ავტორი:

"დღეს პატრულის თანამშრომელი დამიკავშირდა... თითქოს არაფერი, მაგრამ ყურადღება ტკივილს მალამოსავით მოედო" - რას წერს პეტრე კოლხი?

"დღეს პატრულის თანამშრომელი დამიკავშირდა... თითქოს არაფერი, მაგრამ ყურადღება ტკივილს მალამოსავით მოედო" - რას წერს პეტრე კოლხი?

ორი კვირის წინ პეტრე კოლხი ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ხელის მტევნის დაზიანება მიიღო. თავდაპირველად მას ძლიერი ტკივილები ჰქონდა, თუმცა როგორც ახლა სოციალურ ქსელში წერს, თავს კარგად გრძნობს.

"ორ კვირაზე მეტი გავიდა ავტოსაგზაო შემთხვევიდან.დროულად აღმომიჩინეს, როგორც სამედიცინო, ისე საპატრულო დახმარება...

ავტომობილის კარი ძლივს გამოაღეს პატრულის თანამშრომლებმა, რომ სასწრაფო დახმარებით კლინიკაში გადავეყვანეთ.ისეთი გაუსაძლისი ტკივილები მქონდა, ნებისმიერის ხმა ძლივს ჩამესმოდა, სახეებს მითუმეტეს ვერ ვიმახსოვრებდი.

დღეს პატრულის ერთ-ერთი თანამშრომელი დამიკავშირდა, იმ დღიდან მოყოლებული ყურადღების ქვეშ გვყავდით, ექიმებისგან, ახლობლებისგანაც ვიგებდით თქვენ მდგომარეობას, უბრალოდ არ გაწუხებდით და არ გირეკავდითო...

თითქოს არაფერი, მაგრამ ასეთი ყურადღება ტკივილს მალამოსავით მოედო... ასეთ კარგ ამბებზე მეტს თუ ვისაუბრებთ, მოტივაციაც მეტი იქნება და სიკეთის მხარეს გავინაპირებთ. შემიძლია მისი სახელი დავწერო, მაგრამ ეუხერხულება და თავს შევიკავებ. მთავარია, ასეთი ადამიანები არსებობენ!" - წერს პეტრე კოხლი.