პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაკვირვების შედეგად, გვაქვს კარგი ინფორმაცია - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევამციროთ მეწყრის მასა" - რა ვითარებაა მეწყრულ ზონაში?
"დაკვირვების შედეგად, გვაქვს კარგი ინფორმაცია - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევამციროთ მეწყრის მასა" - რა ვითარებაა მეწყრულ ზონაში?

მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბულ მე­წყრულ ზო­ნა­ში მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა და­მონ­ტაჟ­და, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მე­წყრულ ზო­ნა­ში, პა­რა­ლე­ლუ­რად, ეწყო­ბა დრო­ე­ბი­თი მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი, ხოლო ფერ­დის ზედა ნა­წილ­ში ცე­მენ­ტი­ზა­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ვი­დე­ო­მო­ნი­ტო­რინ­გით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად, გვაქვს კარ­გი ინ­ფორ­მა­ცია - უშუ­ა­ლოდ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­წყრულ ზო­ნას, ჩვენ უკვე მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ შე­ვამ­ცი­როთ მე­წყრის მასა. ასე­ვე, პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს დრო­ე­ბი­თი მი­სას­ვლე­ლი გზე­ბის მო­წყო­ბა.

უკვე და­მონ­ტაჟ­და მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მეტ სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, უწყვეტ რე­ჟიმ­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ დაკ­ვირ­ვე­ბა.

ამ სა­მუ­შა­ო­ებ­თან ერ­თად, ზედა ნა­წილ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ცე­მენ­ტი­ზა­ცია. ამის მი­ზა­ნია მოხ­დეს მე­წყრის ზე­და­პი­რის გა­და­ად­გი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა.

ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი პი­რო­ბი­თად შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ყოს ორ ნა­წი­ლად. პირ­ვე­ლის მი­ზა­ნი არის მე­წყრის გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა, ხოლო მე­ო­რე ეტაპ­ზე იქ­ნე­ბა გე­ნე­რა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტე­ბი, რომ მოხ­დეს ამ ად­გი­ლის გა­მაგ­რე­ბა და ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე მოხ­სნი­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა სა­ხის შე­ზღუდ­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ან­მა.

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლის თქმით, სა­მუ­შა­ო­ე­ბი დღემ­დე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და მო­მა­ვალ­შიც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­მუ­შაო ჯგუფ­ში ჩარ­თუ­ლი ექ­სპერ­ტე­ბის და გერ­მა­ნე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის კონ­სულ­ტა­ცი­ით და თან­ხმო­ბით.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ამ­ჟა­მად ევა­კუ­ა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს.

"თე­ო­რი­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი ერ­თმა­ნეთს თუ და­ემ­თხვა, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­წისძვრა, უხვი ნა­ლე­ქი, ამის საფრ­თხე იარ­სე­ბებს, თუმ­ცა, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ არა მარ­ტო ბრო­წე­უ­ლის ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლებს, არა­მედ, მიმ­დე­ბა­რედ არ­ცერთ ოჯახს და არ­ცერთ ადა­მი­ანს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, არ­სე­ბობს ევა­კუ­ა­ცი­ის გეგ­მა და თუ ამის რე­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა, მერ­წმუ­ნეთ, რომ პირ­ველ რიგ­ში ჩვენ ვიზ­რუ­ნებთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. ამ ეტა­პის­თვის სა­შიშ­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა, თე­ო­რი­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე გან­ვი­თარ­დეს და ჩვენ ყვე­ლა სცე­ნა­რის­თვის მზად ვართ“, - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბის მი­ზა­ნი დე­და­ქა­ლა­ქის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის უწყვე­ტო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ცაა.

"მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­სა და მე­წყრულ ფერდს შო­რის გა­დის GWP-ის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მა­გის­ტრა­ლუ­რი წყალ­სა­დე­ნე­ბი. ეს მი­ლე­ბი ამა­რა­გებს ქა­ლა­ქის გარ­კვე­ულ ნა­წილს, შე­სა­ბა­მი­სად, ის და­წყე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ერთ-ერთი ამო­ცა­ნა, რაც აქ მიმ­დი­ნა­რე­ობს, არის ისიც, რომ არ შე­ექ­მნას ამ მილ­სა­დე­ნებს პრობ­ლე­მა, რათა ქა­ლა­ქის წყალ­მო­მა­რა­გე­ბაც მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი იყოს", - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
irakli
1

როცა ბუნება გაიძულებს იზრუნო ქალაქზე.

ვოოტ
1

თუ საიდუმლო არაა, რა დაგიჯდათ (დაგვიჯდა) ესოდენ იმედისმომცემი დაკვირვება?!...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"დაკვირვების შედეგად, გვაქვს კარგი ინფორმაცია - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევამციროთ მეწყრის მასა" - რა ვითარებაა მეწყრულ ზონაში?

"დაკვირვების შედეგად, გვაქვს კარგი ინფორმაცია - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევამციროთ მეწყრის მასა" - რა ვითარებაა მეწყრულ ზონაში?

მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მეწყრულ ზონაში, პარალელურად, ეწყობა დროებითი მისასვლელი გზები, ხოლო ფერდის ზედა ნაწილში ცემენტიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

"ვიდეომონიტორინგით განხორციელებული დაკვირვების შედეგად, გვაქვს კარგი ინფორმაცია - უშუალოდ მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილებები არ შეინიშნება. რაც შეეხება მეწყრულ ზონას, ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევამციროთ მეწყრის მასა. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს დროებითი მისასვლელი გზების მოწყობა.

უკვე დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც მეტ საშუალებას მოგვცემს, უწყვეტ რეჟიმში განვახორციელოთ დაკვირვება.

ამ სამუშაოებთან ერთად, ზედა ნაწილში მიმდინარეობს ცემენტიზაცია. ამის მიზანია მოხდეს მეწყრის ზედაპირის გადაადგილების შემცირება.

ეს სამუშაოები პირობითად შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად. პირველის მიზანი არის მეწყრის გადაადგილების შეჩერება, ხოლო მეორე ეტაპზე იქნება გენერალური გადაწყვეტები, რომ მოხდეს ამ ადგილის გამაგრება და ამ სამუშაოების შედეგად, მაჭავარიანის ქუჩაზე მოხსნილი იქნება ყველა სახის შეზღუდვა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, სამუშაოები დღემდე ხორციელდებოდა და მომავალშიც განხორციელდება სამუშაო ჯგუფში ჩართული ექსპერტების და გერმანელი სპეციალისტების კონსულტაციით და თანხმობით.

მისივე განცხადებით, ამჟამად ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს.

"თეორიულად რამდენიმე ფაქტორი ერთმანეთს თუ დაემთხვა, ეს შეიძლება იყოს მიწისძვრა, უხვი ნალექი, ამის საფრთხე იარსებებს, თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა მარტო ბროწეულის ქუჩის მცხოვრებლებს, არამედ, მიმდებარედ არცერთ ოჯახს და არცერთ ადამიანს საფრთხე არ ემუქრება. ამის მიუხედავად, არსებობს ევაკუაციის გეგმა და თუ ამის რეალური საჭიროება იქნება, მერწმუნეთ, რომ პირველ რიგში ჩვენ ვიზრუნებთ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამ ეტაპისთვის საშიშროება არ არსებობს, თუმცა, თეორიულად შეიძლება რაიმე განვითარდეს და ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, მიმდინარე სამუშაოების მიზანი დედაქალაქის წყალმომარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფაცაა.

"მაჭავარიანის ქუჩასა და მეწყრულ ფერდს შორის გადის GWP-ის საკუთრებაში არსებული მაგისტრალური წყალსადენები. ეს მილები ამარაგებს ქალაქის გარკვეულ ნაწილს, შესაბამისად, ის დაწყებული სამუშაოების ერთ-ერთი ამოცანა, რაც აქ მიმდინარეობს, არის ისიც, რომ არ შეექმნას ამ მილსადენებს პრობლემა, რათა ქალაქის წყალმომარაგებაც მაქსიმალურად დაცული იყოს", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

"ვაჟის ტრაგედიამ ახალგაზრდა გურამი შინაგანად გადატეხა, წავიდა თავის ულამაზეს ირაკლისთან" - რას იხსებებს მაია ორჯონიკიძე დოჩანაშვილზე?

"ბატონო ზურაბ! ვინ მოგახსენათ, რომ ჩვენ მიწაში დაგვმარხეს, თქვენმა ერთი მუჭა "ჰეითერებისგან" შემდგარმა საძმომ?" - ცერცვაძე გურულს

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გყავდეს მეგობრად ვერძი