ავტორი:

"უცნაურად ცუდად ვარ, ბავშვს ერთი დღე ჰქონდა ძალიან მაღალი სიცხე" - ნუკი კოშკელიშვილის ოჯახის ყველა წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

"უცნაურად ცუდად ვარ, ბავშვს ერთი დღე ჰქონდა ძალიან მაღალი სიცხე" - ნუკი კოშკელიშვილის ოჯახის ყველა წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნუკი კოშკელიშვილის მეუღლესა და მცირეწლოვან შვილს ორი დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ტელესახემ და ინფლუენსერმა გუშინ ინსტაგრამის სთორიში ისაუბრა.

ნუკი ამბობდა, რომ თავად გადარჩა, რადგან ტესტირებისას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა სიმპტომები უკვე დღეს დილას გამოუვლინდა.

"ლეგენდა, რომ შეიძლება კორონავირუსი შენ არ დაგემართოს, როცა ოჯახის წევრებს სჭირთ, ლეგენდა აღმოჩნდა. მე როგორც ვხვდები, სიმპტომების გამოვლენისთანავე ტესტი აჩვენებს დადებითს, იქამდე არა.

დღეს დილას ძალიან ცუდად ვიყავი და ერთ რაღაცას გეტყვით: ძალიან გაუფრთხილდით ერთმანეთს, უცნაური ვირუსია, უცნაურად ცუდად ვგრძნობ თავს და ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებაა.

ოვის (ნუკის შვილი) ერთი დღე ჰქონდა მაღალი სიცხე და დღეს აღარ ჰქონია. მე და ბენი რიგრიგობით ვართ ცუდად, იმას სძინავს და მე ოვისთან ვარ. მანამდე ჩემი ჯერი იყო, მე მეძინა, ის იყო ბავშვთან და ასე ვენაცვლებით ერთმანეთს. აქ როცა კოვიდი დაგიდასტურდება, 14 დღის განმავლობაში არ გაქვს გარეთ გასვლის უფლება და თუ არ გავგიჟდები, არ ვიცი. გუშინ საღამოსკენ ცოტა კარგად ვიყავით და ფილმებს ვუყურეთ. ინდურ ფილმს „თეთრ ვეფხვს“ გირჩევდით, რომ აუცილებლად ნახოთ", - ამბობს ვიდეოში ნუკი.

ნუკი კოშკელიშვილი შარშან პანდემიის დაწყებამდე შვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა და თითქმის ერთი წელი აქ დარჩა. დაახლოებით სამი კვირაა რაც ამერიკაში ქმართან ერთად დაბრუნდა. სამშობლოში კორონავირუსს გადაურჩა, ახლა კი მთელი ოჯახი პანდემიის ტალღაში მოჰყვა.

პარლამენტის შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

"ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან" - ნანა გეგეჭკორი "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებულ EMA-ს განცხადებაზე

კინოთეატრები მუშაობას დღეიდან განაახლებენ