პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა "გირჩს" "ქლიავების პარტიას" უწოდებს
გიგი უგულავა "გირჩს" "ქლიავების პარტიას" უწოდებს

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ჩაშ­ლილ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე, ისე­ვე რო­გორც პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა­ზე მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა“.

რო­გორც უგუ­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს „ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის“ ოფის­ში ოპო­ზი­ცი­ის წევ­რებს შო­რის შეხ­ვედ­რამ­დე გა­ნუ­ცხა­და, მო­წო­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან „ყრუ კე­დე­ლია აღ­მარ­თუ­ლი“.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად შეხ­ვედ­რას, გიგი უგუ­ლა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ნი­ხი­ლა­ვენ 15 მა­ი­სის აქ­ცი­ის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს და პა­რა­ლე­ლუ­რად იმ­სჯე­ლე­ბენ, აქვს თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას პერ­სპექ­ტი­ვა.

"ღმერ­თმა ნუ ქნას, სა­ქარ­თვე­ლო­ში იყოს სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც პარტნი­ო­რე­ბი აღარ იტყვი­ან - მო­ვუ­წო­დებთ ორი­ვე მხა­რეს. თუ მე­ო­რე მხა­რე არ იქ­ნე­ბა, ჩვენ უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არა, ბე­ლო­რუს­ში ვიქ­ნე­ბით. ასე­ვე, ბრიყ­ვუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პრო­პა­გან­და, რო­მე­ლიც ჩა­ბღა­უ­ჭე­ბუ­ლია ამ ორი­ვე მხა­რე­ზე და უნდა, რა­მე­ნა­ი­რად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სულ მცი­რე გა­უ­ტო­ლოს ოპო­ზი­ცი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. დე­მოკ­რა­ტია მუ­შა­ობს ასე - უმ­რავ­ლე­სო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ცა და დე­და­მი­წაა უმ­ცი­რე­სო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას­თან შე­და­რე­ბით. ამი­ტომ, მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ჩაშ­ლილ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე, ისე­ვე რო­გორც მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა­ზე, „ქარ­თულ ოც­ნე­ბაა“, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. თუ სხვა იქ­ნე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, სხვას მო­უ­წო­დებ­დნენ. დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ამი­ტომ, მათ მო­უ­წო­დე­ბენ. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ყრუ კე­დე­ლია აღ­მარ­თუ­ლი მათი მხრი­დან“,- გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბის ჩაშ­ლა­ში ოპო­ზი­ცი­აც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, უგუ­ლა­ვა ამ­ბობს, რომ ელი­საშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ახ­მო­ვა­ნებს.

"ელი­საშ­ვი­ლი კო­ბა­ხი­ძე­ზე უა­რე­სია. ის ყვე­ლა­ზე მე­ტად ახ­მო­ვა­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ეგეც და ადრე „გირ­ჩი“ რომ იყო და ახლა ქლი­ა­ვე­ბის პარ­ტია რომ ჰქვია“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 65 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
13

,,ჩემი შენ გითხარიო'', არა? :)

ტუა
8

ერთმანეთს დაერივნენ,შენ ძაან დიდი ქლიავი გაზრდილხარ რას გაჭმევდნენ ნეტა?

ავტორი:

გიგი უგულავა "გირჩს" "ქლიავების პარტიას" უწოდებს

გიგი უგულავა "გირჩს" "ქლიავების პარტიას" უწოდებს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ჩაშლილ მოლაპარაკებაზე, ისევე როგორც პირველი ნაბიჯის გადადგმაზე მთავარი პასუხისმგებელი "ქართული ოცნებაა“.

როგორც უგულავამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წევრებს შორის შეხვედრამდე განუცხადა, მოწოდებების მიუხედავად "ქართული ოცნების“ მხრიდან „ყრუ კედელია აღმართული“.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, გიგი უგულავას ინფორმაციით, განიხილავენ 15 მაისის აქციისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს და პარალელურად იმსჯელებენ, აქვს თუ არა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას პერსპექტივა.

"ღმერთმა ნუ ქნას, საქართველოში იყოს სიტუაცია, როდესაც პარტნიორები აღარ იტყვიან - მოვუწოდებთ ორივე მხარეს. თუ მეორე მხარე არ იქნება, ჩვენ უკვე საქართველოში კი არა, ბელორუსში ვიქნებით. ასევე, ბრიყვულად გამოიყურება სახელისუფლებო პროპაგანდა, რომელიც ჩაბღაუჭებულია ამ ორივე მხარეზე და უნდა, რამენაირად ხელისუფლების პასუხისმგებლობა სულ მცირე გაუტოლოს ოპოზიციის პასუხისმგებლობას. დემოკრატია მუშაობს ასე - უმრავლესობის პასუხისმგებლობა ცა და დედამიწაა უმცირესობის პასუხისმგებლობასთან შედარებით. ამიტომ, მთავარი პასუხისმგებელი ჩაშლილ მოლაპარაკებაზე, ისევე როგორც მთავარი პასუხისმგებელი პირველი ნაბიჯის გადადგმაზე, „ქართულ ოცნებაა“, როგორც ხელისუფლება. თუ სხვა იქნებოდა ხელისუფლებაში, სხვას მოუწოდებდნენ. დღეს, სამწუხაროდ, „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში და ამიტომ, მათ მოუწოდებენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ყრუ კედელია აღმართული მათი მხრიდან“,- განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ მოლაპარაკების ჩაშლაში ოპოზიციაც მონაწილეობდა, უგულავა ამბობს, რომ ელისაშვილი ხელისუფლებას ახმოვანებს.

"ელისაშვილი კობახიძეზე უარესია. ის ყველაზე მეტად ახმოვანებს ხელისუფლებას. ეგეც და ადრე „გირჩი“ რომ იყო და ახლა ქლიავების პარტია რომ ჰქვია“, - განაცხადა უგულავამ.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"არა უშავს, თქვენ კი არა, მეც ძლივს ვამბობ ხოლმე მამაჩემის სახელსო" - რას ყვება ედუარდ შევრდნაძისა და ჰეიდარ ალიევის ურთიერთობაზე იმირ მამედლი?

"რა დილა თენდება, 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს - ესტაფეტა გადაცემულია..." - რა საქმეზე ედავებიან გიგი უგულავას