ავტორი:

საფრანგეთში პანდემიის გამო “კომენდანტის საათი” მესამედ ამოქმედდა

საფრანგეთში პანდემიის გამო “კომენდანტის საათი” მესამედ ამოქმედდა

საფრანგეთში კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით ახალი შეზღუდვები უკვე მესამედ ამოქმედდა.

BBC-ის ინფორმაციით, შეზღუდვებს შორისაა “კომენდანტის საათი”, რომელიც 19:00-დან 06:00-მდე მოქმედებს.

ამასთან, ქვეყანაში მაღაზიები და სკოლები 2 კვირის განმავლობაში დაიხურა.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის მოსახლეობას საცხოვრებელი სახლიდან 10 კილომეტრის რადიუსს გარეთ გადაადგილება ეკრძალებათ, აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში მათ სპეციალური საშვი უნდა წარადგინონ. საფრანგეთში კორონავირუსი 4.7 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, ვირუსს 96 000-ზე მეტი ინფიცირებული ემსხვერპლა.

"რუსეთის არმია გადაადგილდება რუსეთის ტერიტორიაზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭიროდ თვლის" - დიმიტრი პესკოვი

დუბაის პოლიციამ დააკავა ათობით ქალი, რომლებიც აივანზე შიშვლები იდგნენ და ფოტოებს იღებდნენ

"ფარაონების "ოქროს აღლუმი" - მუმიების გადასვენების შთამბეჭდავი ღონისძიება ეგვიპტეში, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ