საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ დროს ძალიან მიჭირდა, უფასო სასადილოდან საჭმელი მომქონდა შვილისთვის, რომელსაც ძმა ჰყავდა გარდაცვლილი" - როგორ ცხოვრობდა კაცი, რომელიც ყველას უყვარდა
"ერთ დროს ძალიან მიჭირდა, უფასო სასადილოდან საჭმელი მომქონდა შვილისთვის, რომელსაც ძმა ჰყავდა გარდაცვლილი" - როგორ ცხოვრობდა კაცი, რომელიც ყველას უყვარდა

82 წლის ასაკ­ში ქარ­თვე­ლი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მწე­რა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ორი კვი­რის წინ დამ­ძიმ­და. ის ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში "ნი­უ­ჰოს­პი­ტალ­ში" იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. ექი­მე­ბის თქმით, მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო და მწე­რა­ლი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. 1962 წელს და­ამ­თავ­რა თსუ-ის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტი. 1968 წელს გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი მწე­რალ­თა კავ­შირ­ში მი­ი­ღეს. გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი მო­თხრო­ბე­ბი 1961 წელს და­ი­ბეჭ­და ჟურ­ნალ „ცის­კარ­ში“. მწე­რა­ლი არის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია - "სა­ბას" ლა­უ­რე­ა­ტი ნო­მი­ნა­ცი­ა­ში - "ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის".

სი­კე­თით, სიყ­ვა­რუ­ლით, სით­ბო­თი და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ბუ­ნე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის დიდი მწე­რა­ლი ბა­ტო­ნი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი უფ­რო­სებს, ბავ­შვებ­სა და ახალ­გაზ­რდებს თა­ნაბ­რად უყ­ვართ.

"კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც მწე­რა­ლი მისი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე, ტრა­გე­დი­ა­სა და სირ­თუ­ლე­ებ­ზე სა­უბ­რობს:

- ჩემი ასა­კის კაცი ან სა­ერ­თოდ ვერ უნდა წერ­დეს, ან აჯო­ბებს, სულ არ და­წე­როს. უნდა გა­გა­ღი­მოთ ახლა: რო­გორც წესი, მშობ­ლე­ბი აყო­ლე­ბენ ბავ­შვებს, ვინ რა წა­ი­კი­თხა. კი არ ვტრა­ბა­ხობ, მაგ­რამ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში პი­რი­ქით მოხ­და - ჩემი თავი ბავ­შვებ­მა შე­აყ­ვა­რეს მშობ­ლებს და ამით ბედ­ნი­ე­რი ვარ, იმი­ტომ, რომ, რო­გორც წესი, ბავ­შვე­ბი უფრო გან­წყო­ბი­ლე­ბი არი­ან სი­კე­თის­კენ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ, ერ­თგუ­ლე­ბის­კენ, ოც­ნე­ბის­კენ. მარ­თლა უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ, ბავ­შვე­ბის გამო მშობ­ლებს რომ ვუყ­ვარ­ვარ.

- ბავ­შვო­ბა­ში რო­გო­რი მე­ამ­ბო­ხე­ე­ბი იყა­ვით...

- ამას თქვენ გე­უბ­ნე­ბით, მარ­თლა კარ­გი სა­მე­გობ­რო გვყავ­და.ახლა ხან­და­ხან ორ კაცს რომ იჭე­რენ და­ნა­შა­ულ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, ისეც ხდე­ბა, რომ ერ­თმა­ნეთს აბ­რა­ლე­ბენ, მე არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია, იმის ბრა­ლი­აო. ცხრა ბიჭი ვი­ყა­ვით, 16-17-წლი­სა­ნი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წი­ნა­აღ­მდეგ რომ, ასე ვთქვათ, გა­ვი­ლაშ­ქრეთ. იცით, რა სუფ­თე­ბი ვი­ყა­ვით? ერ­თმა­ნეთს რო­გორ გა­და­ვაბ­რა­ლებ­დით რა­მეს!

გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი მე­გობ­რებ­თან ერ­თად

რა­საც და­ვა­შა­ვებ­დით, თი­თო­ე­უ­ლი სა­კუ­თარ თავ­ზე ვი­ღებ­დით. ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი იყო ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია და უბ­რა­ლოდ კი არ იღებ­და ყვე­ლას და­ნა­შა­ულს თა­ვის თავ­ზე, ის მარ­თლა ჩვე­ნი წი­ნამ­ძღო­ლი იყო. ოფი­ცი­ა­ლურ წი­ნამ­ძღო­ლად კი არ ით­ვლე­ბო­და, მაგ­რამ მე­გობ­რებ­ში ყვე­ლა­ზე მტკი­ცე ეგ იყო. იცით, რა კარ­გი ბიჭი იყო? ბუ­ნე­ბით შე­მოქ­მედს, რა უნ­დო­და პო­ლი­ტი­კა­ში?! ასე­ვე, გვყავ­და მე­რაბ კოს­ტა­ვა. მე­რა­ბი უდი­ა­დე­სი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. ჩვენ­ში ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი, სუფ­თა და წმინ­და იყო თა­მაზ გუნ­ჯუა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე უბე­დუ­რი სიკ­ვდი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა - შვილ­მა მოკ­ლა. შვი­ლი ნარ­კო­ტიკს და­ეჩ­ვია, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მაც შე­ექ­მნა და... ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი გვყავ­და ჯონ­დო მეტ­რე­ვე­ლი. მე და ჯონ­დო დღე­და­ღამ ერ­თად ვი­ყა­ვით. მახ­სოვს, ჯონ­დომ რომ მი­თხრა, ყვე­ლა სა­გან­ში ხუთი და­მი­წე­რეს მაგ დე­გე­ნე­რა­ტებ­მა, მხო­ლოდ ყო­ფაქ­ცე­ვა­ში და­მი­წე­რეს ოთხი და ოქ­როს მე­და­ლიც ამი­ტომ არ მომ­ცე­სო. არა­და, ჯონ­დო უნი­ჭი­ე­რე­სი იყო. ასე­ვე მო­ექ­ცნენ ზვი­ადსაც და თა­მაზ­საც. ჩვენ სა­ში­ნე­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ვი­ზარ­დეთ. ღმერ­თმა, უფალ­მა ადა­მი­ანს მის­ცა ის ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ მის მსგავ­სად და­ი­ბა­დოს. ჩვენს პე­რი­ოდ­ში კი ამ­ბობ­დნენ, მა­ი­მუ­ნის­გან წარ­მო­ვიშ­ვი­თო. არა­და, რო­მე­ლი ჯო­ბია: ორან­გუ­ტან­გო­ბა­ნა თუ ის, ღმერ­თმა თა­ვის სა­ხედ რომ შე­გქმნა?!

გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში

"შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბას" მერ­ვე კლას­ში მხო­ლოდ იმი­ტომ გვას­წავ­ლიდ­ნენ, რომ ეთ­ქვათ, ჩვენ ისე­თი კარ­გი ქვე­ყა­ნა გვაქვს, ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­საც ვას­წავ­ლით ბავ­შვებ­სო. არა­და, მა­შინ არ ვი­ცო­დით, რა იყო მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნო­ბა, არ ვი­ცო­დით ძვე­ლი ქარ­თუ­ლი და სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამით მას გვა­ძუ­ლებ­დნენ. სა­ო­ცა­რი, იცით, რა არის? მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, არც ერთი ათე­ის­ტი მე­გო­ბა­რი არ მყო­ლია! კი არ ვტრა­ბა­ხობ, ფაქტს ვამ­ბობ და მხო­ლოდ ღვთის წყა­ლო­ბით გა­და­ვურ­ჩით იმ ყვე­ლა­ფერს...

"ერთი პლუ­სი მაქვს"

ერთ დროს მეც ძა­ლი­ან მი­ჭირ­და. ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სის ინი­ცი­ა­ტი­ვით პირ­ვე­ლი უფა­სო სა­სა­დი­ლო რომ გა­იხ­სნა, მეც მივ­დი­ო­დი ხოლ­მე. იქვე არ ვჭამ­დი, მაგ­რამ სუფ­რა­ზე საჭ­მე­ლი რომ დარ­ჩე­ბო­დათ, ვი­ღებ­დი, ვახ­ვევ­დი და შინ მომ­ქონ­და. ვი­ღა­ცას რომ და­ე­ნა­ხა, იფიქ­რებ­და, ეს ღორ­მუ­ცე­ლა ვინ არი­სო, არა­და, ჩემ­თვის კი არ მინ­დო­და, ცოლ-შვი­ლის­თვის მომ­ქონ­და - ჩემს ქა­ლიშ­ვილს ძმა ჰყავ­და გარ­დაც­ვლი­ლი, ჩემს ცოლს - შვი­ლი და ასე მა­ინც ხომ უნდა დავ­ხმა­რე­ბო­დი!

გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე ნა­თე­ლა სე­ფი­აშ­ვი­ლი

ჩემს ბავ­შვო­ბა­შიც დიდი გა­ჭირ­ვე­ბის წლე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ. 1939 წელს ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი და 3-4 წლის ასაკ­შიც ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს ჩემი თავი. ჩვენს ოჯა­ხებს პუ­რის ფული არ ჰქონ­დათ, მაგ­რამ სულ გვინ­დო­და ერ­თმა­ნე­თის­თვის სი­კე­თე გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და ამან მოგ­ვიყ­ვა­ნა დღემ­დე.მა­შინ, ომის დროს, ერ­თმა­ნე­თის, მა­პა­ტი­ეთ და, ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბა არ იყო, ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და, ახ­ლან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი რას ვუ­ყუ­რებთ? - ვინ ვის უკბი­ნოს, შე­ჭა­მოს, და­აქ­ცი­ოს, ცუდი თქვას, ეს პარ­ტია კარ­გია, ის ცუდი... სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. რა პარ­ტია, რის პარ­ტია, რა შუ­ა­შია პარ­ტია!

არ შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­დეს?! ციხე შიგ­ნი­დან ტყდე­ბაო, ზუს­ტად ჩვენ­ზეა ნათ­ქვა­მი. უცხომ რომ აგი­ღოს, და­გი­პყროს, ეს კი­დევ სხვა არის, მაგ­რამ დღეს სა­ქარ­თვე­ლო უფრო მე­ტად შიგ­ნი­დან ტყდე­ბა, ვიდ­რე უცხო მტრის­გან. ექიმ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ამ­ბავს ვერ ვუ­ყუ­რებ, რა­ებს ამ­ბო­ბენ! ადა­მი­ა­ნე­ბი გა­დაგ­რე­ვენ - ყვე­ლა­ფერს რა­ღაც უარ­ყო­ფითს უძებ­ნი­ან, არა­ფე­რი მოს­წონთ, ყვე­ლას ლან­ძღა­ვენ და ჰგო­ნი­ათ, ძა­ლი­ან მაგ­რე­ბი არი­ან. ხალ­ხსაც ჰგო­ნია, რაკი არა­ფე­რი მოს­წონთ, მარ­თლა მაგ­რე­ბი არი­ან! მაგ­რე­ბი კი არა, ხელ­მო­ცა­რუ­ლე­ბი არი­ან და უნ­დათ ყვე­ლა­ნი ხელ­მო­ცა­რუ­ლე­ბი იყ­ვნენ! უდი­დე­სი გერ­მა­ნე­ლი მწე­რა­ლი, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი თო­მას მანი ამ­ბობ­და, ნე­ტავ ჰერ­მან ჰე­სე­სა­ვით ვწე­როო (ჰერ­მან ჰესე კი ავ­სტრი­ე­ლია, მაგ­რამ გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი მწე­რა­ლია, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი)! თა­ვად ბუმ­ბე­რა­ზი მწე­რა­ლი ამ­ბობ­და მე­ო­რე ბუმ­ბე­რაზ­ზე. ჩვენ­თან კი რა ხდე­ბა? იმის ნაც­ვლად, ერ­თმა­ნეთ­ში კარ­გი ეძე­ბონ, ერ­თმა­ნეთს გა­უ­თა­ვებ­ლად ლან­ძღა­ვენ. ჩვენ­თან, იცით, რამ­დე­ნი ცრუ­პატ­რი­ო­ტია? მგო­ნი, ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი ცრუ­პატ­რი­ო­ტი მო­დის, ვიდ­რე ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტი.

იცით, რა­ტომ არ ვე­რე­ვი პო­ლი­ტი­კა­ში? არას­დროს ვამ­ბობ, რაც კარ­გე­ბი ვართ, ქარ­თვე­ლე­ბი ვართ-მეთ­ქი, მაგ­რამ დი­ა­დი შე­მოქ­მე­დე­ბი კი ნამ­დვი­ლად გვყავ­და, მაგ­რამ... სხვა მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან - ხომ აქე­ბენ ბახ­სა და მო­ცარტს, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ამ შე­მოქ­მე­დებს რომ ეთ­ქვათ, ჩვე­ნი მუ­სი­კა მო­ის­მი­ნოს ამ პარ­ტი­ამ და იმ პარ­ტი­ამ კი არ მო­ის­მი­ნო­სო? ან ბე­თჰო­ვე­ნის­თვის რომ ეკი­თხათ, რო­მელ პარ­ტი­ას ეკუთ­ვნიო? ვერც გა­ი­გებ­და, რას ეკი­თხე­ბოდ­ნენ. აბა, "მე­ცხრე სიმ­ფო­ნი­ის" შექ­მნას რო­მე­ლი პარ­ტია უნდა?! ჩემს თავ­ზე არ ვამ­ბობ, დიდი შე­მოქ­მე­დი ვარ-მეთ­ქი, არც იმას, სწო­რად ვიქ­ცე­ვი ან ვცდე­ბი-მეთ­ქი, მაგ­რამ ერთი ნაღ­დია: შე­მოქ­მე­დი არც ერთ პარ­ტი­ას არ უნდა ეკუთ­ვნო­დეს თუკი უნდა დიდ შე­მოქ­მე­დე­ბით წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს. ამი­ტომ არას­დროს არც ერთი პარ­ტი­ის წევ­რი არ ვყო­ფილ­ვარ, ეგ კი არა, კომ­კავ­შირ­შიც არ შევ­სულ­ვარ და ამი­ტომ არ ვე­რე­ვი პო­ლი­ტი­კა­ში! რო­გორც ეძა­ხი­ან ხოლ­მე, ერთი პლუ­სი ეგ მაქვს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ფო­ტო­ე­ბი: ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა - ციფ­რუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
(((((((
0

გული დამწყდა :(((((

კახელა
2

შესანიშნავი პიროვნება და ჩემი უსაყვარლესი მწერალი,ნათელში იყოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ერთ დროს ძალიან მიჭირდა, უფასო სასადილოდან საჭმელი მომქონდა შვილისთვის, რომელსაც ძმა ჰყავდა გარდაცვლილი" - როგორ ცხოვრობდა კაცი, რომელიც ყველას უყვარდა

"ერთ დროს ძალიან მიჭირდა, უფასო სასადილოდან საჭმელი მომქონდა შვილისთვის, რომელსაც ძმა ჰყავდა გარდაცვლილი" - როგორ ცხოვრობდა კაცი, რომელიც ყველას უყვარდა

82 წლის ასაკში ქართველი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. მწერალის მდგომარეობა ორი კვირის წინ დამძიმდა. ის ამ პერიოდის განმავლობაში "ნიუჰოსპიტალში" იყო მოთავსებული. ექიმების თქმით, მდგომარეობა მძიმე იყო და მწერალი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".

სიკეთით, სიყვარულით, სითბოთი და მოკრძალებული ბუნებით გამორჩეული თანამედროვეობის დიდი მწერალი ბატონი გურამ დოჩანაშვილი უფროსებს, ბავშვებსა და ახალგაზრდებს თანაბრად უყვართ.

"კვირის პალიტრის" არქივში ინახება დოჩანაშვილის ინტერვიუ, სადაც მწერალი მისი ცხოვრების ყველა ეტაპზე, ტრაგედიასა და სირთულეებზე საუბრობს:

- ჩემი ასაკის კაცი ან საერთოდ ვერ უნდა წერდეს, ან აჯობებს, სულ არ დაწეროს. უნდა გაგაღიმოთ ახლა: როგორც წესი, მშობლები აყოლებენ ბავშვებს, ვინ რა წაიკითხა. კი არ ვტრაბახობ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა - ჩემი თავი ბავშვებმა შეაყვარეს მშობლებს და ამით ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ, როგორც წესი, ბავშვები უფრო განწყობილები არიან სიკეთისკენ, თავისუფლებისკენ, ერთგულებისკენ, ოცნებისკენ. მართლა უბედნიერესი ვარ, ბავშვების გამო მშობლებს რომ ვუყვარვარ.

- ბავშვობაში როგორი მეამბოხეები იყავით...

- ამას თქვენ გეუბნებით, მართლა კარგი სამეგობრო გვყავდა.ახლა ხანდახან ორ კაცს რომ იჭერენ დანაშაულზე, სამწუხაროდ, ისეც ხდება, რომ ერთმანეთს აბრალებენ, მე არაფერი დამიშავებია, იმის ბრალიაო. ცხრა ბიჭი ვიყავით, 16-17-წლისანი, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ რომ, ასე ვთქვათ, გავილაშქრეთ. იცით, რა სუფთები ვიყავით? ერთმანეთს როგორ გადავაბრალებდით რამეს!

გურამ დოჩანაშვილი მეგობრებთან ერთად

რასაც დავაშავებდით, თითოეული საკუთარ თავზე ვიღებდით. ჩვენი მეგობარი იყო ზვიად გამსახურდია და უბრალოდ კი არ იღებდა ყველას დანაშაულს თავის თავზე, ის მართლა ჩვენი წინამძღოლი იყო. ოფიციალურ წინამძღოლად კი არ ითვლებოდა, მაგრამ მეგობრებში ყველაზე მტკიცე ეგ იყო. იცით, რა კარგი ბიჭი იყო? ბუნებით შემოქმედს, რა უნდოდა პოლიტიკაში?! ასევე, გვყავდა მერაბ კოსტავა. მერაბი უდიადესი ადამიანი აღმოჩნდა. ჩვენში ყველაზე კეთილი, სუფთა და წმინდა იყო თამაზ გუნჯუა, რომელიც ყველაზე უბედური სიკვდილით გარდაიცვალა - შვილმა მოკლა. შვილი ნარკოტიკს დაეჩვია, ფსიქიკური პრობლემაც შეექმნა და... ყველაზე ნიჭიერი გვყავდა ჯონდო მეტრეველი. მე და ჯონდო დღედაღამ ერთად ვიყავით. მახსოვს, ჯონდომ რომ მითხრა, ყველა საგანში ხუთი დამიწერეს მაგ დეგენერატებმა, მხოლოდ ყოფაქცევაში დამიწერეს ოთხი და ოქროს მედალიც ამიტომ არ მომცესო. არადა, ჯონდო უნიჭიერესი იყო. ასევე მოექცნენ ზვიადსაც და თამაზსაც. ჩვენ საშინელი ზედამხედველობის პერიოდში გავიზარდეთ. ღმერთმა, უფალმა ადამიანს მისცა ის ბედნიერება, რომ მის მსგავსად დაიბადოს. ჩვენს პერიოდში კი ამბობდნენ, მაიმუნისგან წარმოვიშვითო. არადა, რომელი ჯობია: ორანგუტანგობანა თუ ის, ღმერთმა თავის სახედ რომ შეგქმნა?!

გურამ დოჩანაშვილი ახალგაზრდობაში

"შუშანიკის წამებას" მერვე კლასში მხოლოდ იმიტომ გვასწავლიდნენ, რომ ეთქვათ, ჩვენ ისეთი კარგი ქვეყანა გვაქვს, ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებსაც ვასწავლით ბავშვებსო. არადა, მაშინ არ ვიცოდით, რა იყო მართლმადიდებელი ქრისტიანობა, არ ვიცოდით ძველი ქართული და სინამდვილეში, ამით მას გვაძულებდნენ. საოცარი, იცით, რა არის? მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი ათეისტი მეგობარი არ მყოლია! კი არ ვტრაბახობ, ფაქტს ვამბობ და მხოლოდ ღვთის წყალობით გადავურჩით იმ ყველაფერს...

"ერთი პლუსი მაქვს"

ერთ დროს მეც ძალიან მიჭირდა. ჩვენი უწმინდესის ინიციატივით პირველი უფასო სასადილო რომ გაიხსნა, მეც მივდიოდი ხოლმე. იქვე არ ვჭამდი, მაგრამ სუფრაზე საჭმელი რომ დარჩებოდათ, ვიღებდი, ვახვევდი და შინ მომქონდა. ვიღაცას რომ დაენახა, იფიქრებდა, ეს ღორმუცელა ვინ არისო, არადა, ჩემთვის კი არ მინდოდა, ცოლ-შვილისთვის მომქონდა - ჩემს ქალიშვილს ძმა ჰყავდა გარდაცვლილი, ჩემს ცოლს - შვილი და ასე მაინც ხომ უნდა დავხმარებოდი!

გურამ დოჩანაშვილი და მისი მეუღლე ნათელა სეფიაშვილი

ჩემს ბავშვობაშიც დიდი გაჭირვების წლები გამოვიარეთ. 1939 წელს ვარ დაბადებული და 3-4 წლის ასაკშიც ძალიან კარგად მახსოვს ჩემი თავი. ჩვენს ოჯახებს პურის ფული არ ჰქონდათ, მაგრამ სულ გვინდოდა ერთმანეთისთვის სიკეთე გაგვეკეთებინა და ამან მოგვიყვანა დღემდე.მაშინ, ომის დროს, ერთმანეთის, მაპატიეთ და, ფეხებზე დაკიდება არ იყო, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, ახლანდელ საქართველოში კი რას ვუყურებთ? - ვინ ვის უკბინოს, შეჭამოს, დააქციოს, ცუდი თქვას, ეს პარტია კარგია, ის ცუდი... საშინელება ხდება. რა პარტია, რის პარტია, რა შუაშია პარტია!

არ შეიძლება ერთმანეთი გვიყვარდეს?! ციხე შიგნიდან ტყდებაო, ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი. უცხომ რომ აგიღოს, დაგიპყროს, ეს კიდევ სხვა არის, მაგრამ დღეს საქართველო უფრო მეტად შიგნიდან ტყდება, ვიდრე უცხო მტრისგან. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავს ვერ ვუყურებ, რაებს ამბობენ! ადამიანები გადაგრევენ - ყველაფერს რაღაც უარყოფითს უძებნიან, არაფერი მოსწონთ, ყველას ლანძღავენ და ჰგონიათ, ძალიან მაგრები არიან. ხალხსაც ჰგონია, რაკი არაფერი მოსწონთ, მართლა მაგრები არიან! მაგრები კი არა, ხელმოცარულები არიან და უნდათ ყველანი ხელმოცარულები იყვნენ! უდიდესი გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი თომას მანი ამბობდა, ნეტავ ჰერმან ჰესესავით ვწეროო (ჰერმან ჰესე კი ავსტრიელია, მაგრამ გერმანულენოვანი მწერალია, ნობელის პრემიის ლაურეატი)! თავად ბუმბერაზი მწერალი ამბობდა მეორე ბუმბერაზზე. ჩვენთან კი რა ხდება? იმის ნაცვლად, ერთმანეთში კარგი ეძებონ, ერთმანეთს გაუთავებლად ლანძღავენ. ჩვენთან, იცით, რამდენი ცრუპატრიოტია? მგონი, ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტი ცრუპატრიოტი მოდის, ვიდრე ნამდვილი პატრიოტი.

იცით, რატომ არ ვერევი პოლიტიკაში? არასდროს ვამბობ, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ-მეთქი, მაგრამ დიადი შემოქმედები კი ნამდვილად გვყავდა, მაგრამ... სხვა მაგალითს მოვიყვან - ხომ აქებენ ბახსა და მოცარტს, წარმოგიდგენიათ, ამ შემოქმედებს რომ ეთქვათ, ჩვენი მუსიკა მოისმინოს ამ პარტიამ და იმ პარტიამ კი არ მოისმინოსო? ან ბეთჰოვენისთვის რომ ეკითხათ, რომელ პარტიას ეკუთვნიო? ვერც გაიგებდა, რას ეკითხებოდნენ. აბა, "მეცხრე სიმფონიის" შექმნას რომელი პარტია უნდა?! ჩემს თავზე არ ვამბობ, დიდი შემოქმედი ვარ-მეთქი, არც იმას, სწორად ვიქცევი ან ვცდები-მეთქი, მაგრამ ერთი ნაღდია: შემოქმედი არც ერთ პარტიას არ უნდა ეკუთვნოდეს თუკი უნდა დიდ შემოქმედებით წარმატებას მიაღწიოს. ამიტომ არასდროს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, ეგ კი არა, კომკავშირშიც არ შევსულვარ და ამიტომ არ ვერევი პოლიტიკაში! როგორც ეძახიან ხოლმე, ერთი პლუსი ეგ მაქვს...წაიკითხეთ სრულად

ფოტოები: ეროვნული ბიბლიოთეკა - ციფრული ფოტომატიანე

IRI-ის გამოკითხულთა 20% ვაქცინას მაშინვე გაიკეთებს, როცა მისთვის ხელმისაწვდომი იქნება - რამდენი პროცენტი ამბობს უარს ვაქცინაციაზე

ისაუბრა თუ არა პატრიარქმა ქადაგებისას "კომენდანტის საათისა" და შეზღუდვების გაუქმების შესახებ - რას აცხადებენ საპატრიარქოში

ქუთაისის მერის კაბინეტში მყოფი ჟურნალისტი მერთან შეხვედრას ითხოვს და აცხადებს, რომ თუ მერი არ შეხვდება, შიმშილობას დაიწყებს