პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველად გრენობლში შევხვდით ერთმანეთს, ისე ვიკამათეთ მეპატრონეს ჩხუბი ეგონა" - როგორ იხსენებს საზოგადოება საყვარელ მწერალს?
"პირველად გრენობლში შევხვდით ერთმანეთს, ისე ვიკამათეთ მეპატრონეს ჩხუბი ეგონა" - როგორ იხსენებს საზოგადოება საყვარელ მწერალს?

82 წლის ასაკ­ში ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მწერ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ორი კვი­რის წინ დამ­ძიმ­და. ის ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში "ნი­უ­ჰოს­პი­ტალ­ში" იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. ექი­მე­ბის თქმით, მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო და მწე­რა­ლი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. 1962 წელს და­ამ­თავ­რა თსუ-ის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტი. 1968 წელს გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი მწე­რალ­თა კავ­შირ­ში მი­ი­ღეს. გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი მო­თხრო­ბე­ბი 1961 წელს და­ი­ბეჭ­და ჟურ­ნალ „ცის­კარ­ში“. მწე­რა­ლი არის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია - "სა­ბას" ლა­უ­რე­ა­ტი ნო­მი­ნა­ცი­ა­ში - "ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის".

სი­კე­თით, სიყ­ვა­რუ­ლით, სით­ბო­თი და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ბუ­ნე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის დიდი მწე­რა­ლი ბა­ტო­ნი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი უფ­რო­სებს, ბავ­შვებ­სა და ახალ­გაზ­რდებს თა­ნაბ­რად უყ­ვართ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თით­ქმის ყვე­ლა საყ­ვა­რელ მწე­რალს ემო­ცი­უ­რად ემ­შვი­დო­ბე­ბა:

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, პრე­მი­ე­რი: "ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამ თა­ნა­მედ­რო­ვე კლა­სი­კო­სი მწერ­ლის გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვილ­მა მდი­და­რი შე­მოქ­მე­დე­ბა დაგ­ვი­ტო­ვა მემ­კვიდ­რე­ო­ბად. მისი ფრთი­ა­ნი ფრა­ზე­ბი და და­უ­ვი­წყა­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რე­ბი სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბი­ან ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის ხსოვ­ნა­ში. ასე­თი გმი­რე­ბის შექ­მნა მხო­ლოდ ჭეშ­მა­რი­ტად ნი­ჭი­ერ, გულ­წრფელ და გა­მორ­ჩე­უ­ლად კაც­თმოყ­ვა­რე შე­მოქ­მედს შე­უძ­ლია.

თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის უდი­დე­სი მწე­რა­ლი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი სი­ცო­ცხლე­ში­ვე ლე­გენ­დად იქცა - მას არა­სო­დეს მოჰ­კლე­ბია ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის აღი­ა­რე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი. მისი ყვე­ლა ნა­წარ­მო­ე­ბი მხო­ლოდ სი­კე­თე­სა და სიყ­ვა­რულს აღ­ვი­ვებს და გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ერ კვალს ტო­ვებს ყვე­ლა თა­ო­ბის მკი­თხველ­ზე.

გულ­წრფე­ლად ვუ­სამ­ძიმ­რებ ამ დიდ და­ნაკ­ლისს მის ოჯახს, ახ­ლობ­ლებს, მე­გობ­რებს და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ყვე­ლას, ვის­თვი­საც ძვირ­ფა­სი და საყ­ვა­რე­ლია გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის უკ­ვდა­ვი შე­მოქ­მე­დე­ბა".

არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე: "ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ დიდი მწე­რა­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა­სათ­ვის სა­ა­მა­ყო გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი გა­მო­აკ­ლდა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მისი იუ­ბი­ლე იყო და ყვე­ლას გვქონ­და იმე­დი, რომ ის კი­დევ დიდ­ხანს იქ­ნე­ბო­და ჩვენ­თან. სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ მოხ­და, თუმ­ცა გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა უკ­ვდა­ვია და კი­დევ არა­ერთ თა­ო­ბას აღაფრ­თო­ვა­ნებს. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­ხე­ლით, ვუ­სამ­ძიმ­რებ ბა­ტო­ნი გუ­რა­მის ოჯახს, ახ­ლობ­ლებს და მისი შე­მოქ­მე­დე­ბის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს“, - ნათ­ქვა­მია არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში.

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი: ეპო­ქა­ლუ­რი და­ნა­კარ­გე­ბის დღე­ე­ბია - ერთი გი­გან­ტუ­რი ქარ­თვე­ლის დაკ­რძალ­ვის დღეს, მე­ო­რე გი­გან­ტუ­რი ქარ­თვე­ლი დავ­კარ­გეთ.გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვილ­თან, უკი­დუ­რე­სად მოკ­რძა­ლე­ბულ ბი­ნა­ში, თუ ერთხელ მა­ინც ყო­ფილ­ხართ, თუ გი­ნა­ხავთ ეს სა­ო­ცა­რი მწე­რა­ლი, რო­გორ ას­ხამ­და ჩაის, რო­გორ ჭრი­და პურს მის საყ­ვა­რელ მე­უღ­ლეს­თან, ნა­თე­ლას­თან ერ­თად, რო­გორ უწყლი­ან­დე­ბო­და თვა­ლე­ბი სრუ­ლი­ად უბ­რა­ლო ამ­ბე­ბის თხრო­ბი­სას, მიხ­ვდე­ბო­დით - ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ბავ­შვო­ბი­დან კი არ მო­დი­ან, სა­ერ­თო­დაც არას­დროს მი­დი­ან ბავ­შვო­ბი­დან.ასე­თი ბავ­შვებს უზარ­მა­ზა­რი ამ­ბე­ბი ახ­ლავთ ხოლ­მე თან - პროკ­ლა­მა­ცი­ის გაკ­ვრის­თვის და­ჭე­რი­ლი ახალ­გაზ­რდა გუ­რა­მი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ი­გო­ნებს, რო­გორ თათ­ბი­რობ­დნენ მე­გობ­რე­ბი ბი­ნა­ში, მათ შო­რის კოს­ტა­ვა და გამ­სა­ხურ­დია, რო­გორ აშ­რობ­დნენ ახალ­და­ბეჭ­დილ სველ ფურ­ცლებს, რო­გორ დას­ხდნენ უნებ­ლი­ედ და რო­გორ აყ­ვათ შარ­ვლებ­ზე ფურ­ცლე­ბი. ეს სცე­ნა, ეს სა­სა­ცი­ლო და ცოტა ყო­ფი­თი სცე­ნა იყო ის მა­გი­უ­რი რე­ა­ლიზ­მი, სა­დაც მერე დო­ჩა­ნაშ­ვილ­მა იცხოვ­რა და ბევ­რი გვა­ცხოვ­რა. ამ უც­ნა­უ­რი სცე­ნით და­ი­წყო ის დიდი ის­ტო­რია, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბამ­დე, გუ­რა­მი კი დიდ ლი­ტე­რა­ტუ­რამ­დე მი­იყ­ვა­ნა. კა­ა­ტინ­გე­ბი ბლო­მად შე­მოხ­ვდა, მაგ­რამ ამ კაცს ლი­ტე­რა­ტუ­რა უყ­ვარ­და და ლი­ტე­რა­ტუ­რა კი­დევ კა­ა­ტინ­გებს ისე­დაც გუ­ლის­ხმობ­და.წა­ვი­და და დაგ­ვი­ტო­ვა ერთი წამი. ის წამი, სა­დაც ყვე­ლამ ვი­ცით სა­კუ­თა­რი თავი - სწო­რედ გუ­რამ­მა გვი­სახ­სოვ­რა. უბ­რა­ლოდ ჩვენ ამ წა­მის შემ­ჩნე­ვამ­დე ვი­ძი­ნებთ ხოლ­მე.

ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ფი­ლო­ლო­გი: პირ­ვე­ლად გრე­ნობლში შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს და ისე ვი­კა­მა­თეთ მა­ლარ­მეს კა­ფე­ში, მე­პატ­რო­ნეს ჩხუ­ბი ეგო­ნა. ბე­თხო­ვენს ებ­რძო­დით და ვერ­დის ადი­დებ­დით. ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კეთ ძმებ კეჟე­რა­ძე­ებ­სა და მათს დაზე, რო­მელ­საც ბევ­რი არ იც­ნობ­და. ოც­და­ხუ­თი წელი ვი­ნა­ხავ­დით ამ სიყ­ვა­რულს, ხში­რად ვლა­პა­რა­კობ­დით, ისევ ვკა­მა­თობ­დით, მე­ა­მა­ყე­ბო­და, მე­გო­ბარს რომ მი­წო­დებ­დით. ნახ­ვამ­დის, კა­ნუ­დო­სის მკვიდ­რო, უსაყ­ვარ­ლე­სო კაცო, დღე­საც „ეპო­ქა დამ­თავ­რა დიდი“...

ნინო სურ­გუ­ლა­ძე, სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი: ბა­ტო­ნი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი აღარ გვყავს! უდი­დე­სი ქარ­თვე­ლი!!! ბა­ტო­ნი გუ­რა­მი ჩემი ძმის­გან გა­ვი­ცა­ნი ბავ­შვო­ბა­ში. მათ 40 დღე სხალ­თის მო­ნას­ტერ­ში გა­ა­ტა­რეს ერ­თად... სა­ი­და­ნაც დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და­ი­ბა­და და დღემ­დე მოგ­ვყვე­ბა. სა­ოც­რად თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გეთ ყვე­ლამ ვინც მას პი­რა­დად ვიც­ნობ­დით, თუმ­ცა მისი უდი­დე­სი შე­მოქ­მე­დე­ბით - ის ყვე­ლას ბა­ტო­ნი გუ­რა­მი იყო, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და მსოფ­ლი­ოს დიდი გუ­რა­მი....სა­ოც­რად და­უნ­დო­ბე­ლია ცხოვ­რე­ბა... დი­დია ტკი­ვი­ლი... გა­ნუ­ზო­მე­ლი...ღმერ­თო გა­ა­ნათ­ლე ამ დიდი ქრის­ტი­ა­ნის და ადა­მი­ა­ნის უკ­ვდა­ვი სული!მშვი­დო­ბით ბა­ტო­ნო გუ­რამ და დრო­ე­ბით

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, "ლე­ლოს" ლი­დე­რი: ის იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც შექ­მნა ეპო­ქა. მისი უკ­ვდა­ვი შე­მოქ­მე­დე­ბა სა­უ­კუ­ნე­ებს გაყ­ვე­ბა. მისი წას­ვლა სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი და ტრა­გი­კუ­ლია. დღეს დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის დიდი ეპო­ქა დამ­თავ­რდა...ის იყო ჩემი მე­გო­ბა­რი და მო­უ­შუ­შე­ბე­ლი იარა და­ტო­ვა, რო­გორც ჩემს ისე ყვე­ლა ქარ­თვე­ლის გულ­ში..სა­ქარ­თვე­ლოს აღარ ჰყავს კაცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ძლი­ერ უყ­ვარ­და.

ირაკ­ლი ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი: ვწერ, ვშლი... ვწერ, ვშლი...ვწერ, ვშლი...მთა­ვა­რი დიდი კა­ნუ­დო­სე­ლი! მო­მიკ­ვდა გული. ჩა­წყდა კი­დევ ერთი დიდი გუ­ლის მკვე­ბა­ვი გული.აღა­რაა ჩემი გული.

გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი: ღმერ­თი ძლი­ერ გვა­ნე­ბივ­რებს, როცა გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის და ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის მსგავს ადა­მი­ა­ნებს გვიგ­ზავ­ნის.. ორ­მა­გად სევ­დი­ა­ნია, როცა ისი­ნი გვტო­ვე­ბენ, ჩვენ კი გა­ნე­ბივ­რე­ბულ და ინ­ფან­ტი­ლურ ბავ­შვე­ბად ვრჩე­ბით.. სიყ­ვა­რუ­ლი, უან­გა­რო­ბა, უმაღ­ლე­სი ოს­ტა­ტო­ბა, თავ­მდაბ­ლო­ბა..საით მივ­დი­ვართ? არ არის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი კი­თხვა - ვინ ვართ? ამის გა­გე­ბაა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი. ეს ორი ბუმ­ბე­რა­ზი გვიხ­სნი­და და თა­ვის მა­გა­ლით­ზე გვაჩ­ვე­ნებ­და ვინ ვართ, უფრო სწო­რედ - ვინ უნდა ვი­ყოთ. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ისი­ნი გვყავ­და და მად­ლო­ბა მათ იმის­თვის რაც დაგ­ვი­ტო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თინათინი
1

ჩემი საყვარელი მწერალი, ფრაზები მისი ნაწარმოებებიდან ზეპირად ვიცი, როგორ დამწყდა გული, მეგონა სულ იცოცხლებდა და კიდე ბევრი სიახლით გაგვანებივრებდა, მაგრამ ვაგლახ, რომ ეს წუთისოფელია.

tngh
0

მიდიან უდიდესი კლასიკოსები... უფალმა გაანათლოს მათი სული ზეციურ საქართველოში!!!

ავტორი:

"პირველად გრენობლში შევხვდით ერთმანეთს, ისე ვიკამათეთ მეპატრონეს ჩხუბი ეგონა" - როგორ იხსენებს საზოგადოება საყვარელ მწერალს?

"პირველად გრენობლში შევხვდით ერთმანეთს, ისე ვიკამათეთ მეპატრონეს ჩხუბი ეგონა" - როგორ იხსენებს საზოგადოება საყვარელ მწერალს?

82 წლის ასაკში ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. მწერლის მდგომარეობა ორი კვირის წინ დამძიმდა. ის ამ პერიოდის განმავლობაში "ნიუჰოსპიტალში" იყო მოთავსებული. ექიმების თქმით, მდგომარეობა მძიმე იყო და მწერალი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".

სიკეთით, სიყვარულით, სითბოთი და მოკრძალებული ბუნებით გამორჩეული თანამედროვეობის დიდი მწერალი ბატონი გურამ დოჩანაშვილი უფროსებს, ბავშვებსა და ახალგაზრდებს თანაბრად უყვართ. სოციალურ ქსელში თითქმის ყველა საყვარელ მწერალს ემოციურად ემშვიდობება:

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი: "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვე კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო. გურამ დოჩანაშვილმა მდიდარი შემოქმედება დაგვიტოვა მემკვიდრეობად. მისი ფრთიანი ფრაზები და დაუვიწყარი ლიტერატურული გმირები სამუდამოდ დარჩებიან ქართველი მკითხველის ხსოვნაში. ასეთი გმირების შექმნა მხოლოდ ჭეშმარიტად ნიჭიერ, გულწრფელ და გამორჩეულად კაცთმოყვარე შემოქმედს შეუძლია.

თანამედროვეობის უდიდესი მწერალი გურამ დოჩანაშვილი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა - მას არასოდეს მოჰკლებია ქართველი მკითხველის აღიარება და სიყვარული. მისი ყველა ნაწარმოები მხოლოდ სიკეთესა და სიყვარულს აღვივებს და განსაკუთრებით ძლიერ კვალს ტოვებს ყველა თაობის მკითხველზე.

გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და ქართულ საზოგადოებას, ყველას, ვისთვისაც ძვირფასი და საყვარელია გურამ დოჩანაშვილის უკვდავი შემოქმედება".

არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე: "ძალიან სამწუხაროა, რომ დიდი მწერალი და გამორჩეული ადამიანი, ყველასათვის საამაყო გურამ დოჩანაშვილი გამოაკლდა ჩვენს საზოგადოებას. რამდენიმე დღის წინ, მისი იუბილე იყო და ყველას გვქონდა იმედი, რომ ის კიდევ დიდხანს იქნებოდა ჩვენთან. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, თუმცა გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება უკვდავია და კიდევ არაერთ თაობას აღაფრთოვანებს. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი გურამის ოჯახს, ახლობლებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს“, - ნათქვამია არჩილ თალაკვაძის სამძიმრის წერილში.

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთენის ხელმძღვანელი: ეპოქალური დანაკარგების დღეებია - ერთი გიგანტური ქართველის დაკრძალვის დღეს, მეორე გიგანტური ქართველი დავკარგეთ.გურამ დოჩანაშვილთან, უკიდურესად მოკრძალებულ ბინაში, თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ, თუ გინახავთ ეს საოცარი მწერალი, როგორ ასხამდა ჩაის, როგორ ჭრიდა პურს მის საყვარელ მეუღლესთან, ნათელასთან ერთად, როგორ უწყლიანდებოდა თვალები სრულიად უბრალო ამბების თხრობისას, მიხვდებოდით - ასეთი ადამიანები ბავშვობიდან კი არ მოდიან, საერთოდაც არასდროს მიდიან ბავშვობიდან.ასეთი ბავშვებს უზარმაზარი ამბები ახლავთ ხოლმე თან - პროკლამაციის გაკვრისთვის დაჭერილი ახალგაზრდა გურამი, მოგვიანებით მოიგონებს, როგორ თათბირობდნენ მეგობრები ბინაში, მათ შორის კოსტავა და გამსახურდია, როგორ აშრობდნენ ახალდაბეჭდილ სველ ფურცლებს, როგორ დასხდნენ უნებლიედ და როგორ აყვათ შარვლებზე ფურცლები. ეს სცენა, ეს სასაცილო და ცოტა ყოფითი სცენა იყო ის მაგიური რეალიზმი, სადაც მერე დოჩანაშვილმა იცხოვრა და ბევრი გვაცხოვრა. ამ უცნაური სცენით დაიწყო ის დიდი ისტორია, რომელმაც ქვეყანა დამოუკიდებლობამდე, გურამი კი დიდ ლიტერატურამდე მიიყვანა. კაატინგები ბლომად შემოხვდა, მაგრამ ამ კაცს ლიტერატურა უყვარდა და ლიტერატურა კიდევ კაატინგებს ისედაც გულისხმობდა.წავიდა და დაგვიტოვა ერთი წამი. ის წამი, სადაც ყველამ ვიცით საკუთარი თავი - სწორედ გურამმა გვისახსოვრა. უბრალოდ ჩვენ ამ წამის შემჩნევამდე ვიძინებთ ხოლმე.

ლევან ბერძენიშვილი, ფილოლოგი: პირველად გრენობლში შევხვდით ერთმანეთს და ისე ვიკამათეთ მალარმეს კაფეში, მეპატრონეს ჩხუბი ეგონა. ბეთხოვენს ებრძოდით და ვერდის ადიდებდით. ბევრი ვილაპარაკეთ ძმებ კეჟერაძეებსა და მათს დაზე, რომელსაც ბევრი არ იცნობდა. ოცდახუთი წელი ვინახავდით ამ სიყვარულს, ხშირად ვლაპარაკობდით, ისევ ვკამათობდით, მეამაყებოდა, მეგობარს რომ მიწოდებდით. ნახვამდის, კანუდოსის მკვიდრო, უსაყვარლესო კაცო, დღესაც „ეპოქა დამთავრა დიდი“...

ნინო სურგულაძე, საოპერო მომღერალი: ბატონი გურამ დოჩანაშვილი აღარ გვყავს! უდიდესი ქართველი!!! ბატონი გურამი ჩემი ძმისგან გავიცანი ბავშვობაში. მათ 40 დღე სხალთის მონასტერში გაატარეს ერთად... საიდანაც დიდი სიყვარული დაიბადა და დღემდე მოგვყვება. საოცრად თბილი და მოსიყვარულე ადამიანი დავკარგეთ ყველამ ვინც მას პირადად ვიცნობდით, თუმცა მისი უდიდესი შემოქმედებით - ის ყველას ბატონი გურამი იყო, მთელი საქართველოს და მსოფლიოს დიდი გურამი....საოცრად დაუნდობელია ცხოვრება... დიდია ტკივილი... განუზომელი...ღმერთო გაანათლე ამ დიდი ქრისტიანის და ადამიანის უკვდავი სული!მშვიდობით ბატონო გურამ და დროებით

მამუკა ხაზარაძე, "ლელოს" ლიდერი: ის იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა ეპოქა. მისი უკვდავი შემოქმედება საუკუნეებს გაყვება. მისი წასვლა სულისშემძვრელი და ტრაგიკულია. დღეს დოჩანაშვილის დიდი ეპოქა დამთავრდა...ის იყო ჩემი მეგობარი და მოუშუშებელი იარა დატოვა, როგორც ჩემს ისე ყველა ქართველის გულში..საქართველოს აღარ ჰყავს კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა.

ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი: ვწერ, ვშლი... ვწერ, ვშლი...ვწერ, ვშლი...მთავარი დიდი კანუდოსელი! მომიკვდა გული. ჩაწყდა კიდევ ერთი დიდი გულის მკვებავი გული.აღარაა ჩემი გული.

გიორგი თარგამაძე, ჟურნალისტი: ღმერთი ძლიერ გვანებივრებს, როცა გურამ დოჩანაშვილის და ანზორ ერქომაიშვილის მსგავს ადამიანებს გვიგზავნის.. ორმაგად სევდიანია, როცა ისინი გვტოვებენ, ჩვენ კი განებივრებულ და ინფანტილურ ბავშვებად ვრჩებით.. სიყვარული, უანგარობა, უმაღლესი ოსტატობა, თავმდაბლობა..საით მივდივართ? არ არის ყველაზე აქტუალური კითხვა - ვინ ვართ? ამის გაგებაა ყველაზე მთავარი. ეს ორი ბუმბერაზი გვიხსნიდა და თავის მაგალითზე გვაჩვენებდა ვინ ვართ, უფრო სწორედ - ვინ უნდა ვიყოთ. მადლობა ღმერთს, რომ ისინი გვყავდა და მადლობა მათ იმისთვის რაც დაგვიტოვეს.

კახა კალაძის ემოციური შეხვედრა შვილებთან - რა კადრებს აქვეყნებს დედაქალაქის მერი კლინიკის დატოვების შემდეგ

"ეს დღეებია იმატებს ავადმყოფთა რიცხვი. არ ვმალავ, მეშინია, რომ კიდევ ბევრ თანაქალაქელს დავკარგავ. აცრა, პირბადე და რეგულაციები - მხოლოდ ეს საშუალება გვაქვს!" - ექიმი დავით გაბელაია

"ვკითხე, ბატონო გურამ, გახსოვთ განავლის მზიდი მანქანის ამბავი-მეთქი. ჩაეცინა... ასეთი იყო. პირველივე შეხვედრაზე მიმანიშნა, როგორიც უნდა იყოს ნორმალური კაცი" - რას იხსენებს დოჩანაშვილზე გურამ მეგრელიშვილი