საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა შემოვიდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც "სინოფარმი" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.
ცნობისთვის, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.
25 მარტს კი საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო.
აცრა შეძლებენ ის მოქალაქეები, რომლებიც ვებგვერდზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირდნენ და ვიზიტი დაჯავშნეს. დარეგისტრირება, სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც.
55 წელს გადაცილებული პირების ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია კი 2 აპრილს, 18:00 საათიდან დაიწყო.
რეგისტრაციისას მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.
რაც შეეხება კორონავირუსზე მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება ის ქვეყანაში.
კი მაგრამ რომ არ მისცეს მაშინ რას შვრებით თქვე მაფიოზო გამყიდვლებო.
გამყრელიძემ თქვა რომ ჩინურ ვაქცინაში 20 $ გადაიხადეს,რატომ? რატომ შემოაქვთ ისეთი ვაქცინა რომელზეც ხალხის მოთხოვნა არ არის,მაშინ როცა ხალხი ითხოვს 14 $ იან ფაიზერის ვაქცინას?ფაიზერი ანარცხებს კოვიდ 19 და მის ვარიაციებს ბრიტანულს და აფრიკულს.ისრაელმა 10 მილიონიანი მოსახლეობა წარმატებულად აცრა მხოლოდ ერთი ფაიზერით და დაამარცხა ეპიდემია 4 თვეში. ესენი კი ქართველებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ხან რას ჩხირავენ და ხან რას.ჯერ რემდესივერი შემოიტანეს,როცა არ გვჭირდებოდა.მერე იაფიანი 1,78 ევროიანი ასტრა ზენეკა დაბალხარისხიანი,რომელიც ბრიტანულსაც კი ვერ ამარცხებს. ფაიზერი კარგი იყო მაგრამ ცოტა შემოტანეს რატომ? და ეხლა შემოიტანეს და არც ვიცით რა,არც მოთხოვნაა იყო და არც აპირებდნენ თავად ვითომ შემოტანას,რატომ ვითომ 20 $ იანი ჩინური. პირადი ინტერესები თუ არ არის რატომ?