კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამატოვებინა მონასტერი იმისთვის, რომ ეკლესიის პრობლემებზე მტკივა გული... ამ ეპისკოპოსს ადამიანმა სული არ უნდა ანდოს და სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს თანამდებობას" - დედა სოსანა მეუფე სტეფანეზე
"დამატოვებინა მონასტერი იმისთვის, რომ ეკლესიის პრობლემებზე მტკივა გული... ამ ეპისკოპოსს ადამიანმა სული არ უნდა ანდოს და სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს თანამდებობას" - დედა სოსანა მეუფე სტეფანეზე

დე­და­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვრო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი დედა სო­სა­ნა მო­ნას­ტრი­დან მისი და კი­დევ ერთი მო­ნაზვნის გა­რი­ცხვის თა­ო­ბა­ზე მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას გეგ­მავს.

დედა სო­სა­ნამ მე­უ­ფის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შე­ა­ფა­სა და მო­ნას­ტერ­ში წუ­ხელ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლებ­ზეც ისა­უბ­რა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ნას­ტრი­დან გა­რი­ცხვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო, ის და კი­დევ ერთი მო­ნა­ზო­ნი წუ­ხელ, წვი­მი­ან ამინ­დში ქუ­ჩა­ში და­ტო­ვეს და ტაძ­რის კარი არ გა­უ­ღეს.

"მე გუ­შინ და­მა­ტო­ვე­ბი­ნეს მო­ნას­ტე­რი, მხო­ლოდ იმის­თვის, რომ სი­მარ­თლე­სა და ეკ­ლე­სი­ა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე მტკი­ვა გული. ამის გამო გავ­ხდი დევ­ნი­ლი. სი­მარ­თლის­თვის დევ­ნი­ლი და­ტო­ვეს ქუ­ჩა­ში და გა­წი­რეს ფაქ­ტი­უ­რად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი და უძ­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი სიკ­ვდი­ლის­თვის, თავ­სხმა წვი­მა­ში. პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს და მი­თხრეს, რომ პო­ლი­ცი­ის ძა­ლით უნდა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა მო­ნას­ტე­რი. მე პო­ლი­ცი­ას ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა, რომ გა­მო­მე­ტა­ნა სა­კუ­თა­რი ნივ­თე­ბი. პო­ლი­ცი­ამ მი­შუ­ამ­დგომ­ლა, და­რე­კა რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, სა­დაც უთხრეს, რომ მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს ამ დროს სძი­ნავს და ვერ შე­ე­კი­თხე­ბი­ან, ვერ გა­მო­ვი­თხოვთ კურ­თხე­ვა­სო. მოგ­ვა­კი­თხა სხვა ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარ­მა ღა­მის ორ სა­ათ­ზე, მან შე­ას­რუ­ლა ქრის­ტეს მცნე­ბა, მიგ­ვი­ღო, გაგ­ვათ­ბო, დაგ­ვა­პუ­რა. დღეს ვა­პი­რებ მის­ვლას ეპარ­ქი­ა­ში, კი­დევ ერთხელ ვამ­ხელ მას არას­წორ და არაქ­რის­ტი­ა­ნულ ქმე­დე­ბებ­ში, შემ­დეგ კი ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებ, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ღვთის­თვის სათ­ნო. თუ მე მან გა­მიშ­ვა თავი ეპარ­ქი­ა­ში ლა­სუ­რი­ა­ში, რა­ტომ არ უნდა გა­მე­თე­ნე­ბი­ნა ერთი ღამე მო­ნას­ტერ­ში, თუ ღამე ფე­ხით უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი? აზრს მოკ­ლე­ბუ­ლია მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი. ამ ეპის­კო­პოსს ადა­მი­ან­მა სული არ უნდა ან­დოს და სას­წრა­ფოდ უნდა ჩა­მო­შორ­დეს ყვე­ლა ეპარ­ქი­ას და თა­ნამ­დე­ბო­ბას. სი­ნა­ნუ­ლის­თვის თვი­თონ უნდა გა­ნამ­წე­სონ მო­ნას­ტერ­ში. სად არის ამ დროს სა­ე­პის­კო­პო­სო, სად არის ზნე­ო­ბის კო­მი­სია? უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მი­რე­კავს, მი­ცხა­დე­ბენ სო­ლი­და­რო­ბას. და­მი­რე­კეს სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან", - ამ­ბობს დედა სო­სა­ნა.

მი­სი­ვე თქმით, მას მე­უ­ფე სტე­ფა­ნე ბრალს სდებს, რომ პატ­რი­არ­ქს წირ­ვა­ში არ იხ­სე­ნი­ებს, რა­ზეც გან­მარ­ტავს, რომ მას წირ­ვის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს, ხოლო პატ­რი­არ­ქს სა­ჯან­მრთე­ლო ლოც­ვებ­ში ტი­ტუ­ლის გა­რე­შე იხ­სე­ნი­ებს.

"მიტ­რო­პო­ლი­ტი მაბ­რა­ლებს, რომ მე არ მო­ვიხ­სე­ნი­ებ­დი წირ­ვა­ში კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს. მე არც მღვდე­ლი ვარ და არც წირ­ვის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა მაქვს. მე მას ვუ­თხა­რი, რომ სა­ჯან­მრთე­ლო პა­რაკ­ლი­სებ­ში ვიხ­სე­ნი­ებ­დი კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს ტი­ტუ­ლის გა­რე­შე, რად­გან მას აქვს უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბა წა­ყე­ნე­ბუ­ლი, მას ჰქონ­და უფ­ლე­ბა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა თა­ვი­სი სი­მარ­თლე, რო­მე­ლიც არ და ვერ და­ამ­ტკი­ცა. მე მაქვს უფ­ლე­ბა, რომ ის მო­ვიხ­სე­ნიო ტი­ტუ­ლის გა­რე­შე", - აღ­ნიშ­ნა მან.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის მარ­ტვი­ლის წმინ­და ნი­ნოს დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში წუ­ხელ პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მას შემ­დეგ გა­მო­ი­ძა­ხეს, რაც მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დე­და­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვრო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი დედა სო­სა­ნა და მორ­ჩი­ლი ნინო მო­ნას­ტერ­ში აღარ შე­უშ­ვეს.

მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს ბრძა­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ორი­ვე მო­ნა­ზო­ნი მო­ნას­ტრუ­ლი წეს-გან­გე­ბის უხე­ში და დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი დარ­ღვე­ვის­თვის მარ­ტვი­ლის მო­ნას­ტრი­დან გა­რი­ცხეს და სი­ნა­ნუ­ლის­თვის, ლა­სუ­რი­ა­შის ღვთის­მშობ­ლის შო­ბის სა­ხე­ლო­ბის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში განმწეს­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნარჩემაშვილი ლევანი
8

აფერუმ დედაო თქვენ მორჩილებას

ი.მ
1

ჩამოსაშორებელი თქვენ თვითონ ხართ.

ავტორი:

"დამატოვებინა მონასტერი იმისთვის, რომ ეკლესიის პრობლემებზე მტკივა გული... ამ ეპისკოპოსს ადამიანმა სული არ უნდა ანდოს და სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს თანამდებობას" - დედა სოსანა მეუფე სტეფანეზე

"დამატოვებინა მონასტერი იმისთვის, რომ ეკლესიის პრობლემებზე მტკივა გული... ამ ეპისკოპოსს ადამიანმა სული არ უნდა ანდოს და სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს თანამდებობას" - დედა სოსანა მეუფე სტეფანეზე

დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გათავისუფლებული დედა სოსანა მონასტრიდან მისი და კიდევ ერთი მონაზვნის გარიცხვის თაობაზე მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

დედა სოსანამ მეუფის გადაწყვეტილება ჟურნალისტებთან შეაფასა და მონასტერში წუხელ განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მონასტრიდან გარიცხვის გადაწყვეტილების გამო, ის და კიდევ ერთი მონაზონი წუხელ, წვიმიან ამინდში ქუჩაში დატოვეს და ტაძრის კარი არ გაუღეს.

"მე გუშინ დამატოვებინეს მონასტერი, მხოლოდ იმისთვის, რომ სიმართლესა და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე მტკივა გული. ამის გამო გავხდი დევნილი. სიმართლისთვის დევნილი დატოვეს ქუჩაში და გაწირეს ფაქტიურად მოხუცებული და უძლური ადამიანი სიკვდილისთვის, თავსხმა წვიმაში. პოლიცია გამოიძახეს და მითხრეს, რომ პოლიციის ძალით უნდა დამეტოვებინა მონასტერი. მე პოლიციას ვთხოვე დახმარება, რომ გამომეტანა საკუთარი ნივთები. პოლიციამ მიშუამდგომლა, დარეკა რეზიდენციაში, სადაც უთხრეს, რომ მეუფე სტეფანეს ამ დროს სძინავს და ვერ შეეკითხებიან, ვერ გამოვითხოვთ კურთხევასო. მოგვაკითხა სხვა ტაძრის წინამძღვარმა ღამის ორ საათზე, მან შეასრულა ქრისტეს მცნება, მიგვიღო, გაგვათბო, დაგვაპურა. დღეს ვაპირებ მისვლას ეპარქიაში, კიდევ ერთხელ ვამხელ მას არასწორ და არაქრისტიანულ ქმედებებში, შემდეგ კი ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, რომელიც იქნება ღვთისთვის სათნო. თუ მე მან გამიშვა თავი ეპარქიაში ლასურიაში, რატომ არ უნდა გამეთენებინა ერთი ღამე მონასტერში, თუ ღამე ფეხით უნდა წავსულიყავი? აზრს მოკლებულია მისი განცხადებები. ამ ეპისკოპოსს ადამიანმა სული არ უნდა ანდოს და სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს ყველა ეპარქიას და თანამდებობას. სინანულისთვის თვითონ უნდა განამწესონ მონასტერში. სად არის ამ დროს საეპისკოპოსო, სად არის ზნეობის კომისია? უამრავი ადამიანი მირეკავს, მიცხადებენ სოლიდარობას. დამირეკეს სხვადასხვა ორგანიზაციებიდან", - ამბობს დედა სოსანა.

მისივე თქმით, მას მეუფე სტეფანე ბრალს სდებს, რომ პატრიარქს წირვაში არ იხსენიებს, რაზეც განმარტავს, რომ მას წირვის ჩატარების უფლება არ აქვს, ხოლო პატრიარქს საჯანმრთელო ლოცვებში ტიტულის გარეშე იხსენიებს.

"მიტროპოლიტი მაბრალებს, რომ მე არ მოვიხსენიებდი წირვაში კათალიკოს-პატრიარქს. მე არც მღვდელი ვარ და არც წირვის ჩატარების უფლება მაქვს. მე მას ვუთხარი, რომ საჯანმრთელო პარაკლისებში ვიხსენიებდი კათალიკოს-პატრიარქს ტიტულის გარეშე, რადგან მას აქვს უმძიმესი ბრალდება წაყენებული, მას ჰქონდა უფლება დაემტკიცებინა თავისი სიმართლე, რომელიც არ და ვერ დაამტკიცა. მე მაქვს უფლება, რომ ის მოვიხსენიო ტიტულის გარეშე", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში წუხელ პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ადგილზე სამართალდამცავები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით, დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გათავისუფლებული დედა სოსანა და მორჩილი ნინო მონასტერში აღარ შეუშვეს.

მეუფე სტეფანეს ბრძანების მიხედვით, ორივე მონაზონი მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევისთვის მარტვილის მონასტრიდან გარიცხეს და სინანულისთვის, ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განმწესდნენ.

"დაგანგრევთ სუყველას, ლიბერალებო" - მეუფე სტეფანე

"როდესაც ვხედავთ განსაცდელს, გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება ადამიანის ცხოვრებაში, შეიძლება იყოს გამოცდილების მომტანი" - მეუფე შიო

რუსთავის ავტობაზრობაზე ხანძარია - როგორია ვითარება ადგილზე