ავტორი:

გერმანიის გადაწყვეტილებით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების შესაძლებლობა 500-ის ნაცვლად, საქართველოს 5000 მოქალაქეს მიეცემა

გერმანიის გადაწყვეტილებით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების შესაძლებლობა 500-ის ნაცვლად, საქართველოს 5000 მოქალაქეს მიეცემა

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმებას საქართველოს 5000 მოქალაქე შეძლებს. ამის შესახებ გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს ვებ-გვერდზეა ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოჩენილი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მოხდა.

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს პირველ მოქალაქეებს უკვე 2021 წლის მაისში ელოდებიან.

ცნობისთვის, ამ დრომდე გერმანიაში ლეგალურად დასაქმების უფლება საქართველოს 500-მდე მოქალაქეს ჰქონდა.

გერმანიაში დასაქმების სურვილი უკვე 97 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ გამოთქვა.

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა "აჭარა ტექსტილმა" მუშაობა შეაჩერა

რომელი პროდუქტები გაძვირდა ბოლო 1 თვეში და როგორია ფასების მატების წლიური მაჩვენებლები

დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანსა და დიღომი 8-ის ტერიტორიაზე უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო - მუნიციპალური ინსპექცია