ანსამბლ "რუსთავის" დამაარსებელს, ანზორ ერქომაიშვილს დღეს დაკრძალავენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება.
ცნობისთვის, ანსამბლ „რუსთავის“ დამაარსებელი ანზორ ერქომაიშვილი 31 მარტს გარდაიცვალა. ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსის დიაგნოზით თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.