სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონო ზურაბ! ვინ მოგახსენათ, რომ ჩვენ მიწაში დაგვმარხეს, თქვენმა ერთი მუჭა "ჰეითერებისგან" შემდგარმა საძმომ?" - ცერცვაძე გურულს
"ბატონო ზურაბ! ვინ მოგახსენათ, რომ ჩვენ მიწაში დაგვმარხეს, თქვენმა ერთი მუჭა "ჰეითერებისგან" შემდგარმა საძმომ?" - ცერცვაძე გურულს

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ექიმს ზუ­რაბ გუ­რულს მი­მარ­თავს და აცხა­დებს, რომ რემ­დე­სი­ვი­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობს და უკვე ბევ­რი კო­ვიდ ავად­მყო­ფი გა­და­არ­ჩი­ნეს დამ­ძი­მე­ბას. ამის შე­სა­ხებ თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"მე ადრე არა­ერ­თგზის ვწერ­დი, რომ რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა და რიგი მწვა­ვე თე­მა­ტი­უ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დი­დად ვა­ფა­სებ ბ-ნ ზუ­რაბ გუ­რულს, რო­გორც გა­მორ­ჩე­უ­ლად ნი­ჭი­ერ და მრა­ვალ­მხრივ პი­როვ­ნე­ბას. მე ისევ ვრჩე­ბი იგი­ვე აზ­რზე, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ მას და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი კრი­ტი­კი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის უფ­ლე­ბას მივ­ცემთ.

ა.წ. 1 მარტს „TV პირ­ვე­ლის“ გა­და­ცე­მა „პირ­ველ ხაზ­ში“ ჩარ­თვი­სას ბ-ნმა გუ­რულ­მა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ:

1. არ არის სწო­რი, როცა ქვეყ­ნის მთავ­რო­ბას „ჯერ ცაში აჰ­ყავს მუშ­კე­ტე­რე­ბად წო­დე­ბუ­ლი ექი­მე­ბი, ხოლო შემ­დეგ მი­წა­ში მარ­ხავს მათ“.

2. ვინ­მე რომ ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი აქვს COVID-19-ის მარ­თვა­ში, ვიდ­რე ამე­რი­კას, ის­რა­ელს, ბრი­ტა­ნეთს და ა.შ. ეს არ უნდა და­ი­ჯე­რო, რად­გან სწო­რედ ამ თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბამ მი­იყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლო იქამ­დე, სა­დაც ის დღეს არის.

თუ ბ-ნ გუ­რულს და­ვუ­ჯე­რებთ, ჩვენ (მე, ამი­რა­ნი და პა­ა­ტა) უკვე და­მარ­ხუ­ლე­ბი ვართ, ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ის კუ­თხით რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. ორი დიდი ტყუ­ი­ლი. ეს თქვენ გინ­დათ, რომ ასე იყოს ბა­ტო­ნო ზუ­რაბ! "მე­ლას რაც ელან­დე­ბო­და, ის ესიზ­მრე­ბო­დაო“. სა­ი­დან ამ­დე­ნი ღვარ­ძლი და ბოღ­მა? ასე რამ გა­გამ­წა­რათ?

ბა­ტო­ნო ზუ­რაბ! ვინ მო­გახ­სე­ნათ, რომ ჩვენ მი­წა­ში დაგ­ვმარ­ხეს. ვინ დაგ­ვმარ­ხა - თქვენ და თქვენ­მა ერთი მუჭა "ჰე­ი­თე­რე­ბის­გან" შემ­დგარ­მა საძ­მომ? თუ პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბულ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა? თუ სი­ნამ­დვი­ლე­ში გარ­კვე­ვა გა­ინ­ტე­რე­სებთ, გთა­ვა­ზობთ როცა თბი­ლის­ში იქ­ნე­ბით, ერ­თად გა­ვი­ა­როთ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში და დარ­წმუნ­დე­ბით, ვინ არის და­მარ­ხუ­ლი და ვინ მი­წის ზე­მოთ. ასე­ვე გთა­ვა­ზობთ შევ­ხვდეთ აკა­დე­მი­ურ დე­ბა­ტებ­ში ან ავად­მყო­ფის სა­წოლ­თან და იქ გა­ვარ­კვი­ოთ ვინ ვინ არის.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი თქვენ­სა­ვით არ ფიქ­რობს. მა­გა­ლი­თად, ბ-ნი და­ვით მრე­ლაშ­ვი­ლი - სა­უ­კე­თე­სო ექი­მი და ღირ­სე­უ­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც დიდი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და პრაქ­ტი­კუ­ლი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია ქვე­ყა­ნას. სხვა არა­ერ­თი ექი­მის და­სა­ხე­ლე­ბაც შე­იძ­ლე­ბა, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლო­ზე გული შეს­ტკი­ვა და მხარ­ში გვიდ­გას. ბა­ტო­ნო ზუ­რაბ! ის თუ გახ­სოვთ, თქვენ და თქვე­ნი საძ­მო რო­გორ გვა­ბუ­ლინ­გებ­დით რემ­დე­სი­ვირ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მინ­და „გა­გა­ხა­როთ“, რომ რემ­დე­სი­ვი­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობს და უკვე ბევ­რი COVID ავად­მყო­ფი გა­და­ვარ­ჩი­ნეთ დამ­ძი­მე­ბას, ხოლო ექი­მე­ბის ის ნა­წი­ლი, ვინც თქვე­ნი გავ­ლე­ნის ქვეშ (ან სხვა მი­ზე­ზით) რემ­დე­სი­ვირს არ იყე­ნებს, ავად­მყო­ფის წი­ნა­შე პირ­ნა­თე­ლი ვერ იქ­ნე­ბი­ან. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ კონ­ვა­ლეს­ცენ­ტის პლაზ­მა­სა და ტო­ცი­ლი­ზუ­მაბ­ზეც.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა ვინ ვის­ზე უკე­თე­სად მუ­შა­ობს და მარ­თლა მი­იყ­ვა­ნა, თუ არა თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბამ სა­ქარ­თვე­ლო COVID კა­ტას­ტრო­ფამ­დე.

არა­ვინ და­ვობს, რომ ევ­რო­პის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის და მი­თუ­მე­ტეს, ამე­რი­კის ეკო­ნო­მი­კა და ჯან­დაც­ვა მთლი­ა­ნო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა­ზე გა­ცი­ლე­ბით უფრო ძლი­ე­რია, მაგ­რამ ეს არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ცალ­კე­ულ სეგ­მენ­ტებ­ში, ვი­მე­ო­რებ - ცალ­კე­ულ სეგ­მენ­ტებ­ში, ჩვენ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ. შორს რომ არ წა­ვი­დეთ, ამის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია თუნ­დაც C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა. სწო­რედ ამე­რი­კის CDC-იმ, კომ­პა­ნია Gilead-მა და მსოფ­ლიო ჰე­პა­ტო­ლო­გი­ის ლი­დე­რებ­მა აირ­ჩი­ეს 2015 წელს მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ სა­მო­დე­ლო ქვე­ყა­ნად სა­ქარ­თვე­ლო და არა ამე­რი­კა, ბრი­ტა­ნე­თი, ავ­სტრია ან ის­რა­ე­ლი.

გა­სუ­ლი 5 წლის მან­ძილ­ზე კომ­პა­ნია “Gilead”-მა C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს უფა­სოდ მი­ა­წო­და რა­მო­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი (არ მეშ­ლე­ბა - რა­მო­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი) აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ის­ტო­რი­ა­ში ჩა­ი­წე­რე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ პირ­ვე­ლად მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რი­ა­ში მო­ახ­დი­ნა ქრო­ნი­კუ­ლი (და არა მწვა­ვე) ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის ელი­მი­ნა­ცია და თან არა ვაქ­ცი­ნით, არა­მედ კომ­პა­ნია „Gilead“-ის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით, რაც არ­ნა­ხუ­ლი რეკ­ლა­მა იქ­ნე­ბა კომ­პა­ნი­ის­თვის და მრა­ვალ­გზის ამო­ი­ღებს და­ნა­ხარჯს (უკვე ამო­ღე­ბუ­ლი აქვს). და ამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბის საქ­მე მი­ან­დეს სა­ქარ­თვე­ლოს და არა ნე­ბის­მი­ერ სხვა ქვე­ყა­ნას.

NDI-ის ბოლო გა­მო­კი­თხვით, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი მი­კერ­ძო­ე­ბას ნამ­დვი­ლად ვერ და­აბ­რა­ლებ, მო­სახ­ლე­ო­ბის 68% თვლის, რომ ქვე­ყა­ნა COVID-19-ის პან­დე­მი­ას კარ­გად უმკლავ­დე­ბა და მხო­ლოდ 27% თვლის პი­რი­ქით და ეს პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად. ასე, რომ ტყუ­ი­ლად გგო­ნი­ათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID აპო­კა­ლიფ­სია.

ეს თქვენ - სა­ქარ­თვე­ლო­დან ამე­რი­კა­ში და სხვა ქვეყ­ნებ­ში წა­სუ­ლი ექი­მე­ბის ერთი ჯგუ­ფი თვლით (უფრო სწო­რად თავს აჯე­რებთ), რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ფე­რი იცი­ან და ქვე­ყა­ნა COVID-19-ის კა­ტას­ტრო­ფამ­დე მი­ვიყ­ვა­ნეთ, თო­რემ ამე­რი­კის და ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და დარ­გის ლი­დე­რე­ბი, რომ­ლებ­მაც თქვე­ნი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, სა­ვა­რა­უ­დოდ არც კი იცი­ან, ასე არ თვლი­ან და თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით დი­დად გვა­ფა­სე­ბენ. თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბით, გა­გაც­ნობთ ვინ და რო­გორ გვა­ფა­სებს. მა­ნამ­დე კი მხო­ლოდ ერთ მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ.

მსოფ­ლი­ო­ში უძ­ლი­ე­რე­სი ინ­სტი­ტუ­ტის (NIAID/NIH) დი­რექ­ტორ­მა და დარ­გის მსოფ­ლიო ლი­დერ­მა Anthony Fauci-იმ 2017 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ჩვე­ნი თა­ნაშ­რომ­ლო­ბის 20 წლის თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ქ. ბე­თეს­და­ში მიგ­ვიწ­ვია და სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩვენ­თვის ერ­თდღი­ა­ნი სიმ­პო­ზი­უ­მი მო­ა­წყო, რო­მელ­საც პი­რა­დად უძღვე­ბო­და. შე­გიძ­ლი­ათ და­ა­სა­ხე­ლოთ სხვა მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტი?

ახლა სხვა ქვეყ­ნებს თავი და­ვა­ნე­ბოთ და ყვე­ლა­ზე სან­დო წყა­რო­ე­ბი­დან დე­ტა­ლუ­რად შე­ვა­და­როთ COVID-19-ის სი­ტუ­ა­ცია ამე­რი­კა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ა.წ. 27 მარ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით.

ამე­რი­კა­ში COVID-19-ის შემ­თხვე­ვე­ბის კუ­მუ­ლა­ცი­უ­რი რი­ცხვია 30 922 329 (1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე - 93 026), ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­ში - 280 301 (1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე - 70 365).

ამე­რი­კა­ში COVID-19-ით გარ­დაც­ვლილ­თა კუ­მუ­ლა­ცი­უ­რი რი­ცხვი - 562 063 (1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე - 1691), ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­ში - 3751 (1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე -942).

სა­ინ­ტე­რე­სოა COVID ავად­მყო­ფე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის და მოვ­ლის ხა­რის­ხის ამ­სახ­ვე­ლი ყვე­ლა­ზე პირ­და­პი­რი და ზუს­ტი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - ყვე­ლა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან სიკ­ვდი­ლო­ბის პრო­ცენ­ტი, ე.წ. CFR. პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან დღემ­დე ე.წ. CFR - ამე­რი­კა­ში არის 1,82%, ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­ში - 1,34%.

შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ თქვას, რომ გა­ზა­ფხულ-ზა­ფხულ­ზე COVID-19-ის ტალ­ღა სა­ქარ­თვე­ლო­ში სუს­ტი იყო და ამი­ტომ კუ­მუ­ლა­ცი­უ­რი რი­ცხვე­ბი არ ასა­ხავს დღე­ვან­დელ რე­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას? კი ბა­ტო­ნო. და­ვით­ვა­ლოთ ბოლო 1 თვის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი.

ა.წ. 26 თე­ბერ­ვლი­დან 27 მარ­ტამ­დე (ანუ ბოლო 30 დღე­ში) ამე­რი­კა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იყო სულ 1 763 130 შემ­თხვე­ვა (1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე - 5311).

სა­ქარ­თვე­ლო­ში ა.წ. 26 თე­ბერ­ვლი­დან 27 მარ­ტამ­დე (ანუ ბოლო 30 დღე­ში) და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იყო სულ 10 008 შემ­თხვე­ვა (1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე - 2515).

ა.წ. 26 თე­ბერ­ვლი­დან 27 მარ­ტამ­დე (ანუ ბოლო 30 დღე­ში) ამე­რი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა - 41 115 ავად­მყო­ფი (1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე - 124).

სა­ქარ­თვე­ლო­ში ა.წ. 26 თე­ბერ­ვლი­დან 27 მარ­ტამ­დე (ანუ ბოლო 30 დღე­ში) გარ­და­იც­ვა­ლა - 275 ავად­მყო­ფი (1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე - 69).

კი­დევ ერთ ნი­მუ­შად ავი­ღოთ ბოლო დღის - ა.წ. 31 მარ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბი. ამე­რი­კას ჰქონ­და 68 756 ახა­ლი შემ­თხვე­ვა (1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე - 207 შემ­თხვე­ვა), სა­ქარ­თვე­ლოს - 616 ახა­ლი შემ­თხვე­ვა (1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე - 155 შემ­თხვე­ვა). ამე­რი­კას ჰყავ­და 1115 გარ­დაც­ვლი­ლი (1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე - 3,4 გარ­დაც­ვლი­ლი), სა­ქარ­თვე­ლოს - 6 გარ­დაც­ვლი­ლი (1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე - 1,5 გარ­დაც­ვლი­ლი).

რო­გორც ხე­დავთ სა­ქარ­თვე­ლოს ამე­რი­კას­თან შე­და­რე­ბით COVID შემ­თხვე­ვე­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბე­ბის მხრივ პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა პა­რა­მეტრში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უკე­თე­სი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი აქვს და ამას წყა­ლი არ გა­უ­ვა. ასე­თი­ვე ან კი­დევ უფრო უკე­თე­სი სტა­ტის­ტი­კა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა წამ­ყვან ქვე­ყა­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში და ეს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ვაქ­ცი­ნა არ გვქონ­და, ხოლო ამე­რი­კა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 30% უკვე აც­რი­ლია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო პან­დე­მი­ის მხო­ლოდ ერთი პიკი - 2020 წლის ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში, ხოლო ამე­რი­კა­ში 2 ან 3 პიკი. თქვენ ისიც კი არ გე­მე­ტე­ბათ, რომ აღი­ა­როთ, რომ 2020 წლის გა­ზა­ფხულ-ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID შემ­თხვე­ვე­ბი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ძა­ლი­ან და­ბა­ლი რი­ცხვი „ღვთის სა­ჩუ­ქა­რი“ კი არა, პან­დე­მი­ის ძა­ლი­ან კარ­გად მარ­თვის შე­დე­გი იყო.

ახლა შე­ვა­და­როთ ერ­თმა­ნეთს COVID პა­ცი­ენ­ტთა ნა­კა­დე­ბის მარ­თვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ პი­კის პე­რი­ოდ­ში (2020 წლის ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბე­რი) სულ 3-4 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რის გა­დატ­ვირ­თვა და მით გა­მოწ­ვე­უ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და სიძ­ნე­ლე­ე­ბი. იგ­ვი­ა­ნებ­და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია ოჯა­ხის ექიმ­თან, იყო ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი და ა.შ. მაგ­რამ ეს ახ­ლო­საც ვერ მოვა იმას­თან, რაც ხდე­ბო­და ევ­რო­პის და ამე­რი­კის წამ­ყვან ქვეყ­ნებ­ში. კერ­ძოდ:

თქვე­ნი­ვე (ამე­რი­კის) ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით პან­დე­მი­ის პი­კის პე­რი­ოდ­ში ამე­რი­კის მთელ რიგ შტა­ტებ­სა და დიდ ქა­ლა­ქებ­ში არ ყოფ­ნი­დათ ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სა­წო­ლე­ბი მძი­მე ავად­მყო­ფე­ბი­სათ­ვის, რის გა­მოც კლი­ნი­კებ­თან სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბის გრძე­ლი რი­გე­ბი იდგა და მძი­მე COVID ავად­მყო­ფებს უხ­დე­ბო­დათ სა­შუ­ა­ლოდ 8 სა­ა­თის გა­ტა­რე­ბა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­ში, სა­ნამ მათი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია მო­ხერ­ხდე­ბო­და. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დებს მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­დათ მი­თი­თე­ბა, არ გა­და­ეყ­ვა­ნათ კლი­ნი­კა­ში ე.წ. უი­მე­დო ავად­მყო­ფე­ბი?! ვი­ნა­ი­დან არ ჰყოფ­ნი­დათ სა­წო­ლე­ბი, აგ­რეთ­ვე ჟანგბა­დი მი­ე­ცათ მხო­ლოდ იმ ავად­მყო­ფე­ბის­თვის, ვისი ჟანგბა­დის სა­ტუ­რა­ცია 90%-ზე და­ბა­ლი იყო?! გა­დატ­ვირ­თულ მორ­გებ­თან რეფ­რი­ჟე­რა­ტო­რე­ბი მო­რი­გე­ობ­დენ და გარ­დაც­ვლილ­თა დაკ­რძალ­ვას ვერ აუ­დი­ოდ­ნენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა.

კი­დევ ერთი ძა­ლი­ან მრავ­ლის­მე­ტყვე­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰოს­პი­ტალს გა­რეთ (ბი­ნებ­ზე, COVID სას­ტუმ­რო­ებ­ში) გარ­და­იც­ვა­ლა მხო­ლოდ 41 COVID ავად­მყო­ფი (ძა­ლი­ან და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი). მა­შინ, რო­დე­საც ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პის წამ­ყვან ქვეყ­ნებ­ში მათი რი­ცხვი ასე­უ­ლო­ბით და ათასე­უ­ლო­ბით იყო.

სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო შე­ზღუდ­ვე­ბი და ლო­ქ­და­უ­ნე­ბი, მაგ­რამ რო­გორც წესი, ნაკ­ლე­ბად მკაც­რი და ნაკ­ლე­ბად ხან­გრძლი­ვი, ვიდ­რე სხვა ქვეყ­ნებ­ში, გას­ნა­კუთ­რე­ბით ევ­რო­პა­ში, სა­დაც ახ­ლაც გრძელ­დე­ბა ან ხე­ლახ­ლა შე­მო­აქვთ მკაც­რი “ლო­ქ­და­უ­ნე­ბი”.

ახლა გვი­თხა­რით, ნიშ­ნავს თუ არა ეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო უკე­თე­სად მარ­თავ­და და მარ­თავს COVID პან­დე­მი­ას (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ა.წ. მარ­ტამ­დე ვაქ­ცი­ნა არ გვქონ­და), ვიდ­რე ამე­რი­კა და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა. ოღონდ გვი­პა­სუ­ხეთ ფაქ­ტე­ბით და არა ემო­ცი­უ­რი და შე­უ­რაცმხყო­ფე­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით. არ გინ­დათ ქედ­მაღ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი - რო­გორ ვბე­დავთ, რომ ამე­რი­კის და ევ­რო­პის ქვეყ­ნებს ვედ­რე­ბით და ა.შ.. ჩვენ შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვი­ცით, რაში შე­იძ­ლე­ბა და რაში არ შე­იძ­ლე­ბა შე­ვე­და­როთ ამ ქვეყ­ნებს.

დიახ, ამე­რი­კის GDP 21.4 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია, ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე - 65 297 დო­ლა­რი. სა­ქარ­თვე­ლოს GDP კი სულ 17.5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი, ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე - 4 697 დო­ლა­რი. თქვენ ვაქ­ცი­ნაც გაქვთ, ECMO-ც, „Code”-ც და კი­დევ ათა­სი სი­კე­თე და მა­ინც COVID შემ­თხვე­ვე­ბიც, COVID გარ­დაც­ვა­ლე­ბე­ბიც (1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე) და CFR-ც ამე­რი­კა­ში თით­ქმის 1,5-2-ჯერ მე­ტია, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ასე, რომ ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, ცნო­ბა ჩვე­ნი და სა­ქარ­თვე­ლოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ცო­ტა­თი გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია და თქვენს ოც­ნე­ბას ას­რუ­ლე­ბა არ უწე­რია”, - წერს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
0

აუ არ წაჭამა ტვინი ამ ქოც-ნახირის პირადმა ვეტერინარმა? წადი რა ცერცვაძე და რაც შენი საქმეა იმას მიხედე. პანდემია ხო დადე ორივე ბეჭზე და ახლა პოლიტიკოსობისთვის გმაოგიჩნდა დრო?

ნათი
51

ურულო საქმე გამოგელია და ისევ დაიწყე თავხედობა? მიხედე რა შენს საქმეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ბატონო ზურაბ! ვინ მოგახსენათ, რომ ჩვენ მიწაში დაგვმარხეს, თქვენმა ერთი მუჭა "ჰეითერებისგან" შემდგარმა საძმომ?" - ცერცვაძე გურულს

"ბატონო ზურაბ! ვინ მოგახსენათ, რომ ჩვენ მიწაში დაგვმარხეს, თქვენმა ერთი მუჭა "ჰეითერებისგან" შემდგარმა საძმომ?" - ცერცვაძე გურულს

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ექიმს ზურაბ გურულს მიმართავს და აცხადებს, რომ რემდესივირი საქართველოში ძალიან კარგად მუშაობს და უკვე ბევრი კოვიდ ავადმყოფი გადაარჩინეს დამძიმებას. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

"მე ადრე არაერთგზის ვწერდი, რომ რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და რიგი მწვავე თემატიური დაპირისპირებების მიუხედავად, დიდად ვაფასებ ბ-ნ ზურაბ გურულს, როგორც გამორჩეულად ნიჭიერ და მრავალმხრივ პიროვნებას. მე ისევ ვრჩები იგივე აზრზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას დაუსაბუთებელი კრიტიკისა და შეურაცხყოფის უფლებას მივცემთ.

ა.წ. 1 მარტს „TV პირველის“ გადაცემა „პირველ ხაზში“ ჩართვისას ბ-ნმა გურულმა გააკეთა განცხადებები, რომ:

1. არ არის სწორი, როცა ქვეყნის მთავრობას „ჯერ ცაში აჰყავს მუშკეტერებად წოდებული ექიმები, ხოლო შემდეგ მიწაში მარხავს მათ“.

2. ვინმე რომ ამბობს, რომ საქართველოს უკეთესი შედეგები აქვს COVID-19-ის მართვაში, ვიდრე ამერიკას, ისრაელს, ბრიტანეთს და ა.შ. ეს არ უნდა დაიჯერო, რადგან სწორედ ამ თვითკმაყოფილებამ მიიყვანა საქართველო იქამდე, სადაც ის დღეს არის.

თუ ბ-ნ გურულს დავუჯერებთ, ჩვენ (მე, ამირანი და პაატა) უკვე დამარხულები ვართ, ხოლო საქართველოში COVID-19-ის კუთხით რაღაც საშინელება ხდება. ორი დიდი ტყუილი. ეს თქვენ გინდათ, რომ ასე იყოს ბატონო ზურაბ! "მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“. საიდან ამდენი ღვარძლი და ბოღმა? ასე რამ გაგამწარათ?

ბატონო ზურაბ! ვინ მოგახსენათ, რომ ჩვენ მიწაში დაგვმარხეს. ვინ დაგვმარხა - თქვენ და თქვენმა ერთი მუჭა "ჰეითერებისგან" შემდგარმა საძმომ? თუ პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ტელევიზიებმა? თუ სინამდვილეში გარკვევა გაინტერესებთ, გთავაზობთ როცა თბილისში იქნებით, ერთად გავიაროთ თბილისის ქუჩებში და დარწმუნდებით, ვინ არის დამარხული და ვინ მიწის ზემოთ. ასევე გთავაზობთ შევხვდეთ აკადემიურ დებატებში ან ავადმყოფის საწოლთან და იქ გავარკვიოთ ვინ ვინ არის.

საბედნიეროდ, ყველა უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმი თქვენსავით არ ფიქრობს. მაგალითად, ბ-ნი დავით მრელაშვილი - საუკეთესო ექიმი და ღირსეული მამულიშვილი, რომელმაც დიდი ინტელექტუალური და პრაქტიკული დახმარება გაუწია ქვეყანას. სხვა არაერთი ექიმის დასახელებაც შეიძლება, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა და მხარში გვიდგას. ბატონო ზურაბ! ის თუ გახსოვთ, თქვენ და თქვენი საძმო როგორ გვაბულინგებდით რემდესივირთან დაკავშირებით. მინდა „გაგახაროთ“, რომ რემდესივირი საქართველოში ძალიან კარგად მუშაობს და უკვე ბევრი COVID ავადმყოფი გადავარჩინეთ დამძიმებას, ხოლო ექიმების ის ნაწილი, ვინც თქვენი გავლენის ქვეშ (ან სხვა მიზეზით) რემდესივირს არ იყენებს, ავადმყოფის წინაშე პირნათელი ვერ იქნებიან. იგივე შეიძლება ვთქვათ კონვალესცენტის პლაზმასა და ტოცილიზუმაბზეც.

ახლა რაც შეეხება ვინ ვისზე უკეთესად მუშაობს და მართლა მიიყვანა, თუ არა თვითკმაყოფილებამ საქართველო COVID კატასტროფამდე.

არავინ დავობს, რომ ევროპის განვითარებული ქვეყნების და მითუმეტეს, ამერიკის ეკონომიკა და ჯანდაცვა მთლიანობაში საქართველოსაზე გაცილებით უფრო ძლიერია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ სეგმენტებში, ვიმეორებ - ცალკეულ სეგმენტებში, ჩვენ უფრო წარმატებულები ვიყოთ. შორს რომ არ წავიდეთ, ამის თვალსაჩინო მაგალითია თუნდაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. სწორედ ამერიკის CDC-იმ, კომპანია Gilead-მა და მსოფლიო ჰეპატოლოგიის ლიდერებმა აირჩიეს 2015 წელს მსოფლიოში პირველ სამოდელო ქვეყანად საქართველო და არა ამერიკა, ბრიტანეთი, ავსტრია ან ისრაელი.

გასული 5 წლის მანძილზე კომპანია “Gilead”-მა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს უფასოდ მიაწოდა რამოდენიმე მილიარდი (არ მეშლება - რამოდენიმე მილიარდი) აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტები. როგორ ფიქრობთ, რატომ? იმიტომ, რომ ისტორიაში ჩაიწერება, რომ საქართველომ პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში მოახდინა ქრონიკული (და არა მწვავე) ინფექციური დაავადების ელიმინაცია და თან არა ვაქცინით, არამედ კომპანია „Gilead“-ის მიერ დამზადებული მედიკამენტებით, რაც არნახული რეკლამა იქნება კომპანიისთვის და მრავალგზის ამოიღებს დანახარჯს (უკვე ამოღებული აქვს). და ამხელა მნიშვნელობის საქმე მიანდეს საქართველოს და არა ნებისმიერ სხვა ქვეყანას.

NDI-ის ბოლო გამოკითხვით, რომელსაც ხელისუფლებისადმი მიკერძოებას ნამდვილად ვერ დააბრალებ, მოსახლეობის 68% თვლის, რომ ქვეყანა COVID-19-ის პანდემიას კარგად უმკლავდება და მხოლოდ 27% თვლის პირიქით და ეს პანდემიით გამოწვეული სერიოზული ეკონომიკური და სოციალური სიძნელეების მიუხედავად. ასე, რომ ტყუილად გგონიათ, რომ საქართველოში COVID აპოკალიფსია.

ეს თქვენ - საქართველოდან ამერიკაში და სხვა ქვეყნებში წასული ექიმების ერთი ჯგუფი თვლით (უფრო სწორად თავს აჯერებთ), რომ საქართველოში არაფერი იციან და ქვეყანა COVID-19-ის კატასტროფამდე მივიყვანეთ, თორემ ამერიკის და ევროპის წამყვანი სპეციალისტები და დარგის ლიდერები, რომლებმაც თქვენი არსებობის შესახებ, სავარაუდოდ არც კი იციან, ასე არ თვლიან და თქვენგან განსხვავებით დიდად გვაფასებენ. თუ დაინტერესდებით, გაგაცნობთ ვინ და როგორ გვაფასებს. მანამდე კი მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ.

მსოფლიოში უძლიერესი ინსტიტუტის (NIAID/NIH) დირექტორმა და დარგის მსოფლიო ლიდერმა Anthony Fauci-იმ 2017 წლის ოქტომბერში ჩვენი თანაშრომლობის 20 წლის თავის აღსანიშნავად ქ. ბეთესდაში მიგვიწვია და სპეციალურად ჩვენთვის ერთდღიანი სიმპოზიუმი მოაწყო, რომელსაც პირადად უძღვებოდა. შეგიძლიათ დაასახელოთ სხვა მსგავსი პრეცედენტი?

ახლა სხვა ქვეყნებს თავი დავანებოთ და ყველაზე სანდო წყაროებიდან დეტალურად შევადაროთ COVID-19-ის სიტუაცია ამერიკასა და საქართველოში ა.წ. 27 მარტის მონაცემებით.

ამერიკაში COVID-19-ის შემთხვევების კუმულაციური რიცხვია 30 922 329 (1 მილიონ მოსახლეზე - 93 026), ხოლო საქართველოში - 280 301 (1 მილიონ მოსახლეზე - 70 365).

ამერიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა კუმულაციური რიცხვი - 562 063 (1 მილიონ მოსახლეზე - 1691), ხოლო საქართველოში - 3751 (1 მილიონ მოსახლეზე -942).

საინტერესოა COVID ავადმყოფების მკურნალობის და მოვლის ხარისხის ამსახველი ყველაზე პირდაპირი და ზუსტი მაჩვენებელი - ყველა დადასტურებული შემთხვევიდან სიკვდილობის პროცენტი, ე.წ. CFR. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ე.წ. CFR - ამერიკაში არის 1,82%, ხოლო საქართველოში - 1,34%.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ გაზაფხულ-ზაფხულზე COVID-19-ის ტალღა საქართველოში სუსტი იყო და ამიტომ კუმულაციური რიცხვები არ ასახავს დღევანდელ რეალურ მდგომარეობას? კი ბატონო. დავითვალოთ ბოლო 1 თვის მაჩვენებლები.

ა.წ. 26 თებერვლიდან 27 მარტამდე (ანუ ბოლო 30 დღეში) ამერიკაში დაფიქსირებული იყო სულ 1 763 130 შემთხვევა (1 მილიონ მოსახლეზე - 5311).

საქართველოში ა.წ. 26 თებერვლიდან 27 მარტამდე (ანუ ბოლო 30 დღეში) დაფიქსირებული იყო სულ 10 008 შემთხვევა (1 მილიონ მოსახლეზე - 2515).

ა.წ. 26 თებერვლიდან 27 მარტამდე (ანუ ბოლო 30 დღეში) ამერიკაში გარდაიცვალა - 41 115 ავადმყოფი (1 მილიონ მოსახლეზე - 124).

საქართველოში ა.წ. 26 თებერვლიდან 27 მარტამდე (ანუ ბოლო 30 დღეში) გარდაიცვალა - 275 ავადმყოფი (1 მილიონ მოსახლეზე - 69).

კიდევ ერთ ნიმუშად ავიღოთ ბოლო დღის - ა.წ. 31 მარტის მონაცემები. ამერიკას ჰქონდა 68 756 ახალი შემთხვევა (1 მილიონ მოსახლეზე - 207 შემთხვევა), საქართველოს - 616 ახალი შემთხვევა (1 მილიონ მოსახლეზე - 155 შემთხვევა). ამერიკას ჰყავდა 1115 გარდაცვლილი (1 მილიონ მოსახლეზე - 3,4 გარდაცვლილი), საქართველოს - 6 გარდაცვლილი (1 მილიონ მოსახლეზე - 1,5 გარდაცვლილი).

როგორც ხედავთ საქართველოს ამერიკასთან შედარებით COVID შემთხვევების და გარდაცვალებების მხრივ პრაქტიკულად ყველა პარამეტრში მნიშვნელოვნად უკეთესი მაჩვენებლები აქვს და ამას წყალი არ გაუვა. ასეთივე ან კიდევ უფრო უკეთესი სტატისტიკა აქვს საქართველოს ევროპის პრაქტიკულად ყველა წამყვან ქვეყანასთან მიმართებაში და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაქცინა არ გვქონდა, ხოლო ამერიკაში მოსახლეობის 30% უკვე აცრილია.

საქართველოში იყო პანდემიის მხოლოდ ერთი პიკი - 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ხოლო ამერიკაში 2 ან 3 პიკი. თქვენ ისიც კი არ გემეტებათ, რომ აღიაროთ, რომ 2020 წლის გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში საქართველოში COVID შემთხვევებისა და გარდაცვალების ძალიან დაბალი რიცხვი „ღვთის საჩუქარი“ კი არა, პანდემიის ძალიან კარგად მართვის შედეგი იყო.

ახლა შევადაროთ ერთმანეთს COVID პაციენტთა ნაკადების მართვა. საქართველოში მხოლოდ პიკის პერიოდში (2020 წლის ნოემბერ-დეკემბერი) სულ 3-4 კვირის განმავლობაში იყო კლინიკური სექტორის გადატვირთვა და მით გამოწვეული სერიოზული პრობლემები და სიძნელეები. იგვიანებდა სასწრაფო დახმარება, კომუნიკაცია ოჯახის ექიმთან, იყო ჰოსპიტალიზაციის პრობლემები და ა.შ. მაგრამ ეს ახლოსაც ვერ მოვა იმასთან, რაც ხდებოდა ევროპის და ამერიკის წამყვან ქვეყნებში. კერძოდ:

თქვენივე (ამერიკის) ოფიციალური წყაროების მიხედვით პანდემიის პიკის პერიოდში ამერიკის მთელ რიგ შტატებსა და დიდ ქალაქებში არ ყოფნიდათ ჰოსპიტალური საწოლები მძიმე ავადმყოფებისათვის, რის გამოც კლინიკებთან სასწრაფო დახმარების მანქანების გრძელი რიგები იდგა და მძიმე COVID ავადმყოფებს უხდებოდათ საშუალოდ 8 საათის გატარება სასწრაფო დახმარების მანქანაში, სანამ მათი ჰოსპიტალიზაცია მოხერხდებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მიღებული ჰქონდათ მითითება, არ გადაეყვანათ კლინიკაში ე.წ. უიმედო ავადმყოფები?! ვინაიდან არ ჰყოფნიდათ საწოლები, აგრეთვე ჟანგბადი მიეცათ მხოლოდ იმ ავადმყოფებისთვის, ვისი ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე დაბალი იყო?! გადატვირთულ მორგებთან რეფრიჟერატორები მორიგეობდენ და გარდაცვლილთა დაკრძალვას ვერ აუდიოდნენ. საქართველოში ხომ მსგავსი არაფერი ყოფილა.

კიდევ ერთი ძალიან მრავლისმეტყველი მაჩვენებელი - საქართველოში ჰოსპიტალს გარეთ (ბინებზე, COVID სასტუმროებში) გარდაიცვალა მხოლოდ 41 COVID ავადმყოფი (ძალიან დაბალი მაჩვენებელი). მაშინ, როდესაც ამერიკასა და ევროპის წამყვან ქვეყნებში მათი რიცხვი ასეულობით და ათასეულობით იყო.

საქართველოში იყო შეზღუდვები და ლოქდაუნები, მაგრამ როგორც წესი, ნაკლებად მკაცრი და ნაკლებად ხანგრძლივი, ვიდრე სხვა ქვეყნებში, გასნაკუთრებით ევროპაში, სადაც ახლაც გრძელდება ან ხელახლა შემოაქვთ მკაცრი “ლოქდაუნები”.

ახლა გვითხარით, ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველო უკეთესად მართავდა და მართავს COVID პანდემიას (მიუხედავად იმისა, რომ ა.წ. მარტამდე ვაქცინა არ გვქონდა), ვიდრე ამერიკა და ევროპის ქვეყნების უმრავლესობა. ოღონდ გვიპასუხეთ ფაქტებით და არა ემოციური და შეურაცმხყოფელი გამონათქვამებით. არ გინდათ ქედმაღლური განცხადებები - როგორ ვბედავთ, რომ ამერიკის და ევროპის ქვეყნებს ვედრებით და ა.შ.. ჩვენ შესანიშნავად ვიცით, რაში შეიძლება და რაში არ შეიძლება შევედაროთ ამ ქვეყნებს.

დიახ, ამერიკის GDP 21.4 ტრილიონი დოლარია, ერთ სულ მოსახლეზე - 65 297 დოლარი. საქართველოს GDP კი სულ 17.5 მილიარდი დოლარი, ერთ სულ მოსახლეზე - 4 697 დოლარი. თქვენ ვაქცინაც გაქვთ, ECMO-ც, „Code”-ც და კიდევ ათასი სიკეთე და მაინც COVID შემთხვევებიც, COVID გარდაცვალებებიც (1 მილიონ მოსახლეზე) და CFR-ც ამერიკაში თითქმის 1,5-2-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში.

ასე, რომ ბატონო ზურაბ, ცნობა ჩვენი და საქართველოს გარდაცვალების შესახებ ცოტათი გაზვიადებულია და თქვენს ოცნებას ასრულება არ უწერია”, - წერს თენგიზ ცერცვაძე