიდან შეხედავ, უფრო სრულფასოვნად დაინახავ ჩვენს ასეთ მრავალფეროვან სამყაროს. რატის ანალიზისა და მოვლენების აღქმის უნარი წლებთან ერთად ისეთი ღრმა და ღირებული გახდა, სულ მინდოდა, მეტ ადამიანს მოესმინა მისთვის. თითქოს ყოველი შეცდომისგან წურავდა სიბრძნეს, განსაცდელისგან - სიკეთეს, მეტ შემწყნარებლობას. როცა ადამიანზე მხოლოდ კარგს ლაპარაკობ, არასდროსაა დამაჯერებელი, მაგრამ ვინც რატის მართლა იცნობდა, მიხვდება, რომ მე მისი მხოლოდ პატარა ნაწილი გაგიზიარეთ. რატიმ 42 წლის განმავლობაში იმდენი და ისე იცხოვრა, იმხელა გულით ემსახურა სიკეთეს, სიყვარულის იმოდენა ბირთვი ატარა, ადამიანები ისე გააერთიანა და ხანაც შეარიგა, დაამეგობრა, ერთს კი არა, უამრავ ცხოვრებას რომ ეყოფა. ჩემგან ეს სუბიექტურად ნათქვამი ეგონება ვინმეს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მისი დაკარგვით მარტო ოჯახმა კი არა, მთლიანად ქვეყანამ დაკარგა ადამიანობისა და მოქალაქეობის საუეთესო მაგალითი და უდიდესი რესურსი.

  • "ცოტას მოვყვები თუთაზე“

ზოგჯერ მგონია, რომ ბავშვის დაბადებით ადამიანი საკუთარ თავზე გამარჯვებას სწავლობს, რადგან ერთ მშვენიერ დღეს იწყება ისეთი სიყვარული, რომელიც არის განსხვავებული, უპირობო, არაფერზე დამოკიდებული და ყოვლისმომცველი. ჩნდება ვიღაც, ვისაც ყოველთვის შენზე წინ დააყენებ, ვისთვისაც დაუფიქრებლად გასცემ, დათმობ, გაწირავ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სიცოცხლესაც და რა არის ეს, თუ არა გამარჯვება.

თუთა

არასდროს დამავიწყდება ახალშობილი თუთას ის მზერა, რომელიც სრულ სიყვარულს გამოსახავდა, მიყურებდა და მე ვიყავი ყველაფერი, მთავარი საარსებო წყარო - ყველაზე ძვრიფასი ადამიანიცა და ყველაზე გემრიელი, სასარგებლო საკვებიც - მთელი სამყარო მე ვიყავი და ეს შეგრძნება არაფერს შეედრება. დროთა განმავლობაში ბავშვის სიყვარული სხვებზე ნაწილდება, მისი ყურადღება სხვა მოვლენებზე გადადის, ავტორიტეტს სხვაგანაც ეძებს, თითქოს აღარ ხარ აბსოლუტურად კმარი, ერთადერთი და შეუცვლელი, უფრო და უფრო გვიწევს იმის გააზრება, რომ შვილი არა ჩვენი ნაწილი, საკუთრება, არამედ აღსაზრდელად დროებით მობარებული სულია. ეს პროცესი რთული, საინტერესო, ზოგჯერ მტკივნეული, მაგრამ განვითარებისთვის სასარგებლოა. ამ გზაზე ვსწავლობთ ბევრს: სხვა ადამიანის მიღებას, მისი სურვილების, მისწრაფებების პატივისცემასა და ხელშეწყობას, ურთიერთობის მართვას და ისევ და ისევ უპირობო სიყვარულის თავისებურებას.

ბავშვობაში სულ მშურდა მათი, ვისაც დედები უშურველად აქებდნენ, ჩამოთვლიდნენ შვილების ათას კარგ თვისებას, დედაჩემს კი სიტყვას ვერ დააცდენინებდით. მეც მასავით რომ არ დამემართოს, ცოტას მოვყვები თამარზე (თუთაზე). ერთხელ სკოლაში გადასცეს ჯილდო თანაგრძნობის, თანადგომისა და განსაკუთრებული მეგობრული უნარებისთვის. აღმოჩნდა, რომ მისი ახალი კლასელი, რომელიც სიმორცხვის თუ გარკვეული ფსიქოლოგიური სირთულეების გამო არავისთან ურთიერთობდა, მხოლოდ თუთასთან გაიხსნა, მხოლოდ მან შეძლო მდუმარე ბავშვთან დამეგობრება, მისი ალაპარაკება და პრაქტიკულად, შუამავლად იქცა მასა და მასწავლებლებს შორის. ეს ძალიან ტკბილად დამამახსოვრდა. თუთა ზოგადად ყოველთვის ცდილობს იმ ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის დაცვას, ვინც უმცირესობაშია და რაიმე ფორმით იჩაგრება, მგრძნობიარეა ამ თემების მიმართ და ეს მიხარია...

თუთა იოლად სწავლობს უცხო ენებს და აქვს ერთი საინტერესო ნიჭი, რომლის სახელიც არ ვიცი: სწრაფად პოულობს კავშირებს მოვლენებსა და სიტყვებს შორის. მაგალითად, ერთხელ რაღაცაზე ვლაპარაკობდით და შემთხვევით გავიგე, რა გზით დაიმახსოვრა ფრანგულად სიტყვა "პური“ - “(le)pain”, მარტივად ამიხსნა: "ხომ იცი, რომ პური და ღვინო ქრისტეს სისხლი და ხორცია, ხომ იცი ქრისტემ რაც გზაც გაიარა - ტკივილის გზაო - ჰოდა, ინგლისურად ტკივილი“pain” ფრანგულად არის პურიო“. დაფიქრებაც არ სჭირდება, პირდაპირ მოსდის ასოციაციები და ამ პატარა მაგალითებით კიდევ ერთხელ ვხვდები, რამდენად სავსე და საინტერესოა მისი სამყარო.

  • "ვცდილობთ, რატის სახლში ისევ ისმოდეს სიცილი“

თუთას ტვირთი იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდით. ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელ მომენტს თუ გავიხსენებ, ეს ის ხუთი საათია, როცა რატის ოთახში ძირს ვიჯექი, მისი უსულო სხეული უკვე ჩაცმული ესვენა ლოგინზე და მე ვფიქრობდი, როგორ შევსულიყავი ჩემი შვილის ოთახში და როგორ, რა სიტყვებით მეთქვა, რომ ყველაფერი დამთავრდა, წავიდა მამა, მსოფლიოში ყველაზე კეთილი, დიდი და უძლეველი ადამიანი. წავიდა და აღარასდროს დაბრუნდება. ამისთვის ზუსტად ხუთი საათი დამჭირდა, გათენდა, მზემ ძალა მოიკრიბა, ქალაქი ახმაურდა, თუთას ონლაინსკოლაც დაიწყო... ვიჯექი გაშეშებული და ყველაზე მეტად მეშინოდა ამის წარმოთქმის, ფეხს ვითრევდი, ვიხანგრძლივებდი იმ არაფრისმომტან პაუზას, დუმილს და უთქმელობას, თითქოს, თუ არ ვიტყოდი, არც იყო ასე. ბავშვი ჩვეულებისამებრ ესწრებოდა ონლაინგაკვეთილებს და ჯერ არ იცოდა, რომ გვერდით ოთახში დრომ ახალი ათვლა დაიწყო, დადგა 6 აპრილი, ცხოვრება რატის გარეშე გაგრძელდა და აღარაფერი იქნება ისე, როგორც უწინ. არ ვიცი, რამ უნდა გადაფაროს ის ხმა, რომელიც თუთამ ყელიდან ამოუშვა და რომელიც დღემდე ჩამესმის. თუმცა ტირილი მოულოდნელად შეწყვიტა და ისე სწრაფად გადმოვიდა ჩემს დამშვიდებაზე, მართლა გავოგნდი. ჩემი სახე ხელებით დაიჭირა და ათასი სანუგეშო სიტყვა მოიფიქრა.

მაშინ როცა, რატის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, თუთას სასკოლო დავალებად ესე უნდა დაეწერა, ასეთი თემა შეარჩია: "სტრესის დადებითი მხარეები“. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. კარგის ძიება მამისგან მემკვიდრეობით ერგო და თუ ეს თვისება ყველაზე დიდი განსაცდელის დროსაც შეინარჩუნა, ვფიქრობ, ყოველთვის იპოვის ძალას, დადგეს ცხოვრების ნათელ მხარეს.

საბავშვო ლიტერატურის დაწერა ერთადერთხელ მომიწია ძალიან კარგი პროექტის ფარგლებში. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ შექმნა რეალურ ფიგურებზე, ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვან ქალებზე დაფუძნებული ზღაპრების კრებული "იყო ერთი გოგო“. მე ორი უძვირფასესი პერსონაჟი, ჩვენი ეროვნული გმირი მარო მაყაშვილი და პირველი მთამსვლელი ქალი ალექსანდრა ჯაფარიძე შემხვდა. ურთულესი ამოცანა იყო, ბიოგრაფიული ხაზის დაცვით ბავშვებისთვის გასაგებად და საინტერესოდ მომეყოლა მათი ტრაგიკული ამბავი. თუთას გარეშე ამას ვერ გავართმევდი თავს, ჩემი მთავარი ადრესატი ჩემი შვილი იყო, სწორედ მან მასწავლა დიდების თემების საბავშვო ენაზე გადათარგმნა.

ზოგადად წერა, ცხადია, დიდ დროს, ნებისყოფას, კონცენტრირებას, ყველა მოვლენისა, თუ განცდის საკუთარ თავში გატარებას მოითხოვს, რაც ჩემთვის შეუძლებელია სრული სიჩუმის, განმარტოების გარეშე. მშობლებს მუდმივად გვაქვს დილემა, როგორ გავანაწილოთ დრო ისე, რომ არც ბავშვის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ ენერგიას მოვაკლოთ რამე და თან სრულფასოვანი მუშაობაც შევძლოთ. მე, პირადად, ვერც ერთ წიგნს ვერ დავწერდი, ვერც ერთი პროეტისთვის ვერ მოვიცლიდი, საერთოდ ვერ ვიმუშავებდი, რომ არა დედა - ეს მუდამ კულისებში მდგომი, უზარმაზარი დაუფასებელი შრომის გამწევი ადამიანი, ჩუმი საყრდენი და იმედი, რომელსაც არავინ უთვლის წლებს, არავინ ითვალისწინებს მის დაღლილობასა და სევდას, ითხოვს მისგან ყველაფერს, რადგან თავად შეგვაჩვია ასე და ბავშვობაში რომ ჯადოქარი მეგონა, არასდროს ვაპირებ, შეველიო ამ რეალობად ქცეულ ტკბილ ილუზიას. ასეთია ახლა ჩემი ოჯახი, სამი თაობის გოგოს ტკივილითა და სიყვარულით გაერთიანებული ცხოვრება, სადაც ყველა მდუმარედ ვატარებთ ჩვენი დიდი სიყვარულის ჭრილობას და ვცდილობთ, რატის სახლში ისევ ისმოდეს სიცილი.

  • ეკა - ეკაზე

საკუთარი თავის დახასიათება ყოველთვის მიჭირს, გერმანელებს აქვთ გამონათქვამი, თავის ქებას უსიამოვნო სუნი ასდისო, თუმცა არც ძაგება მგონია კარგი და სულ გაჩუმებას ვამჯობინებ. ალბათ ჩემი გაკეთებული საქმეებია ჩემი დახასიათება, წიგნები, ჩემი შეცდომებიც და კარგი პროექტებიც. თუ მაინც რამე უნდა დავასახელო, საქმის ბოლომდე მიყვანა შემიძლია, ნებისყოფა, როგორც წესი, არ მღალატობს, მთავარია, მჯეროდეს იმ იდეის, რომელსაც ვემსახურები და შემდეგ უკვე აღარც დაღლაა, აღარც მერყეობა, საქმის გადადება, თავის დაზოგვა. მარტო მე კი არა, ყველა ასეა, სიყვარული იძლევა მოტივაციას, მოტივაცია გამორიცხავს სიზამრაცეს, უენერგიობას. ყველას ვუსურვებ იმგვარ ფუფუნებას, რომ აკეთოს ის, რაც უყვარს და შეძლოს ამით ცხოვრება, არ დასჭირდეს პარალელურად სხვა სამსახურის ძიება. ეს, სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის შესაძლებელი, ბევრი ხელოვანის, მწერლის გამოწვევაც ესაა...

ჩვენს უნიკალურ და საოცარ ენაზე მხოლოდ ქართველები ვწერთ და ვკითხულობთ, ამიტომ თარგმნა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ლიტერატურის მსოფლიო რუკაზე საარსებოდ. ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა ამ მხრივ ფასდაუდებელი სამუშაო გასწია: ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ოფიციალური სტუმრობა აისბერგის მხოლოდ ის წვერი იყო, რომელიც კარგად ჩანდა სფეროში ჩაუხედავი ადამიანიანებისთვის, სინამდვილეში კი ამის უკან იდგა უზარმაზარი, რამდენიმეწლიანი შრომა, ქართული კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის ევროპულ ბაზარზე გატანა, სხვადასხვა ენაზე თარგმნა, პოპულარიზაცია, მწერლობის გარდა ხელოვნების სხვა სფეროებისა და ჩვენი უნიკალური კულტურის მსოფლიოსთვის გაზიარება... შედეგად, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი დახურეს. იქ მომუშავე ადამიანები დღემდე სხვადასხვა ფორმითა და პროექტით ცდილობენ იმ საქმის გაგრძელებას, რომლისაც სჯერათ და რომელიც თავს მსოფლიო საზოგადოების ღირსეულ წევრად გვაგრძნობინებს.

  • "შინ - შენ“

რომანი "შინ - შენ“ ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში დავწერე. "სულაკაურის გამომცემლობის“ გოგოებთან ერთად გარეკანზე მსჯელობისას, ვიფიქრეთ, ჩემს ფოტოს მკითხველი შეცდომაში არ შეყვანა და წიგნი ავტობიოგრაფიული არ ჰგონებოდა. ეს არ არის ავტობიოგრაფია, მაგრამ მასში ჩემი იმაზე მეტი ნაწილია, ვიდრე ეს ყდაზე ჩანს.

რომანის ფაბულა მიჰყვება ქვაკუთხედს: ძილი, როგორც რეალობისგან დამცავი ფარი. შიში, როგორც გაქცევის ბიძგი. ომი - მემკვიდრეობითი დაღი. პატიება - სიყვარულის განუყრელი ნაწილი და თვით სიყვარული - ხედვა - ადამიანის ისეთად დანახვა, როგორიც ის სინამდვილეშია.

ეს არის ახალგაზრდა მსახიობი ქალის ამბავი. თბილისში მომხდარი მიწისძვრა ნიას სამყაროს ძირეულად შეარყევს. სახლზე გაჩენილი ბზარი ყველაზე ძვირფასის, ოჯახის, ურთიერთობის, მომავლის დანგრევასაც უქადის. ნია მარტოა, ასეთია ბრძოლის ველზე ეულად დარჩენილი მეომრის როლი, თუმცა ცხოვრება მეორე, ნანატრ კინოროლსაც სთავაზობს და გადაღებებთან ერთად იწყება ახალი, პარალელური რეალობა - ხელოვნება, როგორც თავშესაფარი, როგორც გაქცევა... თუ სინამდვილესთან დაახლოებისა და საკუთარი თავის დაბრუნების ერთადერთი გზა. ამ ლაბირინთში მკითხველი ნიას აჩქარებული სუნთქვისა და მაჯისცემის რიტმით მოგზაურობს, არიადნეს გორგალივით უჭირავს უკან დასაბრუნებელი ძაფი, თითქოს ამ ძაფით აღადგენს კავშირს დაკარგულ ტერიტორიასთან, წარსულთან, ადამიანებთან და ხედავს იმას, რასაც თავად ნიაც ვერ ხედავდა - სხვათა სიმართლეს.

რომანი "შინ - შენ“ აპრილის დასაწყისში გამოვა. თუ პანდემიის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდა, წარდგინებასაც დავგეგმავთ რეგულაციის წესების დაცვით.

მადლობა ჩემს აფხაზ მეგობარს, რომელმაც ერთხელ მასწავლა, როგორ არის აფხაზურ ენაზე - მე შენ მიყვარხარ - რადგან ეს იყო ამ წიგნის დაწერის მთავარი შთაგონება.

"ტოიოტა კავკასიამ” (TCA) რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე „TOYOTA LAND CRUISER 300” წარადგინა

საიტი, სადაც "სინოფარმის" ვაქცინაზე უნდა დარეგისტრირდეთ, გათიშულია - მიმდინარეობს ტექნიკური განახლება

რატომ არ განახლდა დღევანდელი კოვიდსტატისტიკა - მთავრობის ადმინისტრაციის განმარტება