სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გურამს უსაყვედურია, - რატომ არ შემატყობინეთ, ჩემს ნაწარმოებს თუ დგამდითო?" - როგორ დაიდგა ტელესპექტაკლი "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"
"გურამს უსაყვედურია, - რატომ არ შემატყობინეთ, ჩემს ნაწარმოებს თუ დგამდითო?" - როგორ დაიდგა ტელესპექტაკლი "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"

და­ახ­ლო­ე­ბით, 1974-75 წლე­ბი იდგა. სა­ქარ­თვე­ლოს რა­დი­ოს პირ­ველ არხზე (ამ­ჟა­მინ­დელ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში") მთა­ვარ რე­ჟის­ო­რად მუ­შა­ობ­და, და დღე­საც მუ­შა­ობს, რე­ჟი­სო­რი, დრა­მა­ტურ­გი და მწე­რა­ლი ზუ­რაბ კან­დე­ლა­კი, რო­მე­ლიც 1970-იან წლებ­ში რა­დი­ოს პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ტე­ლე­ვი­ზიო სპექ­ტაკ­ლებ­საც დგამ­და...

  • მა­რა­დი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფორ­მუ­ლა დამ­წყებ­თათ­ვის

"ყო­ვე­ლი ნორ­მა­ლუ­რი მო­თხრო­ბის წა­კი­თხვის შემ­დეგ ხდე­ბი ოდ­ნავ უკე­თე­სი, ვიდ­რე ხარ, უფრო ჭკვი­ა­ნი, ვიდ­რე იყა­ვი..." - კლა­სი­კო­სი მწერ­ლის, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის მიერ გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში "გა­მოყ­ვა­ნი­ლი" მა­რა­დი­უ­ლი ფორ­მუ­ლა ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძის პი­რით ხმა­მაღ­ლა, ყვე­ლას გა­სა­გო­ნად სწო­რედ ზუ­რაბ კან­დე­ლაკ­მა ათ­ქმე­ვი­ნა "კაცს, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ძლი­ერ უყ­ვარ­და" და ამით უკ­ვდა­ვჰ­ყო კი­დეც - იმ­ხა­ნად ჯერ კი­დევ ბევ­რის­თვის უც­ნო­ბი ნა­წარ­მო­ე­ბი - ტე­ლე­რა­დიო შე­დევ­რად იქცა, ხოლო მის­მა ყვე­ლა ვერ­სი­ამ XXI სა­უ­კუ­ნე და­ი­პყრო. მა­ნამ­დე კი...

გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვილს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და, რო­დე­საც პო­ეტ­მა ტა­რი­ელ ჭან­ტუ­რი­ამ მისი მო­თხრო­ბის - "კაცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ძლი­ერ უყ­ვარ­და" რე­ცენ­ზია და­წე­რა. ეს უკა­ნას­კნე­ლი რე­ჟი­სორ­მა გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დი­ამ წა­ი­კი­თხა, მო­თხრო­ბა­ზე სცე­ნა­რიც და­წე­რა და ზუ­რაბ კან­დე­ლაკს შეს­თა­ვა­ზა, მისი დად­გმით ხომ არ და­ინ­ტე­რეს­დე­ბიო. იმ პე­რი­ოდ­ში ბა­ტონ ზუ­რაბს ეს მო­თხრო­ბა ჯერ არ წა­ე­კი­თხა, ბა­ტონ გუ­რამ­საც შო­რი­დან, მხო­ლოდ გა­მარ­ჯო­ბით იც­ნობ­და, მაგ­რამ რო­დე­საც მო­თხრო­ბა­სა და სცე­ნარს გა­ეც­ნო, ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. მსგავ­სი სტი­ლის მო­თხრო­ბა იმ­ხა­ნად, თურ­მე, იშ­ვი­ა­თო­ბა იყო და ამი­ტო­მაც უყოყ­მა­ნოდ და­თან­ხმდა გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დი­ას, შემ­დეგ სპექ­ტაკ­ლის დად­გმა­ზე ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც და­ი­ყო­ლია და მსა­ხი­ო­ბებ­ზე ფიქ­რიც და­ი­წყო.

ზუ­რაბ კან­დე­ლა­კი

"მო­თხრო­ბის წა­კი­თხვის­თა­ნა­ვე ვი­ცო­დი, რომ მთა­ვა­რი გმი­რის - ვა­სი­კო კეჟე­რა­ძის როლი უეჭ­ვე­ლად ერო­სის უნდა ეთა­მა­შა. რომ ვუ­თხა­რი და წა­ვა­კი­თხე, შე­ვა­ტყე, მო­ე­წო­ნა. მა­შინ­ვე მკი­თხა: სხვა რო­ლებ­ში ვინ იქ­ნე­ბი­ა­ნო? - ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის, თა­მა­ზის როლ­ზე, ალ­ბათ, ჟან­რი ლო­ლაშ­ვილს ავიყ­ვან-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი. ჟან­რი მა­შინ მარ­თლაც კარ­გი ბიჭი იყო, გამ­ხდა­რი, ფორ­მა­ში. კლი­მის როლ­ზე დათო კვირ­ცხა­ლია ვი­ფიქ­რე, მას­თან სხვა სა­ტე­ლე­ვი­ზიო სპექ­ტაკ­ლებ­შიც მე­მუ­შა­ვა და მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ვი­ცო­დი. ერო­სიმ ორი­ვე კან­დი­და­ტუ­რა მო­მი­წო­ნა. ერ­თა­დერ­თი, ხელ­მძღვა­ნე­ლის რო­ლის­თვის მი­ჭირ­და მსა­ხი­ო­ბის შერ­ჩე­ვა. ერო­სიმ მი­თხრა, რა­მაზს (რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძეს გუ­ლის­ხმობ­და) ხომ არ ვუ­თხრა­თო? თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­და­ვი­ფიქ­რეთ, რად­გან ვი­ცო­დით, რა­მა­ზი უარს იტყო­და. ჩემი იდეა გა­ვუ­ზი­ა­რე: ბა­ტო­ნო ერო­სი, რა­ტომ­ღაც ამ როლ­ზე რო­მე­ლი­მე რე­ჟი­სო­რი წარ­მო­მიდ­გე­ნია-მეთ­ქი. ვი­ფიქ­რეთ, ვი­ფიქ­რეთ და... კარ­ლო ღლონტზე შევ­ჩერ­დით. თა­ნაც, კარ­ლოს სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტიც ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მოკ­ლედ, ისიც დაგ­ვთან­ხმდა და რე­პე­ტი­ცი­ე­ბიც და­ვი­წყეთ", - იხ­სე­ნებს ზუ­რაბ კან­დე­ლა­კი.

  • შე­უ­და­რე­ბე­ლი "ჩი­მა­რო­ზა"

რე­პე­ტი­ცი­ე­ბი ხან ტე­ლე­რა­დი­ო­კო­მი­ტეტ­ში ჰქონ­დათ, ხან რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში. ერთ დღე­საც გა­მო­უ­ცხა­დეს, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი შე­წყვი­ტეთ, რა­ღაც პრობ­ლე­მა შეგ­ვექ­მნაო. გა­ირ­კვა, რომ გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლეს­თან, ივ­ლი­ტა მეს­ხიშ­ვილ­თან მი­სუ­ლა საყ­ვე­დუ­რით: ასე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რა­ტომ არ შე­მა­ტყო­ბი­ნეთ, ჩემს ნა­წარ­მო­ებს თუ დგამ­დი­თო? ცხა­დია, ბა­ტო­ნი გუ­რა­მი მარ­თა­ლი იყო, რად­გან წე­სი­თა და რი­გით, ავ­ტო­რი უნდა გა­ეფრ­თხი­ლე­ბი­ათ, მაგ­რამ იმ­ხა­ნად სხვა წესი არ­სე­ბობ­და: თუ ნა­წარ­მო­ე­ბი და­ბეჭ­დი­ლი იყო, ავ­ტო­რის გა­რე­შეც შე­ეძ­ლოთ დად­გმა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რე­ჟი­სო­რი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვილს შე­ა­ტყო­ბი­ნებ­და, მაგ­რამ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი სა­მუ­შა­ომ ისე გა­ი­ტა­ცა, თქმა და­უგ­ვი­ა­ნეს. მწე­რალ­თან და­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად ზუ­რაბ კან­დე­ლა­კი და გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია წა­ვიდ­ნენ, ვი­თა­რე­ბა აუხ­სნეს და ბა­ტო­ნი გუ­რა­მიც და­ი­ყო­ლი­ეს.

ეს უკა­ნას­კნე­ლი აღარც ჩარ­თუ­ლა სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში და მას რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის ავ­ტო­რი მხო­ლოდ მა­შინ აკი­თხავ­დნენ, თუ მო­თხრო­ბა­ში რა­ი­მეს შეც­ვლას აპი­რებ­დნენ. სხვა­თა შო­რის, ამ სპექ­ტაკლმა ზუ­რაბ კან­დე­ლა­კი და გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან და­ა­ახ­ლო­ვა...

ტე­ლეს­პექ­ტაკ­ლი, თურ­მე, ფე­რა­დი უნდა ყო­ფი­ლი­ყო (სხვა­თა შო­რის, იგი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ფე­რა­დი სპექ­ტაკ­ლია) და სა­ა­მი­სოდ კო­მი­ტეტ­ში მხო­ლოდ ერთი სტუ­დია არ­სე­ბობ­და ერ­თა­დერ­თი ფე­რა­დი კა­მე­რით. ამ კა­მე­რას, სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის უპი­რა­ტე­სო­ბა ჰქონ­და, რომ კად­რის მი­სა­ახ­ლო­ებ­ლად ან და­სა­ცი­ლებ­ლად კა­მე­რი­სა და ობი­ექ­ტი­ვის ცვლა არ სჭირ­დე­ბო­და, რო­გორც იმ­ხა­ნად უწო­დებ­დნენ - ე წ. "ნა­ეზ­დი­სა" და "ოტი­ეზ­დის" ფუნ­ქცი­ას თვი­თონ­ვე ას­რუ­ლებ­და. შე­იძ­ლე­ბა დღეს ეს ამ­ბა­ვი ფან­ტას­ტი­კად მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ, ფაქ­ტია, სპექ­ტაკ­ლი ერთი კა­მე­რით გა­და­ი­ღეს ერთ ოთახ­ში. სპექ­ტაკ­ლის მხატ­ვრად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დი, რო­ბერტ ფლაქ­სი­ნი აიყ­ვა­ნეს, ოპე­რა­ტო­რად კი - ტე­ლე­ვი­ზი­ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ოპე­რა­ტო­რი ზაურ დო­ბორჯგი­ნი­ძე. მუ­სი­კა­ლუ­რად სპექ­ტაკ­ლი დალი გურ­გე­ნი­ძემ გა­ა­ფორ­მა. "და­ლის ვთხო­ვე, და­ახ­ლო­ე­ბით, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მუ­სი­კა მჭირ­დე­ბა-მეთ­ქი, რად­გან ვა­სი­კო კეჟე­რა­ძე ჩვე­ნი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის კაცი აშ­კა­რად არ იყო, სა­ი­დან­ღაც მო­სულს ჰგავ­და და ეს უნდა გა­მო­მე­ჩი­ნა. და­ლიმ მო­მი­ტა­ნა იტა­ლი­ე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის - დო­მე­ნი­კო ჩი­მა­რო­ზას "სე­რე­ნა­და" და მეტი არც არა­ფე­რი მინ­დო­და. სხვა­თა შო­რის, ჩვენ­თან სწო­რედ მას შემ­დეგ გახ­და გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი "ჩი­მა­რო­ზა".

  • ერო­სი

რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს ლე­გენ­დას - ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძეს ერთი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა ჰქო­ნია: თა­ვი­დან ბო­ლომ­დე არას­დროს იხ­სნე­ბო­და, მო­სინ­ჯავ­და ხოლ­მე რა­ღა­ცებს, ვა­რი­ან­ტებს ეძებ­და. "იმ­ხა­ნად სა­ტე­ლე­ვი­ზიო თე­ატ­რის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი გახ­ლდათ. რომ ვუ­თხა­რი, მთა­ვარ როლ­ში ერო­სი უნდა ვა­თა­მა­შო-მეთ­ქი, შე­ჭოჭ­მან­და, - თა­ვი­სე­ბუ­რი "შტამ­პე­ბი" არ და­ი­წყო­სო. და­ვამ­შვი­დე, ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე იქ­ნე­ბა-მეთ­ქი, რად­გან და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცო­დი, რაც უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ერო­სის, სა­უ­კე­თე­სო იქ­ნე­ბო­და. სპექ­ტაკლში თუ გახ­სოვთ ლექ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეპი­ზო­დი: "ქუ­ჩა­ში, მტვერ­ში წა­იქ­ცა ბავ­შვი"... რა უნდა იყოს ამა­ზე ამა­ღელ­ვე­ბე­ლი..." და ა. შ. ეს მო­ნაკ­ვე­თი მო­თხრო­ბა­ში მხო­ლოდ ერთი ფრა­ზი­თაა გად­მო­ცე­მუ­ლი, სპექ­ტაკლში კი ერო­სის ინ­სცე­ნი­რე­ბუ­ლია. ჯერ მე მო­მა­ს­მე­ნი­ნა ეს ბრწყინ­ვა­ლე კო­ლა­ჟი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ვუ­თხა­რით გუ­რამს. სხვა­თა შო­რის, ეს ეპი­ზო­დი ერთ-ერთი კულ­მი­ნა­ცი­უ­რია მთელ სპექ­ტაკლში", - მი­ამ­ბობს ზუ­რაბ კან­დე­ლა­კი.

რო­დე­საც რე­ჟი­სორს ჩა­ვე­კი­თხე, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძის რა "შტამ­პოვ­კებს" გუ­ლის­ხმობ­და ბა­ტო­ნი მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი-მეთ­ქი? - ღი­მი­ლით მი­პა­სუ­ხა: "რას ამ­ბობ, რა "შტამ­პოვ­კებ­ზეა" ლა­პა­რა­კი! რე­ჟი­სო­რებ­მა გაზ­ვი­ა­დე­ბა იცი­ან. ერო­სის იმპრო­ვი­ზა­ცი­ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი უნა­რი ჰქონ­და. მას იო­ლად შე­ეძ­ლო, თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბა და გან­წყო­ბა შენ­თვის - მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც გა­და­ე­დო. მის­გან უჩ­ვე­უ­ლო ემო­ცია მო­დი­ო­და და ხმის ტემ­ბრიც გა­სა­ო­ცა­რი ჰქონ­და. მა­გა­ლი­თად, ამ სპექ­ტაკლში, თუნ­დაც არა­ფერს რომ აკე­თებ­და, რა­ღაც მოქ­მე­დე­ბას მა­ინც ას­რუ­ლებ­და. თა­ვის "ფო­ტო­ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში" მაკ­რა­ტე­ლიც კი მი­ი­ტა­ნა და მა­გი­დას­თან მჯდომ­მა რა­ღა­ცე­ბის გა­მოჭ­რა და­ი­წყო, სულ მოძ­რა­ობ­და, დი­ნა­მი­კა და ფუნ­ქცია რომ არ და­ე­კარ­გა... ერო­სის იმპრო­ვი­ზა­ცი­ე­ბი ამ კონ­კრე­ტულ ტე­ლეს­პექ­ტაკლში ნაკ­ლე­ბა­დაა, მაგ­რამ მა­ნამ­დე გა­და­ღე­ბულ და უკვე და­კარ­გულ "გა­მარ­ჯო­ბა, ჩვე­ნო მა­მე­ბო­ში" ისე­თი რამ გა­ა­კე­თა, დღეს ის ფრა­ზა ფრთი­ან გა­მო­ნათ­ქვა­მა­დაა ქცე­უ­ლი - მახ­სოვს, გას­ვლი­სას ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად რომ "ის­რო­ლა": "ტოჟე მნე გო­გე­ბაშ­ვი­ლიო!" და ყვე­ლა გაგ­ვა­ოგ­ნა"...

  • "კაცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ძლი­ერ უყ­ვარ­და"

მას შემ­დეგ რე­ჟი­სორ­მა ზუ­რაბ კან­დე­ლაკ­მა ეს სპექ­ტაკ­ლი რამ­დენ­ჯერ­მე დად­გა თე­ატ­რე­ბის სცე­ნა­ზეც და რა­დი­ო­შიც - მე­ტე­ხის თე­ატ­რში დად­გმულ სპექ­ტაკლში ეს მო­თხრო­ბა ნო­დარ დუმ­ბა­ძის "დიდ­როს­თან" გა­ა­ერ­თი­ა­ნა, თა­ვად "კაცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ძლი­ერ უყ­ვარ­და" კი რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­ი­წე­რა რა­დი­ო­დად­გმად, რომ­ლის ქარ­თულ ვა­რი­ან­ტში კეჟე­რა­ძეს ზუ­რაბ ყიფ­ში­ძე ას­რუ­ლებს, რუ­სულ­ში - კოტე მა­ხა­რა­ძე. ბა­ტონ­მა ზუ­რაბ­მა იგი­ვე დად­გა მინ­სკის რა­დი­ო­შიც, ბე­ლო­რუ­სულ ენა­ზე, ბოლო პე­რი­ოდ­ში კი - თბი­ლი­სის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში, შემ­დეგ კი - ბა­თუ­მის თო­ჯი­ნე­ბი­სა და მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში, ორი­ვე­გან კეჟე­რა­ძის როლს ზუ­რაბ ცინ­ცქი­ლა­ძე ას­რუ­ლებს. რე­ჟი­სორ­მა სპექ­ტაკ­ლის ბოლო ვა­რი­ან­ტე­ბი გა­ა­თა­ნა­მედ­რო­ვა, თუმ­ცა მუ­სი­კა უც­ვლე­ლი და­ტო­ვა. "რა თქმა უნდა, ჩი­მა­რო­ზას არც აქ ვუ­ღა­ლა­ტეო", - მი­თხრა ზუ­რაბ კან­დე­ლაკ­მა და და­ა­ყო­ლა: "რაც შე­ე­ხე­ბა გუ­რა­მის ამ მო­თხრო­ბას, ის, ალ­ბათ, მუდ­მი­ვად იცო­ცხლებს, ყვე­ლა დრო­ის­თვი­საა, რად­გან ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბი­ან მისი გმი­რე­ბის­ნა­ი­რი ტი­პე­ბი: სუ­ლი­ე­რად მდიდ­რე­ბი, რე­ა­ლი­ზა­ცი­ას რომ ვერ ახ­დე­ნენ და ფუ­ყე­ე­ბი, სა­ვარ­ძლებ­ში რომ სხე­დან, კა­ბი­ნე­ტე­ბი­დან ხე­ლე­ბის ქნე­ვით "ბრძნულ" აზ­რებს რომ აფ­რქვე­ვენ და ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში შე­უძ­ლი­ათ "ჩა­მო­გა­ლა­ბო­რან­ტონ"... ამას ვე­რას­დროს გა­ვექ­ცე­ვით".

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მმმ
0

არაჩვეულებრივი. ეჰ რა დრო იყო, რა ხალხი, რა ურთირთობები, რა თავაზიანობა....

ვოოტ
0

მეორე დადგმაც -ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ორთავე კაპიკებად შექმნილი შედევრებია და უკანა ჯიბეში ჩაისვამს ჰოლივუდის ნებისმიერ მრავალასეულმილიონბიუჯეტიან ფილმს, მაგრამ არც ვაფასებთ და აღარც ვუჩვენებთ,... იქნებ იმიტომ, რომ ის მთავარი რატომღაც გურამ დოჩანაშვილის აღმოჩენილი"კუჭის კანონი" გვგონია დღემდე...

ავტორი:

"გურამს უსაყვედურია, - რატომ არ შემატყობინეთ, ჩემს ნაწარმოებს თუ დგამდითო?" - როგორ დაიდგა ტელესპექტაკლი "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"

"გურამს უსაყვედურია, - რატომ არ შემატყობინეთ, ჩემს ნაწარმოებს თუ დგამდითო?" - როგორ დაიდგა ტელესპექტაკლი "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"

დაახლოებით, 1974-75 წლები იდგა. საქართველოს რადიოს პირველ არხზე (ამჟამინდელ "საზოგადოებრივ მაუწყებელში") მთავარ რეჟისორად მუშაობდა, და დღესაც მუშაობს, რეჟისორი, დრამატურგი და მწერალი ზურაბ კანდელაკი, რომელიც 1970-იან წლებში რადიოს პარალელურად სატელევიზიო სპექტაკლებსაც დგამდა...

  • მარადიული ლიტერატურული ფორმულა დამწყებთათვის

"ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი..." - კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის მიერ გასულ საუკუნეში "გამოყვანილი" მარადიული ფორმულა ეროსი მანჯგალაძის პირით ხმამაღლა, ყველას გასაგონად სწორედ ზურაბ კანდელაკმა ათქმევინა "კაცს, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" და ამით უკვდავჰყო კიდეც - იმხანად ჯერ კიდევ ბევრისთვის უცნობი ნაწარმოები - ტელერადიო შედევრად იქცა, ხოლო მისმა ყველა ვერსიამ XXI საუკუნე დაიპყრო. მანამდე კი...

გურამ დოჩანაშვილს შემოქმედებითი გზა ახალი დაწყებული ჰქონდა, როდესაც პოეტმა ტარიელ ჭანტურიამ მისი მოთხრობის - "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" რეცენზია დაწერა. ეს უკანასკნელი რეჟისორმა გიორგი გამსახურდიამ წაიკითხა, მოთხრობაზე სცენარიც დაწერა და ზურაბ კანდელაკს შესთავაზა, მისი დადგმით ხომ არ დაინტერესდებიო. იმ პერიოდში ბატონ ზურაბს ეს მოთხრობა ჯერ არ წაეკითხა, ბატონ გურამსაც შორიდან, მხოლოდ გამარჯობით იცნობდა, მაგრამ როდესაც მოთხრობასა და სცენარს გაეცნო, ძალიან მოეწონა. მსგავსი სტილის მოთხრობა იმხანად, თურმე, იშვიათობა იყო და ამიტომაც უყოყმანოდ დათანხმდა გიორგი გამსახურდიას, შემდეგ სპექტაკლის დადგმაზე ტელევიზიის ხელმძღვანელობაც დაიყოლია და მსახიობებზე ფიქრიც დაიწყო.

ზურაბ კანდელაკი

"მოთხრობის წაკითხვისთანავე ვიცოდი, რომ მთავარი გმირის - ვასიკო კეჟერაძის როლი უეჭველად ეროსის უნდა ეთამაშა. რომ ვუთხარი და წავაკითხე, შევატყე, მოეწონა. მაშინვე მკითხა: სხვა როლებში ვინ იქნებიანო? - ახალგაზრდა ბიჭის, თამაზის როლზე, ალბათ, ჟანრი ლოლაშვილს ავიყვან-მეთქი, - ვუთხარი. ჟანრი მაშინ მართლაც კარგი ბიჭი იყო, გამხდარი, ფორმაში. კლიმის როლზე დათო კვირცხალია ვიფიქრე, მასთან სხვა სატელევიზიო სპექტაკლებშიც მემუშავა და მისი შესაძლებლობაც ვიცოდი. ეროსიმ ორივე კანდიდატურა მომიწონა. ერთადერთი, ხელმძღვანელის როლისთვის მიჭირდა მსახიობის შერჩევა. ეროსიმ მითხრა, რამაზს (რამაზ ჩხიკვაძეს გულისხმობდა) ხომ არ ვუთხრათო? თუმცა მალევე გადავიფიქრეთ, რადგან ვიცოდით, რამაზი უარს იტყოდა. ჩემი იდეა გავუზიარე: ბატონო ეროსი, რატომღაც ამ როლზე რომელიმე რეჟისორი წარმომიდგენია-მეთქი. ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ და... კარლო ღლონტზე შევჩერდით. თანაც, კარლოს სამსახიობო ფაკულტეტიც ჰქონდა დამთავრებული. მოკლედ, ისიც დაგვთანხმდა და რეპეტიციებიც დავიწყეთ", - იხსენებს ზურაბ კანდელაკი.

  • შეუდარებელი "ჩიმაროზა"

რეპეტიციები ხან ტელერადიოკომიტეტში ჰქონდათ, ხან რუსთაველის თეატრში. ერთ დღესაც გამოუცხადეს, რეპეტიციები შეწყვიტეთ, რაღაც პრობლემა შეგვექმნაო. გაირკვა, რომ გურამ დოჩანაშვილი კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ივლიტა მესხიშვილთან მისულა საყვედურით: ასე როგორ შეიძლება, რატომ არ შემატყობინეთ, ჩემს ნაწარმოებს თუ დგამდითო? ცხადია, ბატონი გურამი მართალი იყო, რადგან წესითა და რიგით, ავტორი უნდა გაეფრთხილებიათ, მაგრამ იმხანად სხვა წესი არსებობდა: თუ ნაწარმოები დაბეჭდილი იყო, ავტორის გარეშეც შეეძლოთ დადგმა. რასაკვირველია, რეჟისორი გურამ დოჩანაშვილს შეატყობინებდა, მაგრამ შემოქმედებითი ჯგუფი სამუშაომ ისე გაიტაცა, თქმა დაუგვიანეს. მწერალთან დასალაპარაკებლად ზურაბ კანდელაკი და გიორგი გამსახურდია წავიდნენ, ვითარება აუხსნეს და ბატონი გურამიც დაიყოლიეს.

ეს უკანასკნელი აღარც ჩართულა სამუშაო პროცესში და მას რეჟისორი და სცენარის ავტორი მხოლოდ მაშინ აკითხავდნენ, თუ მოთხრობაში რაიმეს შეცვლას აპირებდნენ. სხვათა შორის, ამ სპექტაკლმა ზურაბ კანდელაკი და გურამ დოჩანაშვილი ძალიან დააახლოვა...

ტელესპექტაკლი, თურმე, ფერადი უნდა ყოფილიყო (სხვათა შორის, იგი ერთ-ერთი პირველი ფერადი სპექტაკლია) და საამისოდ კომიტეტში მხოლოდ ერთი სტუდია არსებობდა ერთადერთი ფერადი კამერით. ამ კამერას, სხვებისგან განსხვავებით, ის უპირატესობა ჰქონდა, რომ კადრის მისაახლოებლად ან დასაცილებლად კამერისა და ობიექტივის ცვლა არ სჭირდებოდა, როგორც იმხანად უწოდებდნენ - ე წ. "ნაეზდისა" და "ოტიეზდის" ფუნქციას თვითონვე ასრულებდა. შეიძლება დღეს ეს ამბავი ფანტასტიკად მოგეჩვენოთ, მაგრამ, ფაქტია, სპექტაკლი ერთი კამერით გადაიღეს ერთ ოთახში. სპექტაკლის მხატვრად ძალიან საინტერესო შემოქმედი, რობერტ ფლაქსინი აიყვანეს, ოპერატორად კი - ტელევიზიის შესანიშნავი ოპერატორი ზაურ დობორჯგინიძე. მუსიკალურად სპექტაკლი დალი გურგენიძემ გააფორმა. "დალის ვთხოვე, დაახლოებით, შუა საუკუნეების მუსიკა მჭირდება-მეთქი, რადგან ვასიკო კეჟერაძე ჩვენი საუკუნეების კაცი აშკარად არ იყო, საიდანღაც მოსულს ჰგავდა და ეს უნდა გამომეჩინა. დალიმ მომიტანა იტალიელი კომპოზიტორის - დომენიკო ჩიმაროზას "სერენადა" და მეტი არც არაფერი მინდოდა. სხვათა შორის, ჩვენთან სწორედ მას შემდეგ გახდა განსაკუთრებით პოპულარული "ჩიმაროზა".

  • ეროსი

რეპეტიციებზე ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდას - ეროსი მანჯგალაძეს ერთი თავისებურება ჰქონია: თავიდან ბოლომდე არასდროს იხსნებოდა, მოსინჯავდა ხოლმე რაღაცებს, ვარიანტებს ეძებდა. "იმხანად სატელევიზიო თეატრის მთავარი რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი გახლდათ. რომ ვუთხარი, მთავარ როლში ეროსი უნდა ვათამაშო-მეთქი, შეჭოჭმანდა, - თავისებური "შტამპები" არ დაიწყოსო. დავამშვიდე, ყველაფერი რიგზე იქნება-მეთქი, რადგან დანამდვილებით ვიცოდი, რაც უნდა გაეკეთებინა ეროსის, საუკეთესო იქნებოდა. სპექტაკლში თუ გახსოვთ ლექსებთან დაკავშირებული ეპიზოდი: "ქუჩაში, მტვერში წაიქცა ბავშვი"... რა უნდა იყოს ამაზე ამაღელვებელი..." და ა. შ. ეს მონაკვეთი მოთხრობაში მხოლოდ ერთი ფრაზითაა გადმოცემული, სპექტაკლში კი ეროსის ინსცენირებულია. ჯერ მე მომასმენინა ეს ბრწყინვალე კოლაჟი და მხოლოდ ამის შემდეგ ვუთხარით გურამს. სხვათა შორის, ეს ეპიზოდი ერთ-ერთი კულმინაციურია მთელ სპექტაკლში", - მიამბობს ზურაბ კანდელაკი.

როდესაც რეჟისორს ჩავეკითხე, ეროსი მანჯგალაძის რა "შტამპოვკებს" გულისხმობდა ბატონი მიხეილ თუმანიშვილი-მეთქი? - ღიმილით მიპასუხა: "რას ამბობ, რა "შტამპოვკებზეა" ლაპარაკი! რეჟისორებმა გაზვიადება იციან. ეროსის იმპროვიზაციის შესანიშნავი უნარი ჰქონდა. მას იოლად შეეძლო, თავისი მოქმედება და განწყობა შენთვის - მაყურებლისთვისაც გადაედო. მისგან უჩვეულო ემოცია მოდიოდა და ხმის ტემბრიც გასაოცარი ჰქონდა. მაგალითად, ამ სპექტაკლში, თუნდაც არაფერს რომ აკეთებდა, რაღაც მოქმედებას მაინც ასრულებდა. თავის "ფოტოლაბორატორიაში" მაკრატელიც კი მიიტანა და მაგიდასთან მჯდომმა რაღაცების გამოჭრა დაიწყო, სულ მოძრაობდა, დინამიკა და ფუნქცია რომ არ დაეკარგა... ეროსის იმპროვიზაციები ამ კონკრეტულ ტელესპექტაკლში ნაკლებადაა, მაგრამ მანამდე გადაღებულ და უკვე დაკარგულ "გამარჯობა, ჩვენო მამებოში" ისეთი რამ გააკეთა, დღეს ის ფრაზა ფრთიან გამონათქვამადაა ქცეული - მახსოვს, გასვლისას ყველასთვის მოულოდნელად რომ "ისროლა": "ტოჟე მნე გოგებაშვილიო!" და ყველა გაგვაოგნა"...

  • "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"

მას შემდეგ რეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა ეს სპექტაკლი რამდენჯერმე დადგა თეატრების სცენაზეც და რადიოშიც - მეტეხის თეატრში დადგმულ სპექტაკლში ეს მოთხრობა ნოდარ დუმბაძის "დიდროსთან" გააერთიანა, თავად "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" კი რამდენჯერმე ჩაიწერა რადიოდადგმად, რომლის ქართულ ვარიანტში კეჟერაძეს ზურაბ ყიფშიძე ასრულებს, რუსულში - კოტე მახარაძე. ბატონმა ზურაბმა იგივე დადგა მინსკის რადიოშიც, ბელორუსულ ენაზე, ბოლო პერიოდში კი - თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, შემდეგ კი - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, ორივეგან კეჟერაძის როლს ზურაბ ცინცქილაძე ასრულებს. რეჟისორმა სპექტაკლის ბოლო ვარიანტები გაათანამედროვა, თუმცა მუსიკა უცვლელი დატოვა. "რა თქმა უნდა, ჩიმაროზას არც აქ ვუღალატეო", - მითხრა ზურაბ კანდელაკმა და დააყოლა: "რაც შეეხება გურამის ამ მოთხრობას, ის, ალბათ, მუდმივად იცოცხლებს, ყველა დროისთვისაა, რადგან ყოველთვის იქნებიან მისი გმირებისნაირი ტიპები: სულიერად მდიდრები, რეალიზაციას რომ ვერ ახდენენ და ფუყეები, სავარძლებში რომ სხედან, კაბინეტებიდან ხელების ქნევით "ბრძნულ" აზრებს რომ აფრქვევენ და ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ "ჩამოგალაბორანტონ"... ამას ვერასდროს გავექცევით".

ავტორი: ირმა ხარშილაძე

ქართველი მსახიობი ადამ დრაივერთან ერთად House of Gucci-ს გადასაღებ მოედანზე - რას წერს ლუკა ჩიქოვანი სოციალურ ქსელში

მშობლებისგან მიტოვებული ალბინოსი გოგონას გზა წარმატებამდე - როგორ დაამსხვრია ყველასგან უარყოფილმა მოდელმა სტერეოტიპები

"დიდ მატერიალურ ქონებას არ ვფლობ, არ გამაჩნია საკუთარი ბინა" - ნიკოლოზ რაჭველი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"