მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიშნების გჯერათ? იმის დემო-ვერსიამ ვაშლიჯვრის ნაპრალის სახით ჩამოგაკითხათ თბილისში, რადგან ხეობამდე ვერ ჩააღწიეთ" - ხუხაშვილი "ნამახვანჰესზე"
"ნიშნების გჯერათ? იმის დემო-ვერსიამ ვაშლიჯვრის ნაპრალის სახით ჩამოგაკითხათ თბილისში, რადგან ხეობამდე ვერ ჩააღწიეთ" - ხუხაშვილი "ნამახვანჰესზე"

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, "ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის" გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მკვეთ­რად აჩ­ვე­ნებს პო­ლი­ტი­კურ კლას­სა და ხალ­ხს შო­რის უფსკრუ­ლის სიღ­რმეს.

ამის შე­სა­ხებ ხუ­ხაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს.

"რაც ხდე­ბა დღეს ნა­მახ­ვა­ნის გარ­შე­მო გან­სა­კუთ­რე­ბით მკვეთ­რად აჩ­ვე­ნებს მთლი­ა­ნად პო­ლი­ტი­კურ კლას­სა და ხალ­ხს შო­რის უფსკრუ­ლის სიღ­რმეს. ნაც­ვლად იმი­სა, რომ მი­ვი­დეს, იმუ­შა­ოს, გა­ი­გოს ხალ­ხის გუ­ლის­ტკი­ვი­ლი, მო­ის­მი­ნოს მათი არ­გუ­მენ­ტე­ბი, თა­ვი­სი უთხრას, ოპო­ზი­ცია "გა­უბ­რაზ­და" ხალ­ხს, რო­მელ­მაც აქ­ცი­ა­ზე არ მი­უშ­ვა, სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბით უპა­სუ­ხა და სე­ირს უყუ­რებს...

და­ნი­ელ­სო­ნი და არა ხალ­ხი მი­აჩ­ნი­ათ ამ ქვეყ­ნის ბე­დის გან­მსა­ზღვრე­ლად, მა­შინ რო­დე­საც და­ნი­ელ­სონს მი­აჩ­ნია, რომ ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე კა­პი­კია ამ ოპო­ზი­ცი­ის ფასი. ხალ­ხს აქვს უფ­ლე­ბა და სა­ფუძ­ვე­ლი იყოს გაბ­რა­ზე­ბუ­ლი თქვენ­ზე.

თქვენ ამის არც ფუ­ფუ­ნე­ბა გაქვთ და არც უფ­ლე­ბა. ემო­ცი­უ­რა­დაც ასე და პრაგ­მა­ტუ­ლა­დაც. თუ არც ემო­ცი­ის გჯე­რათ და არც პო­ლი­ტი­კუ­რი პრაგ­მა­ტი­კის, ნიშ­ნე­ბის იქ­ნებ გჯე­რათ? ნი­შა­ნი კი ასე­თია - იმის დემო-ვერ­სი­ამ ვაშ­ლი­ჯვა­რის ნაპ­რა­ლის სა­ხით ჩა­მო­გა­კი­თხათ თბი­ლის­ში, რად­გან რი­ო­ნის ხე­ო­ბამ­დე ვერ ჩა­აღ­წი­ეთ..." - წერს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში ხმა­უ­რი და და­პი­რის­პი­რე­ბა იყო. "ნა­მახ­ვა­ნი ჰე­სის" მშე­ნებ­ლო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი "ნა­მახ­ვა­ნი ჰე­სის" ინ­ვეს­ტო­რი კომ­პა­ნი­ის „ენკა რი­ნი­უ­ებ­ზის“ ახალ დი­რექ­ტორს მე­რაბ ლო­მი­ნა­ძეს და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

ისი­ნი სკან­დი­რებ­დნენ: "წადი, წადი" "მონა, მონა". ამას­თან, გუ­მა­თის და­სახ­ლე­ბა­ში შეკ­რე­ბი­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ კომ­პა­ნი­ას მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მის­ცენ.

„თვალ­ნათ­ლივ არის ყვე­ლა­ფე­რი წარ­მოდ­გე­ნი­ლი, კომ­პა­ნი­ამ ისევ გა­ნა­ახ­ლა მუ­შა­ო­ბა, რა­საც თვი­თონ მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს ეძა­ხი­ან, უკან არ და­ვი­ხევთ!“ - აცხა­დებს „ნა­მახ­ვა­ნი ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბის ერთ-ერთი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
amas
52

ამას შუქი საერთოდ არ უნდა მიაწოდო. თუმცა რუსული ენერგოკომპანია მიაწვდის

ალექს
22

ანუ ოპოზიციამ "უხელმძღვანელოს" ნამახვანის აქცია ?! აკვალიანებ, გია ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ნიშნების გჯერათ? იმის დემო-ვერსიამ ვაშლიჯვრის ნაპრალის სახით ჩამოგაკითხათ თბილისში, რადგან ხეობამდე ვერ ჩააღწიეთ" - ხუხაშვილი "ნამახვანჰესზე"

"ნიშნების გჯერათ? იმის დემო-ვერსიამ ვაშლიჯვრის ნაპრალის სახით ჩამოგაკითხათ თბილისში, რადგან ხეობამდე ვერ ჩააღწიეთ" - ხუხაშვილი "ნამახვანჰესზე"

ექსპერტი გია ხუხაშვილის თქმით, "ნამახვანჰესის" გარშემო განვითარებული მოვლენები მკვეთრად აჩვენებს პოლიტიკურ კლასსა და ხალხს შორის უფსკრულის სიღრმეს.

ამის შესახებ ხუხაშვილი "ფეისბუქზე" წერს.

"რაც ხდება დღეს ნამახვანის გარშემო განსაკუთრებით მკვეთრად აჩვენებს მთლიანად პოლიტიკურ კლასსა და ხალხს შორის უფსკრულის სიღრმეს. ნაცვლად იმისა, რომ მივიდეს, იმუშაოს, გაიგოს ხალხის გულისტკივილი, მოისმინოს მათი არგუმენტები, თავისი უთხრას, ოპოზიცია "გაუბრაზდა" ხალხს, რომელმაც აქციაზე არ მიუშვა, სრული იგნორირებით უპასუხა და სეირს უყურებს...

დანიელსონი და არა ხალხი მიაჩნიათ ამ ქვეყნის ბედის განმსაზღვრელად, მაშინ როდესაც დანიელსონს მიაჩნია, რომ ხალხის მხარდაჭერის გარეშე კაპიკია ამ ოპოზიციის ფასი. ხალხს აქვს უფლება და საფუძველი იყოს გაბრაზებული თქვენზე.

თქვენ ამის არც ფუფუნება გაქვთ და არც უფლება. ემოციურადაც ასე და პრაგმატულადაც. თუ არც ემოციის გჯერათ და არც პოლიტიკური პრაგმატიკის, ნიშნების იქნებ გჯერათ? ნიშანი კი ასეთია - იმის დემო-ვერსიამ ვაშლიჯვარის ნაპრალის სახით ჩამოგაკითხათ თბილისში, რადგან რიონის ხეობამდე ვერ ჩააღწიეთ..." - წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, რიონის ხეობაში ხმაური და დაპირისპირება იყო. "ნამახვანი ჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები "ნამახვანი ჰესის" ინვესტორი კომპანიის „ენკა რინიუებზის“ ახალ დირექტორს მერაბ ლომინაძეს დაუპირისპირდნენ.

ისინი სკანდირებდნენ: "წადი, წადი" "მონა, მონა". ამასთან, გუმათის დასახლებაში შეკრებილები ცდილობენ კომპანიას მუშაობის შესაძლებლობა არ მისცენ.

„თვალნათლივ არის ყველაფერი წარმოდგენილი, კომპანიამ ისევ განაახლა მუშაობა, რასაც თვითონ მოსამზადებელ სამუშაოებს ეძახიან, უკან არ დავიხევთ!“ - აცხადებს „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე.

ხატია დეკანოიძე ამნისტიაზე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისი კანონპროექტი პარლამენტში ვერ გაიტანოს

"ბოროტებასთან ბოლომდე ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ მოიპოვება - თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია" - ნიკა მელია

"ღარიბაშვილმა, რომელსაც თავმოყვარეობა არ გააჩნია, სიტყვა "სირცხვილს" რომ ახსენებს სარკეში ჩაიხედოს" - თინა ბოკუჩავა