მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვალ საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოვა, თუმცა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც "სინოფარმი" ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს
ხვალ საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოვა, თუმცა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც "სინოფარმი" ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ხვალ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა „სი­ნო­ფარ­მი“ შე­მო­ვა, თუმ­ცა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი მას შემ­დეგ და­ი­წყე­ბა, რაც „სი­ნო­ფარ­მი“ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას მი­ი­ღებს.

რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, „სი­ნო­ფარ­მის“ ვაქ­ცი­ნის არ­ჩე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, ამ ეტაპ­ზე, 55 წელს ზე­მოთ მო­ქა­ლა­ქე­ებს და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს შე­ეძ­ლე­ბათ.

„ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის „სი­ნო­ფარ­მის“ 100 ათა­სი დოზა ხვალ ჩა­მო­ვა. ამ ვაქ­ცი­ნას ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან ძა­ლი­ან ფარ­თოდ იყე­ნებს უნ­გრე­თი და აღი­ა­რე­ბუ­ლია უნ­გრე­თის მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის მიერ. მისი შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი +2 +8 გრა­დუ­სია. რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას, ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პირ­ველ რიგ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და შემ­დეგ რო­მე­ლი­მე მკაც­რი მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის ავ­ტო­რი­ზა­ცია. დღემ­დე „მო­დერ­ნა­საც“ არ აქვს ავ­ტო­რი­ზა­ცია, თუმ­ცა ბევ­რი ქვე­ყა­ნა იყე­ნებს. გუ­შინ გა­მოქ­ვეყ­ნდა ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კა­ლენ­და­რი და აპ­რი­ლის შუა რი­ცხვე­ბია მი­თი­თე­ბუ­ლი „სი­ნო­ფარ­მის“, „სი­ნო­ვა­კის“ და „მო­დერ­ნას­თვის“. დღეს ბა­ზარ­ზე, გლო­ბა­ლუ­რად, ვაქ­ცი­ნებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა არის რთუ­ლი, ამი­ტომ ნე­ბის­მი­ე­რი პო­ტენ­ცი­უ­რი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის შეს­რუ­ლე­ბა­ში და გეგ­მის მიღ­წე­ვა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. იმ დაშ­ვე­ბით, რომ „სი­ნო­ფარ­მი“ აპ­რი­ლის ბო­ლომ­დე მი­ი­ღებს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას, ამი­ტომ შე­ვი­ძი­ნეთ. ვაგ­რძე­ლებთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან, რომ ნე­ბის­მი­ე­რი რის­კი, თუ რამე არ­სე­ბობს და გა­მო­იკ­ვე­თა „სი­ნო­ფარ­მის“ მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენ­თვის მა­შინ­ვე გახ­დეს ცნო­ბი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, „სი­ნო­ფარ­მის“ ვაქ­ცი­ნა ისე­თი­ვე ად­გილს და­ი­კა­ვებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში, რაც სხვა ვაქ­ცი­ნებს უკა­ვი­ათ.

„ამ­დე­ნად, არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბაც იგი­ვე რე­ჟიმ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­გორც ეს ხდე­ბა „ას­ტრა­ზე­ნე­კა­სა“ და „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ლი­მი­ტი­რე­ბულ ფარ­გლებ­ში, ბუ­ნებ­რი­ვია. ყვე­ლა სხვა წესი, რაც სხვა ვაქ­ცი­ნებ­ზე მოქ­მე­დებს, იმუ­შა­ვებს „სი­ნო­ფარ­მის­თვი­საც“. 55 წელს ზე­მოთ მო­ქა­ლა­ქე­ებს და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს შე­უძ­ლი­ათ გა­ა­კე­თონ არ­ჩე­ვა­ნი „სი­ნო­ფარ­მის“ სა­სარ­გებ­ლოდ. „სი­ნო­ფარ­მით“ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის ჩვენ მზად ვიქ­ნე­ბით მომ­დევ­ნო კვი­რი­დან, თუმ­ცა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი და­ვე­ლო­დე­ბით ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას - ვსა­უბ­რობთ ორ კვი­რა­ზე. სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა და­გეგ­მი­ლია აპ­რი­ლის შუა რი­ცხვებ­ში“, - გან­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

შემოიტანეთ ნორმალური ვაქცინა და მოგვყიდეთ, უფასო და სხვებისაგან დაწუნებულ ნაგავს არ გავიკეთებთ.

ნდობა?
0

პირადად მე არ ვენდობი, არც გამყრელიძეს და არც მაგ ჩინურ ვაქცინას. მე და ჩემი ახლობლები არ ვაპირებთ მაგ ვაქცინით აცრას, ისევე როგორც ასტრა ზენეკათი.მხოლოდ ფაიზერის ვაქცინა. ასტრა ზენეკა ღირს 1,78 ევრო და ვერ ამარცხებს ბრიტანულ ვარიანტს, რომელიც დომინანტია მსოფლიოში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ხვალ საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოვა, თუმცა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც "სინოფარმი" ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს

ხვალ საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოვა, თუმცა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც "სინოფარმი" ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალ საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ შემოვა, თუმცა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.

როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, „სინოფარმის“ ვაქცინის არჩევის საშუალება, ამ ეტაპზე, 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს და სამედიცინო პერსონალს შეეძლებათ.

„ჩინური ვაქცინის „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა ხვალ ჩამოვა. ამ ვაქცინას ევროპის ქვეყნებიდან ძალიან ფართოდ იყენებს უნგრეთი და აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ. მისი შენახვის პირობები +2 +8 გრადუსია. რაც შეეხება ავტორიზაციას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და შემდეგ რომელიმე მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია. დღემდე „მოდერნასაც“ არ აქვს ავტორიზაცია, თუმცა ბევრი ქვეყანა იყენებს. გუშინ გამოქვეყნდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კალენდარი და აპრილის შუა რიცხვებია მითითებული „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „მოდერნასთვის“. დღეს ბაზარზე, გლობალურად, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა არის რთული, ამიტომ ნებისმიერი პოტენციური ვაქცინა, რომელიც დაგვეხმარება ვაქცინაციის პროგრამის შესრულებაში და გეგმის მიღწევაში, მნიშვნელოვანია. იმ დაშვებით, რომ „სინოფარმი“ აპრილის ბოლომდე მიიღებს ავტორიზაციას, ამიტომ შევიძინეთ. ვაგრძელებთ კომუნიკაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომ ნებისმიერი რისკი, თუ რამე არსებობს და გამოიკვეთა „სინოფარმის“ მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მაშინვე გახდეს ცნობილი“, - განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, „სინოფარმის“ ვაქცინა ისეთივე ადგილს დაიკავებს ვაქცინაციის პროგრამაში, რაც სხვა ვაქცინებს უკავიათ.

„ამდენად, არჩევანის უფლებაც იგივე რეჟიმში განხორციელდება, როგორც ეს ხდება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში, ლიმიტირებულ ფარგლებში, ბუნებრივია. ყველა სხვა წესი, რაც სხვა ვაქცინებზე მოქმედებს, იმუშავებს „სინოფარმისთვისაც“. 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს და სამედიცინო პერსონალს შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი „სინოფარმის“ სასარგებლოდ. „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის ჩვენ მზად ვიქნებით მომდევნო კვირიდან, თუმცა, გარკვეული პერიოდი დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას - ვსაუბრობთ ორ კვირაზე. სტატუსის მიღება დაგეგმილია აპრილის შუა რიცხვებში“, - განცხადა გაბუნიამ.

ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი პირი სავალდებულო 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება - ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში COVID 19-ის 200 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1 030 ახალი ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 32 801 ტესტის შედეგები

"მცემა, როდესაც ჩემი შვილი რვა თვის იყო" - ირმა შარიქაძის თქმით, ისიც ყოფილი მეუღლის ძალადობის მსხვერპლი იყო