საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 მიზეზი, თუ რატომ არის სტუდენტობა საუკეთესო პერიოდი
5 მიზეზი, თუ რატომ არის სტუდენტობა საუკეთესო პერიოდი

თუკი აბი­ტუ­რი­ენ­ტი ხარ, ალ­ბათ საკ­მა­რი­სი დროც კი არ გაქვს იმა­ზე და­სა­ფიქ­რებ­ლად, თუ რა­ტო­მაა სტუ­დენ­ტო­ბის წლე­ბი სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში. სტუ­დენ­ტო­ბა ხომ ის გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დია, რო­დე­საც საკ­მა­რი­სად დიდი ხარ იმის­თვის, რომ სა­კუ­თარ ნა­ბი­ჯებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი აიღო და, შე­სა­ბა­მი­სად, უფრო მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რო.

რა გა­ნა­პი­რო­ბებს ამ წლე­ბის ჯა­დოს­ნუ­რო­ბას?

ნამ­დვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო სწავ­ლა

შენ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­ზა­დე­ბო­დი იმის­თვის, რომ სა­ოც­ნე­ბო პრო­ფე­სი­ას და­უფ­ლე­ბო­დი. ახლა კი, როცა შა­ტა­ლოს ეტა­პი უკან მო­ი­ტო­ვე, შე­გიძ­ლია, მშვი­დად აარ­ჩიო ის საგ­ნე­ბი, რაც თვლი, რომ გა­მო­გად­გე­ბა და მარ­თლა გა­ინ­ტე­რე­სებს. შე­სა­ბა­მი­სად, მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე სწავ­ლის პრო­ცე­სი ყვე­ლა­ზე ნა­ყო­ფი­ე­რი და სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი იმის მი­ხედ­ვით შე­არ­ჩიე, თუ რა კუ­რი­კუ­ლუ­მი აქვს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე; რის სწავ­ლე­ბას აპი­რებს და რა ნა­წი­ლი უჭი­რავს სას­წავ­ლო გეგ­მა­ში თე­ო­რი­ას და პრაქ­ტი­კას. რო­გორც წესი, ამ ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­სურ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვებგ­ვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით მო­ი­პო­ვებ.

მე­გობ­რე­ბი

ბავ­შვო­ბის მე­გობ­რებს, რომ­ლებ­თა­ნაც პა­ტა­რა­ო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი გა­ერ­თი­ა­ნებს, ახლა ის უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბიც ემა­ტე­ბი­ან, რომ­ლებ­თან სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი, სფე­რო და ჰობი და­გა­კავ­ში­რებს. ეს კი არა­ნაკ­ლებ მჭიდ­რო კავ­ში­რია.

რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუკი სკო­ლა­ში შენი სა­მე­გობ­რო მეტ­ნაკ­ლე­ბად ერთ უბან­ში ცხოვ­რობ­დით, ახლა თი­თო­ე­უ­ლი შენი ჯგუ­ფე­ლი შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნის სხა­დას­ხვა კუ­თხი­დან იყოს. ეს კი მხო­ლოდ ერთ რა­მეს ნიშ­ნავს: და­უს­რუ­ლე­ბელ ექ­სკურ­სი­ებს და წვე­უ­ლე­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში.

ლექ­ტო­რე­ბი

ალ­ბათ პირ­ვე­ლი კურ­სის პირ­ველ სე­მესტრში ყვე­ლას ეშ­ლე­ბა და ლექ­ტორს მა­ინც „მასწ“-ს ეძა­ხის. თუმ­ცა ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სულ მალე იც­ვლე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის თუ სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ლექ­ტო­რი და სტუ­დენ­ტი გა­ცი­ლე­ბით უფრო თა­ნას­წო­რე­ბი ხდე­ბი­ან; და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აშ­კა­რად შეც­ვლი­ლია.

გარ­და ამი­სა, ყვე­ლა პრეს­ტი­ჟუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ცდი­ლობს, ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ი­ზი­დონ ლექ­ტო­რე­ბად, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ლექ­ტო­რი შენი პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­საქ­მე­ბე­ლი ან რე­კო­მენ­და­ტო­რია.

თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეგ­რძნე­ბა

სტუ­დენ­ტო­ბა ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც მე­ამ­ბო­ხე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი და მე­ტიც, წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლიც კი. ამ პე­რი­ოდ­ში არამ­ხო­ლოდ სა­კუ­თარ კა­რი­ე­რას იწყობ, არა­მედ ეც­ნო­ბი თა­ნა­მო­აზ­რე­ებს, ნელ-ნელა ხდე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რიც. გან­სა­კუთ­რე­ბით მე­ოც­ნე­ბე­ებს კი თავი ხში­რად წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ ბერ­ტო­ლუ­ჩის „მე­ოც­ნე­ბე­ე­ბის“ გმი­რე­ბად. რაც ცუდი სუ­ლაც არ არის.

პი­რი­ქით, ზუს­ტად ამ პე­რი­ოდ­ში ყა­ლიბ­დე­ბა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რა­შიც სტუ­დენტს უნი­ვერ­სი­ტე­ტიც ეხ­მა­რე­ბა.

სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი

და­ბო­ლოს, რის­გან შედ­გე­ბა თქვენ­თვის სტუ­დენ­ტო­ბა? რა კომ­პო­ნენ­ტე­ბის­გან უნდა შედ­გე­ბო­დეს ეს პრო­ცე­სი, რომ თა­მა­მად ვთქვათ - სტუ­დენ­ტო­ბა 100%-ით? პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია: მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ბედ­ნი­ე­რი სტუ­დენ­ტო­ბა; სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი; გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი და­ფი­ნან­სე­ბით ევ­რო­პის წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში; წარ­მა­ტე­ბუ­ლი და მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ლექ­ტო­რე­ბი; პრაქ­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა; და­საქ­მე­ბა სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად; გა­დახ­დის მოქ­ნი­ლი სის­ტე­მა; სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი - ამი­ტო­მაც აირ­ჩიე კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (115), ისარ­გებ­ლე უპი­რა­ტე­სო­ბით და გა­მოს­ცა­დე შენი 100%-იანი სტუ­დენ­ტო­ბა!

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

5 მიზეზი, თუ რატომ არის სტუდენტობა საუკეთესო პერიოდი

5 მიზეზი, თუ რატომ არის სტუდენტობა საუკეთესო პერიოდი

თუკი აბიტურიენტი ხარ, ალბათ საკმარისი დროც კი არ გაქვს იმაზე დასაფიქრებლად, თუ რატომაა სტუდენტობის წლები საუკეთესო ადამიანის ცხოვრებაში. სტუდენტობა ხომ ის გარდამავალი პერიოდია, როდესაც საკმარისად დიდი ხარ იმისთვის, რომ საკუთარ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობები აიღო და, შესაბამისად, უფრო მეტი თავისუფლებაც დაიმსახურო.

რა განაპირობებს ამ წლების ჯადოსნურობას?

ნამდვილად საინტერესო სწავლა

შენ მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდი იმისთვის, რომ საოცნებო პროფესიას დაუფლებოდი. ახლა კი, როცა შატალოს ეტაპი უკან მოიტოვე, შეგიძლია, მშვიდად აარჩიო ის საგნები, რაც თვლი, რომ გამოგადგება და მართლა გაინტერესებს. შესაბამისად, მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე სწავლის პროცესი ყველაზე ნაყოფიერი და საინტერესო იქნება.

უნივერსიტეტი იმის მიხედვით შეარჩიე, თუ რა კურიკულუმი აქვს გათვალისწინებული შენთვის საინტერესო სპეციალობებზე; რის სწავლებას აპირებს და რა ნაწილი უჭირავს სასწავლო გეგმაში თეორიას და პრაქტიკას. როგორც წესი, ამ ტიპის ინფორმაციას სასურველი უნივერსიტეტის ვებგვერდის მეშვეობით მოიპოვებ.

მეგობრები

ბავშვობის მეგობრებს, რომლებთანაც პატარაობის მოგონებები გაერთიანებს, ახლა ის უახლოესი ადამიანებიც ემატებიან, რომლებთან საერთო ინტერესები, სფერო და ჰობი დაგაკავშირებს. ეს კი არანაკლებ მჭიდრო კავშირია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუკი სკოლაში შენი სამეგობრო მეტნაკლებად ერთ უბანში ცხოვრობდით, ახლა თითოეული შენი ჯგუფელი შეიძლება ქვეყნის სხადასხვა კუთხიდან იყოს. ეს კი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: დაუსრულებელ ექსკურსიებს და წვეულებებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

ლექტორები

ალბათ პირველი კურსის პირველ სემესტრში ყველას ეშლება და ლექტორს მაინც „მასწ“-ს ეძახის. თუმცა ეს დამოკიდებულება სულ მალე იცვლება. პირველ რიგში, ჩვენი კულტურული თავისებურებების თუ სტერეოტიპების გათვალისწინებით, ლექტორი და სტუდენტი გაცილებით უფრო თანასწორები ხდებიან; დამოკიდებულებები აშკარად შეცვლილია.

გარდა ამისა, ყველა პრესტიჟული უნივერსიტეტი ცდილობს, ისეთი ადამიანები მოიზიდონ ლექტორებად, რომლებიც თავიანთ სფეროში წარმატებულები არიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლექტორი შენი პოტენციური დამსაქმებელი ან რეკომენდატორია.

თავისუფლების შეგრძნება

სტუდენტობა ის პერიოდია, როდესაც მეამბოხეობა ყველაზე მეტად არის გამართლებული და მეტიც, წახალისებულიც კი. ამ პერიოდში არამხოლოდ საკუთარ კარიერას იწყობ, არამედ ეცნობი თანამოაზრეებს, ნელ-ნელა ხდები სოციალურად აქტიურიც. განსაკუთრებით მეოცნებეებს კი თავი ხშირად წარმოუდგენიათ ბერტოლუჩის „მეოცნებეების“ გმირებად. რაც ცუდი სულაც არ არის.

პირიქით, ზუსტად ამ პერიოდში ყალიბდება ცხოვრებისეული ღირებულებები და ფასეულობები, რაშიც სტუდენტს უნივერსიტეტიც ეხმარება.

სწორად შერჩეული უნივერსიტეტი

დაბოლოს, რისგან შედგება თქვენთვის სტუდენტობა? რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს ეს პროცესი, რომ თამამად ვთქვათ - სტუდენტობა 100%-ით? პასუხი მარტივია: მრავალფეროვანი და ბედნიერი სტუდენტობა; საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროგრამები; გაცვლითი პროგრამები დაფინანსებით ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში; წარმატებული და მაღალკვალიფიციური ლექტორები; პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება; დასაქმება სწავლის პარალელურად; გადახდის მოქნილი სისტემა; სტიპენდიები და გრანტები - ამიტომაც აირჩიე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (115), ისარგებლე უპირატესობით და გამოსცადე შენი 100%-იანი სტუდენტობა!

NS

ლალი მოროშკინა თბილისში სახლს ყიდის და საცხოვრებლად სიღნაღში გადადის - "ოპტიმისტი ვარ, შევძლებ და მუყაითი შრომით ახალ ცხოვრებას ავაშენებ..."

კომუნალურების ონლაინ გადახდა სფეისის აპლიკაციით ანუ გზა ცხოვრების გამარტივებისაკენ

როდიდან აიცრებიან საქართველოში 55 წელს გადაცილებული პირები, რამდენი ადამიანია სულ აცრილი და როგორია ვაქცინაციის მონაცემები მსოფლიოში