საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იტირა, ღმერთო რატომო! ტკივილი თვალებიდამ წამსკდა" - რას წერს მეუღლე პოეტ ზურაბ რთველიაშვილზე, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა
"იტირა, ღმერთო რატომო! ტკივილი თვალებიდამ წამსკდა" - რას წერს მეუღლე პოეტ ზურაბ რთველიაშვილზე, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ პოეტ ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამის მი­ზე­ზი თრომ­ბი იყო, თუმ­ცა რო­გორც გა­ირ­კვა ახალ­გაზ­რდა პო­ეტს სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და. ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა მე­უღ­ლემ, ნინო ამი­რე­ჯიბ­მა გა­ავ­რცე­ლა.

"დღეს ახა­ლი ეტა­პი გა­და­ვი­ა­რეთ! ზუ­რამ გა­ი­გო რომ მძი­მე ონ­კო­ლო­გი­ურ სენს უნდა ებ­რძო­ლოს! ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს დღე­ე­ბი ამ დღის მე­ში­ნო­და! რა კი­თხვებს დას­ვამ­და, რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­და... რო­გორ უნდა გაგ­ვეს­წო­რა თვა­ლი რე­ა­ლო­ბის­თვის! იტი­რა, ღმერ­თო რა­ტო­მო! ახლა უკვე მეც ვე­ღარ შე­ვი­კა­ვე თავი... 4 დღის დაგ­რო­ვი­ლი სევ­და და ტკი­ვი­ლი თვა­ლე­ბი­დამ წამსკდა.

ხე­ლე­ბი ჩავ­ჭი­დეთ და ერ­თად ვი­ტი­რეთ, და­ვი­ცა­ლეთ ამ დღე­ებ­ში დაგ­რო­ვი­ლი უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ის­გან. მერე თვა­ლებ­ზე ცრემ­ლი მომ­წმინ­და და რამ­დე­ნი დარ­ჩაო!!! მე ვუ­პა­სუ­ხე - ეს შენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თქო! ჰოდა, ვიბ­რძო­ლე­ბო!!! შენ იყა­ვი მაგ­რა­დო... ერ­თად ვიბ­რძო­ლებთ და გა­ვი­მარ­ჯვებთ!!! ხალ­ხო, თქვენ არ იცით რამ­ხე­ლა ძალა ხართ ჩვენ­თვის!" - და­წე­რა ნინო ამი­რე­ჯიბ­მა.

რო­გორც ირ­კვე­ვა ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის თან­ხე­ბია სა­ჭი­რო. ის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე დღე­ში სტოკ­ჰოლმში გა­ემ­გზავ­რე­ბა, სა­დაც და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბი ჩა­უ­ტარ­დე­ბა.

მძი­მე ამ­ბის გა­გე­ბის შემ­დეგ ნინო ამი­რე­ჯი­ბი დღეს "ფე­ის­ბუქ­ზე" ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"დღეს დი­ლით როცა ლიმ­ბახ­ში ზუ­რას სის­ხლის ჩა­სა­ბა­რებ­ლად კლი­ნი­კა­ში მივ­დი­ო­დი, ტაქსში ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რა ჩა­ირ­თო. უსაყ­ვარ­ლეს­მა ადა­მი­ან­მა და მე­გო­ბარ­მა ეკა ტო­გო­ნი­ძემ მომ­წე­რა ამ დროს - მა­შინ­ვე მივ­წე­რე, რა­დი­ო­ში მე და ზუ­რას საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რა ის­მის თქო! ახლა მთე­ლი სამ­ყა­რო და­გე­ლა­პა­რა­კე­ბა სხვა­დას­ხვა გზით, ტაქ­სი­ში ჩარ­თუ­ლი სიმ­ღე­რით თუ ათა­სი სხვა ნიშ­ნი­თო, ეკამ. უკვე ერთი კვი­რაა ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყეთ. წინ დიდი და გრძე­ლი გზაა, სა­დაც ნელ-ნელა მი­წევს სწავ­ლა უამ­რა­ვი რა­მის...

გარ­და უმ­ძი­მე­სი ნაც­ნო­ბი სი­ტყვი­სა "ონ­კო­ლო­გია” სხვა უამ­რა­ვი რამ სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი და რთუ­ლია! ჯერ ერთი რამ ვიცი მხო­ლოდ! ამ სამ­ყა­რო­ში ღმერ­თმა უდი­დე­სი მი­სია მარ­გუ­ნა, წი­ლად მხვდა პა­ტი­ვი, ყვე­ლა­ზე სა­ო­ცარ ადა­მი­ანს ვედ­გე გვერ­დით ამ ყვე­ლა­ზე რთულ გზა­ზე! მად­ლო­ბე­ლი ვარ რომ მე ამირ­ჩია ამ ცხოვ­რე­ბა­ში მეგ­ზუ­რად და ერთ დროს და­მარ­წმუ­ნა, რომ ჩვენს სიყ­ვა­რულს მთე­ბის გა­დად­გმა შე­უძ­ლია" - წერს ამი­რე­ჯი­ბი.

ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ ან­გა­რიშ­ზე:

GE46BG0000000161695587 - სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი

GE18TB7722245161600002 - თი­ბი­სი ბან­კი, ლარი

GE77TB7722236110100006 - თი­ბი­სი ბან­კი $

მიმ­ღე­ბი: ნინო ამი­რე­ჯი­ბი

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დეა
1

გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,დახმრება შეძლებისდაგვარად უნდა შევძლოთ

ქეთი
1

ღმერთმა მალე მოგცეს ჯანმრთელობა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"იტირა, ღმერთო რატომო! ტკივილი თვალებიდამ წამსკდა" - რას წერს მეუღლე პოეტ ზურაბ რთველიაშვილზე, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა

"იტირა, ღმერთო რატომო! ტკივილი თვალებიდამ წამსკდა" - რას წერს მეუღლე პოეტ ზურაბ რთველიაშვილზე, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა

რამდენიმე დღის წინ პოეტ ზურაბ რთველიაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამის მიზეზი თრომბი იყო, თუმცა როგორც გაირკვა ახალგაზრდა პოეტს სიმსივნე დაუდგინდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ, ნინო ამირეჯიბმა გაავრცელა.

"დღეს ახალი ეტაპი გადავიარეთ! ზურამ გაიგო რომ მძიმე ონკოლოგიურ სენს უნდა ებრძოლოს! ყველაზე მეტად ეს დღეები ამ დღის მეშინოდა! რა კითხვებს დასვამდა, რა რეაქცია ექნებოდა... როგორ უნდა გაგვესწორა თვალი რეალობისთვის! იტირა, ღმერთო რატომო! ახლა უკვე მეც ვეღარ შევიკავე თავი... 4 დღის დაგროვილი სევდა და ტკივილი თვალებიდამ წამსკდა.

ხელები ჩავჭიდეთ და ერთად ვიტირეთ, დავიცალეთ ამ დღეებში დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან. მერე თვალებზე ცრემლი მომწმინდა და რამდენი დარჩაო!!! მე ვუპასუხე - ეს შენზეა დამოკიდებული თქო! ჰოდა, ვიბრძოლებო!!! შენ იყავი მაგრადო... ერთად ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ!!! ხალხო, თქვენ არ იცით რამხელა ძალა ხართ ჩვენთვის!" - დაწერა ნინო ამირეჯიბმა.

როგორც ირკვევა ზურაბ რთველიაშვილის მკურნალობისთვის თანხებია საჭირო. ის მეუღლესთან ერთად რამდენიმე დღეში სტოკჰოლმში გაემგზავრება, სადაც დამატებითი კვლევები ჩაუტარდება.

მძიმე ამბის გაგების შემდეგ ნინო ამირეჯიბი დღეს "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"დღეს დილით როცა ლიმბახში ზურას სისხლის ჩასაბარებლად კლინიკაში მივდიოდი, ტაქსში ჩვენი საყვარელი სიმღერა ჩაირთო. უსაყვარლესმა ადამიანმა და მეგობარმა ეკა ტოგონიძემ მომწერა ამ დროს - მაშინვე მივწერე, რადიოში მე და ზურას საყვარელი სიმღერა ისმის თქო! ახლა მთელი სამყარო დაგელაპარაკება სხვადასხვა გზით, ტაქსიში ჩართული სიმღერით თუ ათასი სხვა ნიშნითო, ეკამ. უკვე ერთი კვირაა ახალი ცხოვრება დავიწყეთ. წინ დიდი და გრძელი გზაა, სადაც ნელ-ნელა მიწევს სწავლა უამრავი რამის...

გარდა უმძიმესი ნაცნობი სიტყვისა "ონკოლოგია” სხვა უამრავი რამ სრულიად გაუგებარი და რთულია! ჯერ ერთი რამ ვიცი მხოლოდ! ამ სამყაროში ღმერთმა უდიდესი მისია მარგუნა, წილად მხვდა პატივი, ყველაზე საოცარ ადამიანს ვედგე გვერდით ამ ყველაზე რთულ გზაზე! მადლობელი ვარ რომ მე ამირჩია ამ ცხოვრებაში მეგზურად და ერთ დროს დამარწმუნა, რომ ჩვენს სიყვარულს მთების გადადგმა შეუძლია" - წერს ამირეჯიბი.

ზურაბ რთველიაშვილის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშზე:

GE46BG0000000161695587 - საქართველოს ბანკი

GE18TB7722245161600002 - თიბისი ბანკი, ლარი

GE77TB7722236110100006 - თიბისი ბანკი $

მიმღები: ნინო ამირეჯიბი

"ქეთევანი ნაზას კაპ კანავერალიდან სპასექსის მისიის გაშვებამდე" - სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქში" ქალიშვილის შესახებ წერს

"ბოლოს მითხრა, მეგონა გათავისუფლების ბრძანება მომიტანეო, ხუმრობით, ცხადია" - ეროვნული ბიბლიოთეკის უხუცესი თანამშრომელი ლეილა ზამბახიძე გარდაიცვალა

"არ ვაპირებ უფლება მივცე შენ და შენნაირ მარგინალ და ჩამოწერილ პოლიტიკოსებს, ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიონ" - რა უპასუხა სალომე სამადაშვილმა გია ბარამიძის ბრალდებებს?